↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 139 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
უარყოფითზე რომ იყო საუბარი მაგიტომ გავუსვი ამ ლექსს ხაზი.ჩემი საქართველო და ქართველობა ჩემთვის ძვირფასია,მაგრამ უამრავი ნაკლიც რომ გვაქვს ეგეც ფაქტია,ამპარტავნობა,ელემენტარული ადამიანის სიცოცხლეში არ დაფასება და გარდაიცვლება და მერე აღმოვაჩენთ,თურმე რა ნიჭის და ტალანტის ადამიანი გვყოლია.ამიტომ დავწერე ეს ლექსიც და მემგონი გასაღიზიანებელი არაა.და გიო რაც შეეხება სუფრა რატომ მთავრდება კამათით?მე სხვა ეროვნების სუფრებზეც ვყოფილვარ და სხვათაშორის კამათით დამთავრებულა,ეგ ელემენტარული სასმელის ბრალია.რაც შეეხება აფხაზებს რატომ არ უნდათ ჩვენთან ცხოვრება,და ჩვენში ვეძებოთ იქნებ მიზეზი,იცი აფხაზები და ქართველები ერთმანეთთან საკმაოდ კარგ ურთიერთობაში იყვნენ,და დგესაც ბევრ ლტოლვილს რომ ჰკითხო იგივეს გიპასუხებს.ქართველებს რაც გვახასიათებს ერთმანეთის დაუნდობლად გადავლა,მითუმეტეს თუ შენზე ოდნავ ძლიერია გადაგივლიან და თანაც როგორ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
ქართველები რით განვსხვავდებით სხვა ერებისაგან....არაფრით,გვაქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები...ვართ ჩვეულებრივი მოკვდავნი როგორც ყველა,რა თქმა უნდა დადებით თვისებებს არ ვკარგავ მაგრამ აქ აქცენტს უარყოფითზე გავაკეთებ:ვართ საშინლად ამაყი ერი,შურიანები,და ბოღმიანები..საკუთარი თავის განმადიდებლები...გამოგვერევა ვინმე კარგი და ის რა თქმა უნდა უკვე ,,ალყაშია\"..............ქართული სუფრა ძალიან მიყვარს მაგრამ-----ქორწილის ქელეხად გადაქცევა ან პირიქით,ცოტა მეტად გვაქვს გამჯდარი....5 ლიტრა ღვინოს რომ ჩაისხამ მუცელში მერე გააფრენ აბა რას იზამ...ზომა არ იციან...ეს არაა სუფრის სილამაზე...სუფრის სილამაზე არის სიმღერა,ცეკვა,საუბარი,ლამაზი სადღეგრძელო,რა თქმა უნდა დალევაც მაგრამ ზომიერად....მტერი კი მანამ გვეყოლება სანამ არ ვისცავლით იმას რომ მოვუფრთხილდეთ რაც გვაქვს იმას,თითს ნუ გავიშვერთ ნურავის მიმართ და ნუ დავიწყებთ როყიოდ მის ძაგებას...მოქნილობა და დიპლომატიაა საჭირო...შენი შენ თუ არ დაიცავი და არ გაიტანე სხვა ზედ გადაუვლის და მიგაყოლებს .......არ ვიცით ერთმანეთის გატანა...უცხოეთში ბევრი ქართველი ერიდება ქართველებთან ურთიერთობას,რადგან თუ უღალატიათ ისევ ქართველებს უღალატიათ...გაიხსენეთ თუნდაც ისტორია,რამდენი ბრძოლა აქვთ ქართველებს წაგებული იმის გამო რომ ღალატი იყო და ისიც ქართველების მხრიდან....ქართველი ვარ,მიყვარს ჩემი ერი,სამშობლო,მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მას უარყოფითი თვისებები არ გააჩნია....

ეხლა ჩაფხუტს დავიხურავ,თორემ,, პატრიოტები\"წამომეწევიან :):)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ქართველი,ქართველი,ქარ-თვე-ლი

ქ რ თ ვ ე ლ ი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE
ქართველებო ყველა კუთხისა,გაერთიანდით და გამთლიანდით.. =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
TsudoooO wrote:
ციტატა:
ქართველებო ყველა კუთხისა,გაერთიანდით და გამთლიანდით.. =zer=

ქარტველს არ უხდება რგ ბალახი რომელიც უზბეკმა ბიძიამ იაკუბოვიჩს აჩუქა
ნახე(ბაბაჯანაზე ):პოლე ჩუდესი\"

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined21 Dec 2007
Posts1
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამარჯოტათ, იქნებ ადმინს მიაცვდინოტ ცემი ხმა კომენტარებს ვერ ვცერ ტუ არ დებს ადმინი ვერ ვხვდები და მაინტერესებს რატომ არ დებს \"ექსტრასენსების ბრზოლას4 \" ბოდისჰიტ ნაცერზე მეზარება სჰესცორება:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
აქ რასაც ვისმენ,ვიწყებთ ქართველების კარგი თვისებებით და მივდივართ უარყოფითისკენ ისე თან,რომ რაღაც შუალედურს ვერ გავდივართ,თვისებებს ვგულისხმობ,რადიკალურები ვართ ძალიან,გვიყვარს რადიკალიზმი,ესეც ქართული ხასიათია ყველგან და ყველაფერში:) სწორედ აქედან გამომდინარე,ერში ვხედავთ ან შურს და ბოღმას ან უზადო სიკეთეს და სიყვარულს...საინტერესოა...ვთვლი,რომ ის თვისებები,რაც ზემოთ ჩამოთვალეთ,ვგულისხმობ ამ შურს,ღვარძლს,გაუტანლობას,სიამაყეს,განდიდების მანიას და ა.შ. მარტო ქართველების ცუდი თვისება არ უნდა იყოს,ასეთი გამუქება რა საჭიროა ვერ ვხვდები...ქართული სუფრაც არაა მხოლოდ ის,რასაც უაზრო გამოლეშვა ქვია,ზუსტად ისეთია ნამდვილი ქართული სუფრა,როგორიც ხატიამ დაახასიათა,როგორც სუფრის სილამაზე,მართალია,ეს შეიძლება ყოველდღიურად იშვიათია,მაგრამ ხო არის არა?ღალატი ადამიანის ბუნებაში შეიძლება იჯდეს,ვერ დავიჯერებ და არც მჯერა,რომ ეს შეიძლება მთელ ერს ახასიათებდეს,ამ თემაში კიდევ ზოგადად ერზეა მგონი საუბარი...ეს ნაკლი რაც ზემოთ იყო ჩამოთვლილი მეტ-ნაკლებად ყველა ერს ახასიათებს,ისევე როგორც დადებითი,ასე რომ ასე განსაკუთრებულად ვერ გამოვყოფ...ისე კი ვთვლი,რომ ქართველები ვართ ძალიან ძალიან ნიჭიერები და ჩვენი სიზარმაცე არ \"გვაძლევს უფლებას\",რომ ეს ნიჭი სრულიად წარმოვაჩინოთ...:)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Dec 2007
Posts451
კარმა87
OFFLINEPROFILE
ქართველი-ამ ერთ სიტყვაში, მე ვხედავ მთელ ჩვენ წარსულს, ისტორიას, წინაპრებს.
ჩემთვის ეს ერთი სიტყვაც საკმარისია.
ვამაყობ, რომ ვარ ამ ერის შვილი.
მქონია ურთიერთობა სხვადასხვა ერებთანაც.
განა იმიტომ გამომაქვს ასეთი დასკვნა, რომ ქართველი ვარ.
უაღრესად ნიჭიერი ერი ვართ.
ვინც იყენებს ამ ნიჭს, დიდ წარმატებებსაც აღწევს.
სიზარმაცეა ჩვენი მტერი.
ტყუილად კი არ უთქვამთ: ყველა ჭკვიანი, ზარმაციაოოო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined14 Nov 2007
Posts173
კარმა50
OFFLINEPROFILE
აქ ბევრი პასუხია გასაცემი. მაგრამ მე მხოლოდ 2 მნიშვნელოვან კითხვას გავსცემ პასუხს.
1). რატომ ხდება ისე, რომ ვინც შევიფარეთ, ის მტრად გადაგვექცა.
2). რატომ არ უნდათ აფხაზებს ქართველებთან ერთად.
მე ამას დავაბრალებდი: საქართველოში უცხო სკოლების არსებობას. სკოლა ასწავლის ბავშვს: მის მშობლიურ ენას, თავისი ქვეყნის კულტურას, პატრიოტიზმს და ა.შ. მე ვიცნობ სხვა ერის ხალხს, მაგრამ ქართულ სკოლა დამთავრებულებს, რომლებსაც ჩემნაირად უყვართ საქართველო. რატომ უყვართ? იმიტომ, რომ იმათ ქართული სკოლები აქვთ დამთავრებული. ზოგი ისეთი მეზობელიც მყავს, რომ საქართველოში დაიბადა და ქართულს გამართულად ვერ ფლობს, რადგან რუსული და სომხური სკოლები დაამთავრეს.
ასეთივე სიტუაციაა აფხაზეთშიც. მათ რუსული სკოლები აქვთ დამთავრებული და ამიტომ რუსეთს ირჩევენ. ძალიან ბევრი აფხაზი ცხოვრობს აჭარაში, მაგრამ ისინი სხვა აფხაზებივით არ ფიქრობენ. მათ საქართველო უნდათ და არა რუსეთი.
აი, ეს არის მიზეზი ყველაფრის. ერთი სიტყვით აღარ უნდა გაიცეს ლიცენზიები ნებისმიერ უცხო სკოლებზე და აღარ იქნება პოლიტიკური არეულობა საქართველოში. მხოლოდ ქართული სკოლა გაუჩენს უცხო ერებს საქართველოზე პატრიოტიზმს!

ჩემი აზრი ესეთია. სხვისი არ ვიცი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts622
კარმა21
OFFLINEPROFILE
ქართველების ნაკლი ის არის, რომ...სულ არ გვაქვს ნაკლიიიიიი=lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts622
კარმა21
OFFLINEPROFILE
გუშინ სულში გაზაფხული ჩამისახლდა,
ნანატრი და ნაოცნები ამიცხადდა,
საქართველოს განთიადზეც გარიჟრაჟდა,
ქართვლის სული კიდევ ერთხელ გაგიჟმაჟდა...

\"ვარდების რევოლუციის\" დღეებში დაიწერა ეს სტრიქონები...მაგრამ გავიდა წლები და შედეგიც დავინახეთ...აი ეს არის ჩვენი ნაკლი-იმედგაცრუება!
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined16 Mar 2008
Posts282
კარმა7
OFFLINEPROFILE
მე ვარ ქართველი, შენ საქართველო,
ამაზე თბილად ვერაფერს გეტყვი...
ვარ შინაარსი შენი სახელის
და სიამაყე არ მინდა მეტი.
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ქართველები?....
მდაააა მზიას და ბადრის ჩამომავლები:)
ხალხი მსმელნი და დამრტყმელნი.
ხალხი ყველაზე სტუმართმოყვარე.
ხალხი ყველა რომ ყველას იცნობს.
ხალხი რომელსაც დიდი ისტორია და კულტურა აქვს.
ხალხი რომელიც არ აფასებს თავის სიმდიდრეს.
ხალხი რომელსაც სამშობლო ისე უყვართ არ ცვლიან ოქროს და ბროლის კოშკებზე.
....................................

.....................................
ხალხი რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს!...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
საღამო ხუჭავს თვალებს

საღამო ხუჭავს თვალებს
მოწიწებით და კრძალვით,
როდესაც მოდის თოვლი
მთელი წარსულის ძალით -
თითქოს იქ ვიღაც გაქრა,
გადაიფარა ნისლით...
ვპოულობთ, მაგრამ ვკარგავთ
აწმყოს სხვადასხვა მიზნით.

მერე თეთრდება მიწა
ფიფქებით, მაგრამ _ გლოვით,
სიჩუმეს კლავს და იცავს
ხმა დამბაჩების სროლის.
ხოლო დუმილი ხეთა
საღამოს აკრთობს მალე _
მას ძინავს, მაგრამ ხედავს
თავის დახუჭულ თვალებს

ქართველებო შემოგევლეთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
=tavfx= სურათები აღარ იდება

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 139 posts ] 
დესპანი