↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მე შენ მიყვარხარ...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined02 Dec 2008
Posts36
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვერაფერი გავიგე,მაგრამ აზრს მივხვდი.მადლობთ. სიყვარულის გზაზე წასვლა შორია და ძნელია მე ამისთვის არ ვივარგებ ძნელი დასაძნელია.(თ.ს)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
მუხამბაზი

მუხამბაზო, რა ტკბილი რამ ხმა ხარო.
ჩამჩი-მელქო

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

ყმასავითა მე ერთგული შენი ვარ,
გინდა მკლავდე, არას გეტყვი - შენ ვარ.
სადაც წახვალ, მე მაშინვე იქა ვარ,
გინდ ვერ მნახო, იცოდე, რომ იქა ვარ,
რას გაწუხებ? მე ჩემთვისა იქა ვარ!
ჩემთვის ჩუმად ვამბობ: „რა ლამაზი ხარ!“

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

რტო ალვისა შენი წელი მგონია,
მაგ წელზედა ცისარტყელა მგონია,
ეგ თვალები - ცაში ელვა მგონია.
ვარდის სუნთქვა - შენი სუნთქვა მგონია.
როს მეღირსოს, ვსთქვა: „გეთაყვა, ჩემი ხარ!“

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

ათი გზა მაქვს, ათივე შენსკენ მოდის!
ფიქრები მაქვს, წინ შენი სახე მოდის!
მინდა რამ ვჰსთქვა - შენი სახელი მოდის!
ჩემს გულში რა ამბებია, რა მოდის?
ერთხელ მაინც მკითხე: „აგრე რათა ხარ?“

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

ჩემს დარდებსა ვინ ინაღვლის, ვინ არის?
ვის რათ უნდა, ლოპიანა ვინ არის?
მკვდარია თუ ცოცხალია, ვინ არის?
ქვეყანაში აბა რაა, ვინ არის?
შენ არ მეტყვი, ვიცი სულით ნაზი ხარ!

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

ორთაჭალის ბაღში მნახე, ვინა ვარ,
დარდიმანდის ლხინში მნახე, ვინა ვარ!
ჯამით ტოლუმბაში მნახე, ვინა ვარ!
აბა მუშტი კრივში მნახე, ვინა ვარ! –
მაშინ შეგიყვარდე, სთქვა: „ძვირფასი ხარ!“

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

კოჯორი. 1861

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ზღვას რომ გაჰყვება უკვალოდ
თოლია, მაცნე ქარბუქის,
ვიწვი სანთელზე უბრალოდ,
თუმც აღარა ვარ ჭაბუკი.
ნუ ფიქრობ, სულ მთლად მოვბერდი,
გულში რომ გაუქროლია,
ქარიშხლის წინამორბედი
მეცა მყავს ჩემი თოლია.
ის თუ ფრთებს ზღვაში ისველებს
და ქარზე უფრო მარდია,
ჩემი გულს აღარ მისვენებს,
თითქოს გაფრენა სწადია,
დავიჭერ, დავაკვირდები,
ყველაზე კარგი მგონია,
მიკვირს, ჩემს უფრთო თოლიას
მწვანე თვალები ჰქონია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
სუმბული და მწირი

მწირი

სუმბულო, სად არს ფეროვნება შენი საამო,
რომ შენსა მჭვრეტელს არ გააჩნდა დილა, საღამო?
მარქვი, სადა არს სუნი შენი, ამო და ნელი,
რომლით ათრობდა სიცოცხლის ჟამთ ლამაზი ველი?

სუმბული

მწირო, ხომ ხედავ, მოვჰკლებივარ ჩემს სამშობლოს გულს,
ჩემთ სწორთა ყვავილთ, მშვენიერს ცას და ჩემსა ბულბულს.
აგერ მაისი ააყვავებს ტურფად ბუნებას,
მოვა ბულბული და დაუშტვენს სიყვარულის ხმას,
ხოლო მე ხშული ბნელსა სადგურს და სევდიანსა,
ვეღარ ვიხილავ ჩემსა ტურფას და ტკბილს მგოსანსა!

მწირი

ნუ თუ ვერ ჰპოვებ აქ სანაცვლოს, ვერც რას საამურს,
სადაც ოქროთი და ვერცხლითა გიმკობენ სადგურს;
სადაცა კაცი შენს შვენებას ესრეთ ინახავს,
რომ მზე ვერ გიჭკნობს და სიცივე ვერა დაგაზრავს?

სუმბული

მაგრამ მარქვ, რა არს ჩემთვის სახლი დიდ-მშვენიერი,
ვით გააღიმებს ჩემს შვენებას ხშული ჰაერი?
არღა მევლება გარე წყარო, ცივი, კამკამი,
არღა მეცემის დილით გულსა სიცოცხლის ნამი;
გრილი ნიავი ჩემთა ფურცელთ არ უალერსებს
და მაყვლის ბუტკი მზისა სხივთა არღა უჩრდილებს.

მწირი

სუმბულო ტურფავ, მოიგონე მკაცრი ზამთარი,
მისგან შენ ახლა იქნებოდი უწყალოდ მკვდარი;
ნახე, რა ძალუძს შენთვის მზრუნველს კაცისა ხელსა,
რომ მისი სუსხი ვერ შეგირყევს ვერც თუ ფურცელსა.

სუმბული

ჰე, მწირო, სოფლად ყოველსა აქვს ჟამი და ბოლო,
მაგრამ ამას ვწუხ, რომ უჟამოდ მეღების ბოლო!
ზამთრით ბუნება არა კვდება, — სევდით იმოსვის,
რომ თავისს სატრფოს, გაზაფხულსა, განეშორების!
და მყის ვითარის შვენებითა კვლავ შეიფურცვლის,
ოდეს მერცხალნი ახარებენ მოსვლას საყვარლის!
ახ, როდის ვნახო მეცა ველად ჩემი ბულბული,
რომ განვიშალო კვლავ სიტურფით მისი სუმბული!

მწირი

მშვიდობით, წავალ, მეც მოვძებნი ჩემსა ყვავილსა;
ისიც შენსავით განაშორეს სამშობლო ველსა!
ვაი თუ მასაც უდროდ აჭკნობს უწყალო ხელი,
და არღა მომხვდეს სუნი მისი, ჭირთ უკუმყრელი!

1842 წ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბუბუსუნა ჩვეულ ამპლუაშია და ლამაზ ლამაზი ლექსებით გვახარებს , მიყვარხარ ბუბუსუნა :) :) :) :) ესეთი კარგი რომ ხართ შენ და შენი ლექსები ეს სულ იმის ბრალია =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
თიკოთიკო, გაიხარე:)
გალაკტიონის ამ ლექსს შენ გიძღვნი, ძალიან მიყვარს:)

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის

ქალწულებივით ხიდიდან ფენა:

მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის

და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო! სული მევსება თოვლით:

დღეები რბიან და მე ვბერდები!

ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ

უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:

იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,

მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება

შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,

უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.

იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს

შენი მანდილი ამ უდაბნოში...

ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის

ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,

მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის

და ზამბახების წყებად დაწვენა.

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი

და დაღალული სიზმრით დამთოვა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

არის გზა, არის ნელი თამაში...

და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!

მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში

ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!

მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ

მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,

მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში

და თმების ქარით გამოქროლება.

მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,

ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში...

თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი

და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.

თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი

და დაღალული ფიფქით დამთოვა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
თოვს...
მარტმა ამინდი არია,
შენ ჰგევხარ ღვთისმშობელ მარიამს,
არ გინდა არც რა სამკაული,
გუნდალახუსტაკი და უმარული.
შენს თმებს ველური თაფლისა და
მთის ნაზი იის სურნელი აქვს,
ცოტა შეუფერთხე დარდისაგან,
ამაშიც ეშხი ურევია.
თოვს...
ხანდახან წვიმასაც გამოურევს,
მარტი გიჟია და სულელია,
ჭკუათმყოფს დარდს რა გამოულევს,
ჭკუათმყოფს დარდი ულევი აქვს.
თოვს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა ბუბუსუნა =ko= , მართლა ჩემი საყვარელი ლექსია და ზამთარზე და თოვლზე ხომ ვგიჟდები საერთოდ .

იმ ღამეს თოვდა
თოვდა
და
თოვდა ,
და შენ გეძინა
ყველაფრით დაღლილს ,
გარშემო ცივი
ნათელი კრთოდა
და ივსებოდა სიჩუმით სახლი .
ვხედავდი ჩემს ლანდს ,
საწოლთან დახრილს
და ჩემი ჩრდილი კედელზე თრთოდა
შენ კი გეძინა
ყველაფრით დაღლილს
გარეთ კი თოვდა
თოვდა
და
თოვდა .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
წუხელ თოვდა,
ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი,
გენახე და ძილში თბილად დაგეხურე...
მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში
და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს.

დაეყარა სახლებზე და ვერის გზაზე
თოვლი, თეთრად დასახული,
ასე თეთრად, გულუბრყვილოდ ჰყვავის ასე
იმერეთში ტყემლის ხეზე გაზაფხული.

ჰყვავის ასე,
და განთიადს მიხალისებს
ეს ზამთარიც, დეკემბერში თოვლის ხვავი,
ის თბილისის ხეივნებში კიპარისებს
იმერულად გამოასხამს ტყემლის ყვავილს.

დგას ბუცები ვერის ბაღში, შემკრთალები,
ზედ თოვლია თუ ფრიალი ფაფანაკთა?!
ანდა იქნებ ავჭალიდან თეთრ კარვებით
ადგა ჯარი და თბილისში დაბანაკდა?!

რა თოვლია!
შენობებს და ბაღში ხარდანს
ფარავს, თეთრად დასახული...
ეს პირველი თოვაც ისე გამეხარდა,
როგორც გუშინ მიხაროდა გაზაფხული.

მიხარია,
ცხელ ზაფხულის დაბრუნებაც,
წვიმაც, ქარიც, უსაქმურად დანაბერი...
ბევრი კარგი რამ სცოდნია ამ ბუნებას,
მაგრამ, კარგო, შენისთანა არაფერი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ტკივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები...
მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ, მგონი ვგიჟდები,
თუ კი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები,
როგორც არასდროს, ეხლა ისე ძლიერ მჭირდები.
მინდა, ხო მინდა, ეს მე მინდა, რომ კვლავ იცოცხლო,
არც კი გაბედო ასი წელი კიდევ სიკვდილი,
არ გამიმეტო, არ გამწირო, გთხოვ არ წახვიდე,
გთხოვ, რომ მოიგო სიცოცხლისთვის ბოლო ჭიდილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
კარგი იყო არ გამეცნე თავიდან,
შუა წყალში გადამაგდე ნავიდან.
ჩემი გული შენ დაკოდე, დახიე,
ხელებს ითბობ, ცეცხლის ალში გამხვიე.
დამიმონე, შენი შიშით ვკანკალებ,
მომერიე, გიხარიან, ხარხარებ...
როდემდისინ გქონდეს ქვისა გულია,
მე რომ ვტირი შენთვის სიხარულია.
ფიქრობ, ტანჯვით შემაძულო თავია,
ცდები, შენ ხარ ჩემი სალოცავია.
თვალებს დამთხრი-ფეხქვეშ ჩაგივარდები,
რა გინდ მტანჯო, უფრო შემიყვარდები!
სულ არ გესმის ჩემი წერა-კითხვები,
რად მიყვარხარ, რატომ არ მეკითხები?
რომელ მსაჯულს ვთხოვო სამართალია,
ვის შევჩივლო - რუსთაველი მკვდარია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts2059
კარმა46
OFFLINEPROFILE
ბუბუსუნა, კარმა ჩემგან. ულამაზესი ლექსია! ძალიან მიყვარს თოვლი:)
"მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში" პირველ თოვლის დანახვაზე, დგემდე ასე ვარ:)

ბევრი კარგი რამ სცოდნია ამ ბუნებას,
მაგრამ, კარგო, შენისთანა არაფერი! გმადლობ:)

http://www.youtube.com/watch?v=lbibwnED ... re=related

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts2059
კარმა46
OFFLINEPROFILE
- გვირილა -

ეს რა სითეთრე გადაეფინა
მინდორს ყვავილთა ნაზი აჩრდილით,
ირხევა, კრთება და თვალებს ნაბავს
როგორც სპეტაკი თეთრი მანდილი.

ამღერებულა ყვავილთა რიგი
მარჯვნივ და მარცხნივ, ზემოთ და ქვემოთ,
რომელ ერთს მივწვდე, ჩავიკრა გულში
თვალი ვერ ძღება იმათი ცქერით.

თეთრი გვირილის ზღვა ღელავს,
გულ-მკერდს იგრილებს დილის ცვარ-ნამით
ამ ველებს, მინდვრებს მორთულს გვირილით
გულის კარს ვუღებ წრფელი სურვილით. :)

ნ. ასათიანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
შენ არა გაქვს მეფის გვარი
ფრთაფარფატა თოლია,
მაშ,თვალები თამარქალის
როგორ გამოგყოლია?
არ მომეკრა შენთვის თვალი,
სიზმრად მაინც გნახავდი,
ხარ ყინწვისის ანგელოზი
თეთრ ღრუბლებში ნახატი.
შენს სიყვარულს დავიფიცებ,
დაიჯერო იქნება,
ცისფერ კაბას ნუ ჩაიცმევ
თეთრი უფრო გიხდება.
შენს სიყვარულს დავიფიცებ,
დაიჯერო იქნება,
წარბს ნუ შეჰკრავ გენაცვალე,
გაღიმება გიზდება.
შენ არა გაქვს მეფის გვარი
ფრთაფარფატა თოლია,
მაშ,თვალები თამარქალის
როგორ გამოგყოლია?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ადმინებოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო ლეონარდო,დავინჩიიიიიი.მაქსიმაააას გიოარმანიიიიი მადლობააააააა .
ეს რა ლამაზად თოოოოოვს!!!!!მიხარია პატარა ბავშვივით.

მადლობა დესპანზე თოვლისთვის,საახალწლო მზადებისთვიიის.
გაიხარეთ თქვენი ოჯახებით მრავალ ახალ წელს დაესწარით

სურათი აღარ არსებობს

სურათი აღარ არსებობს

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
მე შენ მიყვარხარ...
დესპანი