↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
რა კარგი ხარ, რა კარგი!

რა კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა, ზღვისფერ-თვალება.
თმებზე ღამე გიცინის, პირზე - დღის ბრწყინვალება.
რა კარგი ხარ, რა კარგი! შუშპარა და მჩქეფარე!
როცა მოვკვდე, გენაცვა, ძეგლად გადამეფარე.
სიომ ძლივს ინახულა, სადაც გძინავს, ის ბინა
და შენს ტუჩზე გულნარას ვარდი ააბიბინა;
სპილომ ძვლები დაიფშხვნა რამდენიმე წვრილ კბილად
და მარჯნებში ჩაგიბა მარმარილოს ბორკილად.
რა კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა, ცელქი, მჩქეფარე...
როცა მოვკვდე, გეთაყვა, ძეგლად გადამეფარე!
სუნთქავ - და მაგ სუნთქვისთვის რო მიბრძანო შენს მწერალს,
ფსალმუნს დავწერ, ღვთის ფსალმუნს, საგალობელ-მომღერალს.
მზე შიშობს, რო მასზე წინ იას არ შეეყარო!
შენს სიარულს აჯავრებს დარხეული მთის წყარო;
რა კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა, ცელქი მჩქეფარე,
როცა მოვკვდე, ლამაზო, ძეგლად გადამეფარე!
...თუმც ქალის სიყვარული, მთის წყალივით ჩანჩქარა.
ისე სწრაფად გაირბენს, ისე სწრაფად და ჩქარა:
ვით სარკეზე ნაორთქლი, ვით სრიალი ტყის გველის,
ან ვით თითი კლავიშზე რომელიმე დამკვრელის.
ვის არ ვხედავ შენს გვერდით, შენსა გარეშემოსა,
ეგ სიტურფე, მითხარი, ქებით ვინ არ შემოსა,
ვის არ უნდა, შენს გულში ადგილი დაიჩემოს,
ვის არ უნდა, მითხარი, შენი ტრფობა იგემოს?
მე კი რით გაგაკვირვო, რომელ ქათინაურით?
მე ჩუმი ვარ, გენაცვა, ვერ მოგხიბლავ ხმაურით,
ვერ მოგხიბლავ სიტყვებით, ვერ მოგხიბლავ და... მგონი
სიტყვა ჯერ არ არსებობს შენთვის გამონაგონი!
და მიტომაც მე მინდა, რომ ეგ სახე, ლამაზო,
ჩემის ფრჩხილით დავკაწრო, ჩემის კალმით დავხაზო,
ლოყებზე დაგიჯღაბნო რაღაც უცნაურება,
რომ სარკეშიც შეგზარდეს შენი სახის ყურება, -
მაშინ ბრბო მყის დაგტოვებს, ბრბო წუთით ანათრთოლი,
გაგეცლება, როგორც ხეს შემოდგომის ფოთოლი,
და დამრჩები მხოლოდ მე, ვით სიცოცხლეს საწუთრო,
და შევიძლებ, რომ ერთმა ერთი დაგისაკუთრო.
მხოლოდ ჩემთვის იცოცხლებ მხოლოდ, მხოლოდ და მხოლოდ,
და გახდები მგოსნისთვის გამოუცნობ სიმბოლოდ!
რა კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა, ზღვისფერ-თვალება,
თმებზე ღამე გიცინის, პირზე - დღის ბრწყინვალება.
რა კარგი ხარ, რა კარგი! შუშპარა და მჩქეფარე, -
როცა მოვკვდე, გენაცვა, ძეგლად გადამეფარე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას,
ნუ ვინ იტყვის თავის უთვისტომობას, -
საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი:
ძნელღა ჰპოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი!

მეგობართა, ნათესავთ მოკლებული,
ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული;
მაგრამ ერთხელ დაობლებული სული
მარად ითმენს უნუგეშობას კრული!

არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის;
ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის,
ვის აუწყოს დაფარული მან ნდობა,
ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა!

ძნელი არის მარტოობა სულისა:
მას ელტვიან სიამენი სოფლისა,
მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,
ოხვრა არის შვება უბედურისა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ის მაინც ბრუნავს!“... ღმერთმა ნუ ქნას, გიორგი ჩემო,
დავცხრეთ, დავწყნარდეთ, და სიცოცხლის დავკარგოთ გემო,
გადავივიწყოთ სიყვარულის ძველი ზღაპარი
და სატრფოს მხრებზე დაფენილი ლომის ფაფარი
არ იყოს ჩვენი შთაგონების თავშესაფარი!..

ღმერთმა გვაშოროს, ღმერთმა ნუ ქნას, ჩემო ძმობილო,
დავცხრეთ, დავწყნარდეთ, აღარ ვიყოთ უკმაყოფილო
საკუთარ ბედით, უბედობით, ნამოღვაწარით,
ყველაფრით - ჩვენში რაც არსებობს, სხვებში რაც არი...
ღვინოს ვსვამდეთ და არ გვათრობდეს ღვინო ალალი,
სათქმელზე უფრო მეტი გვქონდეს დასამალავი,
შეძენის ჟინმა გაგვიქარწყლოს ხარჯვის ხალისი,
საკუთარ სახელს ვამჯობინოთ ყალბი ხარისხი,
ჩვენი სახლები დავამსგავსოთ სოროს ან ბუნაგს
და დავივიწყოთ შეძახილი: „ის მაინც ბრუნავს!“...
ის მაინც ბრუნავს! მაინც ბრუნავს! ბრუნავს, ტიალი!
არ მოგვეშალოს ჩვენც ეს ბრუნვა და ხეტიალი,
მუდმივი ქროლვა, არა მალვა, თავის დანდობა,
არა დარდისგან მოდუნება, - დარდიმანდობა,
და მუდამ, მუდამ სიახლისკენ სწრაფვა ველური,
და ჭირსა შიგან გამაგრება რუსთაველური,
და მტკიცე ქედი, ქედი - ძნელად გასაღუნავი,
და გაჭირვების ჟამს სიცილის შნო და უნარი,
და თუ, ოდესმე, ამ სიცილის დავკარგავთ უნარს, -
სხვამ დაიძახოს ჩვენს მაგივრად: „ის მაინც ბრუნავს!“

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბარათი ცისკენ

ეს გული დაისერა,
ნისლია ნაპრალებთან.
ასეა ბედისწერა,
ასეა გაწვალება.
არ მინდოდა ნიღაბი,
დარდი მქონდა ისედაც.
მე ოთახში ვიყავი,
მთვარე მაღლა იწევდა.
იდუმალ მხარეების
მოდიოდა გრიგალი,
და მკლავდნენ ღამეები
ბედის მძიმე გრიალით
პირჯვარი გადვიწერე
და გთხოვე მოწყალება.
ასეა ბედისწერა,
ასეა გაწვალება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
nino5 wrote:
ციტატა:
ბარათი ცისკენ

ეს გული დაისერა,
ნისლია ნაპრალებთან.
ასეა ბედისწერა,
ასეა გაწვალება.
არ მინდოდა ნიღაბი,
დარდი მქონდა ისედაც.
მე ოთახში ვიყავი,
მთვარე მაღლა იწევდა.
იდუმალ მხარეების
მოდიოდა გრიგალი,
და მკლავდნენ ღამეები
ბედის მძიმე გრიალით
პირჯვარი გადვიწერე
და გთხოვე მოწყალება.
ასეა ბედისწერა,
ასეა გაწვალება.

მიყვარს გრანელი,კარმას იმესახურებთ =goooood

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
მაქსიმას მადლობ, მეც ძალიან მიყვარს.:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
აღარ მაძინებდა მზერა ალმაცერი

აღარ მაძინებდა მზერა ალმაცერი,
ხალიანი ტუჩი...მკლავი ანაცერი...

მზის და ცხელი ქვიშის ვნებით ატკეცილი
ტალღებს მიაპობდა ტანი კალმახური.
თვალებს ჩავკიდებდი წყალში ანკესივით
და შინ ვბუნდებოდი, როგორც გალახული...

თითქო შენს სხეულში მზეა მომწყვდეული
ანდა კანში სკდება მწიფე ბროწეული...

ზღვა ღელავდა...თრთოდა...ტალღებს შლიდა მწვანედ,
გახველ ნაპირზე და ღელვაც გაიტანე.

განა ბევრი მინდა...ჰოი,დავიქანცე,
ბევრი თეთრი ღამე ზღვასთან გადავფურცლე,
მოვიდოდი მხოლოდ და შენს აცრილ მკლავზე
თითებს დავაწყობდი, როგორც სალამურზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Oct 2008
Posts2868
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვილლ გაგალექსებ მე შენ,წამობრძანდი დაბლა=dk=
ბოდიშს ვიხდი პატივცემულ საზოგადოებასთან

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
*************
შენ გაგყოლია სიზმარი ჩემი
და დაქანცული სულის გოდება....
ვარ ქარიშხლებით ჩამქრალი გემი
გაამინდებას რომ ელოდება....

მწვანე თვალების წვიმიან მაისს,
რა საოცარი სცოდნიათ გზები_
მე მინდა გწამდეს შენ ერთი მაინც
რომ არ ხარ სხვა და არიან სხვები....

და როცა სული მიიწევს მაღლა
და წუთისოფლის ჩვენ ვართ სტუმრები-
მიყვარხარ-მეთქი რომ გითხრა ახლა
მითხარი, ხომ არ დამემდურები?...

თუ გაზაფხული ყვავილობს შენში
და შენ გაზაფხულს გვერდს ვერ აუვლი,
სუნთქვა თუ ჩამრჩა შენს დაშლილ თმებში
ხომ არ იქნება დანაშაული?

თუ დაღლილ სულში, ოცნებავ ჩემო,
შენი თვალების მორევს დავიტევ,
შენი ტუჩების თუ გამყვა გემო
მითხარი ,ცოდვას ხომ არ ჩავიდენ?

და მაინც სული მიიწევს მაღლა,
და წუთისოფლის ჩვენ ვართ სტუმრები...
მიყვარხარ -მეთქი რომ გითხრა ახლა
მითხარი, ხომ არ დამემდურები?

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლოცვა გაფრენისათვის

წამი აღმაფრენის
და ფიქრი ნაჩვევი.
ღმერთო! გამაფრინე
და ქრისტე მაჩვენე.

ხელს მაღლა აგიშვერს
ცოდვა ადამისა
ღმერთო! გამაგიჟე
და შენვე დამიცავ.

ნეტავ ზღვის ძახილზე
გრიგალს გავეტაცე.
ღმერთო! გამაღვიძე
მე სხვა პლანეტაზე.

მიმაქვს პანაშვიდი,
ვარ ღია ბაღისებრ.
ღმერთო! დამამშვიდე
და ძილი მაღირსე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ფერმიხდილი ქალი
გაეშურა ვაჟთან.
და საღამო მკრთალი
სიზმარივით გაჩნდა.

გადაეშვა ქარი
და ბურუსი ადგა.
და უცნობი მკვდარი
ასვენია სადღაც.

სიჩუმეა სულის
და ოცნება ხშირი.
და მიყვება გული
როიალის ტირილს.

აელვარდა გუშინ
უიმედო მინა.
და წამებულ სულში
საოცრებას ძინავს.

ყოველივე მორჩა
მგლოვიარე კართან.
ეშაფოტი მოსჩანს
საფლავების გარდა.

მწუხარებას მალავს
ეს თვალები ერთობ.
მეც მომეცი ძალა,
შენ, წმინდაო, ღმერთო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემო ბიჭუნავ, ჯერ შენი გზა კიდევ ვრცელია.
მაგრამ საათი რომ გიჭირავს, ყველას ცელია.
დროს წესადა აქვს ჩვენი ჭკნობით შენი გაფურჩქვნა,
დრო ერთდროულად გვახარებს და გვიგდებს აბუჩად.
დრო სპობს ყველაფერს, მაგრამ ახლა ცდილობს ბუნება
შენი განვლილი დროის უკან შემობრუნებას.
ბუნებას უნდა თავის კვალი დროს დააჩინოს,
წინ აღუდგეს და დაბერებას გადაგარჩინოს.
თუმცა სიკეთის მეტი მისგან არა გინახავს,
მაინც უფრთხილდი, სამუდამოდ ვერ შეგინახავს.
დაგვიანებით, მაგრამ მოვა, როგორც სახადი,
და გადუხდელი არ დაგრჩება გადასახადი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined26 Sep 2008
Posts46
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლერწმებში ნიავს ეძინა უკვე,
ყანჩა ყიყინით ეძახდა ყანჩას...
პატარა გოგომ შეხედა ღუბელს,
პატარა ბიჭი ნაწყენი დარჩა...
მწუხრში ნისლივით ჩნდებოდა იჭვი,
რწმენა წყალივით ითხოვდა სითბოს...
ტანზე იხდიდა პატარა ბიჭი,
პატარა გოგოს სცხვენოდა თითქოს...
გული ჩიტივით ბუდეში იჯდა
და გლეჯდა ლაგამს მშიერი რაში...
პატარა გოგო დნებოდა ბიჭთან
და მზე ფიფქივით ქრებოდა ზღვაში...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
The Rainy Day

The day is cold, and dark, and dreary;
It rains, and the wind is never weary;
The vine still clings to the moldering wall,
But at every gust the dead leaves fall,
And the day is dark and dreary.

My life is cold, and dark, and dreary;
It rains, and the wind is never weary;
My thoughts still cling to the moldering Past,
But the hopes of youth fall thick in the blast
And the days are dark and dreary.

Be still, sad heart! and cease repining;
Behind the clouds is the sun still shining;
Thy fate is the common fate of all,
Into each life some rain must fall,
Some days must be dark and dreary.

წვიმიანი დღე

ცივი დღე არის, ქარიანი და უამური,
წვიმს და მრუმეა ზეცა როგორც ფრთა მეღამურის,
ეპოტინება სურო დიდი სახლის ლავგარდანს,
დაბერავს ქარი, მოწყვეტს ფოთოლს და გადაკარგავს
და არ ღამდება დღე უჩინო და უამური.

ჩემი ცხოვრებაც უჩინოა და უამური,
მეც მაწვიმს წვიმა, მენატრება მეც მზის ლამუნი,
ეპოტინება ჩემი ფიქრიც წარსულს გრანიტებს,
იმედს მეც ვკარგავ ფოთოლივით, როცა ქარი ქრის
და დღეებს მისდევს დღე უჟმური და უამური.

იყუჩე გულო, დარდმა ასე როგორ დაგჩაგრა,
ღრუბლების მიღმა მზე ბრდღვიალებს უფრო ჩახჩახა,
კაცს და სამყაროს დღე არგუნა ღმერთმა საერთო
და ყველა ბედში ავდარს უნდა რაღაც დაეთმოს,
ზოგი დღე უნდა იყოს ქუში და უამური.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
Neue Liebe, neues Leben

Herz, mein Herz, was soll das geben?
Was bedränget dich so sehr?
Welch ein fremdes, neues Leben!
Ich erkenne dich nicht mehr.
Weg ist alles, was du liebtest
Weg, warum du dich betrübtest,
Weg dein Fleiß und deine Ruh -
Ach, wie kamst du nur dazu!

Fesselt dich die Jugendblüte,
Diese liebliche Gestalt,
Dieser Blick voll Treu und Güte
Mit unendlicher Gewalt?
Will ich rasch mich ihr entziehen,
Mich ermannen, ihr entfliehen,
Führet mich im Augenblick,
Ach, mein Weg zu ihr zurück.

Und an diesem Zauberfädchen,
Das sich nicht zerreißen läßt,
Hält das liebe, lose Mädchen
Mich so wider Willen fest;
Muß in ihrem Zauberkreise
Leben nun auf ihre Weise.
Die Verändrung, ach, wie groß!
Liebe! Liebe! laß mich los!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი