↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დანაშაულის პრეზუმპცია


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 3 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined27 Nov 2008
Posts11
კარმა0
OFFLINEPROFILE
დანაშაულის პრეზუმპცია

http://www.gevision.tv/documents/exclusive.html

უყურეთ სტუდია "მონიტორის" ფილმს: "დანაშაულის პრეზუმპცია" და გამოთქვით თქვენი აზრი....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://www.tagesschau.de/wirtschaft/russland234.html

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined27 Nov 2008
Posts11
კარმა0
OFFLINEPROFILE
ავლაბრის მეტროს მდებარე ფოსტის შენობასთან 2004 წლის 28 დეკემბერს ასამდე პენსიონერი საპენსიო თანხას ელოდებოდა. 10 საათისთვის ფოსტასთან ფული თეთრი “ნივით” მოიტანეს. გაჩერებისთანავე “ნივას” მუქ ტანსაცმელსა და ქუდებში გამოწყობილი რამდენიმე ადამიანი მიუახლოვდა.

მათ ავტომანქანის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, თანხა გაიტაცეს და კორპუსებს შორის მდებარე თაღის უკან გაუჩინარდნენ. სროლისას დაიღუპა “ნივის” მძღოლი გივი წიკლაური, მანქანაში მჯდომი ორი ინკასატორი კი დაიჭრა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის ისანი-სამგორის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ყაჩაღობიდან მეოთხე თვეს, ისანი-სამგორის პოლიციამ ზურაბ ხაჩიძე, ლაშა გეთიაშვილი და კიდევ ორი პირი წერეთლის გამზირზე დააკავა. დაკავების ოფიციალური მიზეზი ნარკოტიკული ნივთიერება სუბოტექსის შენახვა იყო.

ორივე პიროვნების დაკავების საბაბი და საფუძველი სხვადასხვა იყო. თუმცა, შემდგომ პოლიციაში ბრალი წაუყენეს 28 დეკემბერს მეტრო ავლაბრთან მომხდარი ყაჩაღობისა და საპენსიო თანხების გატაცების გამო.

გეთიაშვილისა და ხაჩიძის დაკავებიდან მეორე დღეს შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც უდანაშაულობის პრეზუმპცია დაარღვია და დაკავებულები ბანდიტურ დაჯგუფებად მოიხსენია:

- ”ოთხთვიანი სერიოზული ოპერატიული მუშაობის შედეგად გამოავლინეს დამნაშავეები და დღეს ეს ბანდიტური დაჯგუფება დაკავებულია”.

დაყაჩაღების დღესვე, ბუხაიძის ქუჩის ახლოს მდებარე ნაგავსაყრელთან იპოვეს ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიებამ ვერ დაამტკიცა, რომ ნაპოვნი იარაღები დაკავებულებს ეკუთვნოდათ.

გამოძიებამ, ბუხაიძის ქუჩაზე ვერცხლისფერ OpelVectra-საც მიაკვლია. ისანი-სამგორის ექს-პროკურორი ვაჟა აბაკელია დარწმუნებული იყო, რომ თავდამსხმელები ბანკთან სწორედ ამ ”ოპელ-ვექტრათი” მივიდნენ.

ხაჩიძისა და გეთიაშვილის დაჭერამდე, პოლიციამ და პროკურატურამ სამთვიანი გამოძიება აწარმოა. ავტომანქანის სალონიდან თითის ანაბეჭდების ამოიღებით თავდაპირველად ვერაფერი დადასტურდა. ეს ანაბეჭდები თბილისის პოლიციის სამმართველოში შენახულ ნასამართლევი პირების არც ერთ თითის ანაბეჭდებს არ შეესაბამებოდა.

2005 წლის 14 თებერვალს საქმეში მოულოდნელად გეთიაშვილისა და ხაჩიძის გვარები გაჩნდა. ისანი-სამგორის პროკურატურამ და პოლიციამ ლაშა გეთიაშვილისა და ზურაბ ხაჩიძის ტელეფონების მოსმენა დღემდე გაურკვეველი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. სამხილი ვერც ამ მოსმენების შედეგად მოიპოვეს.

ექსპერტიზა
ხაჩიძე და გეთიაშვილი ადრე ნასამართლევი პირები იყვნენ და მათი თითის ანაბეჭდები შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრში ინახებოდა. ეს ანაბეჭდები გამოძიებამ ათი ათასობით ნასამართლევი პირის თითის ანაბეჭდებიდან ამოარჩია და ”ოპელ-ვექტრადან” ამოღებულ თითის ანაბეჭდებთან ერთად ხელმეორე ექსპერტიზაზე გააგზავნა.

ექსპერტიზის მეორადი დასკვნის თანახმად თითის ანაბეჭდები დაემთხვა ლაშა გეთიაშვილისა და ზურაბ ხაჩიძის თითის ანაბეჭდებს. დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ მეორე ექსპერტიზაზე არ გაუგზავნიათ თითის ის ანაბეჭდები, რომელიც ”ოპელ-ვექტრადან” ამოიღეს, და რომელიც პირველად იქნა გამოკვლეული. ეჭვს კი ის ფაქტი იწვევს, რომ პირველი ექსპერტიზის დასკვნაში არსად არის მითითებული გამოკვლეული თითის ანაბეჭდების დაილუქვის შესახებ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი მერაბ ჩიქოვანი ამბობს, რომ პირველი ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა დართოდა ფოტო, რომელზეც ასახული უნდა ყოფილიყო თითის ანაბეჭდების დალუქვის პროცესი.

დღეს უკვე შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ როგორ ჩატარდა ავტომანქანა ოპელ-ვექტრას დათვალიერება. დათვალიერების ამსახველი ოქმი ამ პროცესის გადამოწმების საშუალებას არ იძლევა.

ამოცნობა
მეორე მთავარი მტკიცებულება, რომლითაც გამოძიება დაკავებულების დამნაშავეობას ადასტურებს, ამოცნობის ოქმია. ოქმში ასახულია, თუ როგორ ამოიცნო მოწმე დავით ჟღენტმა ბანკის დამყაჩაღებლებში ზურაბ ხაჩიძე და ლაშა გეთიაშვილი. ჩვენ ფარულად ჩავწერეთ ორი მოწმე, რომელიც აცხადებს, რომ დავით ჟღენტმა თავდაპირელად გეთიაშვილი და ხაჩიძე ვერ ამოიცნო.

ერთ-ერთი ლაშა გეთიაშვილის პირველი ადვოკატი - ზვიად კვირიკაძეა. ის ამოცნობას ესწრებოდა. ფარულად მოპოვებულ ჩანაწერში იგი აცხადებს, რომ ჟღენტს პირველად ამოსაცნობ პირებს შორის მდგარი ერთ-ერთი პოლიციელი ეგონა დამნაშვე. როგორც კვირიკაძე იხსენებს, ჟღენტს სწორედ მან აურია თავ-გზა.

გელა პატიაშვილი, რომელიც ჩვენ ფარულად ჩავწერეთ, ამოცნობაზე დამსწრე პირი იყო. ფარულ ჩანაწერში პატიაშვილიც ამბობს, რომ დავით ჟღენტს ყაჩაღი თავდაპირველად ამოსაცნობ პირებს შორის მდგარი პოლიციის თანამშრომელი ეგონა.

ზვიად კვირიკაძე ფარულ ჩანაწერში თავადაც აღიარებს, რომ ამოცნობის დროს პროტესტი რომ გამოეთქვა, ადვოკატებს საქმე უფრო გაუადვილდებოდათ.

კვირიკაძის საქმეში ჩართვის დეტალები დღემდე ბუნდოვანია. იგი აცხადებს, რომ საქმეში საკუთარი ინიციატივითა და გამოძიების მომართვის საფუძველზე ჩაერთო.
იგი სახაზინო ადვოკატი არ იყო და საინტერესოა, რატომ დათანხმდნენ გეთიაშვილი და ხაჩიძე მათთვის უცნობი ადამიანის ადვოკატობას?

ლაშა გეთიაშვილი დაყაჩაღების დღეს სოფელ ახალშენში იმყოფებოდა. იგი ცოლ-შვილთან და დეიდაშვილთან ერთად თავის ნათესავ გოგი მაისურაძეს 25 დეკემბერს ეწვია და ახალ წელს სოფელში შეხვდა. გეთიაშვილი თბილისში ოჯახთან ერთად 2 იანვარს დაბრუნდა. იგი ვარდო ხანდამაშვილმა ჩამოიყვანა.

სასამართლომ გოგი მაისურაძისა და ვარდო ხანდამაშვილის ჩვენებები არ ჩათვალა მტკიცებულებად. მისთვის უფრო სარწმუნო ბრალდების მთავარი მოწმის, დავით ჟღენტის ჩვენება აღმოჩნდა.

მოწმეები
ჟღენტის ჩვენების თანახმად 28 დეკემბერს დილის ათის ნახევრისთვის იგი ავლაბრის მეტროდან ამოვიდა და იქვე მდებარე გველესიანის სტომატოლოგიური კლინიკისკენ გაემართა. სწორედ ამ დროს შეესწრო იგი დაყაჩაღების ფაქტს

- ”შორიახლოს, არკასთან ვიდექი. დამყაჩაღებლები 8-10 მეტრში იყვნენ ჩემგან დაშორებულები, თავზე შავი ქუდები ეხურათ და მუქი ტანსაცმელი ეცვათ”.

დავით ჟღენტმა სასამართლოზე ლაშა გეთიაშვილსა და ზურაბ ხაჩიძეში ყაჩაღები ამოიცნო - ”გეთიაშვლს ავტომატი ეჭირა, ხოლო ზურაბ ხაჩიძეს - ტომრები”.

საქმეში არსებობს კიდევ სამი მოწმე, რომლებმაც დამყაჩაღებლები გაცილებით უფრო ახლო მანძილიდან დაინახეს.

1. ზაალ კეჟერაშვილი, რომელიც სროლისას პენსიონერთა რიგში იდგა და ბარძაყში დაიჭრა, ყაჩაღებისგან 5-6 მეტრით იყო დაშორებული.

- “ვინ გაისროლა არ დამინახავს. ვიგრძენი საშინელი ტკივილი მარჯვენა ბარძაყის არეში... ვერ წამოვდექი, გავხოხდი ფოსტის გვერდზე მდებარე ავტონაწილების მაღაზიაში”.

2. მოწმე ჯაბა ზარდიაშვილი იქვე მდებარე ნამცხვრების მაღაზიასთან იდგა.

- ”თავდამსხმელები დავაფიქსირე 15-20 მეტრში, ყველაზე ახლო მანძილი ჩემსა და მათ შორის იყო 5 მეტრი”.

3. ვლადიმერ ერემიანმა ყაჩაღები ყველაზე ახლოს დაინახა. სროლის ხმა, როგორც კი გაიგო, გაიქცა. მან კორპუსს შემოუარა და თაღის უკან შეჩერდა. ყაჩაღები კი თანხის აღების შემდეგ სწორედ თაღის გავლით გაიქცნენ და ერემიანს წინ შეეჩეხნენ.

- ”ვინც წინ იდგა იყო დაბალი, გამხდარი, ვიფიქრე ამ სუსლიკას როგორ უჭირავს მეთქი ავტომატი. ერთი იყო ოდნავ მაღალი, მესამე იდგა ”ნივასთან” და სათვალეები ეკეთა. მას ავტომანქანის სახურავი ჰფარავდა.”.

მოწმეების ჩვენებით, თავდამსხმელები იყვნენ ”ნივის” სიმაღლენი და ოდნავ მაღალნი. ავტომანქანა “ნივა” საპასპორტო მონაცემების თანახმად 164 სმ სიმაღლისაა. ერთ-ერთი ბრალდებული, ლაშა გეთიაშვილის სიმაღლე კი 194 სმ-ია.

სასამართლო სხდომაზე სამივე მოწმემ განაცხადა, რომ გეთაშვილს არ იცნობდნენ.
მათ ვერც ზურაბ ხაჩიძე ამოიცნეს.

- ”იმ მომენტში, ჩემს ახლობელს, ჩემს შვილსაც ვერ ვიცნობდიო, თანაც დიდი დროა გასული”, - აღიარეს მოწმეება.

მხოლოდ დავით ჟღენტმა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან 25 მეტრის მოშორებით იდგა, შემთხვევიდან 4 თვის შემდეგ შეძლო ლაშა გეთიაშვილისა და ზურაბ ხაჩიძის ამოცნობა. ჟღენტი ყოფილი პოლიციელია და 1993-1996 წლებში შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობდა.

მისი ჩვენება, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ უტყუარ მტკიცებულებად მიიჩნია. ამ მტკიცებულების საფუძველზე გეთიაშვილიც და ხაჩიძეც გისოსებს მიღმა აღმოჩნედნენ. ისინი დღესდღეობით 25 წლიან სასჯელს იხდიან.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 3 posts ] 
დანაშაულის პრეზუმპცია
დესპანი