|
ლუკა-მგელოს(აკელას სიყვარულით) დიახ მგლები ვართ და მგლური გული, არის ველური სწრაფვა და ნდომა, დიახ, მგლები ვართ და სულის ზეთქმა არის სურვილთა ჟინი და ფეთქვა, დიახ, მგლაბი ვართ და სისხლის ვალი, ალბათ გვანიჭებს მთვარის სიყვარულს, დიახ, მგლები ვართ და სინანული მიგვერეკება მარტოდ მოარულთ, არც არასოდეს გვესურვილება ძაღლების მოდგმა და მათი ჯიში, რადგან მგლები ვართ ,თავისუფლება მუდამ გვექნება გენში და სისხლში, რადგან მგლები ვართ ,სულ გვეყვარება ხროვის წესი და რჯულის ერთობა, რადგან არასდროს არ შეგვეძლება გვქონდეს ძაღლური ყოფის ღმერთობა, დიახ, მგლები ვართ, სისხლის ყივილით გადაგვიჯეგავს კლდენი და ღრენი, არც არასოდეს გვეთავისება, არც გვეყვარება სუსტების სენი, დიახ მგლები ვართ, მგლური ყმუილი არის დიდება მნათობის ღამის, და სიყვარულით ძილგამკრთალებმა კვლავაც ვისურვოთ სიკვდილი ლამის, დიახ, მგლები ვართ და ნადირობა, მოგვდგამს ჯიშად და ხროვის საწყისად, და ტყის ნადირის სისხლი და ტყავი, მარადჟამს გვეტყვის სიტყვას სასმისად, რადგან მგლები ვართ ძირამდე გვიყვარს, სიცოცხლის ჰიმნი, ლაღი და კრული, სწორედ ამიტომ ალბათ არასდროს არა გვგონია სიკვდილი რთული, დიახ, მგლები ვართ მუხლჩაუხრელნი, მარად ამტანნი ბრძოლის და თმენის, ნუ დაგვიდგებით წინ, გაგვეცალეთ ვერას გაიგებთ ველური გენის, გადავითქერებთ ტრამალებს რუხად, და სანადიროს დავცემთ ყიჟინას, დიახ, მგლები ვართ, სამარადჟამოდ, მთვარის სხივებში დავიდეთ ბინა.
|