ერთი ნამდვილი ამბავი მინდა მოგიყვეთ.ეს ამბავი მართლა მოხდა, და მერე, როგორც ხდება ხოლმე, ანეგდოტად იქცა:)
თბილისის ერთ-ერთი რაიონის მილიციის უფროსს ქალიშვილი მოსტაცეს. გაგიჟდა და გადაირია კაცი,_ეგ როგორ გამიბედესო და თავისი თანამშრომლები გაგზავნა, -წადით და იმ ბიჭის მშობლები აქ მომგვარეთო. ცოტა ხანში მის კაბინეთში შემოიყვანეს იმ ბიჭის დედა, მამა გარდაცვლილი ჰყოლია.უფროსმა თანამშრომლები გარეთ გაუშვა,ამ ქალს მობილური გამოართვა და იქიდან დაურეკა სასიძოს.
- ხო, დედა, -გაისმა ყურმილში.
- დედა კი არა , მე ვარ მიცანიო?-ეკითხება სასიმამრო. ყურმილში ცოტახნიანი პაუზა და - კი გიცანითო,პასუხი.
- ხო და, თუ მიცანი , ახლა მომისმინე. დედაშენი არის ახლა ჩემს კაბინეტში. თუ ჩემს შვილს არ დამიბრუნებ უკან, და თანაც ისეთს, როგორიც იყო, იმას ვუზავ დედაშენს , რასაც შენ უზავ ჩემს შვილს, გაიგეო?- ყურმილში ისევ პაუზა და პასუხი:
-მაინც მამა უნდა დაგიძახო და აწი ქენი რაც გინდაო.:side:
