↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ფერეიდნელებს სიცოცხლე და გამარჯვება გუგუაააა გამარჯობა ქარტველო კეტილო ადამიანოოო მოკითხვა ყველას.ძალიან მომწონს თქვენი საიტი და გულისტკივილით ვკითხულობ თითოეულ თემას ხანდახან ძალით ვერიდები რომ არ ავიმღვრე.მაპატიე,
რომ თუ ისე ვერ ვეხმიანები როგორც იმსახურებთ.მიყვარხააართ.ვეფერები შენს ვაჟიშვილს მაგარი
საიტიაააა=ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
მოგესალმებით ჩემო დახატულო ქართველებო.
რამხელა წერილი წამეშალა, თქვე ვერ წარმოიდგენთ.
მაინც დავწერ თავიდან.

უძღვნი ყველა ქართველს.

გუშინ შუადღისას, მოვქოქე ჩემი "ბულდოზერი" და გავწიე ვაშინგტონის შტატში.
სიეტლი-ტაკომას აეროპორტში.
ახლო არ არის, ზუსტად 400 კილომეტრია აქედან.

გზაში, ერთი მიკრო-ავტობუსი "გადამეკიდა".
მე, ვდგევარ მარცხენა რიგში და დასაშვებზე "ცოტათი" მეტით მივქრივარ.
მომადგება უკან და იძულებულს მხდის ხაზი დაუთმო.
/აქ კიდევ, არავითარი უპირატესობა არ ენიჭება, არცერთ ხაზს./
მოკლედ, ერთი ათი წუთი არ მომისვენა.
ბოლოს გადავწყვიტე, მძღოლისთვის "მამაპაპური მოკითხვა" გამეგზავნა.
გაუსწორდი გვერდით და შემთხვევით ისე მოხდა, შეანელა და უკან მჯდომი მგზავრების სახეები დავინახე, ფანჯარას გაკრულები.
ბევრი ჯურის ადამიანი მიყურებდა იქიდან, მაგრამ მე ერთი "ვიცანი".
შავტუხა ბიჭი, დაახლოებით 18-20 წლისა, სიხარულის და სიამაყის თვალებით მიყურებდა იქიდან.
მიღიმოდა და სალამს მიგზავნიდა.
მართლა არ მქონდა დრო შემეჩერებინა მანქანა, მაგრამ დაახლოებით 2 წუთი, ასე გვერდი-გვერდ ვიმგზავრეთ.
იმ ბავშვმა ის "მონატრება" გამახსენა, რომელიც მე 8 წლის წინ მქონდა და რომელსაც დღესაც არ გაუვლია.
ეტყობა სტუდენტი იყო, ახალი ჩამოსული და ეძაბდა "თავისას".

P.S. გაგიჩნდებათ კითხვა, საიდან მიხვდა ის ბავშვი, მე რომ ქართველი ვიყავი?
საქართველოს დროშა მიკიდია წინა სარკესთან და სანომრე ნიშნები: GIORGI მაქვს.

დაიმახსოვრეთ ჩემგან: ჩვენი ჯიში არ გაწყდება.
გენაცვალეთ ყველას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
კიდევ პატარა დამატება: მე საიდან მივხვდი, ის ბავშვიც ქართველი, რომ იყო?
ეგეთი მონატრებული თვალები, მხოლოდ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს გვაქვს.
/გადახედეთ, youtube-ზე უცხოეთში მცხოვრები ქართველების სურათებს და მიხვდებით, რომ მართალი ვარ./
მეც, ბევრი მყავს ნანახი "რეალში".

ჩვენ დავბრუნდებით, ჩვენს სამშობლოში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გიოოო გამარჯობა ეტყობა ქართველი იყო ის თვალები=ko= =ko=
ჩამოგივიდნენ" მშობლები"?Bჭყალებში ჩავსვი მაგრა ხო მშობლები არიან?
მომიკითხე ატმის კამპოთი თუ ჩამოგიტანეს კარგია .იქნებ ჩირი ატმისა?
არ მითხრა ეხლა" რა ატამი რი ატამიო"=ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
აქაც გამარჯობათ!:=ko= ელჩი ასე მგონია ,აქა ხარ სტუმრად და ამბებს მიყვები. ისე აეროპორტში როგორ მოხდა შეხვედრა არ დაწერ?:side:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
liako2008 და zizikore,როგორც ყოველთვის, სულ სხვა კარებიდან გამოიყვანეს და საათნახევარი, იმათ ჩანთებში იქექებოდნენ საბაჟოს წარმომადგენლები.
მერე ერთი ჩანთა დაკარგული აღმოჩნდა და "დედიკომაც" დაიწყოოოოოოოო.=haa=
ციცი-კამპოტები არა მაგრამ კაკლის და ლეღვის მურაბა ჩამოუტანეს ბავშვებს, დედაჩემს ჯონჯოლის მწნილი გამოუტანებია წითელ ტყემალთან ერთად.
ქვაბი ჩამოიტანეს 50-აათ ლიტრიანი, ამაში უფრო კარგად მოხარშავ ხინკალსაც და "ცოცხალსაცო".

მოკლედ, მაგრები არიან კახელები რააა.=sher=

P.S.-სიმამრი მეუბნება: ჩემზე მეტი არავის ულაპარაკია იმ ოთახში, სულ დავხარჯე რაცა მქონდაო.
-რა დახარჯე მეთქი?
-ინგლისურიო.=haa= =zer=

-საცოდავები, რა დღეში იქნებოდნენ, წარმომიდგენიათქო.=lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
სანამ დაგემშვიდობებით ერთს გეტყვით კიდევ:
ამ დილით სიმამრი გამოდის და მეუბნება:-საღამო მშვიდობისაო.
საწყლებს, დღე და ღამე ააქვთ არეული.=oops=
ზუსტად 12 საათია, დროის განსხვავება საქართველოსთან.
დღესაც, მოწამლული თაგვებივით დადიოდნენ. =haa=

ღმერთო, შემარგე ეგ ხალხი.=ko=
მართლა ძალიან კარგი ადამიანები არიან.=ko=
თანაც ძალიან გაუმართლათ, მე რომ შავხვდი სიძედ.=zer=

ეხლა, სუ მაგრა იყათ რააააა.=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ელჩი შენ გაიხარეეეეე. რამდენი მაცინე ამ დილით. მოკლედ დილის ვარჯიში ქღარ დამჭირდა. მე ასე ვფიქრობ, რომ სიძეობაშიიიიი,- ალტერნატივა არა გაქვს. სამაგალითო სიძე ხარ ყველასათვის.=zer= =sher= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
elchi wrote:
ციტატა:
სანამ დაგემშვიდობებით ერთს გეტყვით კიდევ:
ამ დილით სიმამრი გამოდის და მეუბნება:-საღამო მშვიდობისაო.
საწყლებს, დღე და ღამე ააქვთ არეული.=oops=
ზუსტად 12 საათია, დროის განსხვავება საქართველოსთან.
დღესაც, მოწამლული თაგვებივით დადიოდნენ. =haa=

ღმერთო, შემარგე ეგ ხალხი.=ko=
მართლა ძალიან კარგი ადამიანები არიან.=ko=
თანაც ძალიან გაუმართლათ, მე რომ შავხვდი სიძედ.=zer=

ეხლა, სუ მაგრა იყათ რააააა.=sher=

შენ გაიხარე.=haa= მოკითხვა ჩემგან=ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ელჩი კარმაც კი მოგართვი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
ელჩი!

საბა

ორბელიანი
ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და...
მეთხუთმეტე კაცად შევიდა...

ცამეტი ლუდოვიკო
კედლიდან იყურება;
ციცას ეფერება
ლუი მეთოთხმეტე;
ხალხს ხმა დაუკარგა
მეფის სიყრუემა,
მეფეს ხალხზე უფრო
კატა ეცოდება.

ხელმწიფემ
საბას ნაუბარი
მოისმინა რა,
– ოჰ...
ოჰ...
ოჰ...
ოჰო!... –
თქვა და
თითქოს კიდეც ინანა.

მაგრამ ამითი
არაფერი
გამოვიდა რა
(საბას ხმა
როდი წააგავდა
კნავილს კატისას);
რაც შეიტანა,
ისევე ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან
ელჩმან ქართლისამ.

– წვიმა არ არი!
საბას კაბა
დაუსველა რამ?!
– თოვლი არ არი!
საბას თავი
გაუთეთრა რამ?!
– ყინვა არ არი!
სულხან-საბას
აკანკალებს რა?!

– რამ დაასველა?!
რამ დათეთრა?!
რა აკანკალებს?!
საქართველოა
მისთვის წვიმაც,
თოვლიც და ყინვაც!..

...მზე ეთხოვება
ალბათ ახლა
ტურფა ტანძიას...
ეს სიცხადეა,
სულხან-საბავ,
თუ ფანტაზია?!
დედის ცრემლები
ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,
ალვის ჩეროში
სტირის დედა
შვილს მოტაცებულს,
სტამბოლში
შვილი დედას სტირის, -
ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ
წმიდა ნინოს –
მუხლზე დაცემულს).

– რამდენს აფასებ მაგ პატარას? –
ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და
მოუთმენლად ელოდა პასუხს.
– უი, ქართველი მეგონა და
სპარსი ყოფილა, -
წარმოსთქვა ბალღმა,
ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.

– არა, პატარავ,
ქართველი ვარ,
ქართველი,
გესმის?
– უი, დედასთან წამიყვანე,
წამიყვან, ძია?.. –
საბას ცრემლები მოეძალა,
ატირდა კაცი, -
თავის ბალღობა გაახსენდა,
თავის ტანძია.

ვით ეს ყმაწვილი –
საქართველოც
ასე მცირეა,
საქართველოსაც,
ვით ამ ყმაწვილს,
ასე ჰყიდიან;

საფრანგეთს ვთხოვოთ:
გვიშველისო,
– სასაცილოა!
შენი ვხტანგი
ლუდოვიკოს
ფეხზე ჰკიდია.

ასე ფიქრობდა სულხან-საბა
ხელჯოხიანი;
მხარდამხარ საბას
ის პაწია ბიჭი მოსდევდა...
– მოგწყინდა განა უნაყოფოდ,
ელჩო, ყიალი?!
– გულს ნუ გაიტეხ!
– მუხა კვლავაც შეიმოსება!

ჩვენო ძვირფასო ელჩი-გიორგი!
გისურვებ,შეგეგროვებინოს ყველა მონატრებულ თვალებიანი ქართველი, წინ განოგემთღვარებინოს და
"შემოსილი მუხის" გარშემო კვლავაც ფერხული ჩაგვებას...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
ელჩი!
მომიკითხე კახეთის დელეგაცია, დიდი სიყვარულით.
ვუსურვებ ულეველ სიხარულს და სიყვარულს!

"ჯონჯლი მწნილმა" "დაგლიჯა".=haa=
დაკარგულმა ჩანთამაც=haa= ,
კახურმა ინგლისურმაც,=lol=
50 ლიტრიანი ხომ საერთოდ...=dk=
მაგრამ, " მოწამლული თაგვებივით დადიოდნენ"-ო=fiqri= =fiqri= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს
ფიცხელა მოდი ერთი მე და შენ პერეკური გავაკეთოთ. მშვიდობის ტრუბკა გავაბოლოთ, ყავა მივირთვათ, ლექსები ვილაპარაკოთ და ევროპა თუ არ დაგვეხმარა, სხვას მივმართოთ. ვიყვიროთ მთელი ხმით სოს და იქნებ ვიღაცამ გაიგონოს და გამოეშუროს, თორემ მაშინ ციცას ეფერებოდა ლუი მეთხუთმეტე და ეხლა სარკოზი ვერ გაძღა მისი მოდელი ..... ცოლის ფერებით და ჩვენ ფეხებზე დაგვიკიდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
Image
Image
ვიხაროთ,ვიხაროთ,ვიხაროთ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მანა,ყავაზე და გაბოლებაზე მეც თქვენთან ერთადა ვარ.
არც ევროპის გინებაში ჩამოგრჩებით.
მანა საიდან,ეგ განსხვავებული სმაილები?
მეც მინდაააა,გთხოვ.
Image

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
დესპანი