↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მე შენ მიყვარხარ...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined26 Sep 2008
Posts46
კარმა0
OFFLINEPROFILE
გაშლილი ქოლგა თუ გინახავს,
წვიმაში როგორ გავს ტირიფს?
შენს თვალებს ჩემსაში ვინახავ
და შენი თვალებით ვტირი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined26 Sep 2008
Posts46
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხმებ,შენს პანჯერებს რომ ატანენ,
შორი ძახილია სულთა.
შენს სუთქვას ფილტვებით ვატარებ
და შენი ჰაერით ვსუნთქავ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს შენი პატარა ტანი.
შენი შავი თმის ბუჩქი,ეგ თეთრი შუბლის სერი,
თვალები გიშრისფერი,ლოყები ვარდისფერი.
შენი თითები მიყვარს - ორი პატარა თათი,
ო,იცი როგორ მიყვარს ოდნავ შეხებაც მათი,
ო,იცი როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენით?
შენი გრძნობების სიღრმე,სულის სიმაღლე შენი,
მე დადიც მიყვარს შენი,შენი ღიმილიც ფართო,
მე ცრემლიც მიყვარს შენი,შენი კიკისიც მართობს.
მე შუქი მიყვარს შენი,რა არის მისი ფასი!
აჩრდილიც მიყვარს შენი,მზის დაბნელების მსგავსი.
მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ მწვავს შენი ტრფობის ალი,
მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ მთელი გრძნობით და ძალით.
მთელი სამყარო ვრცელი შენით არსებობს ჩემთვის,
რაზეც კი ვფიქრობ ყველა ფიქრს,შენზე ფიქრი ერთვის.
ძილშიც სიზმრად ხარ ჩემთან,ფიქრში ჩემთან ხარ დღისით,
გულის ძგერის ხმა მესმის - შენი ხმა არის ისიც.
შენთვის მივწვდები მწვერვალს დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმობ შენთვის,შენთვის მწვერვალებს დავთმობ.
შენი ოცნებით ვხარობ,შენს დარდს ვატარებ დარდად,
მე სხვა სურვილი არ მაქვსშენი სურვილის გარდა.
მსხვერპლი ყველაზე დიდი მე მეჩვენება მცირედ,
რადგან შენ გსურდა იგი,რადგან შენ შემოგწირე.
შენს მცირეოდენ წყენას,სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი,ჩემი ცრებლების წვიმა.
მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ,მიყვარხარ ცხადად,მალვით,
როგორც აროდეს არვის არ ჰყვარებია არვინ.
ეს სიკვდილს უდრის თითქმის,ეს შეუძლოა თითქმის,
შენ ერთს გეკუთვნის ყველა რაც სიყვარულად ითქმის:
ძმაც ვარ,სატრფოც ვარ შენი,მამაც,დაო და დედავ
მე შეყვარებულს ყველას შენს სახებაში ვხედავ,
სატრფოვ,შვილო და დედავ,ჩემო ძვირფასო ცოლო
ყველას მაგივრად ერთად მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.
რა მაბადია ქვეყნად ამ სიყვარულზე კარგი,
ძლიერ მიყვარხარ,ძლიერ,ვარ შენი ტრფობის შმაგი.
თუ ტრფობისათვის რამე ჯილდო იქნება ბოლოს,
ის შენ გეკუთვნის მარტო,ის შენ გეკუთვნის მხოლოდ.
ნაყოფი მისი არი,ვინც ნორჩი ნერგი დარგო,
ეს სიყვარული დიდი შენ შემასწავლე კარგო.

შანდორ პეტეფის ეს ულამაზესი ლექსი,მე ვფიქრობ რომ სიყვარულის ჰიმნია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined26 Sep 2008
Posts46
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვარძიაში,ერთერთ კედელზე,მინაწერს წავაწყდი_"14 წლისა აღმკვეცეს მონაზვნად,მონასტრის კედლებში შემისრულდა 74,რა ლამაზი იყავ ბიჭო!"
ამაზე საოცარი მე ჯერ არაფერი წამიკითხავს სიყვარულზე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
გალათეა,ეს რა დაწერე, გული გამიჩერდა:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined26 Sep 2008
Posts46
კარმა0
OFFLINEPROFILE
მეც ეგრე გამიჩერდა პირველად გული!!!!!!!!!!:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
zizikore wrote:
ციტატა:
ადმინებოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო ლეონარდო,დავინჩიიიიიი.მაქსიმაააას გიოარმანიიიიი მადლობააააააა .
ეს რა ლამაზად თოოოოოვს!!!!!მიხარია პატარა ბავშვივით.

მადლობა დესპანზე თოვლისთვის,საახალწლო მზადებისთვიიის.
გაიხარეთ თქვენი ოჯახებით მრავალ ახალ წელს დაესწარით

სურათი აღარ არსებობს

სურათი აღარ არსებობს

სურათი აღარ არსებობს
=zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined09 Dec 2008
Posts11
კარმა0
OFFLINEPROFILE
მადლობთ თოვლისთვისმაგარია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
მერი

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე
იწვოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.

იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს...
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონემიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის, მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

ვთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?
ან “მესაფლავეს” რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს “მე და ღამეს”?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული,
და... მე ავტირდი, ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და მისთხოვდები სხვას
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას.
გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფლოს, შენს სიყვარულს – ქარს,
და მოგიკლავ მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს.
ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას.
Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
სალაღობო

ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული
თამარ დედოფლის დარბაზივითა.

“კაცის გული ისეთია,
ვით მორევი შავი ზღვისა:
რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,
მაინც ენატრება სხვისა!”
დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,
გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს!
გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას,
საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!
დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში,
ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია,
ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
საქართველოს ცხელი გული ასვენია!
დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად,
რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს!
დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად,
რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს!
დაუკარით! და იმღერეთ შადიანი,
ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი.
დაუკარით ძველებური დარდიანი,
დაუკარით არწივების ასაფრენი!
ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში,
მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ,
დავიღლები საქართველოს სიყვარულში,
სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ!
დაუკარით! მოასწარით, თორემ ჰერი...
და სიბერეც ძუ მგელივით მოგვიხტება,
დაუკარით ძველებური მოსალხენი:
- შავგვრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება!
დაუკარით ძველებური ლოთიანი,
საათნოვა რომ მღეროდა შაითანთან,
დაუკარით! განა ყველა ლოთი არი?!
განა ყველა სიყვარულით დაიშანთა?!
დაუკარით ძველებური ლოთიანი,
თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება,
გაფრინდება სიყმაწვილე შფოთიანი,
წრფელი გული, ცხელი გული გაცივდება!
”ვაჟკაცსა გული რკინისა,
აბჯარი თუნდა ხისანი,
თვალნი ქორებულ მხედავნი,
ზედ მუხლნი შავარდნისანი”.

ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული
თამარ დედოფლის დარბაზივითა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
თუ დაგავიწყდი, რა მოხდა მერე,
თუ გამატანე პატარა ღელეს...
შენი ფერებით დაღლილ ჩემს ხელებს
ემახსოვრები კარგა ხნის მერეც.
თუ დაგავიწყდი, ასკილის რტოო,
არაფერია, რა მოხდა მერე...
Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
გადაგიტანოს გრძნობებმა თუნდაც,
ნუ დაუბრუნებ საყვარელს ხურდას,
სულ რომ გაბრუვდე ბოღმით ტიალით,
შხამს ნუ შეასვამ სავსე ფიალით,
ნუ გეყვარება დღე რუხი და არაფრიანი,
მხოლოდ რწმენისთვის მოდის ქვეყნად ადამიანი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
უსიყვარულოდ

უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ.

მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის, ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს, იგი არ უხმობს...

და შემოდგომის სიცივეში ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს გარემოუცავს.

და ჭკნება, ჭკნება სიყვარული უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 Oct 2006
Posts174
კარმა75
OFFLINEPROFILE
არა გზაფხულზე რა უნდა მარტოობას
გიპოვნი სადმე და მსოფლიოს დაგიმტკიცებ
შენი თვალებით შევხედავ ყვავილობას
არ ჯერა? იებზე დაგიფიცებ

ლამაზი იების სიცოცხლეს ვფიცავარ
მათ ლამაზ ახელილ თვალებს
ო ისე ლამზად მეყვარები
თავი შეგენატროს გწამდეს

არა გზაფხულზე რა უნდა მარტოობას
გიპოვნი სადმე და მსოფლიოს დაგიმტკიცებ
შენი თვალებით შევხედავ ყვავილობას
არ ჯერა? იებზე დაგიფიცებ.

ბავშობაში მიყვარდა ეს ლექსი, თუ რამე არაწორია შეგიძლით შემიწოროთ=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
მე შენ მიყვარხარ...
დესპანი