↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Sep 2008
Posts328
კარმა0
OFFLINEPROFILE
დაანებეთ თავი ერის მენატალიტეტის გინებას, მაგ მენტალიტეტმა მოგვიყვანა აქამდე და არაფერი ჩასაწიხლი არ გვჭირს. რაც შეეხება ნეიტრალიტეტს, ალბათ საუკეთესო გამოსავალია. არამგონია რუსებს ეწყინოთ,თუ ნატოზე და ჯარებზე უარს ვიტყვით და ნეიტრალიტეტს ავირჩევთ.იქნებ საქართველოს კონფლიქტებით დაღლილი ევროპაც დაგვეთანხმოს. თუ სამაჩაბლოსა("სამხრეთ ოსეთი" მტრების ტერმინია და ეს ხალხი რატომ იხსენიებს ასე ისტორიულ სამაჩაბლოს ვერ გავიგე) და აფხაზეთთანნ ერთად , როგორც ერთიანი დამოუკიდებელი ქვეყანა,მივიღებთ ნეიტრალიტეტს,მაშინ მეტი რა გვინდა? ჯერჯერობით ტაო-კლარჯეთის,საინგილოს,სოჭისა და სხვა მტრების მიერ მიტაცებული ტერიტორიების დამბრუნებლები არ ვართ,როცა მაგისი თავი გვექნება რამეს მოვიფიქრებთ, მანამდე კი ესეც არ დავკარგოთ,რაც გაგვაჩნია. ნეიტრალიტეტზე რას ფიქრობთ? თქვენი აზრით როგორია შანსები და რატო შეიძლება არ გამოვიდეს?

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined14 Dec 2008
Posts36
კარმა0
OFFLINEPROFILE
დაანებეთ თავი ერის მენატალიტეტის გინებას, მაგ მენტალიტეტმა მოგვიყვანა აქამდე და არაფერი ჩასაწიხლი არ გვჭირს.!!!
სოფია!!! იცი მენტალიტეტში შენ რა იგულისხმე არ ვიცი მაგრამ როგორც უმეტესობას სჩვევია ხოლმე კულტურას და მენტალიტეტს ურევენ ერთმანეთში, ამ შემთხვევაში კი მე პოლიტიკურ მენტალიტეტს ვგულისხმობდი და არა საზოგადო მენტალიტეტს!!! სწორად გამიგე!!!
რაც შეეხება ნეიტრალიტეტს ჩემის აზრით პოლიტიკური პარტიებისათვის ეს ჯერ ჯერობით ნაკლებ აქტუალური თემაა იმიტომ რომ დაფინანსებას ვერავისგან მიიღებენ!! ასეთი მოძრაობა შიდა რესურსებით უნდა დაფინანსდეს, ჯერ ჯერობით ვერ ვხედავ ვერცერთ ძალას (პოლიტიკურს) რომელიც ამ მძიმე ბრძოლას დაიწყებს!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined14 Dec 2008
Posts36
კარმა0
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined03 Feb 2008
Posts114
კარმა49
OFFLINEPROFILE
polit44 wrote:
სოფია გეორგია
ციტატა:
დაანებეთ თავი ერის მენატალიტეტის გინებას, მაგ მენტალიტეტმა მოგვიყვანა აქამდე და არაფერი ჩასაწიხლი არ გვჭირს.!!!

polit44 wrote:
სოფია!!! იცი მენტალიტეტში შენ რა იგულისხმე არ ვიცი მაგრამ როგორც უმეტესობას სჩვევია ხოლმე კულტურას და მენტალიტეტს ურევენ ერთმანეთში, ამ შემთხვევაში კი მე პოლიტიკურ მენტალიტეტს ვგულისხმობდი და არა საზოგადო მენტალიტეტს!!! სწორად გამიგე!!!


მადლობა თქვენ,polit44 - "რაც კარგები ვართ ქართველები ვართ"-ო ამის ძახილმა დაღუპა საქართველო.დროა სერიოზულად მივუდგეთ ამ საკითხს და შავის და თეთრის გარჩევას შევეცადოთ.მარტო რომელიღაც პოლიტიკური ლიდერის დადანაშაულებით ქვეყანას არ ეშველება.ჩვენ თუ თვითკრიტიკულები ვართ,არავიზე ნაკლები ქართველები ვართ.განკურნება დიაგნოზის გარეშე შეუძლებელია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
მართალი გითხრათ ამ განმარტებებმა დამაბნია.რამდენადაც ვიცი მენტალიტეტი, ერის მენტალიტეტი, არის ცნობიერებისა და აზროვნების პოტენცია, რომელიც თავის მხრივ ერის კულტურის ნაწილია და არა,ორი ერთმანეთისგან გამიჯნული, ცალკე მდგომი კატეგორია. თუ ვგულისხმობთ ერის პოლიტიკური აზროვნების პოტენციას და უნარს, ალბათ, დაგეთანხმებით, რომ ცოტა უფრო სხვ მიმართულებით უნდა განვითარდეს. განთავისუფლდეს ემოციურობისგან და შეიძინოს XXI საუკუნის რაციონალურობა და პრაგმატულობა. მცდარია იმის ძახება დღეს "რაც კარგები ვართ ქართველები ვართო".განა იმიტომ, რომ კარგები არ ვართ, არამედ იმიტომ, რომ ისევე როგორც ყველა ერს გვყავს კარგებიც და ცუდებიც. გვყავს პატრიოტებიც და შადიმანებიც, გვყავს კონფორმისტებიც და მებრძოლებიც, გვყავს ბრიყვებიც და ჭკვიანებიც და ა.შ.
რაც შეეხება ნეიტრალიტეტს ამ ეტაპზე-არ მეჩვენება შესაძლებელი ძალიან დიდი დანაკარგების გარეშე. დღეს ,ფაქტიურად ვიმყოფებით ომის მდგომარეობაში. საქართველოს ტერიტორიის 1/3 ოკუპირებულია და უფრო მეტიც, გამოცხადებული აქვთ დამოუკიდებლობა, რომელიც დე ფაქტოდან დე იურეს კატეგორიაშიც გადაიყვანეს. დღეს ნეიტრალიტეტის გამოცხადება ფაქტიურად საქართველოს მხოლოდ 2/3 მოხდება, რაც თავის მხრივ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს განზე დატოვებისა და აღირების ტოლფასი იქნება.ნეიტრალიტეტის გამოცხადებისათვის, ალბათ, რეფერენდუმი ჩატარდება. ჩაატარებს კი აფხაზეთი და სამაჩაბლო რეფერენდუმს თავის ტერიტორიაზე? და თუნდაც ჩაატარონ. ნიშნავს, რომ თუ ისინიც გამოაცხადებენ ნეიტრალიტეტს, ავტომატურად საქართველოს დაუბრუნდებიან? თუ სხვა, ახალ ნეიტრალურ ქვეყნებად დარჩებიან? აქვს ვინმეს პასუხი ამ სეკითხვებზე?

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined14 Dec 2008
Posts36
კარმა0
OFFLINEPROFILE
მენტალიტეტის ნაწილში სწორად მიმიხვდი!!! აქ განმარტებები სწორედ იმიტომ იყო მოყვანილი ამ ტერმინის სხვა და სხვა გვარ მნიშვნელობას ანიჭებენ ხოლმე, აი თქვენ კი სრული ენციკლოპედიური განმარტება მოიყვანეთ!!! გმადლობთ!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
დაუგდეთ როდესმე ყური ლიტანიის რეკას!

ქრისტე! - დაიგრიალებს ერთი ზარი.

აღსდგა! - მიაძახებს მეორე.

ქრისტე აღსდგა! - გუგუნებს მესამე.

ჭეშმარიტად აღსდგა! - უპასუხებს მეოთხე.

კი-კი-კი-კი.

კი-კი-კი-კი, - წრიპინებენ პატარა ზარები.

მე აღვსდგები! - მოისმის შეუწყვეტელ რეკაში წელში გატეხილის, მაგრამ მოიმედე ადამიანის ხმა.

შენ აღსდგები! - უძახის ვიღაცა დაკარგულს იმედს, ნუგეშს, სიყვარულს.

მე აღვსდგები!

შენ აღსდგები!

კი-კი-კი-კი.

რის და ვის სახელს არ გაიგონებთ ამ რეკაში?!

ოცი წელიწადია ყურს ვუგდებ ამ რეკას. ველი, ვუცდი ერთს სახელს, რომ დავიძახო: ჭეშმარიტად! ხმა კი არ ამოვა მაშინ ყელიდან, არამედ ნიშნად სიხარულისა ფეხ-წითელა თეთრი მტრედი მოფრინდება გაპობილ მკერდიდან.

მოთმინებიდან გამოსული მე თვით ვიძახი: „საქართველო აღსდგება!“ ვცდილობ იერიქონის საყვირს გადავაჭარბო.

დიდი და პატარა ზარები გუგუნებენ, გრიალებენ და წიწინებენ:

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად!

კი-კი-კი-კი.

კი-კი-კი-კი!

ნიკო ლორთქიფანიძე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
http://www.crisisgroup.org/home/index.cfm?id=1250&l=3

აქ არის ბრიუსელის შეხვედრების დადგენილებები და რეკომენდაციები

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined14 Dec 2008
Posts36
კარმა0
OFFLINEPROFILE
რაღაც ეს ლინკი ვერ მუშაობს!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://dokumentation.zdf.de/ZDFde/inhal ... 73,00.html
აქ ნახეთ დოკუმენტური ფილმი ცხინვალის ომზე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
http://stand.ge/admin/uploaded_files/fi ... 312016.pdf

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
მთავარი გვერდი | პოლიტიკა | გივი თარგამაძემ აშშ-სა და საქართველოს შორის დაგეგმილი ორმხრივი ხელშეკრულების დეტალები განმარტა
გივი თარგამაძემ აშშ-სა და საქართველოს შორის დაგეგმილი ორმხრივი ხელშეკრულების დეტალები განმარტა
16 / 12, 2008 19:12
Font size:
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე აშშ-სა და საქართველოს შორის დაგეგმილი ორმხრივი ხელშეკრულების დეტალებს განმარტავს.
როგორც გივი თარგამაძემ ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განაცხადა, ის აქტიური პოზიცია, რომელიც აშშ-ს გააჩნდა, საბოლოოდ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილებაში გადაიზარდა.
მისი განმარტებით, ჯერჯერობით ამ ხელშეკრულების პროექტი არსებობს, რომელიც ბევრ სფეროს მოიცავს, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის სფეროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების შემდგომი აღჭურვისა და განვითარების, საფრთხეების ერთობლივი დაძლევისთვის არსებულ ღონისძიებებს, შიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობას და ა.შ.
თარგამაძის შეფასებით, სწორედ საფრთხეების ერთობლივი დაძლევა არის ის საიმედო ნაწილი, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ამასთან, დეპუტატის თქმით, ვარაუდი, რომ ამ ხელშეკრულებას საქართველოში აშშ-ს ბაზების განთავსება მოჰყვება, დეტალების საკითხია და უკავშირდება იმას, თუ რას ჩათვლის ამერიკა საფრთხეების დასაძლევად ადეკვატურ ზომად.
თარგამაძემ დასძინა, რომ შეთანხმება ასევე გულისხმობს ბევრ პოზიტივს, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ცხოვრებას გაუადვილებს, იქნება ეს ვაჭრობის თუ გადაადგილების სფეროსთან დაკავშირებული საკითხები.
,,ჩვენ შეგვიძლია ეს განვიხილოთ როგორც ერთგვარი ფარი საქართველოსთვის, რომელიც მას დღეს ასე სჭირდება”, – აღნიშნა გივი თარგამაძემ.
მისივე ინფორმაციით, არსებობს მონდომება, რომ ეს ხელშეკრულება აშშ-ს ჯერ კიდევ არსებული ადმინისტრაციის პირობებში იყოს ხელმოწერილი – 20 იანვრამდე. თარგამაძის თქმით, რა თქმა უნდა ეს ხელშეკრულება რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს და იწვევს კიდეც, თუმცა, მეორეს მხრივ, რუსეთს აქვს ნათელი სურათი, რომ ის საქართველოს სახით მთელ ცივილურ სამყაროს და ამ ცივილური სამყარის ერთ-ერთ გულს – ამერიკას უპირისპირდება.
radio palitra
ექსკლუზივი
კახა გოგოლაშვილი - კონფედერაციულ მოწყობაზე საუბრის დაწყება საქართველოსთვის შეიძლება ხაფანგი იყოს
2008-12-16 16:16:00
...
პრეს დაიჯესტი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.12.2008
2008-12-16 13:12:00
ამინდი
თბილისი 5 0
ბათუმი 6 1
თელავი 4 -2
ქუთაისი 5 2
სოხუმი 4 2

ვალუტის კურსი
USD
1.6525
EUR
2.2223
RUB
0.0594

სხვა ინფორმაცია
აფიშა
განრიგი
ჰოროსკოპი
სოციოლოგიური გამოკითხვა
მოახერხებს თუ არა ოპოზიცია გაზაფხულისთვის გაერთიანებას?

დიახ
არა
არ ვიცი

სოციოლოგიური კვლევა
ირაკლი ალასანია ყველაზე სიმპათიურ პოლიტიკოსად მიაჩნიათ
2008-12-15 09:00:00
...

ჯერ კიდევ ამ "ჭკვიანებს" მიაჩნიათ, რომ რუსეთი ხელისუფლება არის ბრიყვი და ამერიკის კავკასიაში ფეხისმოკიდების იდეის სხა, "ბრჭყვიალა" ქაღალდში შეფუთვას რუსები ვერ მიხვდებიან.მაგრამ "მეფე რომ შიშველია" ისე აშკარაა, რომ შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. ხელშეკრულების გაფორმების
"მოსწრებას" ცდილობენ 20 იანვრამდე.ალბათ ამ ხელშეკრულებაზე შესაძლებელ რეაქციას ელოდებიან და ასე დაბეჯითებით აცხადებენ რომ ახალი წლის დასაწყისში რუსეთიდან ახალ შემოტევას ველითო.
ყოველივე ეს კი ხდება საპატრიარქოს დიდი მცდელობის-დაათბოს ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთსს შორის, ზურგდ უკან.რასაც აკეთებს მარჯვენა ხელი, მარცხენა-უკუღმართი ანგრევს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=8685
უკაცრავად, ამ წყაროს მითითება გამომრჩა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლაშა ჟვანია: არ მაინტერესებს არც ბენდუქიძე და არც ქართული ეკონომიკის დამაბრკოლებელი სხვა გვარი და სახელი
რადიო ``კომერსანტი``, FM 98,4

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ახალ მინისტრს ლაშა ჟვანიას ქართული ეკონომიკის დამაბრკოლებელი არცერთი სახელი თუნდაც ეს კახა ბენდუქიძე იყოს არ აინტერესებს. ასე ეხმაურება ჟვანია ახალ თანამდებობაზე მუშაობის პირველივე დღეს ტყით გრძელვადიანი იჯარით გასაცემი აუქციონის გადადების შემდეგ ატეხილ აჟიოტაჟს. აღსანიშნავია, რომ ამ აუქციონის უკან საზოგადოებაც და ექსპერტებიც სწორედ სახელმწიფო კანცელარიის უფროსს კახა ბენდუქიძეს მოიაზრებდნენ.
``აბსოლუტურად არ მაინტერესებს! არ მაინტერესებს არც ბენდუქიძე და არც ქართული ეკონომიკის დამაბრკოლებელი სხვა გვარი და სახელი, თუნდაც კახა ბენდუქიძე ერქვას! საერთოდ არ მაინტერესებს. მე ვიცი, რომ ეს გადაწყვეტილება სწორია და ამიტომაც მივიღე. ამ გადაწყვეტილებას აქვს საფუძველი და ეს არ იყო შიში, შეწუხება და შეშფოთება, მოდი გადავდებ, ჩავიხედავ და სხვა. არა, მე საკმაოდ ჩამოყალიბებული ვარ. ჩვენ აქ გადაწყვეტილებები დროულად უნდა მივიღოთ, რაც არ ნიშნავს დაუფიქრებლად მოქმედებას. გადაწყვეტილება მივიღე. არ მაინტერესებს საერთოდ ბენდუქიძე. მას შეიძლება კიდევ ჰქონდეს სხვა ინტერესი. თუ ეს ინტერესი ლეგიტიმურია, რატომაც არა, თუ არა, ნურას უკაცრავად`` –აცხადებს ლაშა ჟვანია.
რაც შეეხება აუქციონის გადადების მიზეზს, მინისტრის განმარტებით, როდესაც დაინახა, რომ დანიშვნის მეორე დილას აუქციონია, რომლის მიმართაც შეიძლება კითხვები ჰქონოდა, ამ შემთხვევაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ ტენდერის გაუქმება იყო. ``მით უმეტეს, როცა ამას ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებაც ემატება. მათ უნდათ, რომ დასაქმდნენ და მიიღონ მონაწილეობა აუქციონში. ფაქტია, ტყე არ იყიდება, აქ საუბარია ოცი წლით იჯარით გაცემაზე. როცა ვნახე, რომ 36–ი ლოტიდან ნაწილზე საერთოდ არ იყო განაცხადი შემოტანილი, ზოგიერთზე მარტო ერთი იყო, თან აუქციონი მეორედ ტარდებოდა, ფასები დაწეული იყო და ადგილობრივ მოსახლეობასაც არ ჰქონდა მასში მონაწილეობის საშუალება, უნდა გამეუქმებინა. მირჩევნია ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღოს მონაწილეობა აუქციონში, მათ შემოიყვანონ ინვესტორები და ჩვენ დავეხმარებით. მე თამამი ვარ, არ მერიდება არავისი და არაფრის, თუ ვხედავ, რომ ქვეყნისთვის, სახელმწიფო ინტერესებისთვის ჩემი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია``–აცხადებს ლაშა ჟვანია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
Западные СМИ: Мать Путина грузинка
00:08
Analitika.at.ua. Британские и израильские издания опубликовали репортаж о женщине, которая утверждает, что она – мать Владимира Путина. В Кремле информацию отрицают. Заявления Веры Путиной о том, что ей стыдно за "сына" в сентябре этого года, вскоре после российско-грузинского вооруженного конфликта в Южной Осетии публиковали телеканал "Имеди", издание "Наша Абхазия" и сайт чеченских сепаратистов "Кавказ-Центр".

В минувшую пятницу, 5 декабря, британское издание Daily Telegraph опубликовало статью собственного корреспондента в Грузии Кейт Вейнберг о 82-летней жительнице села Метехи (около 20 км от Гори) по имени Вера Путина, которая утверждает, что она – мать Владимира Путина, бывшего президента и нынешнего премьер-министра России, сообщает NEWSru.co.il.

Вера, мать 10 детей, любит рассказывать, что отдала 10-летнего Вову бабушке и дедушке, чтобы у того было счастливое детство. Теперь она говорит, что стыдится своего сына, который причастен к бомбежкам грузинских сел.

Журналистка Telegraph нашла определенное внешнее сходство между Верой и Владимиром Путинам. Это сходство она уловила в "сильных скулах" и "глубокопосаженных глазах".

Вера Путина рассказывает, что в 1999-м увидела Владимира по телевизору и узнала в нем своего сына. По ее словам, "Вова" жил в Метехи с двух до десяти лет, а потом был отправлен к его бабушке и дедушке, которые жили в России, в городе Очер Пермской области. Это подтверждается записями в местной школе, согласно которым в 1959-1960 годах там учился Володя Путин, по национальности "грузин".

При этом Telegraph публикует опровержение версии Веры Путиной со стороны официального представителя премьер-министра РФ Дмитрия Пескова и приводит данные официальной биографии Путина, "Первое лицо".

По версии Веры Путиной, Володя родился 7 октября 1950 года (ровно за два года до официальной даты рождения российского премьера). Его учительница русского языка Шура Габинашвили, которая хорошо помнит прекрасно учившегося Володю, заявляет, что ей угрожали, чтобы она ничего не рассказывала об этом ребенке. О том, кто ей угрожал, она говорить отказывается.

Telegraph пишет, что Вера Путина передала в Москву фотографии ее сына Володи в возрасте 7 лет – и эксперты не нашли сходства с нынешним премьер-министром России.

Британское издание упоминает о том, что публикации о "настоящей матери" Путина – Вере Николаевне, жительнице грузинского села Метехи – появляются с 2000 года. При этом отмечается, что на эту тему собирался писать Артем Боровик, вскоре погибший в авиакатастрофе – его самолет разбился на взлете. Telegraph упоминает также имя итальянского репортера Антонио Руссо, переславшего в Италию фотографию Веры Путиной и вскоре после этого погибшего в Тбилиси (его убийцы не найдены).

Статья в Daily Telegraph завершалась словами Веры Путиной о том, что ей надоело обсуждать с журналистами эту историю, и она готова провести ДНК-экспертизу, если В.В.Путин даст на то свое согласие.

Следует отметить, что газета Daily Telegraph конспективно изложила одну из известных "альтернативных биографий Путина". Еще в 2000-м году тбилисская газета "Алиа" публиковала интервью с Верой Путиной. Это интервью и другие материалы по "грузинской биографии" Путина можно найти на сайте Антикомпромат.ру.

Полный перевод статьи из Daily Telegraph был опубликован в минувшую субботу русскоязычным израильским сайтом MIGnews.com. Сокращенное изложение вышло в сегодняшнем номере ивритоязычной газеты "Маарив".

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი