nino5 wrote:ციტატა:
ალბათ არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი რომ ბედნიერებისთვის სულ ცოტა რამ არის საჭირო. საყვარელი ადამიანისგან ერთმა გაღიმებაც კი შეიძლება ბედნიერი გაგხადოს თუნდაც ერთი საათით.
. რასაკვირველია ბედნიერებაა , როცა შენი ოჯახის წევრები, შენი ახლობელი ადამიანები კარგად და ჯანმრთელად არიან, მაგრამ ადამიანის ბედნიერება მაინც სიყვარულს უკავშირდება . ბედნიერი ხარ, თუ ისეთი ადამიანი გეყოლება გვერდით, რომელიც მთელი ცხოვრება გეყვარება, რომლის გვერდით ყოფნაზე მეტად არაფერი გენდომება, ვისი ალერსიც არ მოგბეზრდება.ვინც ყოველ წუთს გენატრება, მიუხედავად იმისა რომ ერთად ცხოვრობთ...
ბედნიერი ხარ, როცა გრძნობ,რომ შენი საყვარელი პიროვნებისთვის სანატრელი და უძვირფასესი ხარ...
ბედნიერი ხარ ,როცა დილით თვალს გაახელ და შენს საყვარელ ადამიანს დაინახავ...
ბედნიერი ხარ, როცა ხვდები ,რომ მას უყვარხარ...
და ბედნიერი ხარ, როცა ხვდები ,რომ ერთმანეთისთვის გაჩნდით. და ერთი მთლიანი ხართ...
ნინო

მაგარი ხარ:)