↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
მიხეილ სააკაშვილი: "საქართველოს მთავარი ბატონ-პატრონი ქართველი ხალხი იქნება"
http://www.pirveli.com.ge/

ნეტა, დარჩა რამე ქართველ ხალხს საპატრონებელი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
დავითაიამ თავისი კომისია ისე "კარგად ამუშავა", რომ სპიკერობას გამოჰკრა ხელი=lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts825
კარმა60
OFFLINEPROFILE
ყარყარაშვილიც ბერავს რა ამ სიტვაციას არაფერი ფაკტები მაგას არ გააჩნია.

1200 სპეცნაზელი ორ ჯგუფად შევიდა ცხინვალში 9 აგრბული ქონდათ 9 -შივე პრიკაზი მიცეს და თბილისის დასაცავად გადმოიყვანეს , რის შემდეგაც ჯარმა დაიწყო შესვლა პალარერულად, რაც შეეხება რაჭაში მყოფ ბიჭებს ისინი რაჭაში ოსეთიდან გადავიდნენ ჯავიდან ხუთ კილომეტრში ჩვენებმა ხიდი დაანგრიეს რუსები 11 ვერ გადმოდიოდნენ . რაჭიდან ჩემთვის გაუგებარი მიზეზის გამო კოდორის ხეობაში გადაიყვანეს თან უთხრეს ბეზ პრიკაზა ნი სტრელიაწ . რუსები კოდორის ხეობას იღებნენ და ჩვენები ვერ ესროდნენ იმოტომაცაა კეზერაშვილმა პოსტი რო დატოვა.

ცხინვალში 8 ახლობელი იბძოდა სპეცრაზმში, კოდორში 1 ისაც ოსეტიდან გადაისროლეს .
რეებს ისაბუთებს ვინ რა თქვა რა მნიშვნელობა აქვს.

რუსებმა რო ცხინვალი ბომბეს ხომ ყველამ კარგად იცით არც ოსს ინდობნენ და არც ქართველს.

ჩვენ ერთი რაც დავკარგეთ ჩვენი ბიჭებია დანარჩენი არაფერი დაგვიკარგია,

2000 კაცია მკვდარი ჩვენი მხრიდან რუსებიც დაახლოებით მაგდენივე ,
სენაკში წარისკაცებით სავსე მანქანები რო დაბომბეს იმასაც არსად იძახიან 300 კაცი მოკვდა .
რუსებმა ვაბშე ბოლო ინფორმაციით 45 კაცი დაკარგეს ეს ისე ისტორიაში რო დაწერონ ციფრი გამოაქვეყნეს 3 დღის უკან. არადა ჩემი თვალით მაქვს ნანახი 30 კაცი ჩამოხტება ურალიდან და ყვირიან ეტა ასტატი ბატალიონაო ბატალიონში 250 კაცია აღარაფერს ვამბობ ცხინვალის ომონზე და მოხალისეებზე.

ოსეთის და აფხაზეთის დაბრუნებას ჩვენ მოვესწრებით და თანაც ძალიან მალე, რუსეთი ინგრევა .

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბატატარი
რატომ გგონია რომ ყარყარაშვილს არავითარი ინფორმაცია არ გააჩნია და თქვენ ხართ ჭეშმარიტების ინსტანცია? იგივე ჯარისკაცების ინტერვიუებშიც ანალოგიური სიტუაცია ფიქსირდება. კეზერაშვილი დამოუკიდებლად ვერანაირ ბრძანებას ვერ გასცემდა. ეს ელემტალურია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Jun 2008
Posts1079
კარმა0
OFFLINEPROFILE
აქ ციტირება როგორ უნდა გააკეთო? არ ვიცი და მასწავლეთ რაა :( ისე ბატატარი მართლა მაინტერესებს

დარწმუნებული ხარ რომ მალე დავიბრუნებთ აფხაზეთს და ოსეთს? კარგია ასეთი ოპტიმიზმი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
ე.ი. ყარყარაშვილი ტყუის?
პირველი ადამიანი ხარ, ვისგანაც მე მესმის ყრყარაშვილის მართალკაცობაში ეჭვის შეტანა. რამდენადაც მახსოვს, სწორედ სიმართქლის თქმისთვის უნდოდათ მისი "მოშორება". საბედნიეროდ გადარჩა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts825
კარმა60
OFFLINEPROFILE
არა კი არ ტყუის ინფორმაციას ვერ ფლობს მთლიანად ამიტომ არ შეიძლება მისი სტატიიდან გადამწყვეტი დასკვნა გამოიტანო.
ყარყარაშვილი მართლაც რო საქართველოს გულისთვის ბრძოლობდა და ბრძოლობს კიდევაც ამაში ეჩვი არ მეპარება. ვაფასებ გიას ნაირ ვაჟკაცებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
chiko20 wrote:
ციტატა:
აქ ციტირება როგორ უნდა გააკეთო? არ ვიცი და მასწავლეთ რაა :( ისე ბატატარი მართლა მაინტერესებს

დარწმუნებული ხარ რომ მალე დავიბრუნებთ აფხაზეთს და ოსეთს? კარგია ასეთი ოპტიმიზმი...
ჩიკო,მონიშნე ტექსტი და იმავე ტექსტის ქვეშ quote დაკლიკე
და გადმოვა თავისით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩიკო,მე მოვნიშნე ერთი ფრაზა და მთელი ტექსტი
გადმოვიდა.პატარა ფრაზა როგორ გადმოვა არ ვიცი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Jun 2008
Posts1079
კარმა0
OFFLINEPROFILE
qurdimaxo wrote:
ციტატა:
ჩიკო,მე მოვნიშნე ერთი ფრაზა და მთელი ტექსტი
გადმოვიდა.პატარა ფრაზა როგორ გადმოვა არ ვიცი.
მახუნია აბა თუ გამოვა ეხლავე კარმას გაჩუქებ სიქალულო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
chiko
მთელი ტექსტი თუ გინდა,მონიშვნაც არ უნდა,
პირდაპირ quote-ს დააკლიკე
კარმაზე მადლობა,ბოდიში მე ვერ გიბრუნებ,ნინოზე ვარ დაპირებული,ყოველ საღამოს,6სთ-ის მერე შენც მოგართმევ.=zer= =kf= =kf= =kf=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
batatari wrote:
ციტატა:
არა კი არ ტყუის ინფორმაციას ვერ ფლობს მთლიანად ამიტომ არ შეიძლება მისი სტატიიდან გადამწყვეტი დასკვნა გამოიტანო.
ყარყარაშვილი მართლაც რო საქართველოს გულისთვის ბრძოლობდა და ბრძოლობს კიდევაც ამაში ეჩვი არ მეპარება. ვაფასებ გიას ნაირ ვაჟკაცებს.

მე პირადად მგონია, რომ ყარყარაშვილი უფრო ფლობს ინფორმაციას, იმიტომ რომ ხელისუფლების წარმომადგენელი არ არის და ბევრი ჯარისკაცსა თუ რეზერვისტს შიში არ ექნებოდა გულახდილი ლაპარაკის. ყარყარაშვილი კი ის კაცი არ არის, რომ ის ხალხი ჩაუშვას. ამას გარდა ამ ინტერვიუში დიდი ადგილი ეთმობა ოფიციალური განცხადებებისა და ინფორმაციის შეჯერებას და ანალიზს.თან , არც ის მგონია, რომ მას პოლიტიკური ამბიციები ჰქონდეს და ამ მიზნით ჩაეტარებინოს ეს კვლევა.აბა, დავითაიას კომისია ფლობს სიმართლეს. ჯერ ის მარაზმი რად ღირს, რომ კომისიაში ის ხალხი იჯდა ვისი გადაწყვეტილებების შედეგიც იყო ეს ომნი . ე.ი. გივი თარგამაძე და კოკა გაბაშვილი საკუთარ ქმედებებს იძიებდნენ=lol= =lol= =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts196
კარმა55
OFFLINEPROFILE
ხალხი მხოლოდ ბჭობდაო, მიშა საქმეს აკეთებდაო, ღმერთი კიდევ იცინოდაო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ანდრო ბარნოვი: არ ვურჩევდი ხელისუფლებას იფიქროს, რომ შიშის გამო ხალხი ქუჩაში არ გამოვა

-ბატონო ანდრო, ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგი როგორც მოსალოდნელი იყო შეწყდა. ოპოზიცია ისევ აქციებისათვის ემზადება. შექმნილი ვითარება საკმაოდ რთულია, რა გამოსავალი არსებობს?

- მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქართველოში ხელისუფლების ფენომენის მიმართ რაღაც არანორმალური დამოკიდებულებები არსებობს. მმართველობის სათავეში მოსულ ადამიანებს წასვლა აღარ უნდათ ხოლმე და ცდილობენ გამოიყენონ ნებისმიერი გზა, რომ კვლავ ხელისუფლებაში დარჩნენ. ეს რაც ზოგადად ხდება. რაც შეეხება დღევანდელ ხელისუფლებას - ვერავინ იტყვის, რომ ამ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა. მაგრამ დაუშვა ძალიან ბევრი შეცდომა და ხალხს უამრავი პრეტენზია დაუგროვდა. ამის გამო ხალხი ქუჩაში გამოვიდა და საკუთარ ხელისუფლებასთან დიალოგი მოითხოვა. ხელისუფლებამ პრაქტიკულად უარი თქვა ხალხთან დიალოგზე. ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია ხელისუფლების ქმედებების ლოგიკა. მით უფრო, რომ ამით ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა.

- ახლა დიალოგის შესაძლებლობა აღარ არის?

- დიალოგის დაწყება ან გაგრძელება და წარმატებით წარმართვა ყოველთვის შეიძლება. მთავარია, ხელისუფლებას ამის კეთილი ნება ჰქონდეს. დღეს ისევ ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, რომ პროცესები შესაძლოა მოლაპარაკებათა მაგიდიდან ქუჩაში გადავიდეს. ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სიტუაციის კრიტიკული ესკალაცია აიცილოს თავიდან. ამისთვის უბრალოდ, რეალურ დათმობებზე წასვლაა საჭირო. ხელისუფლებამ ბოლოსდაბოლოს უნდა გაიაზროს, რომ დათმობა სისუსტის მაჩვენებელი არ არის. პრინციპში, შემიძლია ვთქვა, რომ ჩიხში ჯერ კიდევ არ ვართ, მაგრამ თუ ხელისუფლება შეეცდება არც ერთი პრინციპული საკითხი არ დათმოს, ნამდვილად აღმოვჩნდებით გამოუვალ სიტუაციაში. ხაზგასმით მინდა ვთქვა: რევოლუცია, გადატრიალება თუ დემონსტრაციის დარბევა გამოსავალი არ არის.

- როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები 25 ნოემბერიდან?

- ისევე როგორც 2 ნოემბრის მიტინგის წინ, ხელისუფლებას აქვს ძალიან მკვეთრად გამოხატული არჩევანი: ან ძალიან კონკრეტული დათმობებით უნდა დააფიქსირონ, რომ მართლაც მზად არიან დიალოგისთვის, ან "ქუჩის" ზეგავლენით მოუწევთ ამის გაკეთება. ეს კი, ამ ხელისუფლებისთვის აშკარად მიუღებელია.

არ ვურჩევდი ხელისუფლებას იფიქროს, რომ შიშის გამო ხალხი ქუჩაში ვერ გამოვა და იგივე შიშის გამო ნაკლები რისკები იქნება. ხალხის დაშინება ასე ადვილი არ არის.

- რა ჩაითვლება ხელისუფლების მხრიდან დიალოგისთვის რეალურ მზადყოფნად?

- ოპოზიციის დღევანდელი მოთხოვნები საკმაოდ მარტივად დასაკმაყოფილებელია. ისინი ტელეკომპანია "იმედის" მაუწყებლობის აღდგენასა და ცესკო-ს პარიტეტულ საწყისებზე დაკომპლექტებას ითხოვენ. ეს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს. ამაში განსაკუთრებული არაფერია. მით უფრო, რომ თავისუფალი მედიისთვის თავისუფლად მუშაობის დაბრუნების შესაძლებლობას ხელისუფლებისგან საერთაშორისო საზოგადოებრიობაც ითხოვს. ეს საქართველოსთვის შელახული იმიჯის აღდგენის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა. რაც შეეხება ტელეკომპანიის მიმართ ხელისუფლების მიერ წამოყენებულ ბრალდებებს, გამოსავალი აქაც მარტივად მოსაძებნია: თუ რომელიმე იქ მომუშავე პირი მართლაც გამოდის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მაშინ, კონკრეტულად ამ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას. კომპანიის საქმიანობის შეჩერება მართლაც გაუგონარი ამბავია. მით უფრო, რომ ამას რადიო "იმედის" მაუწყებლობის შეჩერებაც ემატება.

- ექსპერტთა ერთი ნაწილის აზრით, სააკაშვილს და მის გუნდს უკვე ამერიკასა და ევროსტრუქტურებში აღარ აქვთ ისეთი მხარდაჭერა, როგორიც ბოლო პერიოდის მოვლენებამდე. არადა, საქართველოს ხელისუფლება პრინციპში, ცაიტნოტშია. სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხი განიხილება, 2 დეკემბერს დუმის არჩევნებია, 2008 წლის აპრილში ნატოს ბუქარესტის სამიტი, რომელზეც ჩვენი ქვეყანა საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებდა. ახლა, ძალიან ბევრი რამ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რა უნდა გააკეთოს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ვითარების გამოსასწორებლად?

- დავიწყოთ იმით, რომ უცნობია, საერთოდ გამართლდებოდა თუ არა ხელისუფლების დიდი მოლოდინები ნატოს სამიტთან დაკავშირებით. რაც შეეხება სააკაშვილისა და მისი გუნდის მიმართ ამერიკასა და ევროპაში აქამდე არსებულ ნდობის ხარისხს, ასე ცალსახად ვერ ვიტყოდი, რომ მათ ნდობა დაკარგეს. არსებობს ძალიან ცნობილი ამერიკელი ექსპერტის, ვლადიმერ სოკორის მოსაზრებები, რომელიც ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს სააკაშვილს და ამართლებს მიტინგის დარბევას. ვლადიმერ სოკორი საინტერესო ფიგურაა. როდესაც საუბარია ამერიკა-რუსეთის დაპირისპირებაზე, როგორც წესი, სოკორი კონკრეტული ინტერესების გამომხატველია ხოლმე. რადგან საქართველო ვაშინგტონში სწორედ ამერიკა-რუსეთის დაპირისპირების კონტექსტში განიხილება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოკორის მხრიდან სააკაშვილისა და მისი გუნდის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა ერთი რამის მანიშნებელია: მათ ჯერ კიდევ აქვთ ნდობის მანდატი. ეს, ასე ვთქვათ, მთავარი დინებაა. თუმცა, ისიც არის, რომ ოპოზიციის ბოლო ორთვიანი მცდელობების შედეგად იგივე ამერიკაში და ევროპაშიც უეცრად გაიაზრეს, რომ საქართველოში ხელისუფლების გარდა სხვა დემოკრატიული ძალებიც არიან. თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ უმთავრესად ფსონი მაინც ჯერ ისევ სააკაშვილზე იდება. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებას მაინც დიდი შრომა მოუწევს იმისთვის, რომ თავინთი დემოკრატიულობა დაამტკიცონ. ოპოზიციამ კი, თავიანთი სათქმელი ქვეყნის გარეთ უფრო მკაფიოდ უნდა თქვას. ამ ასპექტში ისინი ჯერ მოისუსტებენ.

- ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის სააკაშვილის გადადგომიდან არჩევნებამდე პერიოდი და შემდეგ, თავად არჩევნების მაქსიმალურად დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარება ერთგვარი ტესტი იქნება. თუ ისინი ამ გამოცდას ჩააბარებენ, ამერიკის და ევროსტრუქტურების მხრიდან მათ მიმართ ნდობა ისევ აღდგება.

-დიახ, მეც ვფიქრობ, რომ ეს ასეა. თუმცა, რამდენიმე ასპექტსაც დავამატებდი. მედიას ნორმალური მუშაობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს და ოპოზიციის მომხრე უბრალო მოსახლეობის დევნა დასრულდეს. სწორედ ეს იქნება ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის იმიჯზე ზრუნვა.

-ხელისუფლება ხშირად საუბრობს გარე საფრთხეებზე. რამდენად რეალურია ისინი?

-აბსოლუტურად რეალურია და ყველაფერი ისევ შიდა პოლიტიკურ პროცესებზეა დამოკიდებული. თუ სიტუაციის სტაბილიზაცია არ მოხდა, რუსეთს მარტივად შეუძლია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში პრობლემები შეგვიქმნას. მაგალითად, გაზარდოს თავისი სამხედრო კონტიგენტი. ეს, განსაკუთრებით გულდასაწყვეტი სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით იქნება, რადგან იქ, ფაქტობრივად, ნახევრად მოგებულ თამაშს ვთამაშობთ. თქვენ კოსოვო ახსენეთ და ეს ძალიან სწორი აქცენტი იყო. კოსოვო საქართველოსთვის მართლაც მეტად მტკივნეული თემაა. თუ ამ საკითხზე საერთაშორისო მასშტაბით შეთანხმება ვერ მოხერხდა, რუსეთს მარტივად შეუძლია, მაგალითად, აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ეს, გრძელვადიან პერსპექტივაში თავად რუსეთსვე შეუქმნის სერიოზულ პრობლემებს, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში - საქართველოს.

მანანა აბაშიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
1998 წელს, ავსტრიაში საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც 400 ადამიანი ესწრებოდა, მაშინდელმა კგბ თანამშრომელმა და დღევანდელმა წუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიის აკადემიის პროფესორმა იგორ პანარინმა გააკეთა წინასწარმეტყველური განცხადება, რომ 2010 წლისთვის ამერიკის შეერთებული შტატები დაიყოფოდა 6 რეგიონად, როგორც შედეგი მძიმე ეკონომიური მდგომარეობით გამოწვეული სამოქალაქო ომისა. ამას გარდა, მან ასევე უწინასწარმეტყველა ამ ქვეყანას სხვა ძლიერი სახელმწიფოს გავლენის ქვეშ მოქცევა და თავისი ტერიტორიების დაკარგვაც. 10 წელი გავიდა და დიდად არავის გახსენებია. დღეს მთელი მსოფლიო აქტიურად ალაპარაკდა ამაზე.მათ შორის საიდუმლო სამსახურებიც. რუსებმა არ დააყოვნეს და ალიასკაზე ალაპარაკდნენ.

http://www.axisglobe.com/article.asp?article=1724

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი