↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
თოვლი

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა:
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...

ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

არის გზა, არის ნელი თამაში...
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!
მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში
ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!

მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ
მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,
მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში
და თმების ქარით გამოქროლება.

მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში...
თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი
და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.

თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული ფიფქით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
***
უშნოდ შეაშრა გული სუნთქვით დაორთქლილ მინას,
გადაიღალა მაჯა შენი პორტრეტის წერით,
მე დაგთმე, სისხლი არ გთმობს, ვერ მოვერიე მგმინავს,
უხელთათმანო მტევანს მე შენთვის ვიწვდი, გელი.

თუ არ დამტოვებ მარტო, თუ არ მაგემებ სილას,
მე შენ გასწავლი უთქმელ და დაუწერელ ლოცვას,
მერე გაჩუქებ კოსმოსს- მზით აალებულ დილას,
ნუ მომანატრებ ღიმილს, ნუ მომანატრწბ კოცნას.

მერე ავამღვრევ ჩემში სიგიჟით მოსულ წვიმას
და შენთვის შევინახავ სულ უკანასკნელ წვეთებს,
თუნდაც გავალღვობ შენთვის ყველა პოლუსის ყინვას
და ოკეანეს გაზრდილს ხიდებს დავადგამ- ლექსქბს.

გადმოვიბირებ ჩემსკენ ვულკანს, ქარიშხლებს, ზვავებს
და სტიქიების ნიღბით მეჯლისს მოვაწყობ შენთვის,
შენთვის გადმოვფენ ციდან აღმაფრენების ზვარებს,
მე ვარ მაესტრო ფიქრის და ორკესტრანტი სევდის.

ახლა ვეცეკვო მინდა შენი სხეულის სურნელს
და გულისფეთქვით შევხვდე წელზე თითების ცოცვას,
არ განერიდო ალერსს ჩემგან ნაჩუქარს, ულევს,
ნუ მომანატრებ ღიმილს, ნუ მომანატრებ კოცნას.

samkauli

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
შემოდიოდა ჩვენში კალანდა

და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს,
სერებს თოვლიანს...
ხმობდა ქათამი გურიის სოფელს,
ყეფდა თოლია...
იდგა ბერმუხა ღამისმთევარი
თოვლში ნაბდითა...
დილით მისდევდა სერზე მწევარი
ნაკვლევს ნადირთა...
ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით
გრძნეულ მარანთან...
შემოდიოდა ჩიჩილაკებით
ჩვენში კალანდა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
დათოვლილი სანთელი

საღამო ამნაირ სახის
დარდივით გაჩნდება ისევ.
დაო, ვგრძნობ გრიგალის ძახილს,
დაო, ვგრძნობ წამების მიზეზს.

გათავდა ცრემლების თოვა,
ო, ხსოვნას რა ნელა ძინავს.
და თეთრი ქალწული - გლოვა
ეცემა სისხლიან მინას.

და ირგვლივ სამარეს უვლის
ფარული სურვილის ლანდი.
და ჩემი მწუხარე სული
მსგავსია დათოვლილ სანთლის.

ეს მხარე ღამდება, რადგან
ცისფერი იმედი მიდის.
როგორი სიჩუმე დადგა,
ო, როგორ ჩამოწვა ბინდი!..

მე წავალ სხვანაირ სახით,
ჩემს წასვლას დიდება მისდევს.
დაო, ვგრძნობ გრიგალის ძახილს,
დაო, ვგრძნობ წამების მიზეზს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნინოწმინდის ღამე

ნინოწმინდა… პალატები მეფეთა…
გალავანში - ჯამი აქაფებული;
შენი სახე რისთვის შემომეფეთა,
ხატი იყავ - ვეფხვი დაქალებული…

საზანდარმა ღამე ააცახცახა,
ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა,
ცა - ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა,
და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა.

ნინოწმინდა… ჩვენ, როგორც ხაზარები…
ო, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ!

როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა,
სიყვარული ისე დამჯახებია!
მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს
და სიყვარულს ათაბაგის ქალისას;
ძუძუები ოქროს კალმახებია,
წამწამები აქვს თავთუხის ყანისა…

წინანდალის ვაზი აყვავებული,
ჩამოსხმული ოქროთი და თაფლითა,
აფრენილი ბაზიერის დაფითა,
დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებული!

ნინოწმინდა… ჩვენ როგორ ხაზარები…
ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ, ცრემლმა, იმ პატარა იარამ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
*******

მე თუ გავგიჟდი, გავგიჟდები შენი ყურებით!
გითვალიერებ ხორციელ მკლავებს.
ეგ ბაგები-ალუბლებით შენიღბულები,
ეგ ალუბლები-სიმწიფით მკლავენ...
გჭვრეტ ქვეყნიური მშვენებით ბურვილს...
მისმენ-ვედები ღობეს და ყორეს.
ვცემ თავყვანს - ჩემსას შენდამი სურვილს,
აღძრულს შენდამი ძალსა და ღონეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
will wrote:
ციტატა:
*******

მე თუ გავგიჟდი, გავგიჟდები შენი ყურებით!
გითვალიერებ ხორციელ მკლავებს.
ეგ ბაგები-ალუბლებით შენიღბულები,
ეგ ალუბლები-სიმწიფით მკლავენ...
გჭვრეტ ქვეყნიური მშვენებით ბურვილს...
მისმენ-ვედები ღობეს და ყორეს.
ვცემ თავყვანს - ჩემსას შენდამი სურვილს,
აღძრულს შენდამი ძალსა და ღონეს.

კიდევ კარგი რომ გამიმხილე... უი დატანჯულხარ უჩემოდ.. აწი რავა მოგანატრებ თავს=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ზამთრის ბარელიეფი

საღამო - კანკალი სანთლის,
ირგვლივ დაწოლილი ნისლი.
ფარული წამების ლანდი,
პოეტის ცრემლი და სისხლი.

არ არის ტირილის გარდა
სულისთვის ნუგეში სრული,
შეირხა სიმწარის ფარდა
და ტყეში გაფრინდა გული.

გაიხსნა ვედრების რკალი,
(ზამთარი სიცოცხლეს მართმევს).
ქალაქის ფერმკრთალი ქალი
სარკესთან შეკრთება სადმე.

დავტოვე სურვილი ბევრი,
(ქარია და ზარი კივის),
ციმციმებს სიკვდილის ფერი,
დაეშვა დღეები ცივი.

საღამო - კანკალი სანთლის,
ირგვლივ დაწოლილი ნისლი.
ფარული წამების ლანდი,
პოეტის ცრემლი და სისხლი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ...
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?...
როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს,
ვერ გპოვებ ვერასდროს... ვერასდროს?
შენი მე სახება დამდევს თან
ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!...
შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის...
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქურდი მახო
გილოცავ კარენოი დესპანელობას=ko=
მიიღე კარმა ჩემგან დიდი სიყვარულით=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ariadnit
მადლობა ჩემო კარგო,მაიკოსა და შენს მეტს
არავის შეუმჩნევია ჩემი დაწინაურება.
სითბო რომ ვიყო, დამზრალ მუხას გულს გავულღობდი,
ნიავი ვიყო, მტირალს თვალზე ცრემლს შევუშრობდი,
წყალი რომ ვიყო, სიბოროტეს ცეცხლს ჩავუქრობდი,
სინათლე ვიყო, გამხმარ ფოთლებს, სულს დავულბობდი,
სიცოცხლე ვიყო? სიკვდილს ერთ გზას არ დავუთმობდი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქართველის გული,ყველა სტუმრისთვის
ღია იყო და ასეც დარჩება
მაგრამ უღმერთოდ, ჩვენ დაჩოქებას
ვერც ერთი ერი ვერ მოესწრება

იყოს რუსი და გინდა აფხაზი
ოსი, სომეხი, ესსულ ერთია
ხალხნო..დადექით ერთად, ამაყად
გადაშენება არ გვიწერია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Oct 2008
Posts2868
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხალხით ავსებულ
ნაპარტახალ სოფლებს სალამი!
ეს მე ვიყავი
სული მედგა ვიდრემდის პირში,
რომ ვჩურჩულებდი:
“ოჰ, უფალო, მომეც ძალა მე,
გადაშენების
ვზიდო ბოღმა, ეჭვი და შიში!”
ცრემლს რომ ვმალავდი,
ჭირშიმყოფელს არ გთვლიდი მკვიდრებში,
მშობლის სახელი
მაბოდებდა ჩემ ამაყ მთებში
განახლებული
როსმე მძლავრი ქართული ჯიში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ღვინით თასი და ალალი მეგობარი
რას ინატრებს კაცი ამის უკეთესს
ვინ რა იცის სით დაბერავს ბედის ქარი
ან ცხოვრება ვის რა ოინს უმზადებს.
მაშ ძმობილო, არ დაკარგო წამი თუნდაც,
არ ელოდო, სით რა ქარი დაბერავს...
დამიჯერე, ბედს და იღბალს ძებნა უნდა,
მორცხვია და თავისთავად არ მოვა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:
ციტატა:
will wrote:
ციტატა:
*******

მე თუ გავგიჟდი, გავგიჟდები შენი ყურებით!
გითვალიერებ ხორციელ მკლავებს.
ეგ ბაგები-ალუბლებით შენიღბულები,
ეგ ალუბლები-სიმწიფით მკლავენ...
გჭვრეტ ქვეყნიური მშვენებით ბურვილს...
მისმენ-ვედები ღობეს და ყორეს.
ვცემ თავყვანს - ჩემსას შენდამი სურვილს,
აღძრულს შენდამი ძალსა და ღონეს.

კიდევ კარგი რომ გამიმხილე... უი დატანჯულხარ უჩემოდ.. აწი რავა მოგანატრებ თავს=sher=

ფარფლებზე იყო აქ რამე ნათქვამი? =haa=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი