↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
******
Ja, die Augen warens, ja, der Mund,
Die mir blickten, die mich küßten.
Hüfte schmal, der Leib so rund,
Wie zu Paradieses Lüsten.
War sie da? Wo ist sie hin?
Ja! sie wars, sie hats gegeben,
Hat gegeben sich im Fliehn
Und gefesselt all mein Leben.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვილ
ვისი თარგმანია?:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნინო
გიორგი ნიშნიანიძის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ეს ლექსი მაგრად მომეწონა:

"(არ გინდა, არა...)
თეა თოფურია

არ გინდა, არა,
შეეჩვიე დედამიწას,
მიწას შეეჩვიე,
ნუ ეჯიუტები,
თორემ ერთხელ იქნება,
ღმერთი სურვილს აგისრულებს და წახვალ
იმ პლანეტაზე, რომლის სახელიც არ იცი,
და არც არაფერი ჰქვია, რადგან ჯერ არ აღმოუჩენიათ.
შეგიძლია შენი სახელი დაარქვა,
როგორც ვორდის დოკუმენტს არქმევდი,
სანამ მილიონი სინათლის წელიწადით გაუსწრებდი გაგარინს
და აქ ამოყოფდი თავს,
რათა მერე ეს მარტორქის მაგვარი ცხოველები მოგეწველა,
ეს უცნაური მცენარეები გეფშვნა და პური გეცხო,
დალოდებოდი იმ საუკუნეს,
როდესაც ამ პლანეტიანად აღმოგაჩენენ
და წითელ ქვიშაში თავწარგულს, წარმოგედგინა,
რას აკეთებენ თბილისში დარჩენილი შენი მეგობრები...
შეეჩვიე დედამიწას, შეეჩვიე,
ნუ ეჯიუტები!"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ეს მერამდენედ უნდა დავდო.. მაგრამ მაინც=tavfx= =tavfx=

არაგველები
გოდერძი ჩოხელი

სიზმარში ვნახე,
როგორც ცხადში,
საიქიოში შავი ცხენი მიმაჭენებდა;
გალაღებული სახე მქონდა,
გულით ვხარობდი,
მივიჩქაროდი ძველ ქართველებთან.
სიზმარში ვნახე,
როგორც ცხადში,
საიქიოში
წინ სამასივე არაგველი შემომეგება!
აქამდის სად ხარ?
მკითხეს ერთხმად
და
უცებ შევკრთი,
გამომეღვიძა...
მდუმარებით შემომხედეს
ქართლის ქედებმა;
იცრიცებოდა გარიჟრაჟი,
ასე მეგონა:
ჩამოლეული საქართველო
სადაცაა ხერხემალში გადატყდებოდა.
თვალი დავხუჭე
და გუმანით
საიქიოს კარებს შევძახე:
_ ჰეი, გამოდით, ქართველებო!
საქართველოს უჭირს ძალიან,
გამოგვეშველეთ
დიდ ომებში ნასახელებნო,
გამოგვეშველეთ,
არაგველებოო!"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
"(არ გინდა, არა...)
თეა თოფურია

არ გინდა, არა,
შეეჩვიე დედამიწას,
მიწას შეეჩვიე,
ნუ ეჯიუტები,
თორემ ერთხელ იქნება,
ღმერთი სურვილს აგისრულებს და წახვალ
იმ პლანეტაზე, რომლის სახელიც არ იცი,
და არც არაფერი ჰქვია, რადგან ჯერ არ აღმოუჩენიათ.
შეგიძლია შენი სახელი დაარქვა,
როგორც ვორდის დოკუმენტს არქმევდი,
სანამ მილიონი სინათლის წელიწადით გაუსწრებდი გაგარინს
და აქ ამოყოფდი თავს,
რათა მერე ეს მარტორქის მაგვარი ცხოველები მოგეწველა,
ეს უცნაური მცენარეები გეფშვნა და პური გეცხო,
დალოდებოდი იმ საუკუნეს,
როდესაც ამ პლანეტიანად აღმოგაჩენენ
და წითელ ქვიშაში თავწარგულს, წარმოგედგინა,
რას აკეთებენ თბილისში დარჩენილი შენი მეგობრები...
შეეჩვიე დედამიწას, შეეჩვიე,
ნუ ეჯიუტები!"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჰე,ვისიხსოვნა წუხილის ჩემის
და სიხარულის მიზეზი არის.
ვისი წერწტა საროს უმზერლად
ლაღად ცხოვრება არ ძალუზს არვის,
გემუდარები,მოიხსენ რიდე
და პირისახე მაჩვენე შენი
შენით ვარ,თუ ვარ,მე ასე სუსტი,
შენით ვარ,თუ ვარ,მე ასე მძლავრი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
ელენე დარიანის დღიურებიდან.....

ძახილი!

მარგალიტები მოვიხვიე ყელზე სამწყება,

მარგალიტები, იაგუნდები….

არ შემიძლია შენი სახის გადავიწყება!

არ დაბრუნდები?

თეთრშემოსილი ვწევარ მე შენს ნაცნობ საწოლზე,

სევდიანია ღამე მძინარი,

ნუთუ არ ფიქრობ, სანატრელო, შენს სათუთ ცოლზე…

არავინ არი….

ჩუმად ვკითხულობ შენს ძველ წერილს ყვითელს, დახეულს,

სხვა რა მაქვს შენი მე ამის გარდა?

მე თვითონ ვკოცნი ჩემს თეთრ მკავებს,

ჩემს დამწვარ სხეულს,

შენ რომ გიყვარდა…

მაგიჟებს სითბო, ვერ ვიგუე ფარჩის საბანი,

ჩემს ოთახს ავსებს შენი ლანდები…

დაღლილი არის, სანატრელო დღეს ჩემი ტანი,

ნუ გვიანდები…

არ შემიძლია დავიწყება შენი სახისა…

დავფარე ღამე ბნელ ნაწნავებით…

ვიხუტებ ვნებით მსუბუქ ჰაერს ჩემ ოთახისას

თეთრი მკლავებით…….

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ისე აღმომხდა პირიდან სული,
არ მინახულა მან ერთმა მხოლოდ
გასრულდა ჩემი სიცოცხლის დღენი
მაგრამ ჩემს ტანჯვას არ უჩანს ბოლო.
სიკვდილის თასი ისე დავცალე,
არ დამიცლია სასმისი ღვინის
ისე დავბერდი,არ ვიცი კაცმა
შეყვარებულთან რა არის ლხინი.
სიცოცხლის ჩიტი ფრთა მოტეხილი,
მყავს ამ ყაფაზში გამომწყვდეული,
ვინც იგი უნდა დამიხსნას, არ ჩანს,
არც გამოჩნდება,მგონი წლეულს-ის!
სიყვარულია ვინც მიჯნუეს ღუპავს,
ხოლო სხვას ყველას,სულს უდგამს პირში,
მაგრამ რეგვენ ხალხს ამ გამოცანას,
არ გაეგება,ინჩი და ბინჩი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
will
გამიხარდა შენი დანახვა,ამიტომ
კარმა და მპუა შენა,მახოსაგან.=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
შენ მეკითხები , მე როგორა ვარ ,
ღვთის ძალით სული თუ ისევ მიდგას
ვერაფერს გეტყვი ,როცა ჩემთან ხარ
აღარაფერ არ მინდა გითხრა .

არადა ფიქრის გორგალს ვახვევდი
შენთვის სათქმელი სიტყვების აცმას
ჩემს წინ დგახარ და ხმასაც ვერ ვიღებ
რადგან სიტყვები ერთბაშად გაქრა .

შენ მეკითხები მე როგორა ვარ ,
როცა შენ გხედავ აბა რა მიჭირს
მე შენ მიყვარხარ.............
თითქოს ღმერთამდე დარჩენილია
ერთი ნაბიჯი. =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
ღმერთო ყველაფერი უხმოდ როგორ ხდება
როგორ გშორდები და გხვდები ,
როგორ მიატოვა სულმა სამყოფელი
როგორ ვცოცოხლდები და ვკვდები .
როგორ წაიშალა ზღვარი და საზღვარი
მე და შენ ნეტავ სად ვსახლობთ,
ვესწრაფვით ყოველთვის როდესაც შორასა ვართ ,
გავრბივართ როცა ვართ ახლოს .
აღარ მაქვს სხეული ,ო თქვენ ვერ გაიგებთ
ამ სულის სევდას და ნაღველს
სიცოცხლის , სიკვდილის , ცხოვრების კანონებს
ერთი ხელის მოსმით ვარღვევ .
ღმერთო ყველაფერი ისე როგორ ხდება
რომ აღარ მჭირდება სიტყვა
მე მესმის თვალების , ხელების , ღიმილის
იმის რაც არასდროს გითქვამს .............

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
Кто я? Что я? Только лишь мечтатель...

Кто я? Что я? Только лишь мечтатель,
Синь очей утративший во мгле,
Эту жизнь прожил я словно кстати,
Заодно с другими на земле.

И с тобой целуюсь по привычке,
Потому что многих целовал,
И, как будто зажигая спички,
Говорю любовные слова.

«Дорогая», «милая», «навеки»,
А в душе всегда одно и тож,
Если тронуть страсти в человеке,
То, конечно, правды не найдёшь.

Оттого душе моей не жёстко
Не желать, не требовать огня,
Ты, моя ходячая берёзка,
Создана для многих и меня.

Но, всегда ища себе родную
И томясь в неласковом плену,
Я тебя нисколько не ревную,
Я тебя нисколько не кляну.

Кто я? Что я? Только лишь мечтатель,
Синь очей утративший во мгле,
И тебя любил я только кстати,
Заодно с другими на земле.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვინა სთქვა

ვინა სთქვა, თითქო პატარა იყოს
ჩემი სამშობლო დიდების ღირსი,
ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე,
ვინ მოიგონა სიმცირე მისი?!
აბა, შეადგით ერთმანეთს მთები,
მთები – შემკული სხივების სირმით,
ააშრიალეთ არწივის ფრთები,
კლდით გაიგონეთ ყვირილი ირმის.
ყოველ მაღლობზე ციხე და კოშკი
ნახეთ, აზომეთ ოსტატის მზერით,
ან მოაგროვეთ უხსოვარ დროში
ჩვენში დაღვრილი ბუნების ფერი.
გაზომეთ ქარი თუ ქარიშხალი,
ჩამწყვდეული რომ ღმუოდა ხევით,
წყალი მქუხარი და საშიშარი
და ავარდნილი გუმბათი ზევით.
წინაპრის მიერ განვლილი სივრცე,
ჟამი – ძლეული გაფრენილ ცხენით,
და გორგასალის ნაბიჯი მტკიცე,
მთლად აღბეჭდილი ქართველის რწმენით.
შეახეთ ბრძოლით გაწვრთნილი ხელი
დარუბანდიდან მოტანილ კარებს,
და გაიხსნება სამშობლო ცემი,
უსასრულობის შემცველი მხარე.
ვინა სთქვა, თითქო პატარა იყოს
ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი,
ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე,
ვინ მოიგონა სიმცირე მისი?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Nov 2007
Posts616
კარმა96
OFFLINEPROFILE
ღმერთო, მაპატიე აპათია,
რაც კი მაბადია- მაპატიე...
ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს,
ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს.
თორემ უშენობა უმზეოა,
არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ...
ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები,
უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები
მე მივატოვე მზის შენობა,
ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა
იქნებ გამახსენო? გამახსენე
ყველაფერი თავიდან ამიხსენი
შენი სამი ცალი სამოსელი,
ღმერთო ფარდებივით ჩამოხსენი.
იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი...
უფალო მე კი არა-შენ იყავი.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი