↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined16 Nov 2008
Posts25
კარმა0
OFFLINEPROFILE
baco wrote:
ციტატა:
ღმერთო, მაპატიე აპათია,
რაც კი მაბადია- მაპატიე...
ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს,
ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს.
თორემ უშენობა უმზეოა,
არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ...
ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები,
უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები
მე მივატოვე მზის შენობა,
ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა
იქნებ გამახსენო? გამახსენე
ყველაფერი თავიდან ამიხსენი
შენი სამი ცალი სამოსელი,
ღმერთო ფარდებივით ჩამოხსენი.
იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი...
უფალო მე კი არა-შენ იყავი.

საღოლ კაია :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Nov 2007
Posts616
კარმა96
OFFLINEPROFILE
სეკვენცია

ანი ბანი და განი და
მართლა არ ვიცი რა მინდა,
ალბათ პატარა და მინდა
ღმერთო, დამინდე, ამინ, და
ანი ბანი და განი და.
მინდა ამოვძვრე კანიდან,
სიცოცხლე მინდა თავიდან.
სიკვდილი მინდა?-არ მინდა,
არა, როგორმე გავუძლებ,
არა, როგორმე ავიტან,
მხრით გოლგოთაზე ავიტან
დგეებს, რომელიც სვე-ბედმა
გამი-წვიმ-ავდარ-ამინდა.
ანი ბანი და განი და
სევდის სივრცე და განი და
ბედის ცამეტი განედი
ვერ გავისიგრძეგანე და
მისი უღრმესი ქანიდან
ვყვირივარ:ანი ბანი და
განი და დანი ზანი და
თანდათან თანი კანი და
ლანი და მანი მანი და
მე ნანი-ნანი-ნა მინდა.
ვეფხვის ტყავისა გაძრობა
ამ გატანჯული ტანიდან
და წასვლა იერუსალიმს,
კანას ქორწილში სმა მინდა,
მეგზურად მწყემსი ძმა მინდა:
პანი და ჟანი რანი და
ფანი და ღანი ყანი და
შანი ჩანი და ქანი და
ეზო-კარიდან,ყანიდან
მუნ ჩემი ბაღის ნაყოფის
მიტანა ქანაანიდან.
მე ცაზე ცანი ვცანი და
ჯანი და ძანი წანი და
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა.
ვიწრო ბილიკის მაგიერ
ათი ათასი გზა მინდა.
გზა მინდა მნათობებიდან,
შენსკენ მავალი გზა მინდა,
მზის მუცელღების ხმა მინდა.
სანი და ჭანი ხანი და
ვერძის შუბლიდან, ხარიდან
ისევ მნათობთა გზა მინდა,
ყოველ მნათობში ანთებულ
საიდუმლოში წვა მინდა...
ყველა ვარსკვლავში წვა მინდა,
ყველა ვარსკვლავში სვლა მინდა,
ყველა ვარსკვლავის ცვლა მინდა,
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა.
ანი ბანი და განი და,
ღმერთო, ამ შუბლის ამინდი
ცხრა მზით ამინთე, ამინ, და
ისევ ა-მინდა, ე-მინდა,
თეთრი ი-მინდა, ო-მინდა,
სანამ ცხოვრების ჰოემდე
მივალ ათასი ომიდან,
ერთი ძლიერი უ-მინდა,
სამოთხის ვაშლი უმი, და
მერე შენს გვერდით თუ გინდა,
ანი ბანი და განი და,
ღმერთო, დამინდე და მინდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
...იცრუო უფრო ადვილია-სიმართლის თქმაა ძნელი,
ილაპარაკო ადვილია-აღსარებაა ძნელი,
შეცდომა დაუშვა ადვილია-გამოსწორებაა ძნელი,
გული მატკინო ადვილია-მოფერებაა ძნელი;
ჩემი მოსმენაც ადვილია-გაგება ცოტა ძნელი,
რაღაც გამახსენო ადვილია-რაღაც დამავიწყო ძნელი,
კითხვებით შემაწუხო ადვილია-წარსულზე ფიქრია ძნელი;
ჩემს ღალატს რა უნდა,ადვილია-ერთგულებაა ძნელი,
უკან დახევა ადვილია-წინ წასვლა ცოტა ძნელი,
ჩემზე უარის თქმა ადვილია-პოვნაა მერე ძნელი,
ჩემი დავიწყებაც ადვილია-მონატრებაა ძნელი,
ჩემი სიკვდილიც ადვილია-მაცოცხლო ესაა ძნელი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
დეპრესია

ქარი უმოწყალოდ ნამქერს ალახინებს,
თებერვლის მიღმა რომ ზამთრის ქალაქია.
ღამის პროცესია მისდევს ბალდახინებს,
დღეთა კუბოები მწკრივში ალაგია.

მზერა უმიზეზო, სუნთქვა ქაოტური,
პულსი ვეღარ ითვლის გული რასაც ფეთქავს...
ისე ეტანება სისხლი აორტიდან
ყელში არტერიებს, ლამის დამიხეთქოს.

არ ვიცი რომელი რიცხვია რომელ თვის,
წლებთან ალალბედზე ვაგორებ კამათლებს.
დროა თვითმკვლელობის! და როგორც ყოველთვის,
სიცოცხლეს უსუსურ მიზეზით ვამართლებ.

სრული სიგიჟეა წასვლა უნაბიჯოდ!
და არის დარჩენა, ჩქარი ნაბიჯებით,
კიდევ არჩევანი და უნდა გავმიჯნოთ
ყოფნა არყოფნისგან, მაგრამ... დამიჯერე,

არ არის საშველი! და ბოლოს დარჩება
ამაოდ დაღვრილი ცრემლი - გალონებით -
და ან გადავრჩებით ან ვერ გადავრჩებით
არაამქვეყნიურ რაღაც კანონებით,

თუ ბედი ბედია! დაორთქლილ ფანჯრებზე
დახატე მაცხოვრის ფერმკრთალი პროფილი
და მუქშინდისფერად შეღებე მაჯებით
ზეცა, ულამაზო და უარყოფილი!

და ქარი... ქარი კი, ნამქერს ალახინებს
თებერვლის მიღმა რომ ზამთრის ქალაქია.
ღამის პროცესია მისდევს ბალდახინებს,
დღეთა კუბოები მწკრივში ალაგია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ღამის სტრიქონები

რა ვქნა, ისევ სიცოცხლეზე ვდარდობ,
ირგვლივ ისევ მდუმარება დადგა.
მიხარია, რომ დამტოვეს მარტო,
ყველა ერთად რომ წავიდა სადღაც.

რა ვქნა, ისევ შურია და მტრობა,
ალბათ ქარი გადაუვლის მაღლობს.
ასე მარტო მიხარია ყოფნა,
როცა თავს ვგრძნობ მე სიკვდილთან ახლოს.

როგორც ქრისტე, ვიხედები მაღლა,
ალბათ ჩემთვის ამზადებენ კუბოს.
მინდა ფრთები და მიწიდან გასვლა
და გაფრენის სურვილია უფრო.

უფსკრულია და უფსკრულში ვრჩები,
და ახლოა ქარიშხალი ისევ.
სიჩუმეა და ვსაუბრობ ჩემთვის,
მე ვსაუბრობ და კედლები მისმენს.

ახლაც დაჰქრის, არ ეშველა ქარებს
და კიდია შორს მდუმარე ზარი.
მინდა ავდგე, გავიხედო გარეთ
და გავაღო დაკეტილი კარი.

ყრუ ღამეა, მეშინია ოდნავ,
ალბათ მოვა ჯიბგირი ან ქურდი.
ალბათ ცაზე ღრუბელია ცოტა,
ალბათ მოჩანს ვარსკვლავების გუნდი.

ისევ მოდის ჩემს გულიდან წყრომა,
ოდეს წვიმა დაეცემა მინას.
და მე რა ვქნა შეზღუდული რომ ვარ,
რა ვქნა, მეტი გასაქანი მინდა!

იმ ოთახში კვლავ საათი რეკავს
და ეს გული უცნაურად იწვის.
ახლა მინდა, ვარსებობდე ყველგან,
მთელ მსოფლიოს რომ დავიპყრობ, ვიცი!

ღამის ლანდი მე ფანჯრიდან ვნახე,
ღამის ცეცხლი ეკიდება თვალებს.
და ძვირფასო, ჩემს ბრწყინვალე სახელს,
ვგრძობ, მსოფლიო აღიარებს მალე.

რა ვქნა, ისევ სიცოცხლეზე ვდარდობ,
ირგვლივ ისევ მდუმარება დადგა.
მიხარია, რომ დამტოვეს მარტო,
ყველა ერთად რომ წავიდა სადღაც...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე

მე მინდა ჩემი გულის დანახვა,
თუ როგორ იწვის მწუხარე გრძნობით.
სხვები მოდიან და შენ არა ხარ,
გულდაწყვეტილი ხეს მივეყრდნობი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined16 Nov 2008
Posts25
კარმა0
OFFLINEPROFILE
baco wrote:
ციტატა:
სეკვენცია

ანი ბანი და განი და
მართლა არ ვიცი რა მინდა,
ალბათ პატარა და მინდა
ღმერთო, დამინდე, ამინ, და
ანი ბანი და განი და.
მინდა ამოვძვრე კანიდან,
სიცოცხლე მინდა თავიდან.
სიკვდილი მინდა?-არ მინდა,
არა, როგორმე გავუძლებ,
არა, როგორმე ავიტან,
მხრით გოლგოთაზე ავიტან
დგეებს, რომელიც სვე-ბედმა
გამი-წვიმ-ავდარ-ამინდა.
ანი ბანი და განი და
სევდის სივრცე და განი და
ბედის ცამეტი განედი
ვერ გავისიგრძეგანე და
მისი უღრმესი ქანიდან
ვყვირივარ:ანი ბანი და
განი და დანი ზანი და
თანდათან თანი კანი და
ლანი და მანი მანი და
მე ნანი-ნანი-ნა მინდა.
ვეფხვის ტყავისა გაძრობა
ამ გატანჯული ტანიდან
და წასვლა იერუსალიმს,
კანას ქორწილში სმა მინდა,
მეგზურად მწყემსი ძმა მინდა:
პანი და ჟანი რანი და
ფანი და ღანი ყანი და
შანი ჩანი და ქანი და
ეზო-კარიდან,ყანიდან
მუნ ჩემი ბაღის ნაყოფის
მიტანა ქანაანიდან.
მე ცაზე ცანი ვცანი და
ჯანი და ძანი წანი და
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა.
ვიწრო ბილიკის მაგიერ
ათი ათასი გზა მინდა.
გზა მინდა მნათობებიდან,
შენსკენ მავალი გზა მინდა,
მზის მუცელღების ხმა მინდა.
სანი და ჭანი ხანი და
ვერძის შუბლიდან, ხარიდან
ისევ მნათობთა გზა მინდა,
ყოველ მნათობში ანთებულ
საიდუმლოში წვა მინდა...
ყველა ვარსკვლავში წვა მინდა,
ყველა ვარსკვლავში სვლა მინდა,
ყველა ვარსკვლავის ცვლა მინდა,
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა.
ანი ბანი და განი და,
ღმერთო, ამ შუბლის ამინდი
ცხრა მზით ამინთე, ამინ, და
ისევ ა-მინდა, ე-მინდა,
თეთრი ი-მინდა, ო-მინდა,
სანამ ცხოვრების ჰოემდე
მივალ ათასი ომიდან,
ერთი ძლიერი უ-მინდა,
სამოთხის ვაშლი უმი, და
მერე შენს გვერდით თუ გინდა,
ანი ბანი და განი და,
ღმერთო, დამინდე და მინდა.

კაი იყო:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
40

მთელ ჩემს სიყვარულს შენ გიბრუნებ, შენ დაგიბრუნებ
ყველაფერს, რასაც თავად ფლობდი, როგორც მეუფე;
ჩემში გრძნობათა ნაკვალევს თუ სადმე იგულებ,
შენ დაგიბრუნებ!... მთელ შენს კუთვნილს შენ დაეუფლე!

თუ ჩემს სიყვარულს შეითვისებს შენი ბუნება,
თუ ჩემს გაძარცვას ვეღარასგზით გვერდს ვერ აუვლი,
ჩემგან განცდილით გამდიდრების თუ გაქვს ცდუნება,
დაე, ეს იყოს მთელი შენი დანაშაული.

მიჯობს, მაცდური სათნოების მერქვას მონა და
ჩემს უკაცრიელ გულში წყენა ვერვინ დატიოს,
დაე, სიყვარულს გადაბრალდეს ცოდვის ქონა და
შენ გეპატიოს ყველაფერი, შენ გეპატიოს!

თუ კვლავ გწადია ჩემს ტკივილში ეძიო ტკბობა,
ის მიჯობს მომკლა, ვიდრე ჩვენში მეფობდეს მტრობა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
თუმცა მეძავი ქალივით ყველას ნებდები ერთთავად;
და შეპყრობილ ხარ ბინძური ბიწიერების სენით
მაგ სამარცხვინო ,ბინძური მრუშობის მიუხედავად
მშვენიერი ხარ პარიზო ,ამბობს პოეტი შენი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
აშპაშხანისკენ, სადაც კლდის ქიმზე
დგას ნარიყალა ჯავრით მზირალი,
ჩავივლი დაღმართს და ერთ ნადიმზე
შემხვდება ორი ნაჯიბგირალი.

”დაგვლოცე, ფირუზ!” “ვახ, გამარჯობა?!”
მეც მიმიწვიეს, მეც დამასამეს...
ხოლო, თუ ღვინომ რომელს გვაჯობა-
განმარტებისთვის ვკითხოთ ამ ღამეს.

მოქეიფენო! ძველმა თბილისმა
მეც ჩამომართვა უძარღვო ხელი-
მაგრამ სად არის ძველი ღვინის სმა,
სად არის ძველი ყარაჩოღელი?

გრძნობა ყალბი აქვთ, ხმა-ნაქურდალი,
ბრაზით შევყურებ ამ სურათს უჩვევს,
და მერიქიფე, ლოთი, მურდალი,
ტუჩზე დამადებს გაქონილ ტუჩებს.

გავტეხავ ჭიქას, რომ ვათქმევინო:
ახლებში არ მყავს ძმა-მოყვარული,
და ავტირდები, როგორც ეს ღვინო
კინტოს პერანგზე ჩამოღვარული.

ისტორია მეორდება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
სიტყვებს გიგზავნი,
საშენფერო ფორმა მიეცი,
შეკვეც-შეკუმშე
და რუბიკის კუბიკივით
ხმებად ააწყე.
გიგზავნი სიტყვებს:
ფერება,
შეხება,
სხივი
და...
დანარჩენი შენით შეავსე...
ჩემს ურითმო ლექსებს
ქვიშა მოყვება,
მაგრამ შენს ონკანში მოედინება
და ჩემს ხმას -
ძილის წინ შენთვის უძილარს -
სიპი.
შენი ცრემლები -
ჯადოსნური სასმელია-
წამლის შუშაში,
ზედ წარწერით:
,,მიდი, დამლიე“,
ვსვამ და ვიზრდები,
ხელებით
მეტალოპლასმასის
ცას ვწვდები,
ყურთამდე გიღებ
და ჰაერს ვუშვებ შენს ფილტვებში,
ჩაისუნთქე
ჩემი პეშვით
მოწოდებული სიმშვიდე.
შენს თვალებში მორს რა ხელი აქვს?
ნურც ჩემს თვალებში დაეძებ დირეს,
დირე კი არა -
ტაჯმაჰალი მაქვს ჩაშენებული
შენთვის სამზერ ორივე თვალში.
და ამიტომაც,
ჩამოიხსენი მხრებიდან შენი სიმძიმე,
მე ორად გავყოფ,
დავიკავებ ორივე ხელში,
რომ ცალ მხარეს არ გადამძალოს.
შენ წინ იარე...
მე კი,
ორივე ხელდამძიმებული,
ფეხით ამოვთხრი სულ პატარა ორმოებს,
და ხელის ტვირთს ჩავცლი.
ამოხევდება შენი სიმძიმე:
ნატვრის ხეებად,
ფიქრის ხეებად,
მონატრებული დედის სითბოდ,
უმამობის გამხმარ ტოტებად,
უსამშობლობის,
უნიათობის,
უღმერთობის...
გადაგატყავა ზურგი,
ხომ ხედავ?
გადმომაბარე შენი სიმძიმე,
ხეებად უნდა ჩავყარო-მეთქი...

წერილის ბოლოს
გიგზავნი სიტყვებს:
რბილი ტუჩებით,
ყურის ძირში, ოდნავ გეხები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ორი ზარი

ღამით მივედი სასაფლაოზე
და ვინახულე ძველი ტაძარი,
ფრთხილად ავედი ძველ სამრეკლოზე,
ფრთხილად დავრეკე მთვლემარე ზარი...

მსურდა, რომ ყველას გაღვიძებოდა,
ვისაც სძინავდა ცივ სამარეში,
ვინაც მიყვარდა ან პატივს ვცემდი
ჩემს განუსაზღვრელ სიმწუხარეში;

რომელთაც სწამდათ ქვეყნად სიცოცხლე
და დღეს საფლავის ფარავდათ ლოდი,
მათ მოვუხმობდი სასოწარკვეთით,
ზარის მწარე ხმით მათ ვეძახოდი...

და ქვესკნელიდან თითქო ამავ დროს
მიცვალებულთა რეკავდა ზარი,
და ეძახოდა მათ, ვინც აქ დარჩა, -
მათ, რომელთ სწამდათ ყოფნის ზღაპარი.

კუბოს ფიცრებზე ძვლების რახუნით,
მკვდართა გუგუნით თრთოდა ქვესკნელი,
შეერეოდა ცოცხალთ ძახილი
და მკვდართა მოთქმა უკანასკნელი...

და შუაში კი სიცარიელედ
ჩაბნელებული უფსკრული შავი
ბნელი თვალივით იცქირებოდა,
სამარადჟამოდ დაუნახავი...

და ორი ზარის საბედისწერო,
ერთმანეთისთვის მიუწვდომელი,
დაცინვა იყო, ვით ორი სული,
ვით ის ქვეყანსა და ეს სოფელი...

და დიდხანს, დიდხანს ვისმენდი გუგუნს,
და დიდხანს, დიდხანს ზარი ჰგოდებდა...
მაგრამ ამაოდ მოვუწოდებდი
მათ, ვინც ამაოდ მომიწოდებდა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
დავბერდი? - არა

ცხოვრებისაგან წყალწაღებული
მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე.
გამარჯვებული, გალაღებული
მიყვარხარ კიდევ!

დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!

ვინ დააწყნარებს მეტეხის მორევს?
ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს?
მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს,
გულში - სიყვარულს.

და თუ ხანდახან ფშატის ხესავით
ვერცხლის ჭაღარას მეც შევერევი, -
გწამდეს, შენს თვალებს დაუკვნესავი
ვერ შეველევი.

დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილს სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ძნელია, მაგრამ ადვილად ითქმის,
როდესაც ტკივილს ტკივილით იხსნი,
როცა სიტყვიდან მოწვეთავს სისხლი _
მარადისობის ტოლია თითქმის
სიცოცხლე, თუმცა ზომავენ მისხლით...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გავიდა სიყრმის ნეტარი ხანა
და მომაკითხასიბერის მწუხრმა,
მთელი სიცოცხლე ფეხი ცოდვაში
მედგა და ამას ძალიან ვწუხვაე.
უნდა მცოდნოდა მხარაქცეული,
ვერ მივაღწევდი სანუკვარ მიზანს,
ამდენი ხანი რაც ვერ შევძელი,
მაშ სიკვდილის წინ როგორ ვიზამ.
ვინც იხსნა თავი სატრფოს მიმართა,
და იშვებს ახლა მასთან ტრფიალით,
მე კი ვერ ვპოვე სადგური და კვლავ,
მაბრუნებს სოფლის ორომტრიალი.
ვაი,რა ცუდი ჰქონდა წარსული,
და მომავალიც რა ცუდი ელის,
მას,ვინც ქონებას იხვეჭდა მხოლოდ
და ედო მაღალ ადგილზე ხელი!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი