↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 361 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ყოჩაღ,მომეცონა ბუბუს..
კარმა და გაზის გამათბობელი ჩემგან :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined29 Jun 2008
Posts60
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემი ცხოვრებით სარგებელი ღმერთს არ ჰქონია,
ჩემმა სიკვდილმაც რამე არგოს, არამგონია..
მე ძლიერ მიკვირს და მის პასუხს არავინ მაძლევს
ეს წასვლა-მოსვა მას რა მიზნით მოუგონია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined29 Jun 2008
Posts60
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემის აზრით სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ მხოლოდ ერთი პრაქტიკული მოვლენით გამოვლინდება(თუ არ ჩავთვლით სახელის საცოცხლეს)გახდე დონორი შენი ორგანოების(მხოლოდ სიკვდილის შემდეგ,ან გამოუვალ მდგომარეობაში მხოლოდ სისხლით ნათესავის მიერ სიცოცხლეში) და ამით სხვა ადამიანს აჩუქო სიცოცხლე,დანარჩენი ვარიანტები დაუსაბუთებელი და არარსებულია(ჩემის აზრით)
p.s.კამათზე თანახმა ვარ ოღონდ ერთი პირობით:ნუ ვიკამათებთ რელიგიური თვალსაზრისით ვიკამათოდ მხოლოდ ფაქტებით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
არ ვიცი რამდენად ეთიკურია შენი აზრი საზოგადოებისთვის ,მაგრამ მეც ზუსტად ესე ვფიქრობ და არა მგონია რაიმე ეკლესიის ან რელიგიის საწინააგმდეგო იყოს ამაში .პირიქით მგონია დიდი სიკეთეა .(თუმცა კამათი რათქმაუნდა აქაცშეიძლება ):) :huh:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
დესპანზე ცივა,თოვს ჩემ შინაგან სამყაროში და აქ.. :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
სიკვდილი,საშიში არ არის..
sashishi martla ar aris, uceb cydeba camierad yvelaperi, titqos dro cherdeba suli gekvreba da ragacas elodebi,piqrob vso ukve agar xar da ra.. ra iqneba mere?? sadamoyob tavs sad iqnebi an ra moxdeba? bevrjer chamixedavs tvalebshi mistis da arc ise civi da shashinelia.
titqos qreba yvelaperi.. magram uceb modixar gonze miixed-moixedav da cxovreba grdzeldeba chveuli ritmit da shenc am cxovrebis da sicocxlis nacili xar isev.. mashin cynardebi da gecineba sakutar tavze,es xom mxolod sheni carmosaxva iyo.. shishi sikvdilisadmi,da sheni pirovnebis am qveyniur aryopnisa.. albat amgvarad shedzleb am gautvicnobirebeli da datrgunavi grdznobis gadalaxvas

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
გაქრა ოთხმოცი წელიწადი,
დადნა წამებად,
არც გათენება მიხარია,
არც დაღამება!
სიცოცხლე გრძელი რომ მეგონა,
მოკლე ყოფილა,
მოკლე ყოფილა _
თვალის ერთი დახამხამება.

სიკვდილის ლანდი ძუ მგელივით
მომდევს ძუნძულით,
სად გავექცევი, წლების ტვირთით
მხრებდახუნძლული,
სულ მალე ფეხის დასადგმელიც
აღარ დამრჩება,
არყოფნის ზღვაში იძირება
ჩემი კუნძულიც.

რომ მკითხონ: გრძელ გზას
დაიწყებდი ისევ თავიდან?
ღმერთმა მაშოროს,
გადმოვუხტე ქარონს ნავიდან!
მე ჩემს წილ ტკივილს, ჩემს წილ წყენას
არვის უსურვებ,
რაც ჯავრი მქონდა,
სამარეშიც ჯავრად ჩავიტან.

დამძიმდა ტვირთი,
წლების ზიდვა გახდა წამება,
არც გათენება მიხარია,
არც დაღამება,
სიცოცხლე გრძელი რომ მეგონა,
მოკლე ყოფილა,
მოკლე ყოფილა _
თვალის ერთი დახამხამება!

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined26 Sep 2008
Posts46
კარმა0
OFFLINEPROFILE
ძნელია სიკვდილის მონატრება,
გულდაგულ გაფრთხილებთ წუხილით მთვრალი.
ჩემი სიმღერები მოგაკლდებათ,
სიცოცხლეს გაუმარჯოს მაინც.
ძნელია ჩემი გადასხვაფერება,
დიდ ხანს ვინ აჩერებს დაფაზე პაიკს?!
სიკვდილი ცამალივით შემერგება,
სიცოცხლეს გაუმარჯოს მაინც!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts196
კარმა55
OFFLINEPROFILE
ჩვენ აქ ვწვალობდეთ, ვბერდებოდეთ,
შენ კი იყო მუდამ უცვლელი
და მოწყალე. ჩვენ არასდროს გვქონდეს უფლება
ეჭვი შევიტანოთ შენს მოწყალებაში,
არსებობაზე – ლაპარაკიც ზედმეტია. სწორადაც იქცევი,
რომ ასე ადვილად არ გვითმობ ჩვენს თავს,

რომ გვახვეწნინებ ჩვენივე სხეულებს,
ჩვენს შიშველ და სასაცილო, მოუქნელ სხეულებს,
და არასოდეს გვიტოვებ დროს
ავიდეთ და მივალაგოთ ჩვენი საფლავები,
ფოთლები გავხვეტოთ,
მტვერი გადავწმინდოთ ქვიდან.

სწორადაც იქცევი.
ჩვენ ხომ ჩვენივე სიცოცხლეც კი არ მოგვენდობა,
სიკვდილი კი – მითუმეტეს; მაგრამ რა ვუყოთ სიზმრებს,
რომლებიც, გაუგებარია,
თავიდანვე რისთვის ჩაგვითქვი?
აქ კი, ჩვენს დროში, მათი ატანა შეუძლებელია,

ცხადიც გეყოფა, რომ დაგვცინო. სახლში ვბრუნდებოდი
და შორიდანვე დავინახე რუხი ბოლი,
ცისკენ აწვდილი,
და რაც უფრო მივუახლოვდი,
მოიმატა მითუფრო ეჭვმა,
რომ იქ

ჩემი სახლი იწვის. გამოღვიძებულმა,
ცივი ოფლით დანამული ბაგეებით
მადლობა გითხარი
და გულს, ჯერაც აჩქარებულს,
კიდევ ერთხელ შეუყვარდი,
რადგან მხოლოდ სიზმრით დამსაჯე.

ასე გამომტყუე რამდენი მადლობა. მაგრამ ეს – ბოლოა.
ესეც ბოლოა, როგორც გუშინ,
როგორც ყოველთვის.
როგორც გუშინწინ,
როცა ლიფტში პირჯვარს ვიწერდი
დაბნეული – რომ მე მართლა პირჯვარს ვიწერდი

და ბედნიერი – რომ ის ბიჭი დამხვდა ცოცხალი,
მე კი, ვიდრე მოვძებნიდი,
რა სიმწარე აღარ ვიფიქრე.
ის კი დამხვდა მხიარული, მთვრალი, ცოცხალი
და გამიღიმა. შიშველ ტანზე ეცვა ქურთუკი,
რადგან ჯემპრი და მაისური თურმე ჩხუბში შემოახიეს,

შემდეგ კი ლიფტში ვიდექი და პირჯვარს ვიწერდი
და უეცრად გონს მოვეგე. მეც გამეცინა
და მომეჩვენა, შენც დამცინე. შენი არ ვიცი,
მე კი ჩემს ხელზე გამეცინა,
პირჯვრის წერისას გაქვავებულ ხელის მტევანზე
და იმაზეც, რომ ის ლიფტიც კი

ზემოდან ქვემოთ ეშვებოდა. ახლა მჭირდები,
რადგან ცხოვრება ბავშვობა და სიბერეა,
რადგან ყველაზე საზარელი მათშორის გზაა,
რადგან მეც მიჭირს შუაგზაზე,
სადაც ამდენი საცდურია –
საქმეც გვინდა, სიყვარულიც, ძილიც, წუწუნიც,

შენ კი არ გინდა დაგვენახო. მეორდება ჩემი სიზმარი,
მერამდენედ მესიზმრება ჩემი თავი
ინვალიდის მოხდენილ ეტლში;
და თუმც არ მჯერა საკუთარი წინათგრძნობების,
თუმცა სიზმრები არასოდეს მიცხადდებოდნენ,
გამოღვიძებულს, ისევ შენკენ გამექცა ფიქრი,

რადგან, თუ სადმე მეჩვენები,
იქ მირჩევნია, იმ სიზმარში: სიზმრის მიწურულს
მოულოდნელად რომ ჩაჭიდო ჩემი ეტლის სახელურს ხელი
და ვიდრე გონზე მოვეგები,
მიმაგორო მაღალ სარკესთან
და დაგინახო ჩემს ზურგსუკან ბინდბუნდში მდგომი;

დაგინახო და დაგიჯერო. თუკი სადმე, ისევ სიზმარში,
თან სიზმარში და თან სარკეში,
ალბათ იქ თუ დაგიჯერებდი,
მისვენებული ინვალიდის მოხდენილ ეტლში,
და არ მოგთხოვდი სხვა სასწაულს, ვთქვათ, განკურნებას;
ოღონდ თვითონაც ნუ დამაფრთხობ

და ნუ მომთხოვ ყველაფერს ერთად:
დღეს დამავალე, შევიყვარო მტერი ჩემი
და თანდათან გამირთულე მოთხოვნები. არ გამოვრიცხავ,
რომ ბოლოს გახდე ისე ცხადი და უეჭველი,
როგორც ცხადია, რომ ეს ლექსი – არ არის ლექსი
და ის, რაც არის, აქ არ მთავრდება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined26 Sep 2008
Posts46
კარმა0
OFFLINEPROFILE
საოცარი ლექსი იკო.იცი,ზუსატად ერთი ცლის უკან მამა გარდამეცვალა.თავიდან იმაზე ფიქრი მაწყნარებდა,რომ ის სადღაც არსებობდა და მხედავდა.ახლა კი პირიქით,მაშინებს ამის გააზრებაც კი.ჩვენ ხომ ვერასოდ ვიქნებით ისეთი შვილები,როგორც ჩვენს მამებს შეეპერებათ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
vashli სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined26 Sep 2008
Posts46
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბრავო ვაშლი!!!!!!!!!!ყველას ეღფთოვანება დაიმსახურე!=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts196
კარმა55
OFFLINEPROFILE
დროა, დავისაჯო მეც.
თუნდაც შენს გამო.
როგორ გაგაღვიძე.

შენ ცხოვრობდი სიზმარში,
სიზმარი იყო კოშმარული.
იქ ყველას კლავდნენ,
სიკვდილი გდევნიდა შენც

და შენ გარბოდი,
გზას მიიკვლევდი მკვდრებში,
თავზე გენგრეოდა სამყარო,
მე კი გაგაღვიძე.

და შენ შეგაძრწუნა შეუჩვეველმა სიმშვიდემ,
დილის ოთახმა, თეთრმა კედლებმა,
ჩემმა ღიმილმა.

ვერ დაიჯერე ცხადი,
ვეღარც ძილი შეიბრუნე
და მოკვდი,

მოკვდი ისე სწრაფად,
საეჭვოა, რომ მოგესწრო ჩემი შეძულება.
ისე მოკვდი, ჯერაც გიყვარდი.

იყო სხვა ცოდვებიც. უფრო მძიმე. უფრო მსუბუქი.
მძიმეები, რომლებიც არ მახსოვს.
მსუბუქები, რომლებსაც ვმალავ.

და ალბათ დროა, დავისაჯო მეც.

დროა, დავისაჯო მკაცრად.

დროა, გამაღვიძონ მეც.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined26 Sep 2008
Posts46
კარმა0
OFFLINEPROFILE
რაღაცით ბესიკ ხარანაულს მაგონებს.შეგიძლია ავტორის ვინაობა გაგვიმხილო?

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts196
კარმა55
OFFLINEPROFILE
არა ბესიკ ხარანაული არ არის. :) ზვიად რატიანი

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 361 posts ] 
სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ
დესპანი