რომ იცოდეთ ახლა რამდენი ვიხალისე

ინტერნეტში შემთხვვით საიტს მივაგენი , სადაც შესაძლებელია საკუთარ სახეზე ისეთი ვარცხნილობა და თმის ფერი მოირგო, როგორიც გინდა. თან ძალიან ბუნებრივად ჩანს. ასე, რომ ვიხუმრე და ჩემს თავს, ლურჯი თმა მოვარგე,ცოტაოდენი ალუბლისფერი მელირებით. მართლა ლამაზი გამოვიდა. ეს სურათი ადნაკლასნიკებში დავდე მთავარ სურათად. ამ დილას , რომ გავიღვიძე იმდენი წერილი დამხვდა , რომ ნუ იტყვით. ერთი ასე იწყებოდა: ვაიმე, ეგ რა მოგსვლია ? ...ამერიკამ გადაგრია არა?=fiqri= ან : საწყალი დედაშენი

და ა.შ. მოკლედ ვისაც არ დაეზარა, ყველამ წიხლი მომატყა ზრდილობიანად

ახლა გადავწყვიტე, როცა თბილისში ჩავალ, თავზე ლურჯი პარიკი დავიხურო და ასე "ვიხუმრო". იმედიათ უკან არ გამომაბრუნებენ
