|
საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მოსკოვში ქართულ ენაზე გადაიხადა
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში ქართულ ენაზე გადაიხადა. ალექსი II-ის ცხედარი სწორედ ამ ტაძარშია დასვენებული.
რუსული საინფორმაციო წყაროების ცნობით, განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო რუსეთის ცენტრალურ საკათედრო ტაძარში ქართული მრავალხმიანი გალობის მოსმენა.
უწმინდესი და უნეტარესი ილია II რუსეთის პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად, დელეგაციის თანხლებით, მოსკოვში გუშინ გაემგზავრა.
უწმინდესს აეროპორტში რუსეთის პატრიარქის მოვალეობის შემსრულებელი მიტროპოლიტი კირილი დახვდა.
რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორეს, რომელიც 5 დეკემბერს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა, ხვალ დაკრძალავენ.
საქართველოს საპატრიარქო სადავო ეკლესიების საკითხს ეხმაურება საქართველოს საპატრიარქო სადავო ეკლესიების კუთვნილების საკითხს ეხმაურება.
საქართველოს საპატრიარქოში დეკანოზმა დავით შარაშენიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა.
მამა დავითმა საპატრიარქოს სახელით გულისტკივილი გამოთქვა ბოლო პერიოდში სომხური და საერთაშორისო მედიასაშუალებების მიერ საქართველოს ეკლესიის მიმართ გაკეთებული შეფასებების გამო, სადაც საქართველოში მცხოვრები სომხური მოსახლეობის რელიგიურ დისკრიმინაციაზე იყო საუბარი.
პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ სომხური ეკლესიის მიერ სადავოდ არის ქცეული ლესელიძის ქუჩაზე, "ჯვრის მამის" გვერდით მდებარე ტაძარი, რომელიც სომხურ წყაროებში "ნორაშენის" სახელით არის დაფიქსირებული.
ქართული მხარის განცხადებით, ეს არის "ხარების" ტაძარი. სადავოდ არის ქცეული რამდენიმე ტაძარი სამცხე-ჯავახეთში, თუმცა მამა დავით შარაშენიძეს მათი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ საჭიროა ამ ტაძრების წარმომავლობის გასარკვევად პროცესში სპეციალისტების ჩართვა, რომლებიც ჩაატარებენ შესაბამის მოკვლევებს და დასკვნებსაც მოამზადებენ.
ამ მიზნით 26 ნოემბერს საპატრიარქოში ორმხრივი შეხვედრაც გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ რეალურად დაიწყოს მუშაობა ორმხრივმმა კომისიამ, მანმდე კი "ხარების" ტაძარზე გამოცხადდა ორმხრივი მორატორიუმი. მიღწეული შეთნხმების შემდეგ საქართველოს საპატრიარქოში უკვირთ, თუ რატომ მოყვა ეკლესიების საკითხს აქციები სომხეთში.
როგორც ცნობილია, სომხეთში ამ საკითხზე აქციები 27 ნოემბერსა და 3 დეკემბერს გაიმართა.
იური ლუჟკოვმა ილია მეორეს ალექსი მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდისთვის მადლობა გადაუხადა
მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს რუსეთის პატრიარქის, ალექსი მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის გადახდისთვის მადლობა უთხრა.
"მის მიერ ჩატარებული ღვთისმსახურება მართლმადიდებელი სამყაროსა და რუსეთისთვის ძალიან დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი იყო, - აღნიშნა ლუჟკოვმა.
მან პატრიარქს მადლობა გადაუხადა, რომ რუსეთის პატრიარქთან გამოსათხოვებლად მოსკოვში ჩავიდა და ყველა ქრისტიანისთვის ამ მძიმე დღეს რუსეთს ეწვია.
"მათი მეგობრობა მყარი, გულწრფელი და მართალი იყო, - აღნიშნა მოსკოვის მერმა.
ლუჟკოვის აზრით, ალექსი მეორე საქართველოსთვის ბოლომდე სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. მოსკოვის მერმა, ასევე, აღნიშნა, რომ ეკლესიებს შორის მეგობრობა ხალხებს შორის მეგობრობაა, რომელიც დროებით პოლიტიკურ გამოცდაზე მაღლა დგას.
"უფალმა ერთმანეთის მეზობლობა, ქრისტიანობა და მეგობრობა გვარგუნა. დროებითმა გამოცდებმა არ უნდა დაჩრდილოს ის საფუძვლები, რომლებიც ყოველთვის იყო ქართველებსა და რუსებს შორის", - განაცხადა იური ლუჟკოვმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში რუსეთის პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ქართულ ენაზე გადაიხადა.
|