↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მე შენ მიყვარხარ...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
ნჯ მაიკო, ვგიჟდები მარკესის ამ წერილზე, მადლობთ=ko=

ბუბუ=ko= მეც ძაან მომწონს,ეს მისი ბოლო ნაწერია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ვიცი, მე ვიცი,
რომ ტვირთად გაწევს
მოუსვენრობა გარდასულ დღეთა;
ღვინით, უძილო ღამეებით გულგატეხილი
მოვედი შენთან
და შიშნაკრავი პატარა გული
მაინც ქალური სითბოთი შემხვდა.
ვიცი, მე ვიცი,
იმ უძილო ღამეებს გაჰყვა
სიჭაბუკე და სიწმინდე სულის
და ვდგავარ შენი ცხოვრების გზაზე
ისე, ვით მგზავრი გვიან მოსული.
ვიცი, მე ვიცი, ბევრჯერ ვინანებ,
რომ შენთან მოსვლა დავიგვიანე;
უაზროდ დავწვი სიცოცხლის დღენი,
აქვე იყავი _ სადღაც სულ ახლოს
და თავის დროზე
სიახლოვეც კი ვერ ვიგრძენ შენი.
ვიცი, მე ვიცი,
რომ ჩვენ შორის ცივად ჩამდგარან
წლები დამწვარი ღვინით და ვნებით
და მე სულმოკლემ, ლამის არის ვწყევლო ყოველი,
ის, რაც მიყვარდა თავდავიწყებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
არაფერი გვაქვს ჩვენ საერთო _
არც წარსული, არც მომავალი...
აწმყო, მით უფრო...
რა გაგახსენო?
. . . . . . . . .
გახსოვს,
როდესაც ერთნი ვიყავით?
გახსოვს,
როდესაც ნეკნი ვიყავი
და შენს სხეულში
მშვიდად მეძინა...

ვერ მოგიყვები ამ სიყვარულს
წვრილ_წვრილ ამბებად,
დიდი ამბავი,
თუკი ხშირად გამიავდრდება,
თავშესაფარი ხომ ვიპოვნე
შენში და შენთან,
ისიც მეყოფა,
რომ ვუსმინო
შენს გულის ფეთქვას...

ვცვალო ცხოვრება,
ვცვალო რიტმი,
ვცვალო ამინდი...
რა მარტივია...

სიყვარული არსად არ მიდის,
სისხლში ჩამექცა,
უჯრედებში სითბოდ დამყვება...
დიდი ამბავი,
თუკი ხშირად გამიავდრდება...

თავშესაფარი ხომ ვიპოვნე
შენთან და შენში...
და არ მიკითხავს,
შეიკედლებ შლეგსა და შეშლილს?
მინდა, რომ მითხრა _
რას ვყვები და ვარაკ_ვარაკობ...
ანდა, ამდენი რა მაქვს ნეტავ
სალაპარაკო?

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined02 Dec 2008
Posts36
კარმა0
OFFLINEPROFILE
სალო ვინ გიყვარს:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ბუბუუუუ რა კარგები არიაააან ,ვეფერებიიიი=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined02 Dec 2008
Posts36
კარმა0
OFFLINEPROFILE
სიყვარული რაარის დიდი შავი ზღვაარის შეხვალ მაგრამ ვერ გამოხვალ ეს ოხერი ღრმაარის=tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
susxa ყოოოჩაღ კარგი იყოოო კარმა გაცემული მაქვს და 6 საათის შემ დეგ ჩემზეა და მოგართმევ=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined02 Dec 2008
Posts36
კარმა0
OFFLINEPROFILE
კარმა რაარის?

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined02 Dec 2008
Posts36
კარმა0
OFFLINEPROFILE
ისე მიყვარხარ როგორც მაწონი და შენს სიყვარულს მე ვერ ავწონი:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
სუსხი, კარმა დესპანური ხილია:side: რომელსაც ლანგრით მოგართმევენ ხოლმე,როცა ვინმეს მოეწონები, აი თუ ვინმეს თვალში არ მოუხვედი, იმ მორთმეულ ხილს დაუწყებს ჭამას=haa= =haa= არ ინერვიულო, ყველაფერს მალე მიხვდები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

კარმა მოგართვი ლანგრით:side:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ბევრჯერ ვყოფილვარ არაგვის პირას,
აქ ბევრი ღამე მითენებია
და ყვავილებში განაბულ ნიავს
ჩემთვის რამდენი რამ უმღერია...
მეც განაბული ვუსმენდი, როგორც
საყვარელ ქალის ჩურჩულს ვნებიანს.
ბევრჯერ ვყოფილვარ არაგვის პირას,
რამდენი ღამე მითენებია;
მაგრამ ის ღამე,
დედოფალი ყველა ღამეთა,
რა უმოწყალოდ მალე გათენდა.
დრო ადნებოდა საზარლად მალე
შენს გასაოცრად სევდიან თვალებს
და მოდიოდა უშენო ხვალე _
სიცარიელე და სიცივე მომავალ დღეთა
და მოგონებათ ღამის ნაფლეთი _
არაგვზე, შენთან.
გამხმარ ტოტებზე ჯამბაზივით ცეკვავდა ალი
და სველ ტუჩებზე გიცინოდნენ ღვინის წვეთები;
მე შენი ცქერით სიგიჟემდე ვიყავი მთვრალი,
მაგრამ იმ ღამეს დათვრებოდნენ თვითონ ღმერთებიც,
შენთვის რომ ერთხელ მოეკრათ თვალი.
...ტოტებზე კრთოდა შენი ცქერით შემკრთალი ალი,
სასაცილოა ჭაღარა ბავშვი,
მაგრამ ბავშვივით დაბნეული ვიყავი მაშინ;
კიდევ კარგი, რომ გაავდარდა უეცრად მთაში,
შენ ვერ შემატყვე მღელვარება გაბზარულ ხმაში,
სასაცილოა, სასაცილო ჭაღარა ბავშვი.
შენს გასაოცრად სევდიან თვალებს
დრო ადნებოდა საზარლად მალე
და მოდიოდა უშენო ხვალე...
დროო, შეჩერდი! ასე იოლად
მე ვერ გაგატან ბედნიერ წამებს!
შეჩერდი-მეთქი! შენც უძლური ხარ
გაიმეორო ასეთი ღამე!..
პირველი წვიმის სურნელება სდიოდა მიწას
და ბნელი ღამე ხეობაში უძრავად იწვა.
ღამე, ის ღამე,
დედოფალი ყველა ღამეთა,
რომელიც ასე უმოწყალოდ
მალე გათენდა.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
მე შენ მიყვარხარ...
დესპანი