↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
შეცდომა ქვეყნად რაოდენია
(არ გეცინება და იცინი კი),
კაცი მგონია გმირი, გენია
და აღმოჩნდება უცებ ცინიკი.
მე მენანება მცდარი იმედი.
კვლავ დანარცხებად მიწას შთენია
აღტაცებული ცად განიმედი.
შეცდომა ქვეყნად რაოდენია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი,
მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.
მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,
ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!
ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,
უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!
გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკვლო
შენს ფეხქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.
ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი
ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,
ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,
რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ.
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.
ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი
ამაოდ გვინდოდა, მშვიდობით მარადის!
ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები –
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,
საღამო ნელდება და კვდება ვარდები...
მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ცხენთა შეჯიბრებაზე ჩემი ლურჯა ცხენები
ჰქროდნენ ეფემერული და ფერადი ქარებით,
იყვნენ საუკუნენი, მაგრამ ვერ ვიხსენები
გაფრენილი პირველი წყების ნიაგარებით.
ვწუხვარ: ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია
ჩემი გზა და ახალი ლალის კართაგენები,
ბედი - ქროლვის გარეშე - ჩემთვის არაფერია,
ჩემთვის ყველაფერია ისევ ლურჯა ცხენები.
ჰე, ქაოსში დაკარგულს ქარი დამედევნება
ძახილით: გალაკტიონ! და ძნელია მიგნება.
სადაც ახლა ჯვარია და გვიანი მტევნები,
იქ უკვდავი მაგიის მარმარილო იქნება.
რამდენი ქარავანი, მთებზე გადამართული,
გაიშლება - მცნობელი მღვრიე უდაბნოეთის,
წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართული,
ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტის.
ო, რამდენი დაცხრება შურიანი თვალები,
რომ მარად იმარჯვებენ იდუმალი მშვენებით
ლექსთა შეჯიბრებაზე - მხოლოდ ინტეგრალები,
ცხენთა შეჯიბრებაზე - ისევ ლურჯა ცხენები!
აჰა! შორით მოისმის ქვეყნიური გუგუნი.
ელვა ელვას გაეკრა, დაელეკა ცას ღვარი,
გაქრა, როგორც ღუმელი, ცოდვით გადაბუგული,
უკანასკნელ ძებნათა სევდიანი საზღვარი.
კიდეები შეშლილი, ღამეები ველური
დაიტვირთონ წამებით, ღამე მთვარეს მოებას.
სულს სწყურია საზღვარი, ისევ ეფემერული,
სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას.
სთქვი, რას ნიშნავს ზენიტზე მდგარი შორი პალმები?
წინ! იმ უსაზღვრობაში მწუხარებას აიტან.
ჩემებრ დიდ საიდუმლოს მე იქ მივესალმები,
ყოველმხრივ სივრცე იყოს, შველა კი - არსაიდან.
ო, უბრალო ხმებისთვის არასდროს არ მეცალა,
დაისერა მსოფლიო გამოუცნობ წყლულებით.
კოშკებს სიზმარეთისას ნისლი გადაეცალა
და იქ მიექანება სული განწირულებით.
ნეტავ ჯოჯოხეთისა დარდმა გამიყოლიოს,
სადაც ვარდებს ბაღისას მაისობა უქრება.
მძიმე ქვების ქუსლებით დავეყრდნობი პოლიუსს,
როცა ქარი მოსკდება და ცას შეემუქრება.
როგორც უხვი მემკვიდრე, ვისვრი სავსე პეშვებით
ფანტასტიურ მკვლელობებს და ოცნებას მკათათვის,
წარსულში, მომავალში წყევლით გადავეშვები,
რომ ძეგლები ავმართო მღვრიე მშვენებათათვის.
თქვენ შეხედეთ: პირველი ჩნდება მერიდიანი,
ვეძებ ისევ დაღუპვას და დავცინი სიბერეს,
წარსულს სწყდება ფოთლების წყება იმედიანი,
შემოდგომის ქარვებმა გზები გადამიფერეს.
დე, თამაშის თუ ბრძოლის ვიყო ცქერით გართული,
იყოს მზეთა ორგია და მაგია მთვარისა,
ვიყო ამ ღრიანცელში მარად ხელაღმართული,
ლანდი - არაქვეყნურ დარდით გადამწვარისა.
დამრჩეს ეს საიდუმლო, როგორც წმინდა ემბაზი,
ეფემერა მომექცეს, როგორც ღამეს ენებოს.
ცხენთა შეჯიბრებაზე! ცხენთა შეჯიბრებაზე!
ცხენთა შეჯიბრებაზე გასწით, ლურჯა ცხენებო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts2059
კარმა46
OFFLINEPROFILE
მ ი ტ ო ვ ე ბ უ ლ ი

როცა ეული, მიტოვებული
ვერ მოიფიქრებ საით გაიქცე
ვერ გაიხსენებ ვერცეთ სულიერს
და მზად იქნები მარტო წაიქცე,
შენ დანებდები ამაოებას
და მიეცემი სასოწარკვეთას
გთხოვ გაიხსენე მაღალი ღმერთი
ამ ცხოვრებიდან არვის განკვეთავს.
თუ ბნელი ღამე,სასტიკი მზერით
გამოაღვიძებს შენ ფარულ ტკივილს
თუ შენი სული ვეღარ გაუძლებს
რომელიც იტანს არსების კივილს,
ნუ მისცემ ნებას ცუხილს და სევდას
რომ დაიმონონ შენში ნათელი
ღმერთს მიეკედლე,ტაძარს მიმართე
და იქ დაანთე წმინდა სანთელი.
და თუ იწამებ,შენს დარდს განდევნი
თუ ამაღლდები ტკივილზე მაღლა
თუ შენი სული იგრძნობს სიამეს
და თუ შენ სხეულს დატოვებს დაღლა,
ნუ დაივიწყებ ვინ დაგეხმარა
ვინ გაგიწოდა დამხმარე ხელი
და შენც მის მიმართ მადლობის ნიშნად
სხვას დაეხმარე,ვინც შველას ელის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts2059
კარმა46
OFFLINEPROFILE
გ ა მ ო მ ა ფ ხ ი ზ ლ ე თ

გამომაფხიზლეთ ამ ბინდიდან,გამომაფხიზლეთ
აღარ მსურს მხოლოდ ოცნებებით მთვრალმა ვიარო
მგონი მოვიდა დრო ყველაფერს საღად შევხედო
და ამ ცხოვრების მკაცრი სკოლა გამოვიარო.
არ გავურბოდი ამ დღეს,მაგრამ მაინც ძნელია
ასე უეცრად გახდე დიდი,დათმო ზღაპარი
რომელშიც დიდხანს თქვენს გარეშე ტკბილად ვცხოვრობდი
გულს მინათებდა ოცნებების თეთრი ლამპარი.
გამომაფხიზლეთ თუმცა არა ასე ძლიერად
ნუ ჩაკლავთ ასე ერთიანად ჩემში ძველ სხივებს
სულ ცოტა მაინც დამიტოვეთ,რომ განსაცდელში
მათმა სინათლემ დამიფაროს,ძალა შემმატოს.
გამომაფხიზლეთ მაგრამ მაინც თუკი ამ ქვეყნად,
რომელსაც სასტიკ,დაუნდობელ ციხედ მიიჩნევთ,
აღმოვაჩინე რაღაც კარგი,ნუ განრისხდებით
და ჩემი გრძნობა სიხარული უხმოდ მიიღეთ.
გამომაფხიზლეთ მაგრამ არა ბნელი ფიფქებით
ნუ დაამძიმებთ ჩემს არსებას,თქვენი აზრებით
ბავშვი სუსტია და თუ გინდა რო არ დაიბნეს
ეს ყველაფერი გააკეთეთ ღრმა გააზრებით.
და თუ ოდესმე მეც თქვენსავით ცივი გავხდები
არ ამაღელვებს ვარსკვლავთცვენა და არც მზის ჩასვლა
მაშინ ვიფიქრებ,რად მინდოდა ნეტა სიფხიზლე
თუ ასეთ ყოფნას მირჩევნია საერთოდ წასვლა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე

შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა-
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

ღამენათევი და ნამთვრალევი
მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
შემოიჭრება სიონში სხივი
და თეთრ ოლარებს ააელვარებს.

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე, დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით წამებულ სახით!

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით,-
ღამენათები და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიებით!

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაოცები,
შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა.

სად არის ჩემთვის სამაგიერო?
საბედნიერო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგიერი,
მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!

და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამენათევი და ნამთვრალები
ჩემს სამარეში ჩავესვენები.

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined11 Aug 2008
Posts272
კარმა0
OFFLINEPROFILE
=zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined11 Aug 2008
Posts272
კარმა0
OFFLINEPROFILE
გეკუთნის შენ კარმა ნამდვილად=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
იმ სილამაზეს წარსულს

მ. მ-ს
ჩემი ბავშვობის სახლთან
ვხვდებოდი ფერმკრთალ ასულს
და შენ მაგონებ ახლა
იმ სილამაზეს წარსულს.
სხვა რამ, შაირის გარდა,
როგორ გაკადრო, აბა?
რარიგ გიხდება და გრთავს
ეს შინდისფერი კაბა!
ხედავ? ზამთარი ქრება,
ყვავილებს გაშლის ნუში;
ყველგან ხალისი… სევდა
მხოლოდ პოეტის გულში.
წუხილს წაიღებს ქნარი
და სტრიქონებად დაქსოვს.
— საღამო იყო წყნარი,
თქვენთან ვიყავი, მახსოვს…

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
მერე რა..........

მერე რა თუ ტალღა

შენს მზეებს გადაშლის

მერე რა თუკი ზღვა ხმაურით წავიდა

სამყაროს გაცვეთილს

სხვა გვერძე გადაშლი

ახალ მზეს დახატავ

ქვიშაზე თავიდან ....

:) :) :) :) :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
სამიჯნურო

ხემ იხარა, იხარა! ჯერ ყლორტები იყარა,
მერე ყვავილთ პეპლები თავზე გადაიყარა.

ვაშლის თეთრმა ასულმა კვლავ იხარა, იხარა,
აილეწა, ათქვირდა, ყელი გადაიხარა.

მომაგონდა მიჯნური! სხვაგან არის, იქ არა!
ჩვენი ბარის ბილიკი იქცა ნაბილიკარად.

ვეძიე და მოვნახე, ახლოს არ გამიკარა,
როგორც ელვის მახვილი, გესლი გულს გამიყარა.

ცეცხლი არ გამინელა, დარდი არ გამიქარა,
მიჯნურს ვეძებ მაჯნუნი, დავდივარ კარიკარა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
სხვისი გაზაფხული

ზამთარს აუკრავს თოვლის თეთრი გუდა–ნაბადი,
სკდება აპრილი თეთრ კვირტებში შემოღერილი,
გაგვეჩითება მოჩითული ჩითის კაბით და
დგას გაზაფხული, როგორც ზამთრის ღია წერილი!..
...საიდან ვიცნობ, ღმერთო, ამ ქალს, საიდან ვიცნობ
საიდან მახსოვს ეს ფერია, გული რას მიგრძნობს?
ეს სახე ვიცი, თუმც მე იგი არ მინახია,
ეს ის ქალია, ჰგავს ძალიან, ეს ის სახეა.
ო, ღმერთო ჩემო, ნუთუ მისთვის დრო აღარ იძვრის,
დარჩა თხუთმეტის, არც ცის არის და არცა მიწის,
დგას ჩანთით ხელში, რა უკლია ძეგლად აგებას?..
დგას ნათლის სვეტი და თვითონ ჰგავს ის ქანდაკებას!
ათასი თვალი შესციცინებს ამ ნატვრის თვალსა,
ათასი კვალი დატრიალებს პატარა ქალსა...
მთელი დღის ტვირთით გათანგულსა ვერ გამიგია,
ეს ვერნისაჟი, თუ უბრალოდ, ტაქსის რიგია...
საიდან ვიცნობ ამ გოგონას, საიდან ვიცნობ?
ასე როგორ ჰგავს, თუ სხვა არის – ჩემთვის ვგულთმისნობ...
ღმერთო, ნუ შემშლი, ეს, ის არის, ნაღდად ის არის,
ახლაც ატყვია გულის ფიცარს მისი ისარი.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, დრომ მაინც შეძლო,
სულ გადალეკა სიყმაწვილე ცხოვრების ტალღამ,
ამ პატარა ქალს, ჩემს ოჯახში, ღვთით, უნდა ერძლო...
მე – დამათოვა უკვე თმაში, ის – დარჩა ბალღად.
თითქოს ბორბლებში თვით ბავშვობა შემომივარდა,
იქვე გავშეშდი... ცხოვრება კი რა თვალთმაქცია –
გათელილ ბაღში ვარდი აღარ შემომევარდა
და ციცქნა გოგომ ყველას თვალწინ ზურგი მაქცია.
ამტვერდა ქუჩა... ჟრუანტელმა გადაჭრა ქუჩა...
(ბებერი კაცი აეტუზა სხვების გაზაფხულს),
შეინძრა ხალხი უსიამოდ, ის – იდგა ურჩად
და მეც ვიდექი – შიგ თვალებში ვუცქერდი წარსულს...
რამ დამავიწყა, რომ ბავშვობა სადღაც შორს დარჩა,
გადიგრიალეს წლებმა უკვე გრიალ–გრიალით,
ეს კი სულ სხვაა – სხვა ატლასი, დიბა და ფარჩა
და განსხვავდება მისგან, თუნდაც, კაბის შრიალით.
მივხვდი შეცდომას, ოღონდ მივხვდი მას ერთობ გვიან
(ასლი დედანთან სწორი იყო, ვით ტყუპისცალი)
– გოგონა, მითხარ, შენს დედიკოს თეონა ჰქვია?
– დიახ, ბატონო, – აუვარდა სახეზე ალი...
იქვე, საჯაროდ მოვეფერე ბავშვობას ჩემსას,
ვით მამა შვილსა ვეამბორე, ხალხის ალყაში
და დაცხრა ქუჩა, სადღაც მოწყდა ფოთოლი ხესა...
მანქანა ცივად გასრიალდა მღვრიე ტალღაში.
მივხვდი, დედის წილ გამაყოლა თვალი გოგონამ
მისი ბედის წილ – დედის წილი კაცი ემონა...
ეს მოწყალება, რომელიც მან მაშინ გაიღო,
მიხვდა რა იყო, ეს შეცდომა ბავშვმაც გაიგო.
...ყველა დაწყნარდა, ყველა დაცხრა, ყველა, ჩემს გარდა,
მე კი ეს წუთი, მე ეს წუთი მეყოფა დარდად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
წარვედ წყალის პირს სევდიანი, ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;
ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა
და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.

იდაყვ-დაყრდნობილ ყურს ვუგდებ მე მისსა ჩხრიალსა
და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!
ვინ იცის, მტკვარო, რას ჰბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?
მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..
არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება
რად იყო ფუჭი და მხოლოდღა ამაოება?..
მაინც რა არის ჩვენი ყოფა - წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და, რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?

თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს
ამაო სოფლად არღა არის სხვა რამ დიდება,
ჰშოფთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: „როდის იქნება,
ის სამეფოცა ჩვენი იყოს?“ და აღიძვრიან
იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან...
თუნდ კეთილ მეფე როდის არს მოსვენებული?
მისი სიცოცხლე - ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული;
მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს
თავისს მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროს
არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!..
მაგრამ თუ ერთხელ სოფელსაც უნდ ბოლო მოეღოს,
მაშინ ვიღამ თქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?..

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან - შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივსდიოთ მას, გვესმას მშობლისა.
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
შენში იწვიან ძველ ქურუმთა ლოცვის თესლები.
ტკბილი სონეტი ესიტყვება გვართა მოირას.
ხსოვნას გილბობენ იზიდასი შენ სარეცლები:
ქალდეას სიზმარს რომ აგრძელებ ასე ზმორიანს.

ცხელ ზმანებაში ქვეყნის საშოს თითქო ეცლები:
ჟღალი თვალებით “შიში ძველი” შენთან მოიარს.
წარღვნის სიავით ამღვრეული დაიგესლები
სიკვდილის ღრენა ფიქრს დაგიფრთხობს როგორც მორიალს.

ღამის გუბეში გალეშილი ბნელი ქაოსი
შენში აპირებს მუნჯი რიტმის უხვად ამოცრას,
როს მოგესხმება ლუში ლირწი მისი ხავოსი, -

ყივილით ისვრი საიდუმლო სიტყვას საოცარს
არ შეგეშინდეს ძნელი ცნობის: ბავშო ტიციან:
რომ დიონისო შენი ჩუმი ძმადნაფიცია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე მინდა, შენს ლანდს ეს ლექსი ვუთხრა,
უბრალოდ ვუთხრა, როგორც სუფრაზე
ყველას გვაქვს ჩვენი პატარა კუთხე,
სადაც ჩვენვე ვართ ჩვენი უფროსი.
ეცემა თოვლი - თეთრი ფრინველი,
ეცემა, მაგრამ რა იცის თოვლმა?..
ან რას გაიგებ, რომ დღეს პირველად
არ შემიძლია მე შენი პოვნა.
ეს თოვლი მარტო თოვლი არ არის,
ეს ქარიც მარტო ქარი არ არის.
ისინი სადღაც შიგნით მალავენ
მას, რაც არ იყო დასამალავი.
მე თოვლში ვიგრძენ შენი სიცივე,
მე ქარში შენი თმებით დავები,
შენი დუმილით, შენი სიცილით,
შენი ფერმკრთალი მუხლისთავებით.
ეცემა თოვლი და ყველაფერი
თოვლში მიცურავს ზღაპრად ქცეული.
ვერ გამიჩუმებ სურვილს ზღაპრებით,
მე მინდა შენი სული... სხეული....
და დღე, რომელიც უშენოდ მოვა
მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი.
ეცემა თოვლი... რა იცის თოვლმა,
რა იცის ჩიტმა - მიფრინავს ჩიტი...
მე მიხარია, რომ არ იციან,
რომ მეც არ ვიცი, ხვალ სად ვიქნები.
და ისევ მიყვარს დიდი სიცილი,
დიდი სინათლე, დიდი ჭიქები.
ეცემა თოვლი, როგორც ცხოვრება
თოვლივით ჩუმი და შემპარავი.
მე კი ყოველთვის მემხსოვრება,
რაც ახლა მინდა, მაგრამ არ არის.
ეცემა თოვლი და დროს ბარდება
ლამაზი, მაგრამ უკვე ყოფილი,
როგორც შემკრთალი ჩვენი ლანდები
სადღაც სივრცეში გადაჭდობილი.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი