↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 361 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
NJ_Maiko სიცოცხლე ვიცი როგორია-- სიცოცხლე -- სიცოცხლეა (თავის ყველა სიკეთით და სიგლახით).=fiqri= =fiqri=
სიკვდილზე ჯერ არ ვიცი, ვერაფერს გეტყვი . მერე მოგიყვები,იქედან რომ
დავბრუნდები , დამელოდე კარგიი?=zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
NJ_Maiko ეს ასე გავიგო? "ამირან გულში მღეროდაო"?=fiqri=

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined26 Sep 2008
Posts46
კარმა0
OFFLINEPROFILE
იქ წასული ბევრი გვინახავს,მაგრამ დაბრუნებულისა რა მოგახსენოთ!თუ ვარ დაბრუნდი,ინტერნეტით მაინც მოდწერო რამე ეგება!:side:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
ციცი იქ როცა წავალ ხომ მე თვითონ გავიგებ.....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Oct 2006
Posts696
კარმა53
OFFLINEPROFILE
იქ წასვლამდე სწორად უნდა იცხოვრო თორემ იქაც დაკარგული იქნები სადღაც ბურუსში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
ვის როგორ ესმის სწორად ცხოვრება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Oct 2006
Posts696
კარმა53
OFFLINEPROFILE
როგორც არ უნდა იმსჯელო და გესმოდეს მართალი მაინც მართალია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
"შენ გაგიმარჯოს სიკვდილო,სიცოცხლე ჰშვენობს შენითა"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
იცი რომელ დღეს მოვკვდები?
ყველაზე ლამაზ დღეს,
მე არაფერი არ ვიცი და მხოლოდ ვიტყვი ერთს
იმ ლამაზი დღის ნიავი სიკვდილს დაუქნევს ხელს

სიკვდილი ჩემთან მოირბენს და გულს ჩამწყვიტავს მე
ვიცი რომ ეს დღე იქნება სიცოცხლით სავსე დღე,
ბევრი რაღაცით იხარებს გული დაწყდება ბევრს,
მე ხომ სიცოცხლე წამართვეს ხელი უნდობლად მკრეს

დღეიდან მე ღმერთს ვეკუთნი ჩემს თავს მივანდობ ღმერთს
უკანასკნელად ავხედავ ცაზე მომღიმარ მზეს,
გამიკვირდება რად ნათობს მზე როცა ვკვდები მე?
ალბათ სიკვდილი მირჩია განვლილ ბავშვობის წლებს,

მე კი სიცოცხლე მწყურია მე პატარა ვარ ჯერ
დაკრძალვის დღეს კი იწვიმებს აღარ იქნება მზე
პირს შეიკრავენ ღრუბლები წვიმა მისველებს თმებს
ცრემლები უხვად მეჭრება მარგალიტივით ზედ

ტირილი მინდ ვერ ვტირი რაგაცა მიშლის ხელს
დღეს ჩემს პატარა ჭაღარას მიწა ეხება ზედ
და სიმარტოვის ბურეში სავალი მიწევს მე
საფლავის ქვასთან ნიაღვარს სწრაფათ გააქრობს მზე

ჩემს ზემოთ მიწა გათბება მე კი ვერ ვითბობ ძვლებს
გულზე პატარა ჩიორა ფრთხიალებს თანაც შტვენს
იცი რომელ დღეს მოვკვდები?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
დავეხეტები ქუჩის ხმაურში,
თუ ეკლესიის მესმის ლოცვები,
ან ყმაწვილ კაცთა აურზაურში
ვარ ანთებული ჩემი ოცნებით,
მე ვამბობ:-წელთა გრიგალი მიდის,
და თუმცა ირგვლივ ხალხი ბევრია,
ყველას დაგვფარავს სამარის ლოდი,
და ალბათ უკვე ვინმეს ჯერია.
დავაკვირდები ახოვან მუხას,
ეს პატრიარქი ტყეების დღესაც,
ჩემს საუკუნეს გაუძლებს მწუხარს,
როგორც გაუძლო წინაპრებისას.
თუ ბავშვს ვეხები გამოსარჩლებით,
მისთვის მშვიდობის თქმა დამჭირდება,
ვეტყვი:-მივდივარ, შენ კი დარჩები,
მე გახრწნა მელის,-შენ კი დიდება.
როცა დღე მიდის და წელიც გადის,
ჩემი ფიცრებიც მასთან მიდიან,
და სასიკვდილოდ მოსული ვადის
მე გამოცნობა დროში მწადია.
სად მომეწევა სიკვდილი ძნელი?
ომში თუ ზღვაში, თუ წყალთა შინა,
თუ მეზობელად ქცეული ველი
ცივი ცხედარის გახდება ბინა?
ხომ სულ ერთია უგრძნობელ სხეულს,
სამარის ჭია სად შეესევა,
მაგრამ მე მაინც მიწას შეჩვეულს,
რომ მიმაბარონ უმჯობესია.
დაე,ცხოვრება სამარის კართან
გადაიშალოს ცოცხალ ვარდებად,
სადაც გულცივი ბუნების კალთა
უკვდავის ეშხით აელვარდება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
მოვა სიკვდილი და ექნება თვალები შენი,
იგი, რომელიც ცხოვრებაში გვერდით დაგვყვება
ალიონიდან დაისამდე, ძილგატეხილი,
შეუსმენელი, როგორც ძველი მონანიება,
ან მავნე ჩვევა, უაზრო და უნიადაგო.
თვალები შენი იქნებიან უსიტყვო სიტყვა,
ძახილი ჩუმი, დადუმება, ამაოება.
ყოველ ცისმარე დილას ნახავ შენ მათ, როდესაც
სარკის წინაშე მოიხრები, მოიკაკვები.
ჰოჲ, ტკბილო სასოვ, დღე დადგება, როცა გავიგებთ,
რომ ხარ სიცოცხლეც, ერთდორულად რომ ხარ არარაც.

კვდომას ყველასთვის გააჩნია უცვლელი მზერა,
მოვა სიკვდილი და ექნება თვალები შენი,
ეს რომ მოხდება, თითქოს მავნე ჩვევაც გაქრება,
სარკეში ნახავ მკვდრეთით აღმდგარ საკუთარ სახეს,
დახშულ ბაგეთა გაიგონებ მეტყველებასაც.
სიტყვაუთმქელნი ჩავეშვებით უღრმეს მორევში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
სასაფლაო
მანანას
ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული,
აქეთ-იქით საფლავები და მათ შორის ნაკადული,
და მათ შორის ნაკადული, ვით სიცოცხლის ლურჯი თვალი,
ვით იესოს ტანჯულ მკერდზე
გადმომსკდარი სისხლის ღვარი?
ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული,
ვის უნახავს, საფლავებში როგორ მოქრის ნაკადული,
როგორ მოქრის, როგორ მოქუხს, ვით სიცოცხლე უშიშარი,
და როგორ დუმს სასაფლაო, ვით იესოს ლურჯი ტანი?
ვის უნახავს ყვავილები ნაკადულის ნაპირებზე
და პეპლები, ყვავილებზე დაფრენას რომ აპირებდნენ,
დაფრენას რომ აპირებდნენ შავი ჯვრების მაღლობიდან
და ტკბებოდნენ ნაკადულის საამური გალობითა?
ვის გინახავთ სასაფლაო, თავს რომელი იმეტებდით?
მე მინახავს, მე მიცვნია დაკარგული იმედები,
გაფრენილი ოცნებები, გაძარცული გვირგვინები,
მე მინახავს, ვით სიცოცხლეს, მე — სიცოცხლე ვიგინები.
ეს მე ვმდგარვარ, შვილო ჩემო, ცივი ქვების პირდაპირა
და სიკვდილი შავფრთიანი ყელს მხვევია ბირდაბირად.
მე მიგრძვნია შავი შიში ამ მდუმარე ლოდებიდან:
მეც აქ უნდა დამეძინოს მეც აქ უნდა მქონდეს ბინა!
იქნებ ეგ სულ მალე მოხდეს, იქნებ, ღირს ვარ გასაწირად,
მაშინ ერთი დაიხსომე, ჩემო ქალო პაწაწინავ:
მოცქრიალდი ჩემს საფლავთან,
ვით სიცოცხლის ლურჯი თვალი,
ვით ეს შლეგი ნაკადული, ვით ყვავილთა დედოფალი,
დაიხარე პიტალოზე ამაყი და დამამშვენი
და, ყვავილთა დედოფალო, მოიგონე მამაშენი,
მოიგონე მამაშენი, შუშა-ოქროდ გასაზრდელო,
თქვი, რომ მოკვდა სიყვარულით, შეუყვარდა საქართველო.
თქვი და ისე გაიცინე, მანანაო თვალხატულავ,
რომ მე გულზე გადმიქროლოს სიცოცხლედ და ნაკადულად!
ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული,
ვის უნახავს, საფლავებში როგორ მოჰქრის ნაკადული,
როგორ მოქრის, როგორ მოქუხს, ვით სიცოცხლე უშიშარი,
და როგორ დუმს სასაფლაო, ვით იესოს ლურჯი ტანი?!

1941

მანანა — ლადოს ქალიშვილი მანანა ასათიანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
დადგება ზამთარი...

მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის.

ასე გათავდება სინათლე, გაჰქრებიან მოგონების წამები.

გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს.

ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს.

და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას.

ჩემი კუბო იქნება სადა

და პროცესია უცრემლო.

მე დამასაფლავებენ შუადღის ორ საათზე თბილისის ახლო.

ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი.

ბალდახიანი, რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს, იქნება თეთრი და მოძველებული. პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი, რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი «Memento mori!» არ შევეცოდები მღვდელს, რომელსაც არ ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია. მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდებათ ჩემს დანისლულ ლექსებიდან: სტრიქონები.

მოვა უიმედობა.

პანაშვიდი გათავდება ქარში.

ჩემს ცხედარს ნელა ჩაუშვებენ სამარეში.

და პირველ მიწას სახეზე მომაყრის ვინმე უხეში მესაფლავე.

კუბოს ფიცარზე შეწყდება უკანასკნელი გუგუნი მიწის და ქვების.

პროცესია დაიშლება.

მე და სიჩუმე დავრჩებით მარტო.

გზაში ისაუბრებენ ჩემზე.

დაღამდება...

მე შემეშინდება მარტო სასაფლაოზე, ღამით.

დავტოვებ კუბოს და ტანშიშველი გამოვიქცევი სამარიდან.

და გიჟივით ვიკივლებ, რომ მომეშველონ, რომ დამიფარონ.

არავინ იქნება ჩემი მხსნელი, ისევ დავეცემი, თავს ვიგრძნობ სამარეში და კვლავ მივეცემი ძილს დაუსრულებელს.

ნათელივით თავზე დამადგება ჩემი განუყრელი და - სიჩუმე.

თეთრად დასუდრული იქნება მთელი ქვეყანა.

ის სოფელი, სადაც მე დავიბადე, დაემსგავსება უდაბნოს.

გაივლის ზამთარი, წვიმით და ქარებით.

დადგებიან გაზაფხულის დღეები.

შეიფოთლება სასაფლაო.

კვირა დილით, როდესაც ყველა მლოცველისათვის გაიღება ეკლესიის კარები, ჩემს საფლავთან დაფიქრებული მოვა ვინმე ქალი, მოიგონებს ჩემს დამწვარ სახეს, მოიგონებს ჩემს წამებას და შევეცოდები.

ასე გაივლიან საუკუნეები.

ჩემს საფლავს დაადგება მზე შორეულ რიცხვის.

ჩემს მიერ უხილავ საღამოს ბინდი დაფარავს მივიწყებულ ლოდებს და ჩემი საფლავიც შეიმოსება სიბნელით.

წამოვა წვიმა, ქარიშხალი და მოწყენილ საფლავზე დამაყრის ყვითელ ფოთლებს. ასე დროთა შავი წვეთებით დახავსდება ჩემი სამარე, ზედ წამოიზრდება ბალახი.

ზაფხულში, საღამო დროს, ჩემს საფლავს ჩაუვლიან თეთრად გამოწყობილი ქალები, შორს, სარკესთან უცნობი თითები დაუკრავენ როიალს.

დილაადრიან უიმედოდ იკივლებენ ორთქლმავლები. მოვა კვირადღე და ჩემს ახლოს დარეკავენ ზარებს, აანთებენ სანთლებს.

დაიღლებიან ხელაპყრობილი მლოცველები.

წირვა გათავდება.

საყდარს დაკეტავენ, ხატები დამწყვდეულ ტუსაღებივით დარჩებიან შიგ. და სასაფლაოს ჩხავილით გადაუფრენს ყვავი.

გაქრება თვალები, რომელზედაც ესვენა თბილისის ღამეები მძიმე ლოდებივით.

და ჩემი სამარის სამუდამო დარაჯი იქნება ჩემი უნაზესი და - სიჩუმე.

ტერენტი გრანელი.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 361 posts ] 
სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ
დესპანი