ჩემი და "კარმების " ისტორია.
ფორუმზე,რომ შემოვედი, მე და ციციმ ძალიან შევიყვარეთ ერთმანეთი.
ხოდა, "მალ-მალე" და ციცი მეტყოდა, "კარმა შენ, ჩემო ფიცხელო".
ჯერ მეგონა ბეჭდვაში დაუშვა შეცდომა (აბა იმას ხომ არ ვიფიქრებდი,
მე ვერა ვხვდები კარმის მნიშვნელობასო.(სხვათაშორის ეროვნებით ქართველი ვარ)
მერე და მერე, რომ კიდევ გაიმეორა, ვაღიარე, რომ ბეჭდვაში არ უშვებდა შეცდომას.
თანაც, აგერ არ წერია ბატონი შავით თეთრზე: ელჩი - კარმა114.
მაგრამ ნეტა ეგ რაღა არის მეთქი?
რადგან მე თუ რამე მომეწონებოდა, კი ვაკლიკებდი "ზემოთ აწეულ ცერს"
მაგრამ ეგ თუ იყო კარმა არც მიფიქრია.
ერთ მშვენიერ დღეს "მოვიდა" ელჩი და კ ა რ მ ა ს ქართული შესასატყვისი მოუძებნა...
მერე კი მივხვდი, რომ მადლობა მქონდა ციცისთვის მოსახდელი, თანაც ბევრი,
მაგრამ ჩემი "უვიცობის"

შემრცხვა (არ დაგავიწყდეთ, მე ეროვნებით ხომ ქართველი ვარ).
ახლა გიხდი მადლობას ჩემო ციციკორე ყველა კარმისთვის და ყველა თბილი სიტყვებისთვის, რასაც
შენ ჩვენთვის იმეტებ...=ko=
