will wrote:ციტატა:
რატომ არის, რომ როგორც წესი, ადამიანება არ მოსწონთ საკუთარი ხმა, როდესაც ის ესმით ჩაწერილი?
რადგანაც ამ შეკითხვას გამომცნობი არ გამოუჩნდა, გიპასუხებთ. ადამიანებს იმიტომ არ მოსწონთ საკუთარი ხმა ჩაწერილი, რომ ეუცხოვებათ. საქმე იმაშია, რომ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ჩვენ ჩვენი ხმა სხვებისაგან განსხვავებულად გვესმის. ანუ სხვებს ჩვენი ხმა ესმით ისე, როგორც იგი სინამდვილეში ჟღერს და როგორიც ჩვენ გვესმის მხოლოდ ჩაწერილი. ხოლო როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, იმის გამო, რომ ჩვენი ყურები პირის უკანაა, ამოსული ბგერები ჰაერს სხვანაირად კვეთენ, რომ ჩვენს ყურებამდე მოაღწიონ, ეს კი ხმას ცვლის. ასე რომ, თუ თქვენი ხმა არ მოგწონთ ვიდეოში, შეეგუეთ იმ აზრს, რომ ასეთი საზიზღარი ხმა გაქვთ სინამდვილეში.=haa=
უფ, რა ძნელი იყო ასახსნელად, არ ვიცი, გაიგეთ თუ არა.
