↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
elchi wrote:
ციტატა:
სანამ დაგემშვიდობებით ერთს გეტყვით კიდევ:
ამ დილით სიმამრი გამოდის და მეუბნება:-საღამო მშვიდობისაო.
საწყლებს, დღე და ღამე ააქვთ არეული.=oops=
ზუსტად 12 საათია, დროის განსხვავება საქართველოსთან.
დღესაც, მოწამლული თაგვებივით დადიოდნენ. =haa=

ღმერთო, შემარგე ეგ ხალხი.=ko=
მართლა ძალიან კარგი ადამიანები არიან.=ko=
თანაც ძალიან გაუმართლათ, მე რომ შავხვდი სიძედ.=zer=

ეხლა, სუ მაგრა იყათ რააააა.=sher=

"თანაც ძალიან გაუმართლათ, მე რომ შავხვდი სიძედ.=zer= "ამ ფრაზას მოვიშველიეფ
დარწმუნებული ვარ ეგრეა ,იმიტომ გეწვევიან ხოლმე ჩქარ- ჩქარა .
ცუდი რომ იყო არ ჩამოგაკითხავდნენ=sher= =cxeni= =cxeni=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
უკაცრავად!
ლექსისთვის ავტორის მითითება გამომრჩემია.

მუხრან მაჭავარიანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ ხალხო!
მანა!
ქურდი!
ციცი!
ტელმან!
გუგუა!
ელჩი!

მაშ ევროპის საგინებლად ვჯდებით არა?
თანაც ყავით და სიგარეტით?
ექვსი წელია, უსიგარეტოდ ვსვამ უკვე ყავას, მაგრამ თქვენთანა ვარ...
ოღონდაც ეგ უშველიდეს და პირდაპირ სიგარებით დავიწყებდი.

ციცი შენ რა, ვერ დაგვინახე, ჩვენთან დაჯდომის სურვილი, რომ არ გამოთქვი,
თუ სიგარეტის სუნს ვერ იტან?

აი ელჩი კი "დააგუნებს" ლანძღვას კახურ - ქართლულ- ამერიკულად.
მარტო კახურის, ე.ი. სიმამრის, მოსმენას, კი მტერსაც არ ვუსურვებ=lol= .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუა!
წერილის პასუხი მოგწერე.(ორჯერ)
არ ვიცი ერთხელაც თუ მიიღებ. ჩემთან გამოგზავნილებში არ ჩანს.
უკანაც არ მომსვლია.

მაინტერესებს 99-ის სურათების ჩემეული შეფასება (შენი და კახასი), როგორ მოგეწონა.

იმ რადიოდან კიდევ იყო დარეკილი ჩემთან, მე კი აღარ დამირეკია.
მირჩიე როგორ მოვიქცე და "ასეთებზეც" მომწერე პრივატში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
გიორგი ლეონიძე

ნუ გათათრდები

„ნუ გათათრდები, - ეგვიპტის მტრედი, მომცრო ფრინველი, მსგავსი გვრიტისა; მისირსა (ეგვიპტე) და შირაზში (ირანი) ცხოვრობს. ესენი ოდეს მგზავრს კაცს ნახავენ, იწყებენ ძახილს ქართულის ენით: ნუ გათათრდები! და ამ მიზეზით თათარნი უწოდებენ გიაურყუში, ვითომც უსჯულო ფრინველი“.

საბას ლექსიკონი

„ნუ გათათრდები“ - გერქვა სახელად
შენ, უცნაურო, მომცრო ფრინველო,
მიტაცებულთა, გარდახვეწილთა,
მკლავგაბაწრულთა მოძმევ პირველო!

შენ, ფრთაშესხმულო ხალხის სურვილო,
ხალხის ტკივილო, ცად ატყორცნილო,
თვით ხალხის ნებით მტრედად ქცეულო,
ნეტავ ეგ ყელი დამაკოცნინო!

მწარტყვეობაში თავს დაჰკიოდი,
გიმხნევებია შენი ქართულით,
აზიის გზებზე, უდაბნოებში,
ვინც კი ყოფილა გადაკარგული!

შენ დღესაც ისევ თავზე დაჰკვნესი
ძუძუს მოსხლეტილ გარექართველებს,
იქ თურქის ბრჭყალში, თათრის ბორკილში,
სადაც მრავალი ცრემლით ათენებს.

თვალით დახვრიტეთ ჭოროხის მხარე,
არ მოგვირჩება ჩვენ ის ტკივილი,
ვიდრე ლაზისტანს და ფერეიდანს
ისევ მოესმით შენი ყივილი!

იფრინე სულ იქ და იტრიალე,
დაძებნე ჩვენი ძმები და დები,
შენი მკაცრი ხმით ისევ დასძახე:
- ძმანო ქართველნო, ნუ გათათრდებით!

გამაგრდით, კერას ნუ დაივიწყებთ,
მონობისათვის ვერ გაგიმეტებთ,
გამაგრდით, ვიდრე მზე მოვა თქვენზე
და გავინაღდებთ ნანგრევთ იმედებს!

შენ ეს ქართული ხმა მიაწვდინე,
მიტაცებულ ძმებს ასე უთხარი,
იქაც სცემს გული საქართველოსი,
შავი ზღვასავით გადამდუღარი!

და როცა დაჰკრავს უკვდავი წამი,
მწარი მონობის დამამხობელი,
ძმათა გამოხსნის, შინდაბრუნების,
შენვე იყავი მახარობელიც!

1948

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ ხალხო! სიყვარულით სავსე სურვილებით მოგესალმებით!

ფიცხელ!
მანა!
ქურდი!
ტელმან!
გუგუა!წერილი მივიღე და პასუხიც მოგწერე გამაგებინე მიიღEბ თუ არა=ko=
ელჩი!
სიგარეტის სუნი რას მიქვია, თქვენი სიყვარულით გავაბოლებ კიდეც , ტქვენ
ერთი თეფში დამიდგი და ჭიქაც მოაყოლე სხვარამესაც ჩავურტყავ =ko= =ko=
სიყვარულით ყოველთვის თქვენთან ვარ და ვიქნები.=ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ორი საახალწლო
ლადო ასათიანი
1

სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები,

ყოველ ახალ წელიწადს მარად მომაგონდები.

შორი გზიდან მოსული, მამა-პაპის ჯილაგი —

უცხოდ განათებული, პატარა ჩიჩილაკი.

უცხოდ განათებული, სხვაზე არ გასაცვალი:

მწვანე სუროს ფოთოლი… კურკანტელას მარცვალი…

უზარმაზარ ოდაში მუხის ცეცხლი გუგუნებს,

ბავშვი, გაოცებული, მხოლოდ შენ შემოგყურებ.

დგახარ დამშვენებული ქამარ-ხანჯალ-ყაწიმით,

როგორც თეთრჩოხიანი იმერელი ყმაწვილი.

ფოჩიანი კანფეტიც ზედ გასხია მასრებად,

ალბათ, ცაში თუ მოხდა შენი გალამაზება!

უზარმაზარ ოდაში მუხის ცეცხლი ჩახჩახებს,

ძველი “მრავალჟამიერ” აღებს ყველა გასაღებს.

მე ხან პაპის წვერს ვუმზერ,

ხან შენ გიმზერ, ჩიჩილაკს,

და ვიღვრები ბინულის ნაკადივით სიცილად.

სულაც ვერ გამიგია, რა მახარებს, რას ველი

ასე თვალგაურყვნელი, სიხარულით თვალსველი,

მხოლოდ შენ შემოგცქერი, შენი შუქის მჯერა მე,

შორი გზიდან მოსულო, ვარსკვლავეთის მცენარევ!

სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები,

ყოველ ახალ წელიწადს მარად მომაგონდები!

2

რიონის პირად შფოთავს ქალაქი,

ათას ჭირსა და ლხინში ნაქები,

ყოველ ახალწელს საგულდაგულოდ

განათებული ჩიჩილაკებით.

მის განთიადებს ნუ დაივიწყებ

და არასოდეს არ დაბერდები…

ის თეთრი ჩოხა ისევ გაცვია,

ისევ პრიალებს წუღა-მესტები,

ისევ მესხეთის ქუჩით მიდიხარ

და მოგძახიან იგივ სწორები,

შეგხვდება ვინმე ოჯახიშვილი,

კოხტა ყმაწვილი მოეწონები,

ხელში აგიყვანს, შუბლზე გაკოცებს,

უზალთუნს მოგცემს, აგრე დაგლოცავს:

„მრავალ ახალწელს დაესწარ, შვილო,

და ესახელე იმერლის ოჯახს!“

რიონის პირად კი ქუხს ქალაქი,

ათას ჭირსა და ლხინში ნაგები,

ყველგან ნახევრად ღიაა კარი

და ციმციმებენ ჩიჩილაკები,

მხოლოდ ბაგრატის ტაძრის ნანგრევნი

გარინდებულან მკვდრულ მყუდროებით,

მათ შთაგინერგეს შენ სიყვარული,

ყრმაო, გარდასულ იმა დროების!

ჩვენ ქართველ დებს და ძმებს საქართველოდან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ საყვარელო დესპანელებო ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი

ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები
მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები,
მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები,
და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები.
ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი.
მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მარად დაუზრახველნი, —
საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი.
ბრძოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით,
მიდიოდნენ და მიჰქონდათ ჩალისფერი დროშები,
ბევრჯერ სისხლით შეღებილა მათი ავგაროზები.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ, თუნდ სამარის კარამდის,
ოსმალეთის მიწა იყო, თუ მინდორი მარაბდის, —
საქართველო იყო მათი საყვარელი მარადის.
სადაც უნდა აღემართათ სატევარი და გორდა,
ვაჟკაცურად მიიწევდნენ, ვაჟკაცურად გაჰქონდათ —
სპარსეთში თუ დაღესტანში, კრწანისთან თუ შამქორთან,
საქართველოს ერთი მუჭა ცხელი მიწა თან ჰქონდათ.
სიკვდილის წინ რუსთაველის შაირების ძახილით
მიწას გულში ჩაიკრავდა ქართლელი თუ კახელი, —
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი.
შვილებს ომში აგზავნიდნენ წარბშეკრული დედები,
აგზავნიდნენ, აბარებდნენ დედურ დაიმედებით:
თუ ისარი ზურგში მოგხვდეთ, არ დაიჭრათ მკერდები,
ხელმეორედ ნუ გენახოთ საქართველოს ედემი!
ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თინა წავკისელი და მაია წყნეთელი.
მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.
მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,
საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნეტა ვიცოდე გუგუა სად დადიხარ?
შენც კახეთის დელეგაციას ხომ არ მასპინძლობ? (ელჩივით)
რა ყველა სანთლით საძებარი გამიხდა....=fiqri=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
უი, ტელმანი, რას ხედავს ჩემი თვალები.
ყოველივე საუკეთასო ნუ მოგიშალოს ღმერთმა=ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ფიცხელ! აქააა ვააარ, შენი კვნესამე, აქააა! უბრალოდ ”დაჩაგრული” ვარ ოჯახში ყველაზე ნაკლები პრიორიტეტი მე მაქცს კომპიუტერთან მოსვლისა, ახლა სილამაზის კონკურსს გადმოსცემენ და იმას უყურებენ, მე კი დრო ვიხელთე და აქ შემოვვარდი! კახას ერთი მაგარი სურათი მაქვს და იმას გამოგიგზავნი ალბათ სამშაბათ-ოთხშაბათს, სამსახურში მაქვს და უნდა მოვძებნო!
ციცის! ჩემო კარგო მე თუ არ მითხარით პზე წერილი გამოგიგზავნეო, ისე არ შევდივარ-ხოლმე, წუთები სულ დათვლილი მაქვს და ვერ ვიცლი რომ იქაც ”შევიხედო”. ახლა ვნახე, დიდი მადლობა და გავითვალისწინებ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
სკაიპშიც შევირბინე, მეგონა რომ ელჩი იქ დამხვდებოდა, მაგრამ არ იყო... გული დამწყდა... მერე გამახსენდა, ალბათ სიდედრ-სიმამრთან ვახტანგურებს ურტყავს და ვერ მოიცალა :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ჩემო კარგებო და ლამაზებო! ირანის რადიოზე სულ დამავიწყდა - ერთი წუთით არ იფიქროთ, რომ მე ჩემი აზრების ვინმეზე მოხვევა მინდა... ინახულეთ და შეეხმიანეთ-ხოლმე, ბოლოსდაბოლოს ქართველები არიან, რადგან დახმარება უნდათ - უნდა დავეხმაროთ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
შუაში - არია ხოსროშვილი.

Image

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
დესპანი