ხარის წელი მოდის და აბა ანეგდოტები თუ რამე იცით ხარზე ან ძროხაზე მოყევით, თუნდათ აფორიზმები....
ეს შარშან დავწერე და კიდევ დავდებ დესპანზე.. ძროხაზეა რა...=lol=
-თეთრი ძროხა პოეზია რომ უყვარდა...
პოეზია
თეთრი ძროხა პოეზია რომ უყვარდა,
დაანება ბალახების ჭამას თავი,
და მთელი დღე თეთრ გვირილას უყურებდა
თეთრი ძროხა პოეზია რომ უყვარდა...
ბალახს გაეხარდა ფესვიანად არ გადამყლაპავსო სხვა ძროხებივითო.
ირემმა უთხრა მაინც ძროხა იქნები რაც არ უნდა დაწერო სახელს ვერ შეიცვლიო.
ხარს მთელი ღამე არ ეძინა და სხვა ძროხებს არ ეკარებოდა.
ძროხები ფიქრობდნენ ალბათ ლენცოფა შეყვა ბალახს რომ სძოვდაო.
ლენცოფა იცინოდა კიდევ კარგი მე არ მიმირთვა თორემ მერე ნახეთ რას იზამდაო.
ყასაბს გაუხარდა, მაგი ძროხად აღარ ივარგებს არც პოეტი დადგება და მე მომიყვანენო...
ძროხას კი ეს სულ არ ანაღვლებდა, მას პოეზია უყვარდა და თეთრი გვირილა!
Zvigeni 1998
