შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
რვა წელია რაც ამერიკაში ვარ და ჩემთვის ვმღერი შინ მოუსვლელო სადახარს საქართველოზე ფიქრით ვიძინებ და ვიღვიძებ დავბრუნდებით რათქმაუნდა რადგან ქართველის ავადმყოფობა ნოსტალგიაა და ბოლოს. არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა.
მე ცოტა რთულად მაქვს საქმე, 8 წელია წამოსული ვარ საქართველოდან , არც აქ დარჩენას არ ვფიქრობ რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი პრობლემა ჩემი შვილებია. ისინი ისეთ ასაკში ჩამოვიდნენ აქ, წამოვლენ კი საქართველოში? მათ ხომ აქ დაამთავრეს სკოლა, აქ შეიძინეს მეგობრები და ასე შემდეგ...
ლეონარდო, მე და კომპი ისე ვართ ერთმანეთთან როგორც მაიმუნი და ერმიტაჟი. მითხარი სად მოგწერო პაროლი, და რისი პაროლი და გეხვეწებით თქვენ გამიკეთეთ. მე 2 კვირას მოვანდომებ სანამ მივხვდები, არადა არც მინდა ამდენად შეგაწუხოთ რომ ახსნა გთხოვოთ. მე მაიამ რომ ამიხსნა ახალ თემასთან დაკავშირებით, ის ღილაკიც ვერ ვნახე. არადა იმდენი საინტერესო ტემები მაქვს ,, იდეებ რა უყო\'\'-ჩემზეა ნათქვამი.
კი, დავბრუნდებით ყველა ბოლოს, მაგრამ ის ახალგაზრდა თაობა, რომელთაც სკოლა საზღვარგარეთ აქვთ დამთავრებული, არა მგონია რომ დაბრუნდნენ. ჩვენი ასაკის ხალხი კი, ვისაც რაღაც ფული აქვს, თუ ჭკვიანია იმ ფულით რაიმე საქმეს გააკეთებს. ბევრი საქმის გაკეთება შეიძლება. მითუმეტეს თუ საზღვარგარეთ ხარ ნაცხოვრები, საქმის მოფიქრება არ უნდა გაგიჭირდეს.
ერთი თხოვნა მაქვს ყველასთან, ესპანეთში ყალიბდება ქართული სათვისტომო, ამასთან დაკავშირებით მზადდება ოფიციალური საბუთები, ამისათვის საჭიროა სათვისტომოს \"გერბი\" და \"ლოგო\" ქართული და ესპანური დროშების შერწყმით. მინდა გთხოვოთ ყველას, თუ შეგიძლიათ რომ ფოტოშოპით დაამზადოთ თქვენებური ვარიანტები და მოგვაწოდოთ, განვიხილავთ და საუკეთესო ვარიანტს ჩავუშვებთ სათვისტომოს გერბად და ლოგოდ. აი ეს იყო ჩემი თხოვნა, და მინდა წინასწარ დიდი მადლობა გადაგიხადოთ გაწეული შრომისთვის. პატივისცემით კალიტრი (ზაზა)
ვაი რომ ყველა არ დაბრუნდება და ამ თემამ დიდი გამოხმაურება არ პოვა აქ ,არა და ყველაზე საჭირბოროტო და სავალალო საკითხია , რამოდენიმე ადამიანთან მქონდა საუბარი და კატეგორიული უარი თქვა სამშობლოში დაბრუნებაზე! არააქვს რამდენ ხანს გაჩერდება ადამიანი სხვის მიწაზე ,მაგრამ მისი მიწის ყივილი ყოველთვის უნდა ესმოდეს და ყურს უგდებდეს, ძალიან ბევრ ახალგაზრდას ვკარგავთ და წლების შემდეგ მათი შთამომავლობა გადაჯიშებული და გვარად დარჩენილი ქართველი დარჩება ,გასაგებია გაუსაძლისი მდგომარეობაა თავის გადარჩენისთვის იბრძვის ერი მაგრამ ხომ აქვ დასასრული 10-15 წლის შემდეგ მაინც რომ დავბრუნდედ მაგრამ სწორედ ეს მადარდებს რომ უმეტესობას საერთოდ არ უნდა დაბრუნება და რატომ ვეკითხები მათ თუ კი გულახდილად იტყვიან