↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
შენ კი გენაცვალე ციცი!
სიხარულის ცრემლი ნუ მოგიშალოს ღმერთმა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ფიცხეელ საახალწლოში საახაალწლო საჩუქარს დაგიტოვეებ=ko=

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
აჰა,გამოჩენილა ვაჟბატონი თავი სურათებითა!
ერთი თუ ვინმემა ჰკითხეთ სად იყო და რა აკეთა?!
ან ი, მეორე ბედოვლათისა თუ იცის რამე?

ბატონო გუგუა!(არ ვარგა!) ბატონო გიორგი!(კარგია!!!!!)
თუ უკაცრავად არ ვიყო, იქნებ მაგ "სურათის სურათის "
გადაღების ისტორიაც არ დამიმალო.
ე.ი. თუ მადლს შვრები, ბარემ მარილიც მოაყარე .
თუ არა და, მომახსენე, მაინც და მაინც რაღა ეგ სურათი
გამომიგზავნე?????=fiqri= ,რომ ვიეჭვიანო???
გაიხარე ბატონო! გაგიმართლა...=lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

უცხოეთში
მთვარე მიცურავს დინჯად ცაზედ
და თვის მკრთალ სხივთა ჰყრის ქვეყანაზედ;
მძინარ სოფელსა კამარა ცისა
თვის სიმშვიდითა არ უფრთხობს ძილსა.

ყოველი ჰჩუმობს გარშემო ჩემსა,
სძინავთ ნიავთა, სძინავთ ფოთლებსა,
ყველა ტკბილ ძილში ბედითა სტკბება,
ყველას მშვიდობა გარს ეფინება, -

და მხოლოდ ჩემი, ურვით მოკლული,
შემომტირის მე მწუხარედ გული...
მისთვის ხომ არა, რომ ვჭვრეტ სხვა ზეცას,
სხვათა უფერულთ ვარსკვლავთა დენას?

თუ მოაგონდა, რომ ერთხელ მეცა
ეგრეთ დამცქერდა სამშობლოს ზეცა,
ზეცა სულ სხვაფრად გაბრწყინებული
და სულ სხვაგვარად დამშვიდებული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
გრიგოლ რობაქიძე

საქართველოს

ამაყი ნება: თავადობის და შურის კერძი.
ლაღი თარეში: სილამაზის ეშხით შვებული.
ხელმწიფებისთვის ოქროვანი კოლხეთის ვერძი.
და სისხლის გმირის: შმაგი რიტმით ზარხოშებული.

ტაძარი ოშკის: თეთრი ლოცვით ათოვლებული
საშო ზმანების: ხან მყოფელი და ხან კი ბერწი
სევდათა ვაზის ცრემლიანი მოჭრილი ლერწი
და ცხელი ჯვარი: ნინოს თმებით განათებული.

მე მიყვარს შენი გამოხედვა: ძველი, მესხური,
მზის სინელეში შოთას სიტყვით რომ მოესხურა.
მაგრამ ხედავდე: სააკაძე ლანდივით მოდის:

უცხო შორეთის სიყვარულით პირგამეხილი, -
და უცდის გმირი: გამთელდება ნეტავ თუ ოდეს
შენს უნდო მკერდში მისი ხმალი გადატეხილი.

1919

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნანუჩის კომენტარი კახას სურათზე:
"ნეტა ვიცოდე, ეს ქალები რაღას გიჟობენ?!"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემი კომენტარი სურათებზე თუ აინტერესებს "ვაჟბატონს"?
კახას საოცრად თბილი და კეთილი თვალები აქვს.
მისი თვალები ამბონენ:"მე დავბრუნდი,...მე თქვენ ყველა ძალიან მიყვარხართ."
არია სულ სხვა ყალიბიდანაა. ის ამბობს:"მე მაინც მოვიდოდი,რადგან, ჩემი ადგილი თქვენთანაა"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გოდერძი ჩოხელი

სიცოცხლის სიმღერა

გული სიკეთით მოვქარგე,
სული მაქვს ვარდთა მთოველი,
სიყვარულს მეპირებიან
გრძნობები დაუცხრომელი.
მიხარის თქვენთან სიცოცხლე
ყოფნაც მალაღებს თქვენთანა,
ღვთის სადიდებელს ვმღერივარ
მოყვარესთან და მტერთანა.
ლაღი ვარ, ისე ლაღი ვარ
გულ-მკერდზე ვკოცნი ქვეყანას,
მიხარის, ღიმილიანი
ჩოქვით მივდივარ ღმერთთანა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ნუ გეშინია
ნუ შეგაშინებს დრო-ჟამი
ჩემი სამშობლოს მიწავ,
ნურც ჩვენი დაბეჩავება,
მშობელს რო ვეღარ გიცავთ;
იმედი გქონდეს ხვალისა,
შენს სალოცავებს ვფიცავ -
დაიზრდებიან ბალღები,
ალგეთს ლეკვები მგლისა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ციცი, შენ როგორ შემორჩი ასე გვიან? რა გჭირს?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გაზაფხული

გაზაფხულდა, ბუჩქის ძირას,
თავს იწონებს ნაზი ია;
ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც
ეშხით გული გაუღია.

ხავერდივით მწვანე ბალახს
აბიბინებს სიო ნაზად,
თითქოს უნდა დაეფინოს
იმ ყვავილებს ფიანდაზად.

მაღალ მთიდან წმინდა წყარო
მოცქრიალებს ჩუხჩუხითა,
თითქოს ნანას ეუბნება
ძუძუმწოვრებს ტკბილი ხმითა.

ხის ტოტებზედ ჩიტუნები
ფრთხიალობენ, სრიალობენ;
იშენებენ მაღლა ბუდეს,
დაჰხარიან და გალობენ.

და მხლობლად იქვე თავი
მოუყრიათ ყმაწვილებსა,
იმღერიან და თან ჰკრეფენ
სხვადასხვაფერს ყვავილებს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
შვილიშვილს გიორგის ველოდები=ko= =ko= მოსასვლელია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მანა საჩუქარი მოგეწონა ?=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სამშობლო
დაიხსომე კარგად
წინაპართა თქმული:
„მუხას ვერასოდეს
მოერევა მუმლი,
თუ სამშობლო მუდამ
გეყვარებათ გულით!“

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ფიცხელ! ის სურათი თვითონ კახას მოვპარე!!! "ქურდი გიო" ტყუილად ხომ არ ვარ? ერთხელ რაღაც ტექსტი ჰქონდა დასაბეჭდი და ჩემთან მოვიდა, გადაწერის დროს შევამჩნიე და ეგეც მივაყოლე, არც ის ვიცი სად არის გადაღებული, ისე, ჩემი აზრით მოუხდებოდა: კატა ვერ მისწვდა ყველსაო, პარასკევია დღესაო!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
დესპანი