↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
Medi-ს მივესალმები პირველ რიგში, კეთილი ყოფილიყოს შენი ფეხი ჩვენს საძმოში! კიდევ მომცერე საიტის გაცნობის შემდეგ, კარგი?
pizchela-ს! ჩემო კარგო, შენს ქალიშვილს ფერეიდნული დიალექტით გახმოვანებული მულტფილმები გამოვუგზავნე, მაგრამ უკან დამიბრუნდა, საღამოს კიდევ ვცდი... რაც შეეხება სურათებს... მე მგონი იმის ღირსი ხარ რომ გამოგიგზავნო ის სურათი რომელიც საიტში არ მოხვდა, აბა იქ განახვა, რამხელა ბოთლია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნნNშ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ ბიჭებო და გოგოებო.=ko= .................................................
..მედი კარგია, რომ ჩვენთან ხარ. ძალიან გამიხარდა შენი შემობრწყინება.
გუგუა! არ ვიცი მადლობა, როგორ გადაგიხადო. მოდი, მედის ვეტყვი, რომ ძალიან საყვარელი ხარ.:
) .........რაოოო?!" მე მგონი იმის ღირსი ხარ რომ გამოგიგზავნო ის სურათი რომელიც საიტში არ მოხვდა" -ო......ღირსი ვარ, აბა არ ვარ ღირსი?:) ..............................
მახუნია , არ მიეხმარო ელჩის საშობაო მორთვა-მოკაზმვაში, სიდედრი დააძინოს ეზოში და ის "გაუნათებს" კარ-მიდამოს.(ელჩი, შენ არ თქვა არსად რაც მე ახლა "წამომცდა")..................ციცი მომენატრე=ko= =ko= . ტელმან! მე ლუქსენბურგის საზღვართან ვცხოვრობ. დანიის საძღვართან ძალიან ცივა ჩემთვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ფიცხელას გაუმარჯოს,იქეთ სულ დაგვივიწყე,
რაშია საქმე.
გუგუა,ელჩი თქვენც გესალმებით სულითა გულით.
=sher= =sher= =sher= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
გუგუა=sher=
დავათვალიერე თქვენი საიტი და მართალი გითხრა გული ამევსო სიხარულითაც და ტკივილითაც.მართლაც რომ კარგი და სუფთა მამულიშვილური საიტია.ხშირი სტუმარი ვიქნები თქვენი,რომ კიდევ უფრო კარგად გავიგო ის გაჭირვება რაც ჩვენს ჩაგრულ ხალხს აქვს ისედაც ამ გაწირვებულ დროში.ზალიან მტკივნეულია მაგრამ რეალობას ვერსად გავექცევით.
ფიცხელა გაიხარე და იცოცხლე,=ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
გია თორაძე ვარ გიორგი! შენი საიტი ჩემმა შვილმა დათომ შემთხვევით ”იპოვა”. რამდენიმე დღის წინ მორიგი მივლინებიდან დავბრუნდი, დაღლილი ვიყავი და დასვენებას ვაპირებდი. სახლში რომ მივედი დათო ინტერნეტში რაღაც საიტებს ეცნობოდა. ჩემი ყურადღება ჯერ არაჩვეულებრივად გულდასათუთქმა ქართულმა სიმღერებმა მიიპყრო, მონიტორს რომ შევხედე, მაშინვე გიცანი... ჯერ ერთად გადავხედეთ საიტს ზოგადად, მერე კი რამდენიმე ქვეთავს ჩავუღრმავდი... ბევრი ისეთი რამ ვიპოვე, გულს რომ დაგიწვავს, ბევრი ისეთიც – გულს რომ გაგიხარებს... ფერეიდნელ ქართველებზე და საერთოდ, ირანში მცხოვრებ ქართველებზე ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ ბევრიც ჩემთვის ნამდვილად სიახლე იყო.
გიორგი, სამხედრო აკადემიასთან დაკავშირებული ჩანართები ჩემთვის საინტერესო სიურპრიზი იყო, განსაკუთრებით გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილთან გადაღებული სურათი მომეწონა. მეც გამიჩნდა სურვილი პატარა წვლილი შევიტანო შენს კეთილშობილურ საიტში. ამიტომ გიგზავნი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ნამსახურებ ქართველი სარდლების და გენერლების სიას:
1. ასლანი (დარჩიაშვილი) მანუჩარი — ირანის შეიარაღებული ძალების თვალსაჩინო მხედართმთავარი. 1972-დან ირანის ავიაციის სამხედრო ვერტმფრენების ნაწილების უფროსი. თადარიგშია 1992-დან. ავიაციის გენერალი (თიმსარი) – 1980. დაბადებული 16.09.1938 ფერეიდანში (ზემო მარტყოფი), ირანი.
2. ბაგრატიონი თეიმურაზ გიორგის ძე — გამოჩენილი სარდალი და მეცნიერი. პირველი ქართველი აკადემიკოსი: 1937. არ დაემორჩილა რუსებს და 1803 გაიქცა სპარსეთში თავის ბიძასთან. 1810. ჩამოვიდა საქართველოში. შემდგომ კი ცხოვრობდა რუსეთში. მარი ბროსე მას თავის მასწავლებლად სთვლიდა. მეფე გიორგი XII-ის ვაჟი. სპარსეთის არტილერიის სარდალი (თოფშიბაში) 1803-1810. რუსეთის იმპერიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი: 1837 კოპენჰაგენის ანტიკვარული საზოგადოების და საფრანგეთის თავისუფალი ხელოვნების აკადემიკოსი. დაბადებული 1782 წელს, თელავში. გარდაიცვალა 1746 წელს, სანკტ-პეტერბურგში, რუსეთი.
3. ბაგრატიონი ქაიხოსრო ლევანის ძე — ”ვალი გურჯისტანისა” – ქართლის მეფე, მთავარსარდალი ირანისა და ბეგლარბეგი თავრიზისა და ბარდის. ევროპაში მას უწოდებდნენ ”სპარსეთის ჯარის გენერალისიმუსს”, ყანდაგარის გმირი. სპარსეთის ჯარის მთავარსარდალი. 1710. დაბადებული 1670 წელს, საქართველოში. გარდაიცვალა 27.09.1711 (დაიღუპა ომში).
4. რაჰიმი (ონიკაშვილი) ალი რუსტამის ძე — ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის უფროსი. გენერალი (თიმსარი) 1980-იან წლებში. დაბადებული 1950 წელს ფერეიდანში, ირანი. გარდაიცვალა 1990-ის შემდეგ ირანში.
5. რაჰიმი (ხარატიშვილი) მუჰამედი — ირანის შაჰის მუჰამედ რეზა ფეხლევის არმიის თიმსარი. ავიაციის გენერალი (თიმსარი) 1976 დაახლ. დაბადებული 1935 წელს ფერეიდანში ირანი. გარდაიცვალა 1980 წელს (დაპატიმრებული იყო 1978. დახვრეტილია ისლამური რევოლუციის დროს).

“შთაბეჭდილებები” – ”საქართველო”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ახლა კი პატარა ლირიული გადახვევა!
მედის! არ იცით ჩვენთან როგორი წესია? ვინც საიტის შესახებ თავის აზრს მწერს, მეორე წერილში თავის სახელს, გვარს და ქვეყანას მწერს ხოლმე! ასე რომ გაითვალისწინეთ ჩემო კარგო!
ფიცხელას!
ფიცხელ, მე დაგპირდი რომ იმ სურათებს გამოგიგზავნიდი, რომელიც საიტში არ მოხვდა, გამოგზავნასაც ვაპირებდი, მაგრამ რაღა მარტო შენ და შენმა ქალიშვილმა უნდა იხითხითოთ და რაც არ იქნება, ის სახელები უნდა მიწოდოთ? მე ვეთანხმები გენდერულ თანასწორობას! რა დააშავეს ჩემმა "ელჩმა" და "ქურდიმახომ"? არც მე ვარ ნაკლები ქურდი, რადგან შენც მოგპარე რაღაც-რაღაცეები...
ახლა კი შევეცდები დაპირებული სურათები ავტვირთო, დაჯექით და იხარხარეთ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
Image

Image
Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ფიცხელ! იმ სურათს თუ "ძირს კოკა" შეარქვით, ამას ალბათ "წინ კოკა" მოუხდება ხომ? მესამე სურათიც იგივე თემაზეა, მაგრამ ჩემთან რატომღაც არ ჩანს, თუ გაადიდებთ, გამოჩნდება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
გუგუა მე ვარ მედეა პავლიაშვილი,თბილისში ვცხოვრობ,ამჟამად ვარ ამერიკაში.კიდევ ის რომ მყავს 2 შვილი და 1 შვილიშვილი და ალბათ უკვე ახლო მომავალში დავბრუნდები ჩემს სამშობლოში.ვეცადე ამომწურავი პასუხი გამეცა კითხვაზე.:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუა, არ მითქვია შენთვის? მართლა
ჯ ი გ ა რ ი ხარ,რომ არ დამივიწყე.
სურათებზე კი ვისიამოვნე ძალიან =dac= =dac= =dac= =dac= =kool= =kool= =kool= =kool= =kool= =kool= =kool=
ps---შენ ჩემო ქურდო გ ი ო. =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მედი,მოხარული ვარ ძალიან,ჩვენს,ფერეიდნულ
კოლექტივში რომ გხედავ.=sher= =sher= =sher= =sher= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქურდი მახო გაიხარე ჩემო ძმაო,მადლობთ=sher= =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
მივესალმები ქალბატონ მედეას ! ყველაფერი გასაგებია, გმადლობთ!
ახლა კი საგანგაშო ზარებს უნდა შემოვკრა: აბა ფიცხელ, მახო, დამეხმარეთ: "ერთი ბიჭი დამეკარგა, ცისპერპერანგაააააა, ან ავლილი ან ჩავლილი, ხომ არ გინახაააააავთ" მე თვითონ მეცინება ისე ცუდად ვმღერი, მაგრამ ერთი ელჩი-ბიჭი დავკარგე და იქნებ მომაძებნინოთ? იქნება სადმე შემოგეყაროთ და ჰკითხეთ ჩემი წერილი მიიღო თუ არა ქართულ ენაზე, კიდევ უნდა გავუგზავნო დიდი წერილი და ტყუილად რომ არ გავისარჯო! :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამარჯობა მახოია!
როგორა ხარ საყვარელო?
მეკითხები: "იქეთ სულ დაგვივიწყე,
რაშია საქმე?"-ო
კარგ ყოფას ვინ გაქცევია, ჩემო მახო?!
არა ვარ ის ქალი, სამშობლოს სიყვარულისთვის, "ვაენნი გარადოკებში" ნასწავლი ქართულით, გაურკვეველი ეროვნებების მქონე "ქართველებს" შეურაცხყოფას" რომ აპატიებს....
აგერ ვარ, და ყოველ დღე თუ არა დღეგანოშვებით ხომ მაინც მეფიცებით სიყვარულს და მეგობრობას.
თუ აქაც ვერ ამიტანთ, ავდგები და მეც ფერეიდანში წავალ:) , მე ზუსტად ასეტი ქართველები მენატრებიან.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
დესპანი