↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ენავ - მოსაჭრელო ძირში,
ტუჩო - პასუხს თქვენგან ველი:
რაა - სიყვარულის ღირსი,
გულზე რომ დავიდოთ ხელი?!

„სიტყვა - ისარივით სწორი!
ლექსი - ხანჯალივით მჭრელი!
ქალი - რა თქმა უნდა, სხვისი!
ცოლი - რა თქმა უნდა, ჩვენი!“

- 2 -

ენავ - მოსათხრელო ძირში,
ტუჩო - მარგალიტებს ველი:
რაა - სიყვარულის ღირსი,
გულზე რომ დავიდოთ ხელი?!

„კერა - მშობლის ნაბუდარი!
ენა - ლაჟვარდებით მსვლელი!
მიწა - ჩვენი საკუთარი!
ხალხი - რა ვუყოთ, რომ ჭრელი!“

- 3 -

ენავ - მოსაჭრელო ძირში,
კიდევ, კიდევ პასუხს ველი:
რაა - სიყვარულის ღირსი,
გულზე რომ დავიდოთ ხელი?!

„კაცი - კლდედ დამდგარი სჯულზე!
სული - ანთებული, წრფელი!
გული მართალი და გულზე
მართლად
დადებული ხელი!“

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
კაბა-სამოსი ქალს არ აჩენდა, -
ხორციელებას მისას ჩქმალავდა:
კაცების ჯოგი მას არც ამჩნევდა,
სხვა ქალებისკენ ბილიკს ჰკვალავდა.

წვიმდა და ზღვაზე დუღდა ბურუსი,
ზედ არ უცქერდნენ ბეჩავს კაცები,
და მთელი კვირა ჰქუხდა ხურულში
თითბრის ჯაზი და ძგერდა „ტანცები“.

მაგრამ ხვალისდღე სხვაგვარად სჯიდა:
მზემ დაიძახა ერთ დილას „ჭიტა“;
ზღვისპირ გაიძრო მან თვისი ჯვალო
და საკაცეთმა თვალები სჭყიტა...

ოჰ, თითქოს თივას ავარდა ალი, -
ის იყო მკვრივი, ის იყო ნორჩი, -
ფანტასტიკური ის იყო ქალი
და სალოცავი ზედ ესხა ხორცი...

ხოლო მან, ვინც „ტუს“ ამ დილით მოჰყვა,
ვინც მაგ სხეულის იცოდა ფასი,
მოხვია მკლავი, შეახო ლოყა
და ქალს გულდაგულ შეუძღვა ზღვაში...

და შეჰყვნენ წყვილად მიქცევას ზღვისას,
მზით გაჯერებულ ზღვას მიჰყვნენ ცურვით...
და კაცთა ჯოგი გასცქერდა სხვისას
ბედნიერებას ჭმუნვით და მდურვით

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
შერიგება

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი,
თეთრ ტანსაცმელში მე მოვირთვები
და წავალ ქარში, როგორც მოცარტი,
გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით.

დღეს ყველგან მზეა. ახლა ამ ბაღებს
და მყინვარს, მაღალ ზრახვათა მეფეს,
მაისი ალით ააზამბახებს,
ვით შეყვარებულს და მეოცნებეს.

ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი,
ლამაზი შუქთა მარადი ნთებით:
მე - მსუბუქ დაფნის ფოთლებით სავსე,
მყინვარს - უმძიმეს იაგუნდებით.

ამაღლდი, სულო, თეთრ აკლდამაზე
მშვენიერების ლექსით მქებელი:
დღეს ყველგან მზეა და სილამაზე
სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
will,კარგია ძალიან, კარმა ჩემგან!=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
სიყვარულის ფილოსოფია

ამქვეყნად ყველა ნაკადული ერთვის მდინარეს,
ყოველ მდინარეს ელოდება ზღვის სტიქიონი,
ზეციურ ტატნობს, ნეტარებით პირ–მომცინარეს
უერთდებიან ტრამალებზე მქრალი სიონი.

არავის აწევს მარტოობა მძიმე კირთებად,
განგებამ ყველას მოწყალების თვალით შეხედა.
სულდგმული სულდგმულს მიესწრაფვის და ენივთება,
მე კი ვერ შევძელ სანატრელო შენთან შეხვედრა.

შეხედებ მთაც კი შესწვდენია ზეცის ბაგეებს,
ტალღაც კი ტალღაც ჩაჰგრეხია ვნებამორევით,
მომდურებულ დას ძმა სიკეთის ღიმილს აგებებს,
აღარც კი ახსოვს რომ ახრჩობდა ბოღმის მორევი.

თუნდ ჩამოცალოს მზემ მიწაზე ალერსის თასი,
თუნდ მოაფრქვიოს მთვარემ ზეცას ვნების ტბორები.
განა ექნება ამ ყველაფერს რაიმე ფასი,
მე შენს ბაგეებს თუკი ვეღარ ვეამბორები?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts2059
კარმა46
OFFLINEPROFILE
nino5 wrote:
ციტატა:
წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგიწნა თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.

შორს აგიშენო თეთრი კარავი,
სიყვარულივით ჩუმი, მდუმარი.
არ შეგაშფოთებს მეტი არავინ,
ისევ ჩვენ ვიყოთ ჩვენი სტუმარი.

ო, შენ არასდროს არ მოგწყინდება,
ჩემთან სიზმრებში ჩაგეძინება
და ცისკარივით გამიბრწყინდები,
ძილში რომ ჩუმად ჩაგეცინება.

ხან უზრუნველი მინდორთა შორის
თეთრ ყვავილებში დამემალები,
მინდორს აანთებს ვარსკვლავი ორი
და შემაჟრჟოლებს შენი თვალები...

წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგხურო თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.

nino5, კარმა ჩენგან=ko=

მე შენთვის დილის სხივი ვიქნები,
და შემოგიღებ ოთახის კარებს,
მძინარეს ჩუმად მოგეფერები
და ნაზი კოცნით აგიხელ თვალებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
დიდი ტვირთი

ზაფხულის დიდი ტვირთი გადაზიდულია
ნავსადგურში მზადაა უკვე ზაფხულის ნავი,
როცა შენს უკან თოლია ეცემა და ჩხავის.
ზაფხულის დიდი ტვირთი გადაზიდულია.

ნავსადგურში უკვე მზადაა ზაფხულის ნავი,
და ტუჩებს, კიჩოზე გამოსახულ ფიგურების,
დაუფარავად ადგებათ ღიმილი ლემურების.
ნავსადგურში უკვე მზადაა ზაფხულის ნავი.

როცა შენს უკან თოლია ეცემა და ჩხავის,
ჩაძირვის განკარგულება მოდის დასავლეთით;
თუმცა, შუქში-ღა თუ ჩაიხრჩვები, ღია თვალებით,
როცა შენს უკან თოლია ეცემა და ჩხავის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ფსალმუნი

გაიზიარეთ ჩემი დუმილი,
როგორც ზარებმა გაიზიარეს!
ძრწოლის მომყოლში
ბრბო დაეძებს ახალ საკბილოს.

წითელ პარასკევს ცის გუმბათზე გამოკრთება
სამთითა ხელი, რომელიც ვეღარ დაიფიცავს,
რომ არაფერი არ ყოფილა და არც იქნება.
მეწამულ ღრუბლებს მიეფარება,

ახალ მკვლელებს იცილებს გზიდან,
და მიიქცევა თავისუფალი.
შემოღამებულ დედამიწაზე
მივცვივდეთ ფანჯრებს, ტილოები ჩამოვაფლითოთ,

რომ ავადმყოფთა საიდუმლო უცებ გაცხადდეს:
წყლული, საზრდოთი ამოვსებული და უსასრულო ტკივილები
ყველასათვის, ვინც რას ინებებს.
უნდო ჯალათებს ჩაუცვიათ ხელთათმანები

და მხილებულთა სუნთქვას ახშობენ,
კარს მომდგარი იატაკზე ემხობა მთვარე,
შეატოვე, ნამსხვრევები, კარის სახელურს...
უკანასკნელი მირონცხებისთვის განკითხული იყო ყოველი
(ზიარებას კი აღსრულება არ უწერია).

2
რა ამაოა ყველაფერი.
ტალღასავით წამოგრაგნე სადმე ქალაქი,
ზე-აღსდექი ქალაქის თავს ავარდნილ მტვრიდან,
აღასრულე მსახურება
და ითვალთმაქცე,
რომ გაარიდო თავი მხილებას.

აუსრულე, რაც შეუთქვი,
დაბრმავებულ სარკეს ჰაერში,
დახშულ კარს ქარში.
მიუვალია გზები ზეცის ციცაბო კედლის.

3
ჰოი, თვალებო, ამოშანთულნო
მზით გაჯერებულ დედამიწაზე,
უამრავ თვალის ნაწვიმარით
ჩამობინდულნო,ამობლანდულნო
ამოქსელილნო აწმყოს მწუხარე ობობათაგან...

4
ჩემი დუმილის ღრმა ტაფობში
ჩამარხე სიტყვა
და შეუკარი პირი უდაბურ ტყეთა ნაპირებს,
რომ ბაგე ჩემი
ჩრდილმა დაფაროს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts2059
კარმა46
OFFLINEPROFILE
მ ე რ ც ხ ა ლ ი

შენ ხარ მერცხალი, ჩიტი საბრალო
ოკეანს იქით გადახვეწილი
წასული ნებით, და არა ფრენით
გულმოკლული და დაღონებული.

ვინ შეგიბრალა, ნუგეში ვინ გცა
დადიხარ, დახვალ ფრთებჩამოყრილი
უცხო გარემოს შეუჩვეველი
ფურცელი სუფთა, დაუწერელი.

გაივლის დრო და სევდაც გაივლის,
ტყავს გამოიცვლი ჭრელი გველივით,
გულს შეუძახებ, მაგრამ საბრალოვ
სული დაგრჩება ისევ ეული.

ნ.ასათიანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
უძილობა

სადღაც კატები კნავიან საწყლად,
ვიჭერ შორიდან მოსულ ფეხის ხმას.
ნანა შეცვალეს შენმა სიტყვებმა:
მესამე დღეა მათგან არ მძინავს.

შენ ისევ ჩემთან ხარ უძილობავ!
ვცნობ მე შემს სახეს კვლავ გარინდებულს.
რაო თამამო, რაო მშვენებავ,
არ მოგწონს განა ჩამი სიმღერა?

ფანჯრებს დაფარავს თეთრი ქსოვილი,
შემოიჭრება ბინდბუნდი ცისფრად . . .
იქნებ გვამშვიდებს ამბავი შორის?
რატომ ვგრძნობ ასე თავს კარგად შენთან?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
Умей смеяться-когда больно,
Умей грустить-когда смешно,
Умей казаться равнодушной,
Когда тебе не всё равно!!!
Не говори, что мир печален,
Не говори, что трудно жить...
Умей средь жизненных развалин,
Бороться, Верить и Любить!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ნაცარქექია, ქექია,
ფუჭო, ტყუილავ-ბექია
რას მიგდებულხარ კერასა,
თავი რად გაგიქექია?

ტილზე ნუ ჰფიქრობ, მოშორდი,
რწყილს აუარე გვერდიო!
რად გინდა პრიშტი-პრუშტები
და სომხის ეფრემ-ვერდიო?

ნუ ჰკარგავ, შენი რაცა გაქვს,
ნურც ეხარბები სხვისასა!..
პატარა წყარო სჯობია
სასმელად მლაშეს ზღვისასა!..

ადექი, ნაცარქექია,
ნუ მიგდებულხარ კერასა,
ჭიანჭველებში ნუ ეძებ
დაკარგულ ბედისწერასა!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ამ ცივ მთვარეს ეხუტება ვარსკვლავთა გუნდი,
დღისით მზე რომ ასე აკრთობთ,ასე აშინებთ,
არ იციან რომ მზე არის სიცოცხლის გული,
ასე მწველი,ასე ცხელი მათ რომ ასხივებთ.
სამაგიეროდ ჩიტებს უყვართ მისი ნათება,
რადგან გრძნობენ, თუ რას ნიშნავს სითბო გულისა,
ისინი ომ დაფრინავენ ლაღად ,ირაოდ,
კარგად ესმით ფასი დიდი სიყვარულისა.
ლექსი ჩემი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩამოიქროლეს ცივმა ქარებმა ა შემოიჭრა გულში სიცივე,
ნეტავი რაა,ასე უეცრად გულს რომ აკრთობს და სულს რომ მომძიმებს?
წუთს გავინაბე,ყური მივუგდე რაღაც უცნარ აბობოქრებას
და მაშინ მივხვდი,ნოსტალგიურად მომნატრებია თურმე სუყველა.
დრო იზლაზნება,ნელა მიბობღავს,არ ეჩქარება,არვის მოელის,
მე კი მსურს ჩქარა ავიაღმართო,ძვირფასი არის წუთი ყოველი.
გადავუდგები ამ ქარებს ურჩად,არ შემოვუშვებ სულში ჭრიჭინებს,
ლალისფერ ღვინით ავავსებ თასებს და ვუმასპინძლებ მორჩილ გვირილებს.
გადაიქროლეს ისევ ქარებმა,მაგრამ მათ დახვდათ გული მფლობელი,
ამ უჩვეულო სითბოს ნათებამ გაალამაზა წუთისოფელი.
მედი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ასპინძა

1

ყური დაუგდეთ, ასპინძის ადგილის დედა ჩურჩულობს,
თუ როგორ გავუმასპინძლდით, როგორ გავრეკეთ ურჯულო.
გადაიარა წინადღის ბრძოლების პაპანაქებამ,
ხმალს დასვენება უნდოდა, მხედრობას — დაბანაკება.
გადალეწილან შუბები… დროშები ჩამოძენძილან…
ნაომარ ქართველ მხედრობას ტრიალ მინდორში ეძინა.
მთვარემ მძინარე სახეებს ბნელი ბურუსი გადახსნა,
სუნთქვა მძინარე რაინდთა აბიბინებდა ბალახსა.
გართხმულან მწვანე ბალახში ზვიადნი, მსხვილბარკლიანნი;
ზოგი ლომია ლომგული, ზოგიც ვეფხია ბწკლიანი.
ერთიღა დადის ბანაკში, - ეს, ალბათ, ირაკლი არი.
აქა-იქ ცეცხლი ანთია, თოფზე მიკრულან გუშაგნი,
თვლემენ ცხენები მორთულნი ლამაზ უნაგირ-უზანგით.
შორს კლდეში ჭოტი გაჰკივის, მდინარე მიდის დუდუნით,
ხმიანი ხვრინვა გაისმის, თოხარიკების ფრუტუნი.
გადალეწილან შუბები… დროშები ჩამოძენძილან…
წუთით გატრუნულ ქარიშხალს ცხენის ფაფარში ეძინა.
იქნებ, სიზმარი გვესიზმრა, იქნება, არის ზღაპარი,
ვით შეიკედლებს ქარიშხალს ფიცხელი ცხენის ფაფარი?
ყური დაუგდეთ, ასპინძის ადგილის დედა ჩურჩულობს.
თუ როგორ გავუმასპინძლდით, როგორ გავრეკეთ ურჯულო.

2

გართხმულან მწვანე ბალახში მაღალნი, მსხვილბარკლიანნი,
ზოგი ლომია ლომგული, ზოგიც ვეფხია ბწკლიანი,
ერთიღა დადის ბანაკში, - ეს, ალბათ, ირაკლი არი…
სმენად ქცეულან მეფის წინ აღაბაბა და ხუდია,
ნეტავ რა უნდა მეფესა, გულში რა ცეცხლი უნთია?
- ცუდი იღბალი გვიღიმის, უომრად გავისრისებით,
თუ არ დავხერხეთ ამაღამ ასპინძის ხიდის ისრები,
რომ მტრის მაშველი ჯარები ვერ გამოვიდნენ ხიდზედა,
რაღა მაშველი სჭირდებათ, ბევრი არიან ისედაც.
ამაღამ ხერხი ვიხმაროთ, ხვალისთვის ხმალი ვინებოთ.
აბა, გაფრინდით, სამშობლოს დროშა გფარავდეთ, შვილებო!
აჩრდილებივით მიდიან აღაბაბა და ხუდია,
ალბათ, იმიტომ არ ჩანან, უჩინმაჩინის ქუდი აქვთ.
გარშემო ისევ უღონო ღამეა ჩამოძენძილი,
ძილფხიზლად სძინავთ ვაჟკაცებს, ღელავს ულვაშთა ჯეჯილი,
ყური დაუგდეთ, ასპინძის ადგილის დედა ჩურჩულობს,
თუ როგორ გავუმასპინძლდით, როგორ გავრეკეთ ურჯულო.

ვ

ინათა... ცისკრის ვარსკვლავის ბრწყინვამ წყვდიადი გარიყა,
ატოტდნენ თეთრი ცხენები, გამოეღვიძა ქარიშხალს.
გაშალეს ძუა-ფაფარი, კორიანტელი დაირხა…
სინამდვილეში ზღაპარი ასე ახდება ხანდისხან.
მოიგდეს თეთრი ნაბდები, მიუხარიათ მხარიმხარ.
ქართველო მამულიშვილო, ხელი ვადაზე გაიკარ!
მტერი ასპინძის სიმაგრეს შემოესია სერიდან,
წინა რიგებში მიგელავს პატარა კახი ცხენითა,
შეხვდება კოხტა ბელადსა, ხმალდახმალ გამოიტაცებს,
ტყვიას დაახლის ბეჭებში, უსულოდ დასცემს მიწაზე:
— ხმალი წუნკლებსო! - შესძახებს, რაზმებში გადავარდება, —
ასე სჩვევია ცხენდაცხენ ქარიშხალს განავარდება.
ასეთ ღელვაზე საკვირველს იტყოდნენ მამა-პაპანი:
— ზღვა როცა გაიფოფრება, ზეცაში ავა ფაფარით!

4

კაფეს და კაფეს ქართველთა, ვიდრე ჰყოფნიდათ ხმლის სისქე,
შეშინებულმა მტრის ჯარმა პირი იბრუნა ხიდისკენ.
ხიდი რომ არი, ხიდიც კი ომში ხანდახან ხუნდია,
განა ამაოდ იღვწოდა ბორჩალოელი ხუდია!
ყური დაუგდეთ, გრძნეული ადგილის დედა ჩურჩულობს:
წყალმა წაიღო წყეული, შემოსეული ურჯულო!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი