↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 3335 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:
ციტატა:
მის გმირობას მიუძღვნა შ. ნიშნიანიძემ ეს ლექსი?

"მკერდშენგრეული ბოინგი მკვდარ ვეშაპივით ტოკავს,
ზღვა თავზე წაუხურია, როგორც კეისარს ტოგა

ჯგლეთა...ყვირილი...ჩოჩქოლი...და განწირულთა შიში
ჯერ კიდევ აუფეთქებელ ნაღმის წააგავს შიშინს.

ისვრის შტურმანი ბრძანებებს... მაშველ რგოლივით ისვრის,
ჟილეტს იცვამენ... ძებნა აქვთ სკამის ნატეხის, ფიცრის.

კარს აწყდებიან ზრიალით... ზღვაც იფოფრება სამტროდ,
ამ ცოდვის ორომტრიალში ძაღლი ვერ იცნობს პატრონს.

და როცა მთლად შეიშალნენ მოსალოდნელი საფრთხით,
ბავშვის ტირილი გაისმა, როგორც ჭყლოპინი ბარტყის.

უბილეთოა გოგონა... და უპირველეს ყოვლის,
არც ჟილეტი აქვს საბრალოს, და არც მაშველი რგოლი.

ვიღაცამ რგოლი მოიხსნა...თავი გადადო მსხვერპლად...
და იმ წამს შარავანდედი საკუთარ ხელით ეპყრა.

II

„დედაენით“ გაზარდეს, მეგრულ იავნანურით,
ავთანდილის ანდერძით, ცოტნეს ცხენის თქარუნით,
საწყალ ხარის ტირილით, ჩიორას სიბრალულით,
მაგრამ პირველ ყოვლისა, ბავშვების სიყვარულით
ფრთებს ისხამენ ქართული ჯეჯილ-სალამურები,
მგლის ლეკვები ქართული, ქართული ამურები.

III

თქვენ დიდი ერის შვილი ხართ, ო, დიდი ერის, მისის,
ქვეყანამ იცის ამიტომ დიდებულება მისი.

თქვენ დიდი ერის შვილი ხართ, მაგრამ იცოდეთ ბარემ,
არის პატარა კოლხეთიც - დიდთა რაინდთა მხარე.

მისის, თქვენ უკვე გათხოვდით, თქვენ უკვე გქვიათ დედა,
ბედნიერი ხართ ძვირფასო, ბედნიერი ხართ მეტად,
და ვინც სიცოცხლე გაჩუქათ, თუ გახსენდებათ ნეტა?

თქვენ გესიზმრებათ ის კაცი, და ვერ ივიწყებთ, რადგან
მაშველი რგოლი იმ სულმნათს შარვანდედად ადგას.

მობრძანდით, როგორც შვილობილს, ისე მიგიღებთ, მისის,
მობრძანდით, ძველი ერი ვართ, ვის როგორ დავხვდეთ, ვიცით

. . . . . . .

გვიყვარს მზე, მთვარეც ქართული, მაგრამ ორივე მგონი,
ცად გვიკიდია სტუმრისთვის, როგორც მაშველი რგოლი

სანამ მაქსიმას მოსულა და გამოუცვნია loool, სასწრაფოდ უნდა დავწერო, ეს ლექსი შოთა ნიშნიანიძემ მიუძღვნა ქართველ პროფესორ ჟორდანიას, რომელმაც თავისი სიცოცხლის ფასად სხვა გადაარჩინა.=tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ბრავო ვილ.. დაასწარი დროზე. ხო პროფესორ ჯორდანიას ეძღვნება რომელმაც არგენტინელ გოგოს დაუთმო თავისი მაშველი რგოლი ავიაკატასტროფის დროს. გოგონა გადარჩა თავად კი დაიღუპა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:
ციტატა:
მან ბერძნული საპატრიარქოს ბიბლიოთეკებში გამოავლინა 162 ქართული ხელნაწერი, პოლონეთის მართლმადიდებლურ მონასტრებში – ისტორიულ–პალეოგრაფიული და არქეოლოგიური მასალები. მანვე მიაკვლია გრიგოლ ბაკურიანისძის პეტრიწონის ტიპიკონს, ათონზე შეიძინა 15 ქართული ხელნაწერი...........

ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა
ეს იყო გრიგოლ ფერაძე (1899-1945)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ბაზი =sher= მართალია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
will wrote:
ციტატა:
ჯეიმს მეთიუ ბერის "პიტერ პენი" ყველას წაკითხული გექნებათ. რა არის ამ ნაწარმოებში ისეთი რამაც ბერიმ პირველად გამოყენა და რაც მანამდე არავის უქნია?

ეს იყო სახელი Wendy, რომელსაც მანამდე მხოლოდ მამაკაცებს არქმევდნენ. ჯეიმს მეტიუ ბერიმ პირველმა დაამკვიდრა ეს სახელი როგორც ქალის სახელი უწოდა რა ის თავის გმირს ნოველაში "პიტერი და ვენდი"

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
bazi2002 wrote:
ციტატა:
will wrote:
ციტატა:
ჯეიმს მეთიუ ბერის "პიტერ პენი" ყველას წაკითხული გექნებათ. რა არის ამ ნაწარმოებში ისეთი რამაც ბერიმ პირველად გამოყენა და რაც მანამდე არავის უქნია?

ეს იყო სახელი Wendy, რომელსაც მანამდე მხოლოდ მამაკაცებს არქმევდნენ. ჯეიმს მეტიუ ბერიმ პირველმა დაამკვიდრა ეს სახელი როგორც ქალის სახელი უწოდა რა ის თავის გმირს ნოველაში "პიტერი და ვენდი"

ყოჩაღ ბაზი! გამოიცანი :) =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
ზოგჯერ მიფიქრია, კაცობრიობის წინაშე, რამდენად გამართლებულია დიდი ადამიანების ისეთი გმირობები, როგორიც გრიგოლ ფერაძესა და ჟორდანიას აქვთ ჩადენილი. ალბათ, იმ ადამიანებისთვის, რომელთა სიცოცხლე იყო ასეთი ადამიანების სიცოცხლის ფასად-დიდი სიმძიმე, ტვირთი და პასუხისმგებლობაა. ამას გარდა ფერაძეს, ჟორდანიას და მის სადართ შესაძლებელია კაცობრიობისათვის ბევრად დიდი სარგებელი მოეტანად, ვიდრე მხოლოდ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე. არ ვიცი, ძალიან წინააღმდეგობრივია ჩემთვის ასეთი მოვლენები. თუმცა, თითოეული ადამიანი ცხოვრობს ისე, როგორც არ შეუძლია რომ არ იცხოვროს. შესაძლებელია, კონკრეტული, ეგოიზმის დონეზე, შესაძლებელია ფერაძესაც, ჟორდანიასაც ეს რომ არ გაეკეთებინათ დარჩენილი სიცოცლის ბოლომდე სინდისის ქეჯნა დასტანჯავდათ, რამეთუ თვლიდნენ, რომ ეს უნდა გაეკეთებინათ. ვინც ასე არ თვლის, მათ არც სინდისის ქეჯნა აწუხებთ.ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ თუ მასშტაბურად შევხედავთ ასეთ გმირობებს-წინააღმდეგობრივია. ჩემთვის ყოველშემთხვევაში.არა ფაქტის გმირობად წოდების. არა. ეს უდაოდ დიდი გმირობაა -თავი გაწირო ჩვეულებრივი მოკვდავისათვის. არამედ, თვით ფაქტი ჩადენილი იმ დიდებული ადამიანების მიერ, რომელთაც თავისი სიცოცხლით კაცობრიობისთვის უფრო ბევრის გაკეთება შეეძლოთ, ვიდრე მხოლოდ ერთი სიცოცხლის გადარჩენა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
zvigeni, will:) :huh:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ბაზი ვერ დაგეთანხმები... ადამიანის ცხოვრებაში ჩემი აზრით მთავარი ისაა რომ არა მხოლოდ სიტყვით და მჭერმეტყველებით არამედ საქმით დაამტკიცოს ის რისიც სჯერა და სწამს. უკვდავება და სულიერი აღზევება ადამიანისა სწორედ საქმით მიიღწევა. თუნდაც ერთი ადამიანის გადარჩენა უდიდესი მადლია მით უმეტეს თავის სიცოცხლეზე რომ უარის თქმა უწევს ადამიანს ამისათვის, თავიანთი სიცოცხლე გაიღეს სხვის გადასარჩენად...

წარმოვიდგინოთ მაგალითად გენიოსი მწერალი რომელმაც დაწერა უდიდესი ნაწარმოები ვინმეს შესახებ რომელმაც ადამიანი გადაარჩინა და თავად დაიღუპა და ადამიანი რომელმაც ეს რეალურად გააკეთა რომელი უფრო დიდ პატივისცემას იმსახურებს? ქაღალდი თუ ადამიანის მიერ ჩადენილი გმირული საქციელი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
რომელი კომპანიის დევიზია "ან საუკეთესო, ან არაფერი"? :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
რატომ არის, რომ როგორც წესი, ადამიანება არ მოსწონთ საკუთარი ხმა, როდესაც ის ესმით ჩაწერილი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
will wrote:
ციტატა:
რომელი კომპანიის დევიზია "ან საუკეთესო, ან არაფერი"? :)[/quot

მერცედეს ბენცი

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
maxsimas wrote:
ციტატა:
will wrote:
ციტატა:
რომელი კომპანიის დევიზია "ან საუკეთესო, ან არაფერი"? :)[/quot

მერცედეს ბენცი
=sher= ყოჩაღ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
zvigeni რაში არ დამეთანხმები? მე განა რამეს ვამტკიცებ ან ვუარყოფ?მე არც შეფასებას ვაკეთებ ეს ის მოვლენა არ არის, რომელიც ადამიანმა უნდა შეაფასო. ეს არის გმირობის და კაცთმოყვარეობის საოცარი მაგალითები და მხოლოდ დიდი პატივი უნდა მიაგო.ფაქტი რჩება ფაქტად- ის ვინც ასეთ გმირობას ჩადის, იმ მომენტში არ ფიქრობს რა უფრო სწორია-გადაარჩინოს კონკრეტული ადამიანი კონკრეტულ ექსტრემალურ სიტუაციაში თუ , თავისი მოღვაწეობით უფრო ბევრი სარგებელი მოუტანოს უფრო ბევრ ადამიანს. ის ისე იქცევა, როგორც არ შეუძლია რომ არ მოიქცეს. მე მხოლოდ განსჯის სახით ვსვამ შეკითხვას კონკრეტულად ამ ორი ადამიანის მაგალითზე, რომელზეც თავადაც მიფიქრია. გრიგოლ ფერაძეს, შესაძლებელია სულიერად უფრო მეტი ადამიანი ეხსნა დაღუპვისაგან. ან ჟორდანიას სამეცნიერო მოღვაწეობას ადამიანის რეპროდუქციის საკითხებში, მეტი ადამიანის დაბადებისთვის შეეწყო ხელი. მე არ ვიცი, მე ვფიქრობ,მე არ ვაკეთებ განმარტებებს რა არის სწორი და რა - არასწორი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
კითხვა:

ვინ გამოიყენა პირველად მსოფლიოში მაშველის დასაძახებლად SOS?

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 3335 posts ] 
დესპანი