↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
NDI-ს რეიტინგი -პირველი რეაქციები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 17 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined27 Nov 2008
Posts11
კარმა0
OFFLINEPROFILE
NDI-ს რეიტინგი -პირველი რეაქციები
პოლიტიკოსთა პირველი რეაქციები:
ლევან გაჩეჩილაძე, გიორგი თარგამაძე, გიგი წერეთელი, გია ცაგარეიშვილი, ჯონდი ბაღათურია, იოსებ შატბერაშვილი, ასევე ექსპერტი იოსებ ცისკარიშვილი.

სიუჟეტი მთავარ გვერდზე:

http://gevision.tv

სააგენტო "ფაქტი".
ირაკლი ალასანიას გამოკითხულთა 15% უჭერს მხარს
2008 წლის 26 12, პარასკევი - 18:35

საერთაშორისო “ნაციონალურ-დემოკრატიული ინსტიტუტის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი ალასანია საქართველოს პრეზიდენტობის 8 კანდიდატთა შორის ლიდერობს. მას გამოკითხულთა 15% უჭერს მხარს. მეორე ადგილი _ 10%-ით _ “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დაიკავა. პარლამენტის ექს-სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ ხმების 7% მოაგროვა და მესამე ადგილი დაიკავა. ამ გამოკითხვის რეიტინგში მიხეილ სააკაშვილი დასახელებული არ არის.

http://fact.ge/news.aspx

პირველი ინფორმაცია ამის თაობაზე გუშინ გაავრცელა გაზეთმა "ვერსიამ".სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
საინტერესო რეტინგია. მაგრამ ვერ ვხვდები ვინ მუშაობს ალასანიაზე, ასე არაფრისგან ლიდერად ვერ იქცევი დაუხმარებლად. თარგამაძის 10%-იც გაუგებარია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Jun 2008
Posts1079
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნინო გეთანხმები :)))

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
საერთოდ რა ტელევიზიაა ეს,რატომღაც პირველად გავიგე.
მეც მგონია რომ ალასანიასგან უცხო ძალები ხელოვნურად ქმნიან ლიდერს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
რა გააკეტა ერთი ამ ალასანიამ სალიდერო,ამიხსენით რა?=fiqri=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
ჩემი აზრით, ალასანიას გალიდერება არ არის გამოწვეული რაიმე ერთი ფაქტორით. ვფიქრობ, უფრო ფაქტორთა კომპლექსია.

პირველი, ალბათ,პრობლემათა მშვიდობიანი დარეგულირების კურსის მხარდაჭერა და აუცილებლობა.
მეორე,აფხაზეთის პრობლემის შესაძლებელი მომგვარებელი, რამე-თუ საყოველთაოდ იყო ცნობილი აფხაზეთის მხრიდან მის მიმართ გამოხატული ნდობის შესახებ.
მესამე,დღევანდელ საქართველოში, სადაც ნიხილიზმია დამკვიდრებული,და ამ ნიხილიზმის წყარო პირველ რიგში არსებული ხელისუფლებაა და მეორე რიგში-უნიათო ოპოზიცია, მოსახლეობაში მომწიფდა სურვილი გამოყოს ახალი ფიგურა, რომელიც არც "გაშიშვლებული" მზაკვარი ხელისუფლების იდენტური სახეა და არც იმ უნიათო ოპოზიციას განეკუთვნება , რადგან ყოველივე უკვე გაუსაძლისია და ცვლილების აუცილებლობაც მომწიფდა.
მეოთხე, სააკაშვილმა, მოიშორა რა ალასანია საქართველოდან, როგორც მზარდი ავტორიტეტი, კიდევ უფრო გაუზარდა მას ეს ავტორიტეტი საკუთარი ავტორიტეტის დაცემის პირდაპირპროპორციულად, რომლის ფინალური დაგვირგვინება იყო ალასანიას მიერ გეროში საქართველოს ინტერესების დაცვის საჯარო ჩვენებები, რომელსაც ,ალბათ, ნაციონალები ძალიან ნანობენ.
და,
მეხუთე.nabula, მე კითხვას სხვაგვარად დავსვამდი. რა გააკეთა ალასანიამ ისეთი, რაც ხელს შეუშლის რომ გახდეს ლიდერი დღეს?

ხოლო, ჩემთვის პირადად, მისასალმებელი იყო მისი მხრიდან, ბევრისგან განსხვავებით, საქართველოს სამსახურში ყველა ძალებთან თანამშრომლობა პროფესიონალიზმის ნიშნითა და საქართველოს ინტერესების საკეთილდღეოდ. მათ შორის-ნაციონალებთანაც. მიუხედავად ჩემი ძალიან ნეგა6ტიური დამოკიდებულებისა დღევანდელი მთავრობის მიმართ, დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში ბევრი ზედმიწევნით კეთილსინდისიერი და ჭეშმარიტი პატრიოტი ადამიანი მუშაობს და საქართველოს არ ჰყავს "შვილი დასაკარგავი".

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 Oct 2006
Posts174
კარმა75
OFFLINEPROFILE
ბაზი გახსოვს მთელი საქართველო ვუკრავდით ტაშს მიშას:( ხოდა ეხლა რა ხდება? პირიქით. ვინც არ უნდა მოვიდეს ფირობ რომ რამე შეცვლება......სად მიქანება ჩვენი ქვეყანა ღმერთმა იცის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
მე რომ არასდროს ვუკრავდი, კი იცი. ალბათ დამთავრდება ბელადომანია. მე მაინც მგონია, რომ ალასანია შესძლებს ბალანსის მოძებვნას დასავლეთსა და ჩრდილოეთს შორის.ჩემი აზრით, სწორედ ეს ბალანსი გვჭირდება.=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბაზი2002
საქართველოში ,ხალხი ყოველთვის ლიდერის ძებნაშია, მაგრამ ალასანიას თემა ამოტივტივდა აგვისტოს ომის დამთავრებისთანავე. მაგ დროს ალასანია საერთოდ არანაირად არ აქტიურობდა, ამიტომაცაა საეჭვო ჩემთვის , მის პოპულარიზაციაში სხვისი ხელის არსებობა. არ მჯერა, რომ ერთ თვეში ადამიანი შეიძლება გახდეს პრეზიდენტობის კანდიდატი , თანაც ამ პიროვნების პოლიტიკურ არენაზე არ არსებობის დროს.:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
nino თუ გახსოვს როგორი გამოხმაურება ჰქონდა აფხაზების მხრიდან ალასანიას საქართველოდან გადყვანას? ალასანია ამ გაზაფხულზეც გამოძახებული იყო საქართველოში, აფხაზეთში სიტუაცია რომ დაიძაბა. მისი იქ ჩასვლა, მოლაპარაკებები და ჩაწყნარება ერთი იყო.ძალიან აქტიურად აგვისტოს ომის პერიოდში გამოჩნდა, იმდენად რამდენადაც ომთან დაკავშირებით გაეროს სხდომები მუდმივი ყურადღების ქვეშ იყო. ამას გარდა, უკვე მსოფლიოა პატარა და საქართველო-მითუმეტეს. და არაფერი არ იმალება. მისი ხელისუფლებასთან პოზიციებში განსხვავებულობამ ,ის ერთგვარად გამოყო ამ ხელისუფლებიდან და "ბაზალეთის ტბის" ფსკერზე აკვანში დარწეული ყრმის მოლოდინიც მომძლავრდა ქვეყანაში.შეიძლება , ის აღმოჩნდა საჭირო დროს საჭირო ადგილზე და ამას ისტორიული პროცესები განაპირობებენ. მაგრამ, ამას იმდენად არ აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც იმას, თუ რას შესთავაზებს ქვეყანას და ვის შემოიკრებს გარშემო. ამ ეტაპზე, მისი გეგმების ზოგადი მონახაზი, ჩემთვის მისაღები იყო. ვნახოთ რა იქნება მომავალში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ალასანია იმას შესთავაზებს ქვეყანას,რასაც
ამერიკა უკარნახებს.იმიტომაც ბრუნდება
ამერიკაში ასე სასწრაფოდ.მისი სრულყოფილად
მომზადებაა ჩაფიქრებული.თუ მის გვერდით
ბურჯანაძეც აღმოჩნდება,მაშინ ყველანაირ იმედს
დავკარგავ.:huh:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
qurdimaxo,შეიძლება ყველაფერი ვიფიქროთ. მათ შორის ისიც, რომ კახა ლომაია, მისი შემცვლელი, ეხლა დაინიშნა და უნდა შეუდგეს თავისი მოვალეობის შესრულებას. ლომაია, მანამდე ვერ შეუდგება თავის საქმიანობას, სანამ ალასანია არ გადააბარებს მას საქმეებს, არ გაიყვანს ყველა საჭირო არხებზე და ა.შ. ვფიქრობ, ყოველივე ამას დრო ჭირდება და ამითაც არის განპირობებული მისი უკან ამრიკაში გაბრუნება.რაც შეეხება ბურჯანაძეს. მე არც მის გამოყენებაზე ვიტყოდი უარს იმ საქმეში, რაშიც ის შეიძლება ყველაზე კომპეტენტური იყოს და უფრო მეტად წაადგეს ქვეყანას.თუმცა ,მის პრეზიდენტობის ამბიციებს შევკვეცავდი.ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს კადრების დეფიციტი და ყველა შესაძლებლობას უნდა გამოყენება.და რაც მთავარია,ამას ყველაფერს არ უნდა მოჰყვეს მიკერძოებული, უსამართლო სამოქალაქო დააპირისპირება-ნაციონალებსა და დანარჩენ საქართველოს შორის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბაზი2002
ყველაფერში ვერ დაგეთანხმებით. გაეროს სხდომებზე ალასანიას თავი არაფრით გამოუჩენია, ამიტომ ამას ვერ დავარქმევ მის პოლიტიკურ აქტივობას. აფხაზეთთან მიმართებაში მართალი ხართ. ის გარკვეული ნდობით სარგებლობს აფხაზებში. ჩემი აზრით, ვერც აფხაზების მხრიდან პატივისცემა და ვერც გაეროს სხდომები ვერ გახდიდა მას ასეთ პოპულარულს, რაღაც პირობები რომ არ უწყობდეს ხელს. მედია მასზე აქტიურად მუშაობს , არ ვიცი შეიძლება ეს მხოლოდ მართლაც ლიდერის ძიების პროცესია, მაგრამ რატომღაც არ მჯერა, რომ ვინმეს ხელი ამაში არ ერიოს.ძალიან სწრაფად მოხდა მისი წარმოჩენა, თანაც პირადად ჩემთვის
ყოველგვარი საფუძვლის გარეშე.:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ერთს დავამატებ მხოლოდ,მე ალასანიას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს , უბრალოდ მაინტერესებს გავერკვე ვინ დგას მის უკან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined27 Nov 2008
Posts11
კარმა0
OFFLINEPROFILE
ალასანიას უკან ამერიკის ადმინისტრაციას მოიაზრებენ და არ ვიცი არ ვიცი ვნახოთ

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 17 posts ] 
NDI-ს რეიტინგი -პირველი რეაქციები
დესპანი