zvigeni wrote:ციტატა:
1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ითარგმნა და რამდენიმე ენაზე გამოქვეყნდა გენუის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციისადმი გაგზავნილი მისი მიმართვა. ის მოითხოვდა რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანას, საქართველოს შელახული, კანონიერი უფლებების აღდგენას. ამ მიმართვის გამო ,ჩეკამ" დააპატიმრა და სამი წელი მეტეხის ციხეში გამოკეტა. მან სასამართლოზე წარმოთქვა სიტყვები, რომელიც თაობებს ლეგენდასავით გადაეცემოდა: ,,ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!"
დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში. ქართულმა მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.
ვისზეა საუბარი?[/
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ამბროსი