↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ნანანოოოო!როგორა ხარ სიხარულო? ბაიები როგორ არიან?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ერთიმეორეს რომ მისდევენ დინჯი წუთები,
მშვენიერებას აყვავენენ გაშლილ ვარდებად,
მაგრამ მშვენება, დროის ხელით ნასათუთები,
დროის ხელითვე იღუპება და სამარდება.
უსასრულობის გზაზე მიჰქრის დრო უშფოთველი,
ზაფხულის დღეებს ზამთრისაკენ მიერეკება,
ყინვის საფარით იფარება მკვდარი ფოთლები,
ოდესღაც მწავე ბუჩქნარები იქცნენ ეკლებად.
მაგრამ ზამთარშიც არ მოკცდება ჭრელი ზაფხული,
და ყვავილებიც იცოცხლებენ გამხმარ კონებად,
თუ შუშის კედლებს სურნელი აქვთ შემონახული,
როგორც ზაფხულის გახსენება და მოგონება.
იღუპებიან ზამთრის სუსხით ვარდის ფურცლები,
ვარდის სული კი რჩება მარად გარდაუცვლელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
დრო თუ გვაბერებს, დრო გვიბრუნებს ახალგაზრდობას,
როცა მოხუცი მამის გვერდით შვილი დადგება,
სიყმაწვილეში გაცემული ბოლოს ფასდება
და სიბერეში სიჭაბუკედ გამოგვადგება.
ესაა სიბრძნე წუთისოფლის და სილამაზე,
შთამომავლობის გამრავლებით მიწა მშვენდება,
ყველა შენსავით რომ მოქცეს ამ ქვეყანაზე,
კაცობრიობა სამოც წელში გადაშენდება.
დაე, დაღუპვას ვინმე გონჯი ვერ გადაურჩეს,
ვინაც არ არის ღირსი, დარჩეს შთამომავალი,
შენ კი ბუნებამ უთვალავი გიძღვნა საუნჯე
და მოდგმისათვის საუკუნე მოგცა მრავალი.
ქვეყნის ბეჭედო, ამ სიბრძნეში ნუ დაეჭვდები
და გაამრავლე ქვეყნად შენი ანაბეჭდები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
სიყვარული ერთადერთი რამ არის ამ ქვეყანაზე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
მოგეხვევა შეგბოჭავს და გადაგიყვანს ფიქრით სხვაზე

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე ჩემს წიგნს „მახსოვს!“ დავაწერე,
რადგან ყველაფერი მახსოვს.
ხსოვნა ღვინოსავით დავაძველე
და მოგონებები მახრჩობს.

ზოგი მოგონება ფრთხიალებს,
ზოგი - დაჭრილივით ბღავის.
ვიხსენებ მაგ თვალებს წყლიანებს,
ვიგონებ - უმწეო ყვავილს.

წლები გადის და, ხმაურია -
ჩქარია ცხოვრება ჩვენი.
სადა ხარ, სად ხარ, თამუნია,
სად, რომელ ხეობას შვენი?!

ქმარ-შვილი ხომ არ დაგეხვია,
ცხოვრების თონე და ალმური?
ერთხელ დუმილი დაგერღვია,
მახსოვრობის ხე დაგერხია,
შენც, შენც დაგერხია, თამუნი!

ჩიტუნა გამოფრინდა წალმიდან,
დასკუპდა შტოზე და გალობს.
მე შენგან არაფერი არ მინდა,
იხარე, პაწია ქალო!

უხვად საქმეები გაიჩინე,
გაჯერდი ქმარ-შვილის მოვლით.
წარსულით გულს ნუ დაიმძიმებ,
მით უფრო - წყეული ხსოვნით.

მე კი... მიტკალივით თეთრია
ჩემი ღამეების ჯარი,
მე სხვა ვარ, პოეტების ხვედრია,
გვახსოვდეს ცოცხალი და მკვდარი...

ასი მოგონება ფრთხიალებს,
ასი - დაჭრილივით ბღავის,
ასიც - ყვავილივით იალებს
და კუბოს ფიცრამდე ჰყვავის

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
გაწვიმდება ისევ ერთ დროს,
კვირტებს შეხსნის მიკუნჭულებს,
ეს წვიმა და ეს ფოთოლი
ისევ ისე იჩურჩულებს.
ისევ მოვა ის გოგონა, დედას გამოეპარება,
ასე ძვირად რომ დაუჯდა ერთი ბიჭის შეყვარება.
მოვა გოგო შენნაირი, იისთვალებდანამული,
მოვა ბიჭი ჩემნაირი, სიმღერა და სალამური.
შეაერთებს გულთაცემას
შეხვედრა და გარინდება,
მაგრამ მე ის არ ვიქნები
და ის გოგოც სხვა იქნება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
უი ჩემი გახსნილი თემაა ეს :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
დღეს მე წერილი არ მიმიღია:
ის ან წავიდა ან დავავიწყდი;
გაზაფხულია როგორც სიმღერა,
ყურეში მარტოდ ქანაობს გემი.
დღეს მე წერილი არ მიმიღია . . .

ის ჩემთან იყო ცოტა ხნის წინათ,
მოსიყვარულე, შმაგი და ჩემი,
მაგრამ ეს იყო ზამთარში თეთრად,
ახლა სევდაა და გაზაფხული,
ის ჩემთან იყო ცოტა ხნის წინათ . . .

ხემის სათუთი ხმა მესმის ისევ,
სიკვდილისმგვრელი ფეთქავს ტკივილი,
მე მეშინია გულის დაფერფვლის,
და ამ სტრიქონთა არდამთავრების

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
დაიკლაკნება და მოჰგავს გორგალს,
გველივით გულის მონუსხვას ფიქრობს...
ხანაც, სარკმლის წინ მოჰყვება ბორგვას,
შემოგგრუტუნებს მტრედივით, თითქოს.

ხან დილის ცვარში გაიკისკასებს,
ხან სიზმრის ტბაში მოგეჩვენება.
ამასობაში, გწვავს და იტაცებს
შენს სილამაზეს და მოსვენებას,

ვით ვიოლინო, კვნესის და დნება,
ტკბილ_მწარე ცრემლის დასდის ზედაშე...
ო, იდუმალი მიმოდის ვნება
ამ ჯერაც უცნობ გაღიმებაში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
შენს გრძნეულ თმებში გავიხლართე როგორც მიმინო,
ვეღარას მშველის დასახსნელად ბასრი ბრჭყალები,
გამიშვი ქალავ,ერთხანს მაინც შვებით ვიფრინო,
არ გებრალები?
დღემდე შენ ჩემთვის აუხსნელი ხარ საოცრება,
თუმცა შენამდე სულ გავტკეპნე გზა და ბილიკი,
მე შემოგწირე წმინდა გული,ყველა ოცნება,
შენ კი პირიქით...
შენით დავლაშქრე ყველა მთა და ყველა ზეკარი,
ჩვენი უკვდავი სიყვარული ძეგლად ავღმართე,
იქ,მწვერვალებზე შენ ელავდი როგორც მზექალი
არწივის მართვედ.
გინდა დამიზრო გაუშლელი ნორჩი ყლორტები,
ვერ შემაშინებ ,იცი ბედთან ვარ მორკინალი,
დამშვიდდი ქალავ,უმიზნოდ ნუ გაბოროტდები
როგორც გრიგალი.
კვლავ ავფრინდები სანავარდოდ როგორც მიმინო,
დიდხანს ვერ გავძლებ,ისევ შენს გზას დავედევნები,
თუ ჩემი ვაზი დამისეტყვე,როგორ ვითმინო
ჭკნობა მტევნების.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
რაც უფრო შორს ხარ

რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები,
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი, როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი, როგორც ედემი.

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!
ავადმყოფ სულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა – საწყაული,
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
არის შენს გულში მწარე
განადგურება მკვდარი,
როცა ზიზღია არე,
როცა ვერ სუნთქვს ქნარი.
როსმე მჩქეფარე, ცხელი
გაყინულია სისხლი,
თვალთაც არა აქვთ ცრემლი,
გულს- შებრალება სხვისი.
და შეკითხვაზე: "შენს გულს
რა დაემართა, რა სურს?"
ცისკენ აღაპყრობ ხელებს, კაცთ კი არ მისცემ პასუხს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ჰაჰ გაიგეს ჩემი თემა როა გააქტიურდა ხალხი, ცუდოს არ ვაწყენინოთოო :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ვიღაცის ხმა საკანივით მლეწავს,
თითქოს სიკვდილს ვუჯერებდე ჭოტს,
ნურასოდეს ნუ დასცინებ მეძავს,
ზიზღიანად ნუ შეხედავ ლოთს!
ჟამის ძალა რამდენ დროშას ძენძავს,
გაგახსენებს სარდაფების შფოთს,
წარსულზე არ შეეკითხო მეძავს,
მომავალზე - წყალწაყებულ ლოთს.
ყველა გვყოფნის დალოცვილი ზეცა,
განერიდეთ მტრობასა და შფოთს,
ყველა ქალში სძინავს ციცქნა მეძავს,
ყველა კაცში - პოეტსა და ლოთს!
(მძიმე სიტყვებია)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი