nica wrote:ციტატა:
მე იმედი მექნებოდა ბოლომდე ღმერთის და იმის რომ ეს ჩემთვის უკანასკნელი დღე არ არის.
გაყინულ ხელში ჩაბღუჯული თაფლის სანტლები...ლოცვა და სიმშვიდეში გარინდული ტაძარი,იდუმალება და არამიწიერი სურნელი...ტაძარი სადაც ყველაფერი კეთილი,მარტივი და გასაგებია,სადაც ყველაფერი დღესავით ნათელი და ამავე დროს იდუმალია.კრძალვა და ნდობა იძირება ტაძრის კოველი კუტხიდან...სანთლის ერთ ციცქნა ალზე დატეული ათასი ფიკრი ,ნატვრა,მადლობა და იმედი,იმედი,რომელიც ყველაზე ახლოს დგას ბედნიერებასთან...ტაძრის გუმბატიდან მარადისობისაკენ წასული ლოცვა-საგალობელი,ზარების რეკვას წაყოლილი იმედი,იმედი,რომელიც ყველაზე ახლოს დგას ბედნიერებასთან...... სინანულით გავსებული აღსარება,მოძღვარზე დანდობილი იმედი,იმედი ,რომელიც კველაზე ახლოს დგას ბედნიერებასთან.... გაურკვეველი შიშით თუ სიხარულით მოსმენილი მისატევებელი ლოცვა,იმედით მიღებული ზიარება,იმედით სავსე ამბორი ბარძიმისა........
სამადლობელი ლოცვა,ყველა იმ ცოდვის მისატევებლად,რომელიც \"ბედნიერების\"მოსაპოვებლად გვქონდა ჩადენილი.
უფლის წყალობა,მიღებული,სანთლის ერთ ციცქნა ალზე დატეული ბედნიერება.
გაიხარე... იმედი ნუ მოგიშალოს ღმერთმა...