↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ნამცხვრის ადვილი რეცეპტები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 80 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
5 წუთიანი ნამცხვარი გახსოვთ, "სგუშონი მოლოკოთი" რომ კეთდებოდა?
მე ის ცოტა შევცვალე და უგემრიელესი რულეტი გამომდის.
მოკლედ, 1 ც შედედებული რძე(სნუ სგუშონნოე მოლოკო), 2 ც კვერცხი(მთლიანად),1 ჩ.კ.სოდა ძმრით, ვანილი, ერთი ცალი ლიმონის ცედრა და ერთი ჩ,ჭ ფქვილი. ვასხავთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ცივ "ჟარონაზე", 5-10 წუთში მზად არის, გამოიღებთ და ცხელსვე გადაახვევთ დასველებულ(გაწურულ) ჩაის ტილოში.რომ გაცივდება წაუსვით 0,5 ლიტრი მოხარშული კრემი, შეგიძლიათ მოაყაროთ ნებისმიერი მჟავე ხილი, მე მიყვარს ალუბლით და ჟოლოთი, ან ჩაუდოთ მთლიანი ბანანები და გადაახვიოთ, ზევიდან კრემი და გახეხილი შოკოლადი,
მიირთვით, ძალიან გემრიელია:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
3 კვერცხი
300 გრ შაქარი
150 გრ მარგარინი (გამდნარი)
250 გრ მაწონი ან არაჟანი
ვანილი
1ჩ/კ სოდა ძმრით
500 გრ ფქვილი

შემდეგ შეგიძლია ეს მასა მთლიანად ჩაასხა ცხიმწასმულ ფორმაში და გამოაცხო ღუმელში საშუალო ცეცხლზე, ან შეგიძლია გაყო შუაზე, ნახევარს დაამატო კაკაო და თეთრი და შავი მასები მორიგეობით ჩაასხა ფორმაში (ზებრა გამოვა)

რომ გამოცხვება, ცხელსვე გადმოიღებ ფორმიდან, გააციებ და ზემოდან წაუსმევ გამდნარ შოკოლადს (გადნობის დროს ცოტა რძეს ან წყალს ვუმატებ ხოლმე, თან აბევრებს, თან ძალიან სქელიც არ გამოდის და ადვილია წასმა)

p.s. თუ მაინც და მაინც პეჩენიები გინდა, რა ვიცი მე არ მიცდია, მაგრამ შეგიძლია, მეტი ფქვილი უქნა, სანამ კარგად არ გასქელდება და მერე პატარა გუნდები გააკეთო და ისე გამოაცხო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
ერთი კვერცხის გული ნახევარი ჭიქა შაქარი 200 გრ დარბილებული კარაქი შევათქვიფოდ 2,5 ფქვილი 10 კვერცხი ბეზე 4 კვერცხზე 1 ჭიქა შაქარი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩიტის რძე"
თავიდანვე ამბობ რომ საკმაოდ უჩვეულო ნამცხვაია და მოეწონება მხოლოდ იმას ვისაქ ნამდვილად უყვარს რძე .
გვჭირდება
1 ლიტრი რძე
6 კვერცხი
6 სუფრის კოვზი შაქარი (უმჯობესია პუდრა)
2 ცალი შაქრიანი ვანილი.

მომზადების წესი:
კვერცხის ცილისა და 2 სუფრის კოვზი შაქრისაგან გავაკეთებთ ბეზს, შემდეგ დავსვავთ პატარა ფორმებით ჟარონაზე და გამოვახცხობთ.
6 კვერცხის გულს კარგად ავთწვიფავთ 4 შუფრის კოვზ შაქარსა და 2 ვანილში, (ისე რომ შაქარი მთლიანად გაიხსნას.)
ავადუღებთ რძეს და ცოტაოდენს ჩAვასხავთ ჩვენს ათქვეფილ გულებში, კარგად მოვურევთ და შემდეგ მთლიან მასას ჩავასხავთ რძეში.თან კარგად და ჩქარჩქარა ვთქვიფავთ. წამოდუღებისთანავე გადმოვდგავთ ცეცხლიდან.
როცა ჩვენი ბეზეები გამოცხება,ჩავალაგებთ მათ რაიმე ღრმა და ბრტყელ ჭურჭელში და თავზე დავასხავთ ჩვენ რძეს.
უნდა მიირთვათ ცივი.(რაც უფრო ცივი მით უფრო კაი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
მე გეტყვით ეხლა ყველაზე საყვარელ და ადვილ ნამცხვარს, რომელიც დაცხობიდან 1 საათში აღარ არის უკვე ჩემს ოჯახში.

250 გრ არაჟანი 20% იანი
250 გრ მარგარინი
10 სუფრის კოვზზე მეტი ფქვილი
ვანილი მარილი ცოტა
არაჟანს და მარგარინს გავთქვეფთ და დავუმატებთ ფქვილს. ცომი ხელს არ უნდა ეკვრებოდეს, მაგრამ მაგარიც არ უნდ აიყოს.. შევდგათ მაცივარში 1 საათი.

ნაჩინკა:
300 გრ ნიგოზი და 200 გრ ქიშმიში რა თქმა უნდა დაჭრილი ნიგოზი შევურიოთ და დავუმატოთ 400 გრ. შაქარი და 100 გრ დაჭრილი შავი ქლიავი

გამოვიღოთ ცომი, გავყოთ 4 ნაწილად და გრძლად გავაბრთყელოთ ქადის ცომივით. ჩავურთოთ ეს ნაჩინკა, დავამრგვალოთ რულეტივით და ჯერ დავდოთ ჟარონაზე და მერე ოდნავ ჩავჭრათ ფორმებად, არა ბოლომდე. ყველა დანარჩენ ცომებზეც იგივეს გავიმეორებთ/
უნდა ვაცხოთ 180% ტემპერატურაზე ასე 35-40 წუთი. ზემოდან მოსმა არ უნდა არაფრის. რომ გამოცხვება და გამოვიღებთ, მოვაფრქბიოთ პუდრა( თუ აცალეს გაცივება) და მივირთვათ გემრიელად.არის ძალიან ჯჰაეროვანი და ხრუტუნა. დნება პირში.
ვანილი ცომსაც უნდა და გულსაც.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
natiku wrote:
ციტატა:
ერთი კვერცხის გული ნახევარი ჭიქა შაქარი 200 გრ დარბილებული კარაქი შევათქვიფოდ 2,5 ფქვილი 10 კვერცხი ბეზე 4 კვერცხზე 1 ჭიქა შაქარი.
1კვერცხის გული და 10 კვერცხის ბეზე-რაღაც ვერ არის აქ სიზუსტე დაცული.9 კვერცხის გული უნდა გადაიყაროს?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
ასე მომწერა ჩემმა დამ ორი კვერცხის გოგლი მოგლი ერთო ჭიქა შაქარიც 200 გრ არაჟანი სოდა ძმარი ვანილი
მაგას დამატებული რაც დავწერე
გულები გვრჩება აბა რა უყოთ ისე ტარტალეტკა ერთადერთი ნამცხვარია რომელსაც ვერ ვჭამ, იმიტომ რომ ბეზე აქვს ზედ, იმ ცილებისაგან ეს ბეზე კეთდება.:side: :side: :side:

პს ისე ჩიტის რზე თუ ადვილია მშინ მე ვარ ჩინელი =ko= გაიხარე დიდი ხანია მინდოდა გამეკეთებინა ეხლა ჩემს გოგოს 24 ში დაბ დღე აქვს და გავუკეთებ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვაშლის პეროგი
2 50გრ კარაქი კარგად ავთქვიფოთ. დავუმატოთ 1 ჭიქა შაქარი, 4 კვერცხის გული + 1 ჭიქა მაწონი ან არაჟანი + სოდა და ძმარი + ვანილი. კარგად მოვურიოთ. ფქვილი იმდენი, რომ ცომი იყოს ფაფუკი და ნაზი.
გამოვაცხოთ სამი ფირფიტა.

4 კვერცხის ცილა ძალიან მაგრად ავთქვიფოთ და დავუმატოთ წინასწარ გამზადებული ვაშლის პიურე. ეს მასა წავუსვათ ყველა ფირფიტას, რომლებიც სურვილის შემთხვევაში სულ ოდნავ კონიაკით ან რომით შეგიძლიათ "მოწუწოთ". ზემოთას მოვაყაროთ შაქრის პუდრი. კიდევ ზემოდან სულ ოდნავ (ოდნავ!)დაფქული დარიჩინი .
მიირთვით 2-3 საათის შემდეგ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
"ტვიქსი"
3 ცალი კვერცხი,2ჭიქა შაქარი,გავაკეთოთ გოგლი-მოგლი+1ჩ/კ სოდა ძმრით,+2ს/კ
თაფლი.დავდგათ ცალკე.
ავიღოთ 1 1/2მარგარინი+5ჭიქა ფქვილი,ავურიოთ კარგად.მივიღებთ ფხვიერ მასას.ამოყვანილი მასა შევურიოთ ფქვილიან მარგარინს და მოვზილოთ.გავყოთ ორად და გამოვაცხოთ.
კრემი:2 მოხარშული სგუშონი+1ამოყვანილი კარაქი,ვანილი.ფირფიტებს შორის თხილი ან ნიგოზი.თავზე პომადკა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ვინმემ იქნებ დაწეროთ "იდეალის" რეცეპტი,გთხოვთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ფხვიერი ნიგვზიანი პეჩენია
150 გრამი დაჭრილი ნიგოზი
300 გრამი კარაქი
300 გრამი ფქვილი
60 გრამი შაქარი (მე მინიმუმ 120 გ. ჩავყარე, მეცოტავა
50 გრამი შაქრის პუდრა (ქართულად რა ქვია არ ვიცი)
ვანილი

ავთქვიფოთ შაქარი და კარაქი და დავამატოთ დაჭრილი ნიგოზი, შემდეგ დავამატოთ ფქვილი, ვანილი და კარგად ავრიოთ ყველაფერი. ცომი მზად არის, შეგვიძლია კოვზით მოვზომოთ პატარა პეჩენიები და ცხიმწასმულ კალკაზე დავაწყოთ, ოდნავ გავაბრტყელოთ. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე სადღაც 20-25 წუთი. ღუმელიდან როცა გამოვიღებთ ცხელ პეჩენიებს ზედ დავაყაროთ ჩვენი შაქრის პუდრა

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Jan 2008
Posts278
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემო საყვარელო დესპანელებო ! მიყვარხართ, როცა რაღაც მინდა გამოვაცხო ტქვენს პეცეპტებით ვსარგებლობ . დიდი მადლობა . =sher= =sher= =sher= =sher= =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
იდეალი

შემადგენლობა: 5 კვერცხი
2 ჭიქა შაქარი
2 სკ თაფლი
3.5 ჭიქა ფქვილი
2 ქილა მოხარშული რძე
250 გ მარგარინი
6 სუფრის კოვზი გატარებული ნიგოზი, სოდა, ძმარი ვანილი.

მომზადების წესი: 5 კვერცხის და 2 ჭიქა შაქრისგან გავაკეთოთ გოგლი მოგლი, დავამატოთ სოდა+ძმარი, ვანილი, 2 სკ თაფლი და 3სკ გატარებული ნიგოზი (ყველაფერი თანმიმდევრობით ). კარგად ავთქვიფოთ და დავამატთ ფქვილი, თუ მასა თხელი გამოვიდა კიდევ დავამატოთ ცოტა ფქვილი. საბოლოო ჯამში ცომი არც ძალიან თხელი არ უნდა იყოს და არც სქელი. კოვზიდან წურწურით არ უნდა ჩამოდიოდეს. ამის შემდეგ ჟარუნის ფორმაზე გამოჭრილ კალკაზე წავუსვათ ცხიმი (ზეთი ან მარგარინი) და ცომის ერთი მესამედი მასზე გავანაწილოთ. შევდგათ ცხელ ღუმელში (170გრადუსი) სანამ პირველი ფენა ცხვება ვამზადებთ მეორე ფენას. ბისკვიტმა ღია ყავისფერი უნდა მიიღოს. შეგიძლიათ ჩხირითაც შეამოწმოთ გამოცხვა თუ არა ბოლომდე. ფენის გამოღებიდან 5 წუთის შემდეგ ამოვაბრუნოთ და ქაღალდი მოვაძროთ. და ასევე დანარჩენ ორ ფენაზეც. ფირფიტების მომზადების შემდეგ ჯერი კრემზე დგება 250გრ მარგარინი (ოთახის ტემპერატურაზე გამდნარი) კარგად ავთქვიფოთ და დავამატოთ 2 ქილა მოხარშული მალაკო, ვთქვიფოთ მანამდე სანამ მარგარინი ბოლომდე არ გაიხსენა მალაკოში. შემდეგ დავამატოთ 3 კოვზი ნიგოზი და ცოტა ვანილი.
ბისკვიტის პირველ ფენას გადავუსვათ კრემის ერთი მესამედი და დავადოთ მეორე ფენა. მეორესაც წავუსვათ და დავადოთ მესამე ფენა. . ბოლო ფენას რომ წავუსმევთ კრემს ზევიდან მოვახეხოთ შოკოლადი და მოვაყაროთ პატარებად დაჭრილი ნიგოზი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined22 Dec 2008
Posts1
კარმა0
OFFLINEPROFILE
=haa= =da= =oops=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
აი გაიხარე ლეილატობა პირველი ადამიანი ხარ ვინც შეგვაქო

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 80 posts ] 
ნამცხვრის ადვილი რეცეპტები
დესპანი