↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
ზოგჯერ მინდება,გავამხილო მეც ჩუმი დარდი,
ხანდახან მინდა,მხოლოდ ის ვთქვა,რაც მიხარია...
ცად აგამაღლებ,თითქოს ახლა,დღეს შემიყვარდი,
მაგრამ მიყვარხარ,მენატრები დიდი ხანია...

სასმისს გამოვცლი შენი წასვლის აღსანიშნავად,
ვიტყვი,რომ მძულს ის,რაც კი შენთვის ამიტანია...
მაგრამ სიტყვებით თუ ვიცრუებ,რა შეიცვლება?
ვერ შეგიძულებ,ამას მივხვდი დიდი ხანია...

ვიცი,ერთხელაც დაბრუნდები,სიყვარულს მომთხოვ...
ოდესღაც შენი,იმ დროს უკვე სხვისი ვიქნები,
მაგრამ აღდგება თითქოს მიწამიყრილი გრძნობა
და ისევ შენით გაიღვიძებს ჩემი ფიქრები...

ისევ შევიცნობ გაზაფხულის მშვენიერებას,
ისევ იმგვარად აძგერდება გული თავიდან...
და საუკუნოდ მეყვარები ისე ძლიერად,
როგორც მიყვარდი ჩვენი ტრფობის დასაბამიდან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
დამხატე... ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს, შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით, შემომაძარცვე ეს ავბედი მელანქოლია, თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს. დახატე ზეცაც.... ოღონდ თეთრი მოსაცყენია, სანთლების რკალში ჩაატიე მთელი სახატო... ჩემს ოცნებაში სალოცავებს სანთლის ფერი აქვს, დახატე სივრცე... ოღონდ ლურჯი აღარ დახატო,. მე აღარ მინდა შემოდგომის ფოთოლთა ცვენა, იქნებ მიმოზა დამიხატო სადაფის ფერი, თეთრი ზამთარი??-მე არ მახსოვს... ეს იყო ძველად... შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი. დახატე მიწა... და მზის აკვნად აქციე თოვლი... ყველა სურვილი დასაცყისში ასე მუნჯია... ზღვაც დამიხატე... ოღონდ მწვანე ვით მოლი, მერე რა მოხდა ცხოვრებაში თუ ის ლურჯია... დახატე ქალი... საქალეთი შეცვალე, თუ გსურს, უყოველგვარო დამცირებით.... უმასკარადოდ... ამ სამყაროში ბევრი რამე შეცვალე, თუ გსურს, ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
ვაა,ცუდო რა ხანდახან გამოანატებ ხოლმე,ლექსი ძალიან კარგია,მაგრამ რა ცუდად
იწერება რა გახდა ამ ხარცეზების გასწორება=kf= =kf=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
nabula wrote:
ციტატა:
ვაა,ცუდო რა ხანდახან გამოანატებ ხოლმე,ლექსი ძალიან კარგია,მაგრამ რა ცუდად
იწერება რა გახდა ამ ხარცეზების გასწორება=kf= =kf=
ხო ნაბუ ზარვეზები აქვთ მაგრამ არაუშავს :)
შენ როგორ ხარ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
მზეო ამოდი,ამოდი
ნუ ეფარები მთას,
ლამზი ქალი დამჯდარა,
მიუალერსე მას.
მიუალერსე, უთხარი
რომ სიყვარული გწვავს
თორემ,ქალია იცოდე,
წავა,გაჰყვება სხვას.:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
nabula wrote:
ციტატა:
ვაა,ცუდო რა ხანდახან გამოანატებ ხოლმე,ლექსი ძალიან კარგია,მაგრამ რა ცუდად
იწერება რა გახდა ამ ხარცეზების გასწორება=kf= =kf=

აბზაცები გასწორებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მე შენ სიზმარში გიხილე წუხელ,
ლაღი სიცილით ავსებდი ოთახს,
მაისი იყო, ფერთა სიუხვე...
და გული თრთოდა, უმწეოდ თრთოდა.
ვკეტავდი ფანჯრებს, ო, როგორ მსურდა,
რომ დამემწყვდია ძვირფასი ხმები,
იყო ვიღაცა...და მას შეშურდა,
შენი სიცოცხლე ხელშეუხები.
გამომეღვიძა სულ მარტოდ შთენილს,
მერე...მთელი დღე სარკმელთან ვიდექ,
სიცილი, ლაღი სიცილი შენი,
ტოტიდან ტოტზე დაჰქონდათ ჩიტებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
არ მინდა შენი სიბრალული ,
შავი ნაწნავებით შემკარი .
და თუ სიგიჟეა სიყვარული
გავგიჟებულვარ და ეგ არი .

ჩემი თბილისია უცილობლად
ჩემი პარიზი და ბრეტანი
და თუ მკვლელობააა გულგრილობა
ადრე მოგეკალი ნეტავი .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts2059
კარმა46
OFFLINEPROFILE
ბუბუსუნა, ძალიან მომეცწონა :) კარმას მოგვიანებით დაგიმატებ.:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
დავდივარ
უცხო ცის ჭერქვეშ,
გამვლელებს
პირქუშად შევცქერი .
არც ცაზე
ვარსკვლავი ასობით
არც გზაზე
არც ერთი ნაცნობი .
დამყვება
ჩემი მზის სურნელი
და მტკვრის ხმა
სულ ნელი
სულ ნელი ,
ღმერთო!
შეიბრალე სულ ყველა
ვისაც ზღვამ
შორი გზა უყელა .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ალექსანდრა,გაიხარე, მეც ძალიან მომწონს ეს ლექსი:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
სულ ერთმა ჭიქამ, სულ ერთმა ჭიქამ
დამათრო ასე და მომაგონდი...
აღარსად ჩანდი, აღარსად იყავ...
სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე.
ვიფიქრე,-წავალ, გავივლი გზაზე,
შემხვდები ალბათ ამ ქუჩის ბოლოს,
სხვა ფერის კაბა გეცმევა მხოლოდ,
სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე.
მერე რამდენი შენ მიგამზგავსე
რხევით, ღიმილით, ხმით და სიცილით,
მომინდა უცებ შენი სიცივეც...
სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე.
რა იყო მაინც ის ერთი ჭიქა,
ნოემბრით სავსე და შენით სავსე,
აღარსად ჩანდი , აღარსად იყავ...
სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მე ვეძებ შენთვის უსიტყვო სიტყვას,
ხომ არის სადღაც უფერო ფერი?!
არ მინდა იგი რომ სხვისგან ითქვას,
არ მინდა რომ სხვამ შეახოს ხელი.
ამიტომ, როცა არაფერს ვამბობ,
შენც დაიმორცხვე და ჩუმად იყავ,
თუ უიმედო იმედი გვათბობს,
გაიგე ჩემი უსიტყვო სიტყვაც.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე არა ერთხელ გამიგონია
ნატვრა მიწაზე .
სულ ერთ მტკაველზე .
ახლა თბილისში გამარონია -
და მერე მომკლა აღარ დავეძებ .

რამ დაგამგვანა ასე ანდამატს
რაშია საქმე მართლა და მართლა
ან შენ ასეთი რათ ხარ?
ანდა მას , ვინც შენა გნატრობს
რა დაემართა ?

არ იოცნებო არა მგონია
მტკვარზე, ვერაზე
და რუსთაველზე,
ახლა თბილისში გამარონია -
და მერე მომკლა , აღარ დავეძებ !=tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბუბუსუნა კარგია =sher= :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) ვისიამოვნე

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი