|
რა ქართველი ვარ,ქართველისა რაღა მაცხია, თუ გავერიდე მტერთან ბრძოლას თუნდაც მარცხიანს, რა ქართველი ვარ,ან ქართული თუ მიდგას სული, ბრმად რად მივყვები ვიღაც უცხოს ნებას და სურვილს.
რა ქართველი ვარ,უფრო მეტიც- ქართველი დედა, თუ მამულისთვის ირგვლივ აღარ მიმოვიხედავ, თუ არად მიღირს რას ითხოვდა ჩემგან ილია, მაშინ სიცოცხლე არაფრისთვის გამომივლია.
რა ქართველი ვარ,ქართველისა რაღა მაცხია თუ ძილს არ მიკრთობს ჯვარი,მცხეთა,გრემი,ვარძია, თუ თაყვანს არ ვცემ უწმინდესი ერისთვის რაც არს - ბაგრატის ციხეს,ნიკორწმინდას,გელათის ტაძარს.
თუ დავივიწყებ დავით მეფეს,თამარს და შოთას, უძველეს ენას - ჭირგამოვლილს,მებრძოლს და მშფოთავს, თუ მტერს მივუყრი დასაზრდელად ალგეთის ლეკვებს, თუ გადამთიელს კვლავ მოვუხმობ მომავლის მეკვლედ.
რა ქართველი ვარ,ჩემი ხალხი რაღას მენდობა, თუ არ შემოვკარ დედო ზარი ალავერდობას, თუ გულს არ მიკლავს ოშკის ,ბანას დიდი ჭრილობა, მაშინ რას არგებს საქართველოს ჩემი შვილობა.
რა შეაჩერებს სრემლს ან როგორ გადაიკარებს, თუ გამოვუხსნი გუთნებიდან მეხრეს წიქარებს, რა ქართველი ვარ თუ მაშინებს გვირგვინი ეკლის, თუ მეც არ მტკივა მოკვეთილი ქვეყნისგან ნეკნი.
მომეცი ძალა წინაპართა ღმერთო მაღალო, მომალის ნერგი ფესვმაგარი მათებრ ვახარო, და თუ დაგვჭირდა,გავყვე შვილებს აბჯარასხმული, ქეთევანივით მეც დავიცვა რწმენა მამულის.
ვეღარ ეღირსოს,მონობისთვის მხრებში მომხაროს, ძირძველ ფუძიდან ამომგლიჯოს მტერმა,მომთხაროს, ოდითგან გერქვა დედა- ბურჯი ქართველო ქალო, შენ,შენი წილი გასალეწი სულ გქონდა კალო.
|