ეძღვნება ც ი ც ი კ ო რ ე ს

ახალ წლის ღამეს , ო სულო ჩემო
რა უნდა გითხრა მართლა არ ვიცი ...
ვერ გხედავ , ,მაგრამ შენს არსებობას
როგორც სასწაულს ისე განვიცდი ....
ვიცი , თუ აქ ხარ ყველგან იქნები
ცა და მიწაა შენი საუფლო ,
შენ სანთელი ხარ , არ ჩამიქრები
არც მე ჩავქრები ვიდრე ვსაუბრობთ .
ახალ წლის ღამეს რა სასწაული
არავინ იცის სივრცეს გაარღვევს ....
სუსტი ფიფქი ვარ , შენს ხელისგულზე
მალე დავდნები ... კარი გააღე !
შენი მეკვლე ვარ , შენთვის მოვცდები
თოვლის ფანტელებს ვაქცევ იებად ...
ახალ წლის ღამეს ყველა ოცნება
უკლებლივ ყველას ეპატიება ....
შენ ჩემი გზა ხარ და მისამართი
დავკარგე რადგან აღარ მჭირდება
თოვლი მოვიდა ... ცასა და მიწას
შორის მანძილი ისევ მცირდება ...
თენდება ... მინდა ზარები რეკდეს
სულში ფერს იცვლის მთელი სამყარო ...
შენ ჩემი გზა ხარ , მე შენი მეკვლე
და აღარ ვიცი საით გავკვალო ..........=ko=