მახოია, ქურდები,რომ არ იცემებიან კი ვიცი მე.
თუ მაინცდა მაინც.... მაშინ საქმის გარჩევა არ ამცდება და არც აქა ვარ ძანიან მიამიტი:
ერთი ამბავი გამახსენდა ჩემი ბავშვობიდან.(სულ ელჩის ბრაია, მაგან "გადამისროლა" წარსულში.
74 წელი იქნებოდა, კოჭაობას "მიჰქონდა" მთელი რაიონი...
ვისაც მაგარი "ჯილა" ჰქონდა, კაციც ის იყო. ერთი ასეთი, წითელი მელნით შეღებილი,ჯილის მფლობელი, ჩემი 6 წლის ძმაც იყო.მე მასზე ორი წლით დიდი ვიყავი. უბანში კი არა, მთელ ქუჩაზე (ამაზე შორს წაცვლის უფლება არ გვქონდა.

..) მაშინ მე ვარჩევდი საქმეს=bz=

.
ჩემმა ძმამ, მასზე დიდ მოწიმააღმდეგესთან , კოჭები წააგო და ზედ ,ის საოცნებო ჯილაც მიაყოლა. მერე დაიტაცა წაგებული და სახლში გაიქცა.
მოკლედ საქმე უნდა გამერჩია...
ახლაც ცრემლები მადგება , რომ მახსენდება,ჩემი ხელით როგორ ჩამოვართვი მთელი მისი "ავლა-დიდება" და მოგებულს "ჩავაბარე".
მთელი ღამე თეთრად გავათენე. გადავწყვიტე მე მეკოჭავა ერთი-ერთზე, სადაც ჩვენს მეტი არავინ იქნებოდა, ე.ი. მორევთან.
პირველად მაშინ ვთხოვე ღმერთს შველა და პირველად მაშინ ვიწამე ღმერთის ძალა...
ოჯახის მთელი "სიმდიდრე" და "შელახული თავმოყვარეობა" უკან იყო დაბრუნებული.
ორი მუჭა მოგებული კოჭები მორევში გადავყარე(იქ ბანაობა ყველა ბავშვს აკრძალული ჰქონდა).
თან, მხოლოდ წითელი მელნით შეღებილი, ტყვიით ჩაკირული ჯილა წამოვიღე.
არ მეგულებოდა დედამიწაზე ჩემზე ბედნიერი ადამიანი,როდესაც ის ჩემ ძმას გადავეცი დავუთხარი:
აჰა, ეს ისევ შენია.- მეთქი.
დედააა,რამდენი დამიწერია, იმედია თავი არ შეგაწყინეთ...