↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 322 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
ციცი ძალიან საინტერესო იყო .დიდი მადლობა გენაცვალე .გაიხარე =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
მიწის ყივილი

ექიმმა გამსინჯა და მითხრა:

- ძალიან დაღლილხართ. უნდა დაისვენოთ, გადით პარიზიდან - ან ზღვისკენ გაისეირნეთ, ან პალმებს შეეხიზნეთ. თითიც აღარ გაანძრიოთ: სჭამეთ, სვით, იხეტიალეთ, იბანავეთ და იგორავეთ. თქვენი წამალი მატრო ეს არის. ორევუარ!

პარიზს ვერ მოვწყდებოდი. ვიღაცამ მირჩია ნოჟანი.

საკვირველია, სადაც ზღვა სისხლი დაიღვრება, იმ ალაგს რაღაც იდუმალი ძალა მიეცემა: მისი სახელი მთელს ქვეყანას მოედება და ისტორიაშიც დარჩება. ყველას იზიდავს და იპყრობს იგი, თუნდაც უდაბური, მიუსაფარი და მიუვალი იყოს.

ალბათ ამიტომ ავირჩიე მდინარე მარნა და მის ნაპირზე გაშლილი ნოჟანი.

პატარა ქალაქია. პარიზის გარეუბნიდან ფეხით ერთი საათის სავალი ძლივს იქნება. თუნდ შარანტონის ჭალებს აჰყევით, გინდ ვერსენის ტყე გადასჭერით - უმალ ამ ქალაქს წააწყდებით.

აღარ დავაყოვნე: ერთი ოთახი - „პტი შამბრ“ დავიქირავე და ექიმის დარიგებას გავყევი: დილით საღამომდე თითსაც აღარ ვანძრევ. ვჭამ, ვბორიალებ, მწვანეზე ვგორაობ და ნახევარ დროს მარნასა და მის ნაპირებზე ვატარებ.

არსად მინახავს ასეთი მდინარე - რონა თუ შეედრება.

ღრმა და განიერ არხს მომაგონებს: დინჯი, მშვიდი, ზანტი და ანკარა. მუდამ სთვლემს, იზმორება, ილოღნება. ზედაპირზე ჩალის ერთ ღერსაც იშვიათად მოსძებნით, ხოლო ფსკერი - მუქი და დახავსილი - ნათლად და მკაფიოდ მოსჩანს, როგორც კენჭი ჭიქის ძირში.

პატარა ქალაქს ბაღიც პატარა აქვს, სამაგიეროდ ჩრდილოვანი, სუფთა და მყუდრო.

ერთხელ, ნასადილევს, სანამ საბანაოდ ჩავიდოდი, ამ ბაღში შევიხედე. ვეება წაბლის ქვეშ გრილი ბინდი ჩაწოლილა. ხის ჩრდილში გრძელი სკამი მოსჩანს. მივედი და დავჯექი.

ქვიშნარ გზაზე ღრმა მოხუცი მოდის - ჩანჩალით და ცანცარით.

უფრო მოეთრევა, ვიდრე მოდის და ერთ ფეხსაც კონკილასავით მოათრევს.

ხელში კოჟრიანი ჯოხი უჭირავს. ძნელი სათქმელია: ჯოხი ჰშველის მომავალს, თუ მოხუცი - ჯოხს. ორივენი ძლივს მოფარფატებენ.

პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა. ჩრდილში რომ შემოვიდა, უცბათ შესდგა - გამწყრალი თუ გაოცებული. მთრთოლვარე ხელით თვალები დაიჩრდილა და მომაშტერდა. მე ვზივარ და ვუმზერ.

დიდხანს სდგას და ცახცახებს, თანაც მიბღვერს და ხრინწით ახველებს.

მერე გაბრუნდა და წავიდა, თან განიერ და მოხრილ ბეჭებზე წყრომა მომაჩვენა.

„ალბათ, შეჩვეული ალაგი წავართვი, - გავიფიქრე და თავი ვიმართლე: - სკამი გრძელია. მოვიდეს და დაბრძანდეს“.

მეორე დღეს იმავ დროს იმავ სკამზე ვზივარ და წიგნს ვკითხულობ. ქვიშის ხრაშუნი მომესმა. ისევ ის მოფარფატებს. ჩრდილში შემოდის და გუშინდელივით მაშტერდება.

- ასსეიე ვუ, მესიე - დაბრძანდით, ბატონო, - მივიპატიჟე და ნაპირისკენ გავწიე.

მოლასლასდა, კრუსუნით დაეშვა და გაშეშდა.

ჩვენი ყუჩილი ბინდსა და სიგრილეს ეზავება. ღრმა დუმილს იშვიათად არღვევს ჩემი წიგნის ფურცვლა და მოხუცის სუნთქვა. შემდეგ წიგნი გვერდით მოვიდე, პაპიროსი გავაბოლე და რინდში გავეხვიე. ცხელა. მოთენთილი ვარ. ძნელი გასარჩევია, ვზივარ თუ ვდგევარ.

სივრცეს გავცქერი და მოჟუტული თვალით ვხედავ: მოხუცის ცანცარა თავი გაშლილი წიგნისაკენ იღუნება. მერე უცბათ დააფრინდა, თითქო მშიერი მოხრაკულს დასწვდაო: წიგნი გაწყალებულ თვალებზე მიიდო და ჩააცივდა. გადაშალა, გადმოფურცლა, სათაურს დააშტერდა და მომიბრუნდა:

- პარდონ, მესიე - ბოდიშს ვიხდი, რა ენაზეა დაბეჭდილი ეს წიგნი?

- ჟორჟიენ, - ვუპასუხე, - ქართულია, გაგიგონიათ ქართული, საქართველო?

შიშით შემომხედა, შეკრთა, თითქოს ცეცხლს წააწყდაო. წიგნი სწრაფად დაჰკეცა, თითქმის მომიგდო, წამოდგა და ჯაგჯაგით წავიდა, თითქმის გაიქცა. უცბათ მოტრიალდა, თვალები ხელით დაიჩრდილა, შემომხედა და, თითქო უარესად დაშინდაო, ნაბიჯს მოუხშირა, თან ქვიშნარზე ჯოჟრიანი ჯოხით გრძელი და ტალღოვანი ლარი გაიყოლა.

გამეცინა.

„აზრი რამ თუ აქვს აკვიატებული“, - გავიფიქრე და მარნასაკენ გავწიე.

მეორე დღეს ერთ პატარა სახლთან, ხლართიან რკინის კარებთან, ისევ იმ მოხუცს მოვკარი თვალი. მოდრეკილ ბოძივით იდგა და საკუთარ ფეხს დასცქეროდა. დამინახა, მოსხლტა, ეზოში შევარდა, მაღალ ბუჩქს მიეფარა.

ისევ გამეცინა. ოციოდე წამის შემდეგ ანკარა მდინარეში ვჭყუმპალაობდი. ის მოხუცი და მისი ნაკვიატი კი, რა თქმა უნდა, თავიდან ამოვიგდე და გრილ მდინარეს გავატანე

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined12 Dec 2008
Posts4
კარმა0
OFFLINEPROFILE
=fiqri=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მეც ძალიან მომწონს ჩემო თიკოთიკო=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტრაგედია უგმიროთ

შეუგნებლად დაერიდა ბავშების სივილს - გამოვიდა ქოხიდან... გადიარა ეზო... უგზო-უკვლოთ მიდიოდა. სადღაც ყანაში ჩამოჯდა ქვაზე. ერთი ფიქრიც არ ჩნდებოდა თავში... ცალ-ცალკე სიტყვები გაიელვებდენ ნაპერწკალივით: „ჭადი“... „ბავშები“... „ხარი“... ისევ ადგა, ჯერ შარაგზას გაყვა, მერე ორღობეში შეუხვია: დაუძახა ვიღამაც. მობრუნდა.

- გუშინწინ რომ მთხოვე ფქვილი, ღმერთია მოწამე, არ მქონდა; აი დღეს ქე მაქ ცოტა, და ნახევარ ჯამს გიზიარებ... ოღონდ არ დამღუპო - იმ პარასკევს უნდა დამიბრუნო.

- მომეცი! - მოკლეთ მოუჭრა და ღობეს მიადგა.

- ამ ტოპსიკას ნუ გამომიგზავნი. მე თვითონ წამოვიღებ...

ადგილიდან არ იძროდა და ხმასაც არ იღებდა.

- რა დაგემართა, კაცო?

- არაფერი!

- ნუ გეშინია, ღმერთი მოწყალეა, ჩვენკენაც მოიხედავს...

ნელა შემობრუნდა, უხმოთ მოშორდა მოხუც დედაკაცს - თავის ნათლიას, რომელიც გულში ფიქრობდა: შენი მტერია, ეს ნახევარი ჯამი ფქვილი კი დავკარგე... მარა ჩემი რძალი მაინც არ გაიგებდეს... რას უშველის, საწყალს, ნახევარი ჯამი?.. ეხ, ღმერთო, ღმერთო!

***

- მამა, ფქვილი მოიტანე? - ახრიალდენ ბავშები.

- გვაჭმევ?

- კი, შვილო, კი, ბიჭო, - ეუბნებოდა ხან ერთსა და ხან მეორეს.

ბავშებს უთქმელათ მოჰქონდათ ფიჩხი, ანთებდენ ცეცხლს, აწყობდენ და ასწორებდენ კეცებს.

მამამ წუთში მოზილა ცომი და გავარვარებულ კეცებს დააკრა; ბავშების მოუთმენლობამ მოაგონა, რომ კარგი იქნებოდა ჭადების გამოცხობამდი მათი თავიდან მოშორება.

- აბა, ბიჭებო, წადით და ბიცოლა ეფროსინეს ოხრახუში გამოართვით - ბევრი აქვს, მოგცემთ...

ბავშები გაიქცენ.

ჭადის სუნმა მამაც აიტაცა. კეციდან ჭადი აიღო, გატეხა, გასაგრილებლად დაბერა და „გასასინჯათ“ ლუკმა პირში ჩაიდვა. მთელ სხეულს განუზომელი მადა აღეძრა...

მეორე ლუკმა...

სწვავდა ენას და მაინც სჭამდა.

ბავშები შემოვარდენ.

- მომეცი, მამა!..

- მეც!..

- გადით, თქვე გასაწყვეტლებო!

- მამა, მამა!!..

- მამა, ერთი ლუკმა!

ბავშები ცალი ხელით მილახა და ლაფაროში გაყარა; იქედანაც თვალზე ცრემლშემხმარი ბავშები ძაღლებივით კნაოდენ და იძახდენ:

- მამა, გვაჭამე!

ყურადღებას არ აქცევდა. მერე ერთიანათ ჩაიმუჭა პირში ბავშების მიერ მოტანილი ოხრახუში და წავიდა... გადავიდა ტევრში... მიწვა... კარგა ხანს ისვენებდა გარეტიანებული, თვალგახილული, მთვლემარი.

წამოიწია, დაჯდა.

ბავშების სივილი მოაგონდა...

მე შევჭამე....

ბავშებს არაფერი ვაჭამე...

ღმერთო, რა მომივიდა?..

სირცხვილი!.. ხალხს რაღა უთხრა?!. ვაი თუ დაიხოცენ...

ადგა, მივიდა ბავშებთან...

გადაბელილი ბჟოლის ძირში მიგდებულიყვენ... ეძინათ... მამა მიუწვა. ცრემლი შეჩერებოდა წამწამზე. თავს იკავებდა: არ გავაღვიძო მაინც! რა ვქენი! დედა ხომ არ იზამდა!!.

უმცროსს გამოეღვიძა. გაუკვირდა, ჩააჩერდა მამას.

- მამა!.. - წყნარათ დაიწყო ბავშმა.

- რა, შვილო? - ნაზათ უპასუხა.

- მთლად შეჭამე?

- !!

- მამა, ცოტა იქნება დაგრჩა - მომეცი... მუცელი მტკივა, არ გაგამხელ...

მამას ზლუქუნი წასკდა.

პატარა ბავშსაც გაეღვიძა „მშია“-„მშიას“ ძახილით.

მამა წამოიჭრა, ეზო გადირბინა. ვენახში მოხვდა. გაბმული ცხვარი სძოვდა. ახსნა. გავიდა ხეზე. დაჯდა. ბაწარი ტოტს მაგრათ მიაბა, მარყუჟი გამოსკვნა მეორე ბოლოში, გაშინჯა - კისერზე თუ მომიჭერსო და...

კეთილი ბებერი ნათლია იფოფრებოდა: - ღმერთო! ღმერთო! რა დროს მომასწარი!.. რა საცოდაობა დატრიალდა... ვინ მოუვლის დამშეულ ობლებს?!

- რაღა ჩემს ვენახში, ჩემი კარის უკან, ჩემი ბაწრით ჩამოიხჩო თავი ამ ოჯახქორმა! - ბრაზობდა და იწყევლებოდა მეზობელი, რომელსაც ამ შემთხვევის გამო, ვინ იცის, რა მოელოდა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
უღრანს ტყეში მოსული ვარ... მანამ ცოცხალი ვარ, ჩემის სილამაზით დავატკბობ ტყეს, ბალახს და იმ გაღმიდამ გამომცქერალს გულსავსიანს კლდესა, სურნელებას მივაფრქვევ არე-მარეს. ყველას ვუყვარვარ: აგერ იმ დამპალს ყუნჭს თვალი სულ ჩემსკენ უჭირავს, მიცინის ხოლმე, უნდა ჩემთან მოვიდეს, - მაკოცოს, მაგრამ არ შეუძლიან, მხოლოდ შორიდამ გამიცინებს, გაიღიმება საცოდავად, თუმცა უშნოდ, მაგრამ გულკეთილობა კი დიდი გადაეფინება ხოლმე პირზედ.
განა მარტო იმას უხარიან ჩემი სიცოცხლე? წვერხმელი ხეებიც მე დამხარიან ზევიდამ, თვითონ თავშიშველნი, ტოტებს მე მაფარებენ: ჩვენს იას არ შეგვიცივდეს, ან არაფერმა არ აწყინოსო. პირდაპირ შხაპუნა წვიმას არ უშვებენ ჩემამდის: წვიმას შეუძლიან ერთბაშად ჩამომაცალოს ფოთლები. უფოთლებოდ ყოფნა და სიკვდილი ჩემითვის ერთია. არა, ხეები: არყი, წიფელი, თხილი, თამელი, დუდგულა გარშემო მეხვევიან და მყარაულობენ, წვიმის ნამს ინახავენ ტოტებით, ფოთლებით და მერე ნელ-ნელა მამცვრევენ პირზე თითო-ოროლ ნამობით, პირსა მბანენ. მე ყელს მოვიღერებ და ვინატრებ, ნეტა სიმღერა შემეძლოს, ნეტავი დამბადებელს ჩემთვის ნიჭი მოეცა, რომ მექო მაღლა ცა და ღრუბელი, მზე, ეს ჩემი მფარველი ხეები, ეს მთები, ის ჭალები და ღაბუა ჩიტები, რომელნიც ხმელს, ყვითელს ფოთლებში წითლის და მწვანის ფრთაბუმბულით ჩემს წინ დაგოგავენ და ხანდახან შემომჭიკჭიკებენ პირში, მათამაშებენ, უხარიათ ჩემი სიცოცხლე. ჩემი ერთი თვის სიცოცხლე სხვის ოცდაოთხის თვის სიცოცხლეს სჯობია, მაგრამ დიდხანს სიცოცხლეს კი დანატრებული ვარ. დილას ერთმა „წიფლის-ჩიტამ“ ჩემს ახლოს იგალობა, ლამაზი რამ იყო, - ყელწითელი, ღაბუა; იმასაც ჩემსავით თავი მოსწონდა, იხედებოდა გულზედ და მხრებზედ; ყველას მოსწონს თავი, ყველას უხარიან სიცოცხლე, ყველას უყვარს ბუნება.

გუშინ ცამ იჭექა, ჭექა-ქუხილი ჩვენ არ გვაშინებს: ქუხილი წვიმის მომასწავებელია და წვიმა ხომ ძუძუს გვაწოვებს დედამიწის გულზე. მზე - მამაა, ზევიდამ დაგვყურებს და გვეალერსება, თვალყურს გვადევნებს. წვიმის მოსვლა მცენარეთ უხარიანთ, - უხარიანთ, ყელამდის სიხარულით მოიყარნენ; ეხლა ისინი ახალს კაბებს და ქათიბებს ჩაიცმენ. აი ეს ორი დღეა, რაც ჩემი დობილი სასუტელაც ამოჩნდა; უხარიან, უხარიან საცოდავს, სულ თავს იქნევს დაბლა და მაღლა, უკრავს თავს დედამიწას, მზის სინათლეს, მეჩურჩულება, ზღაპრებს მიამბობს სიცოცხლეზე, სიყვარულზე; ხანდახან კიდეც გაიკასკასებს, გადამეხვევა და მაკოცებს. გუშინ დილით მე და ჩემმა დობილმა ორივემ ვიტირეთ.
რა შეუბრალებელია კაცი?! რასაც კი დაინახავს, უნდა რომ თავის სასარგებლოდ მოიხმაროს. ალბათ ვერ აფასებს ჩვენს სილამაზეს! ჩვენ წინ კაცმა გამოიარა, ცალს მხარზედ ცული ედო, მეორეზედ თოფი ეკიდა. მიადგა ერთს მშვენიერს ტოტგადართხმულს წიფელს, დაუშინა ცული და წააქცია. საბრალო, როდესაც წაიქცა, დაიკვნესა. ჩვენს იქით გუგულისკაბა ამოსულიყო და ჯერ ხმელს, ჩამოსულს ფოთოლს არ ამოსცილებოდა. როდესაც ხე წაიქცა, გადიყრეინა ზევიდამ ფოთლები და წითლად გამობჭყვინდა, ცრემლები დასხმოდა ჩაღრმავებულს გულში.

შუადღის დროს დაღალულ-დაქანცული ქედანი მოვიდა და დაჯდა ჩვენ წინ თელის ტოტზე და დაიწყო ღუღუნი. უხაროდა იმასაც გაზაფხულის მოსვლა და ის, რომ მშვიდობით ნახა კიდევ ნაცნობი ადგილი. უცებ თოფი გავარდა, ქედანმა ხმა გაკმინდა, ჯერ ფეხით ჩამოეკიდა ტოტზე, მერმე ძირს ჩამოვარდა, ჩემს წინ დაეცა. სისხლი წამოუვიდა ნისკარტიდამ და თვალები დახუჭა; გადმონადენი სისხლი წვეთ-წვეთად დაეტყო ფოთლებზე. მე და სასუტელას კანკალი მოგვივიდა... მე გარკვევით არაფერი მესმის, მხოლოდ რაღაც ბუბუნი, გრიალი, ბუნდი ჟრიამული მოდის ჩემამდის.

ვაჰმე, რა საბრალო არი
ია, მოსული მთაზედა!
ბეჩავს დააზრობს სიცივე,
ან ელვას დაჰკრავს თავზედა;
ღმერთს მიუცია საწყლისად
მოკლე სიცოცხლე ჟამია,
ქვეყნისა მისგან შვენება
ერთი ბეჩავი წამია.
ია დაიწყებს კდომასა,
დაიქვითინებს: „ვაჰმეო!
თუ გამაჩინე, უფალო,
დიდი დღე რად არ მამეო?!“

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქალი და სამყარო, არა მგონია მათ საერთო ვერ უპოვნოთ, ეს კიდევ ძალიან ნაკლები შედარებაა. . .

ქალი ყოველთვის თავის გზას ადგას, ისევ როგორც დედამიწა თავის ორბიტაზე. სამყაროში ყველაფერი ხდება. არსებობს სიყვარული, სიკეთე, ბოროტება, შურისძიება , ტკივილი , ბედნიერება და ვინ მოსთვლის კიდევ.
ეს ყველაფერი ჩნდება ქალში, გააჩნია როდის რას გამოამჯღავნებს ან კიდეც ჩაკლავს.
რა აღწერს დედაბუნებას, ყვავილებით გადაპენტილი მინდორი, მდინარე, ტყე, უდაბნო . . .

სამყარო ის ადგილია, სადაც ვცოცხლობთ, როგორიც არ უნდა იყოს ის. ჩვენთვის მხოლოდ მშვენიერია. ასევე ქალი არის ახალი სიცოცხლის საწყისი, ქალი გვავიწყებს ტკივილს და ქალი გვანიჭებს მას.

ლამაზი ქალი, ის უდაბნოს მაგონებს, სადაც მხოლოდ ერთეულნი ისადგურებენ,
რთულია მის გარემოცვაში სიცოცხლე, მცხუნვარე ქალი...

ის ტყეს მაგონებს, სადაც შეიძლება გზა ვერ გაიკვალო, ძნელია მისი გავლენიდან თავის დაღწევა, თუ გაეხვიე მის მორევში.
ქალი და ზღვა, არ მჯერა თუ მათ საერთოს ვერ უპოვნით. ის ისეთი უსასრულოა, თვალმიუწვდომელი, მღელვარე, მშფოთვარე, ღრმა, თუ მის ტალღას შეეჯახე და ვერ დააღწიე თავი. . . არ გაგონებს ქალს?

მდინარე მიუყვება თავის კალაპოტს, არავის ემორჩილება, ვერავინ შეაჩერებს, წარმოიქმნება მისგან მეწყერი და გათავდა, მორჩა. არ გავს ქალს?

უღრანი გამხმარი ხეების ტყე. რა გაიგებს მის სამყაროს საიდუმლოს. ეს ხეები გულნატკენ ქალებს მაგონებენ, რომლებთაც ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, მათ არ ემორჩილებათ გონება… . . .

ქალი მინდორია, მწვანე მობიბინე მდელო, ყვავილებით გადაპენტილი, თავისუფლება, სივრცე, მისგან იღებს ფუტკარი ნექტარს. შეხედე რა ლამაზად შეუმოსია უფალს პატარა უსუსური ყვავილები სინაზით, უბარლოები და სილამაზით დამსვენებულები, ყველას, რომ სიმშვიდეს მოჰგვრის მისი მშვენება. შეხედავ, დაგამშვიდებს, მისი სურნელება მოგაჯადოვებს. მოწყვიტავ ყვავილს გინდა დაეუფლო, მაგრამ გახმება და ხელში ჩაგაწკნება, დაგტოვებს სამუდამოდ მის სურნელებაში გახვეულს. . . მას კი ადვილად გაანადგურებენ, ატკენენ გულს. . .

ნუ გათელავთ ყვავილების მდელოს. . .
მამაკაცებო ისე მოიქეცით, რომ ქალი მხოლოდ ყვავილებიან მდელოს გავდეს. . .
.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.

მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.

თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.

წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.

მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ, რომ მეხილა მზე.

ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.

მოვედი ადრე.

და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.

ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.

და მეშინია...

ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.

მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.

ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.

პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.

მე არ მინდოდა სიცოცხლე.

არც სიკვდილი.

მე რაღაც სხვა მსურდა.

ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების.

მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან.

და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.

მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:

მე მინდა გაფრენა.

მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი.

ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი როგორ ამოვიდე ამ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.

არა სიცოცხლე.

არა სიკვდილი.

არამედ რაღაც სხვა.

ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობისათვის. გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ისევ სიშორეზე ტირის როიალი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 Oct 2006
Posts174
კარმა75
OFFLINEPROFILE
უღრანს ტყეში მოსული ვარ... მანამ ცოცხალი ვარ, ჩემის სილამაზით დავატკბობ ტყეს, ბალახს და იმ გაღმიდამ გამომცქერალს გულსავსიანს კლდესა, სურნელებას მივაფრქვევ არე-მარეს. ყველას ვუყვარვარ: აგერ იმ დამპალს ყუნჭს თვალი სულ ჩემსკენ უჭირავს, მიცინის ხოლმე, უნდა ჩემთან მოვიდეს, - მაკოცოს, მაგრამ არ შეუძლიან, მხოლოდ შორიდამ გამიცინებს, გაიღიმება საცოდავად, თუმცა უშნოდ, მაგრამ გულკეთილობა კი დიდი გადაეფინება ხოლმე პირზედ.
განა მარტო იმას უხარიან ჩემი სიცოცხლე? წვერხმელი ხეებიც მე დამხარიან ზევიდამ, თვითონ თავშიშველნი, ტოტებს მე მაფარებენ: ჩვენს იას არ შეგვიცივდეს, ან არაფერმა არ აწყინოსო. პირდაპირ შხაპუნა წვიმას არ უშვებენ ჩემამდის: წვიმას შეუძლიან ერთბაშად ჩამომაცალოს ფოთლები. უფოთლებოდ ყოფნა და სიკვდილი ჩემითვის ერთია. არა, ხეები: არყი, წიფელი, თხილი, თამელი, დუდგულა გარშემო მეხვევიან და მყარაულობენ, წვიმის ნამს ინახავენ ტოტებით, ფოთლებით და მერე ნელ-ნელა მამცვრევენ პირზე თითო-ოროლ ნამობით, პირსა მბანენ. მე ყელს მოვიღერებ და ვინატრებ, ნეტა სიმღერა შემეძლოს, ნეტავი დამბადებელს ჩემთვის ნიჭი მოეცა, რომ მექო მაღლა ცა და ღრუბელი, მზე, ეს ჩემი მფარველი ხეები, ეს მთები, ის ჭალები და ღაბუა ჩიტები, რომელნიც ხმელს, ყვითელს ფოთლებში წითლის და მწვანის ფრთაბუმბულით ჩემს წინ დაგოგავენ და ხანდახან შემომჭიკჭიკებენ პირში, მათამაშებენ, უხარიათ ჩემი სიცოცხლე. ჩემი ერთი თვის სიცოცხლე სხვის ოცდაოთხის თვის სიცოცხლეს სჯობია, მაგრამ დიდხანს სიცოცხლეს კი დანატრებული ვარ. დილას ერთმა „წიფლის-ჩიტამ“ ჩემს ახლოს იგალობა, ლამაზი რამ იყო, - ყელწითელი, ღაბუა; იმასაც ჩემსავით თავი მოსწონდა, იხედებოდა გულზედ და მხრებზედ; ყველას მოსწონს თავი, ყველას უხარიან სიცოცხლე, ყველას უყვარს ბუნება.

გუშინ ცამ იჭექა, ჭექა-ქუხილი ჩვენ არ გვაშინებს: ქუხილი წვიმის მომასწავებელია და წვიმა ხომ ძუძუს გვაწოვებს დედამიწის გულზე. მზე - მამაა, ზევიდამ დაგვყურებს და გვეალერსება, თვალყურს გვადევნებს. წვიმის მოსვლა მცენარეთ უხარიანთ, - უხარიანთ, ყელამდის სიხარულით მოიყარნენ; ეხლა ისინი ახალს კაბებს და ქათიბებს ჩაიცმენ. აი ეს ორი დღეა, რაც ჩემი დობილი სასუტელაც ამოჩნდა; უხარიან, უხარიან საცოდავს, სულ თავს იქნევს დაბლა და მაღლა, უკრავს თავს დედამიწას, მზის სინათლეს, მეჩურჩულება, ზღაპრებს მიამბობს სიცოცხლეზე, სიყვარულზე; ხანდახან კიდეც გაიკასკასებს, გადამეხვევა და მაკოცებს. გუშინ დილით მე და ჩემმა დობილმა ორივემ ვიტირეთ.
რა შეუბრალებელია კაცი?! რასაც კი დაინახავს, უნდა რომ თავის სასარგებლოდ მოიხმაროს. ალბათ ვერ აფასებს ჩვენს სილამაზეს! ჩვენ წინ კაცმა გამოიარა, ცალს მხარზედ ცული ედო, მეორეზედ თოფი ეკიდა. მიადგა ერთს მშვენიერს ტოტგადართხმულს წიფელს, დაუშინა ცული და წააქცია. საბრალო, როდესაც წაიქცა, დაიკვნესა. ჩვენს იქით გუგულისკაბა ამოსულიყო და ჯერ ხმელს, ჩამოსულს ფოთოლს არ ამოსცილებოდა. როდესაც ხე წაიქცა, გადიყრეინა ზევიდამ ფოთლები და წითლად გამობჭყვინდა, ცრემლები დასხმოდა ჩაღრმავებულს გულში.

შუადღის დროს დაღალულ-დაქანცული ქედანი მოვიდა და დაჯდა ჩვენ წინ თელის ტოტზე და დაიწყო ღუღუნი. უხაროდა იმასაც გაზაფხულის მოსვლა და ის, რომ მშვიდობით ნახა კიდევ ნაცნობი ადგილი. უცებ თოფი გავარდა, ქედანმა ხმა გაკმინდა, ჯერ ფეხით ჩამოეკიდა ტოტზე, მერმე ძირს ჩამოვარდა, ჩემს წინ დაეცა. სისხლი წამოუვიდა ნისკარტიდამ და თვალები დახუჭა; გადმონადენი სისხლი წვეთ-წვეთად დაეტყო ფოთლებზე. მე და სასუტელას კანკალი მოგვივიდა... მე გარკვევით არაფერი მესმის, მხოლოდ რაღაც ბუბუნი, გრიალი, ბუნდი ჟრიამული მოდის ჩემამდის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე, რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი:
ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი;
დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი,
ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
გულთამხილავის მსჯავრი

ღმერთის წინაშე ორი ადამიანი წასდგა.

უცვლელი სახე უფალმა მათ მიაპყრო და გულთამხილავი თვალებით დააცქერდა.

- იცოდით ნება ჩემი?

- ვიცოდი, უფალო! წამიკითხავს დაბადება, შემისწავლია წმიდა სახარება, სამოციქულო, წმიდა მამათა ცხოვრება; ზეპირათ ვიცი საგალობელნი და ლოცვები, - მოახსენა ერთმა.

მეორე სდუმდა.

- შენ? - დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.

- არ ვიცი, არ წამიკითხავს.

- შეასრულეთ ნება ჩემი? - იკითხა კიდევ უფალმა.

- გზითა მართლითა ვიდოდი; საპყართა განვიკითხავდი; მიყვარდა ძმა ჩემი, ვითარცა თავი ჩემი; შენ მხოლოდ ერთსა თაყვანსა გცემდი, - მიუგო პირველმა.

მეორე სდუმდა.

- შენ? - დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.

- არ მახსოვს, უფალო, და მგონია, არც ყოფილა ასეთი რამ.

- შეასრულე ათი მცნება? - განაგრძო უფალმა დაკითხვა, თუმცა ყოველივე იცოდა უზენაესმა.

- დიახ, უფალო! არც ერთი არ დამირღვევია! - მიუგო პირველმა.

მეორე ისევ სდუმდა.

- შენ?

- რა?

- მოგიკლავს ადამიანი?

- არა! ორფეხი ცხოველი, ადამიანს რომ უძახიან, ის კი.

- გითქვამს ტყუილი?

- ტყუილი არა! უხეშ სინამდვილეს რომ აფერადებდა და ლამაზ ოცნებათ ხდიდა, ისეთი კი... ბევრი.

- გიმრუშია?

- არა! სატრფოსთან ერთარსებათ კი გარდავქმნილვარ, და ერთმანეთის ცეცხლის ალში კი დავმწვარვართ!

- გიგმია ღმერთი?

- არა! ის ძალა კი, ადამიანს რომ უკუღმართ გზაზე დააყენებს, სიცოცხლეს გაუმწარებს, ის კი ხშირათ.

- თაყვანს სცემდი, ჩემს გარდა, სხვა ღმერთს?

- ერთ ღმერთს თაყვანსა ვცემდი - ღმერთს სიყვარულისას, იმედისას, მშვენიერებისას.

ყველა დადუმდა.

- რა გსურთ ახლა? - დაარღვია ღმერთმა სიჩუმე.

- განსვენება ადგილსა ყვავილოვანსა! - საჩქაროთ უპასუხა პირველმა.

მეორე სდუმდა.

- შენ?

- ნუ მათქმევინებ - გარისხდები, უფალო!

- მოგენიჭოს! - ბრძანა უფალმა და გულთამხილავის უცვლელმა, მკაცრმა სახემ ნისლი გადიყარა.

მდუმარე ადამიანის წინ გაჩნდა მომღიმარე, ვარდებით შემკული, ლამაზი ქალწული. მას ნეკტარით სავსე პატარა თასი ეჭირა ხელში. შორიდან კი ისმოდა ქნარის ხმა.

- მე რაღა, უფალო? - შეეკითხა პირველი ადამიანი ღმერთს.

- შენ ჯერ არ გიცხოვრია: შენ ჩემს არტახანში იყავ გაკრული. პირადათ შენ რისი მომქმედი ხარ, არ ვიცი. იქნებ ყოვლად ცუდი და სასიზღარი იყო და როგორ დაგაჯილდოვო?! წადი ისევ ქვეყნად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლამაზია გურჯის ქალი

წვიმა ისევ მოდიოდა. უფრო ჩამობნელდა. ნელა დაიძრნენ ლეკები. გამზა მარჯვე იყო, ოსმანიც, ალი არა.

აღა ბიი იყო მათი მეთაური.

ტყის პირას სახლი იდგა.

გამზა აივანზე აძვრა.

ოსმანიც, აღა ბიიც.

ალის ცხენები ეჭირა.

დილით უკვე კავკასიონს გადაცდნენ.

- ჩადორზე გადავიარეთ, - თქვა აღა ბიიმ და ხელები ალაჰისაკენ აღაპყრო. სხვებმა სახეები აწიეს:

- დიდ არს ალაჰი.

ხელები დაკავებული ჰქონდათ: ალის დატყვევებული მამა გაედო, ოსმანს და, გამზას თითონ თინათინ.

მთელი ღამე აწვალეს ტყვეებმა. მაინც დაიმორჩილეს. შეკრულებს თითებიდან სისხლი სდიოდათ, თავპირი დასიებული ჰქონდათ ცემისგან. თინათინ ინძრეოდა კიდევ. გამზას მაგრად ეჭირა.

- ოი, ალაჰ! - უცებ ამოხდა გამზას და ვენიდან გადმოჩქეფილ სისხლს პირი შეაშველა. თინათინმა ლეკის სისხლი გადმოაპურჭყა. გამზამ ხანჯალი გაიძრო; თინათინმა ნაბდიდან გამოყო თავი და შავი თვალები შეანათა.

- რაღას უცდი, - თქვა აღა ბიიმ. სხვებმაც დასტური მისცეს.

გამზა გაშეშდა, მერე ხანჯალი ჩააგო.

- რაღას უცდი, - გაიმეორა აღა ბიიმ.

- ლამაზია გურჯის ქალი! - თქვა გამზამ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბებრები

ხელის გულივით სწორია აზნაური ბეგლარის ფრჩხილის ოდენა ეზო. ნაშუადღევის სიოს ქინძისა, პიტნისა და ომბალოს სუნი ბოსტნიდან მეორე მხარეზე გაშენებულ ვენახში გადააქვს. წნელის ღობე, კვინძები და ყორე გადახლართულია მაყვლით; დაუღლული ღორი ამაოთ ღრუტუნებს - შემოსვლას ვერ ახერხებს. ყავარაყრილი ორსართულიანი პატარა ოდის პალატში იცოხნება ცალი ხარი და ქალბატონი ეკატერინეს უშობელი. ზედა სართულის აივანზე მოსჩანს კედელზე ჩამოკიდებული სასროლი ბადე და მოძველებული კეხი. ოდის წინ ნიგვზის ძირში გაფენილ ჭილოფზე წევს პერანგის ამარა, წაღებგახდილი ბეგლარი. გრძელ სკამზე გულმკერდს იშმუშნის მძინარე ეკატერინე.

დაცხრა მზე. ჩრდილმა მოიკიდა ფეხი. მეზობლებმა ფანჯრები გააღეს. დახურული ოთახიდან ხალხი ჰაერში გამოეფინა.

ეკატერინემ ძილში მოიგერა ბუზი.

- ქალო! - მთქნარებით და ზმორებით წამოიძახა ბეგლარმა და სკამლოგინზე წამოჯდა, - გეყოფა, ბატონო, ამდენი ძილი, დეიხაშმები... ქე შემოუქროლა პატარეი, გაგრილდა ქვეყანა.

ეკატერინე: შენ რა გიჭირს, მიწაზე იწევი; აქანე კი სული კიღამ წამივიდა... ი სიზმარი რომ არ დამსიზმრებოდა, მგონია, შევიშლებოდი... ბუზებიც, რომ უფრო ეტანებიან...

ბეგლარი: რა დაგესიზმრა, ჩემო ეკატერინე?

ეკატერინე: მიხვდი აბა...

ბეგლარი: რა ვიცი, შე ქალო! ანგელოზი დეგესიზმრებოდა, აბა სხვა რა იქნებოდა?

ეკატერინე: (მაცდურად) ანგელოზი კი არა...

ბეგლარი: აბა?

ეკატერინე: (იცინის)... შენ!.. (სიყვარულით) კი არ დამსიზმრებია... ძილში მომაგონდა, რაც წინეთ ვნახე.

ბეგლარი: მითხარი, ჩემო ეკატერინე... (და დაგლეჯილ ჭილოფს სკამისკენ მისწევს; ეკატერინე წამოჯდება სკამზე, შიშველ ფეხს ჭილოფზე დადგამს; ბეგლარი გვერდში მიუჯდება. შავი შარვალი და თეთრი შალის წინდები აცვია).

ეკატერინე: პირველად რომ გევეცანით ერთმანეთს... შენ ოქროსფერი ბოხოხი გეხურა, ლურჯ ახალუხზე წაბლისფერი ჩოხა გეცვა... შავი წუღამესტი სირმებით გქონდა მოქარგული... თეთრ ცხენზე იჯექი და ჭიშკარში ჩამოაჭენე... გახსოვს?

ბეგლარი: როგორ არა!..

ეკატერინე: აჯირითებდით ცხენებს შენ და - აცხონოს ღმერთმა - საწყალი პეტრე...

ბეგლარი: მახსოვს... მახსოვს, როგორ არა. შენი ეშხით არ ვიზოგავდი თავს... კაბა ჭადრაკული გეცვა და ზედატანი სახელო გამოშვებული წითელი; თავი თეთრი პეპლებიანი ბლონდით წაგეკრა... გიხდებოდა აივნის ბირკვილზე დაყრდნობა... გასაფრენ ჩიტსავით შემკრთალი, ყურადღებით გვათვალიერებდი... გახსოვს?

ეკატერინე: რავა არა?! რავა არა?! მაინც ხის ტოტმა, რომ ქუდი გადაგიგდო და შენ გადმოიხარე ასაღებათ... ხუჭუჭი თმა გადმოიყარა... თვალის დაშორება არ მინდოდა და თან შიშით თვალს ვხუჭავდი, ხეს არ დაეტაკოს-მეთქი. ბესარიონმა მერე რომ ლაგამში ხელი გტაცა, ძალი-ძალით, ძლივს ჩამოგახტუნა... ჩემი ბრალი იყო - მე შევეხვეწე... ზევით რომ ამოდი... ნასვამი, ნაჯირითევი... სახე გაგწითლებოდა... ყვითელი შავარშიანი ცხვირსახოცით იწმენდდი შუბლზე ოფლის წვეთებს... როგორ გშვენოდა კოკობი ულვაში, დაკრაკნილი წვერი... რამხელა თვალებს აბრიალებდი! ხანჯალზე რომ ხელს დაიდებდი, ასე ვფიქრობდი - ამიყვანდეს, წამიყვანდეს-მეთქი. გახსოვს?

ბეგლარი: ჰო, ჰო, და შენ წითელ ტუჩებს რომ ჩავაჩერდი, თეთრ კბილებს და შავ-შავ თვალებს, შენი წასვლა ვერ მოვითმინე და, როცა შებრუნდი, ხელი მინდოდა მეტაცნა ტევრათ კოჭებზე ჩამოყრილ ნაწნავებში... პეტრემ ხელი ამიკრა... სხვებმაც შემამჩნიეს... შეიქნა მიწევ-მოწევა, გახსოვს?

ეკატერინე: როგორ არა? მერე მთელ დღეს დამცინოდენ, მაწვალებდენ...

მუსაიფის დროს ბეგლარი ხელს მოხვევს; ეკატერინე თავს გულზე დაადებს: მოგონებათა ბურუსში გახვეულნი ჩუმათ სხედან, და ძნელი გამოსაცნობია, სთვლემენ თუ გაქვავებულან.

:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ღარიბი არი გეგენა,
როგორც ზამთარში მინდორი,
რომ ცოლ-შვილს პური აჭამოს,
შეძლება არ აქვს იმდონი.
ჩაცმაზე ვინღა რას იტყვის?
ტანზე აცვიათ კონკები
ცოლსა და შვილებს ერთგვარად,
სანაგვეს მონაპოვები.
ხარი არა ჰყავს, არც ფური,
თითქმის არც ერთი ქათამი;
სახლში არ უჩანს არც ქვაბი,
არც საფხეკელი, ასტამი,
და ქოხს, გადახრილს გვერდზედა,
ხელს ახლებ - გააქვ თამთამი.
დღიურის ნამუშევარით
იგი სულს უდგამს ცოლ-შვილსა.
წამს მოსვენება არა აქვს
გეგენას, წელში მოხრილსა.
ცოდვას არ იზამს არაფერს:
ღმერთი აშინებს ძალიან,
ლოცულობს გულ-მხურვალედა,
დროს რომ იხელთებს, სცალიან.
ღარიებებისა ღვთის მიმართ
მას ესმის აურ-ზაური;
თვით არ ემდურის, თუნდ წლამდე
ვერსად იშოვოს შაური.
II

ხვალ შობა არი, სოფელში
მზადება, ფაცა-ფუცია,
ყველა იმას ჰკლავს, რის დაკვლაც
სოფლის კაცს გულში უძია.
სამუდამოდა ღორს თუ ცხვარს,
ბევრს თვალი დაუხუჭია.
დიასახლისებს უპყრიათ
ხელში ბატ-ქათმის კუჭია.
გეგენა ოჯახობითურთ
მიყუჩებულა, მუნჯია:
რა დაკლან, რა გამოაცხონ,
როს ბედი მათთვის ძუნწია?!
ცეცხლი უნთიათ კერაზე,
ზედ უდევს დიდი კუნძია.
მჭადი თუ ექნათ ხვალისთვის
და ზედაც წყალი სასმელად,
ღმერთს შესწირავენ მადლობას,
არაფერი აქვთ სათქმელად.
დაღამდა, თოვნაც დაიწყო,
ქარისა ისმის ზუილი;
ასკდება ჩამოვარდნილი
ქარიდან, მგლების ყმუილი
ქოხი კედლებს და კერასა,
როგორც საქონლის ზმუილი.
იქ საქონელსა რა უნდა -
ოცნება არი ტყუილი!..
ცეცხლის ალიცა ბარბაცებს
მთვრალივით აქეთ-იქითა,
თითქოს უსვია კახური
ჯიხვით და არა ჭიქითა.

III

გარედან ისმის ძახილი,
არაკუნებენ კარებსა:
„მომხედეთ, კაცი ვინა ხართ,
უმწეოს, შესაბრალებსა!“
გეგენამ კარი გააღო,
გაიცქირება გარეთა;
წინ უდგას ვიღაც გლახაკი,
დაღონებული მწარედა.
ყელს უწევს ემუდარება:
„მგზავრი ვარ შორის გზიდანა,
მისტუმრე, აგრემც უფალი
წყალობას მოგცემს ციდანა.
სასმელ-საჭმელი არ მინდა,
ოღონდაც მქონდეს საფარი, -
ოღონდაც გავთბე ცეცხლზედა,
მგზავრობა-გადმონაყარი“.
- მობრძანდი, შენი ჭირიმე,
ვაჰმე, მომიკვდა თავია!
სტუმრის მიღება სახლშია
ეგრეც თუ ძნელი არია?!
მობრძანდი, ძმაო, მობრძანდი! -
ებღაუჭება გეგენა,
წინ მიუძღვება ცეცხლისკენ,
თან მგზავრი მიჰყავს ნელ-ნელა.
- ღარიბ-ღატაკი კაცი ვარ,
გული კი ღმერთმა იცოდეს!
ვინ არის, გულის პასუხსა
კაცისას გამოიცნობდეს?
მცხვენიან, რა ვქნა, რა გიყო?
რით გიმასპინძლო ან კია?
ძირს რა დაგიგო, დაგხურო? -
სთქვა, თავი გადაარწია.
„რადა სწუხდები, მეც თავად,
მხედავ, კაცი ვარ გლახაო,
მარტო ცეცხლზე რომ გამათბო,
სიკეთედ დაგინახაო,
დიდ სიკეთედა. ნუ ამბობ,
რა სათქმელია ეგაო,
ბოდიშის მოხდა მეტია,
შენს სარჩოს თვალით ვხედაო.“
უთხრა პასუხად სტუმარმა,
კვნესით ჩამოჯდა კერაზე:
„ცეცხლი ამ სიცივეშია
საამურია ყველაზე;
გარეთ სიცივე მომკლავდა.
ეს ჩემთვის დიდი მადლია,
ბედნიერი ვარ ფრიადა,
მე არაფერი მაკლია.“
გეგენა იხდის ფარაჯას,
ბეჭებზე ახვევს სტუმარსა,
სჭუჭკავს და თავზე ევლება
თავ-დაკიდებულს, მდუმარსა.
თუმც მეტის ლოლიობისთვის
გლახაკი ეტყვის მდურვასა.
ყველა - დიდი და პატარა -
ოჯახის უფროსს ჰბაძავენ
და არ იციან, ვით დაჰხვდნენ,
სტუმარს ღმერთადა ჰსახავენ!
ერთი ფეხებს ჰხდის, მეორე
უფრო თბილს ადგილს უმარჯვებს
და, თუ რამ მოეპოვება,
მხრებზე გასათბობს უმატებს.
„ღმერთმა გიშველოსთ, ჩემს ნაცვლად
იქნებ მან მოგცესთ წყალობა,
ვევედრი, თქვენს საწყლობასა
მან გაუწიოს წამლობა.“
თავად თუმც ჰშიანთ. მაგრამა
მჭადი სულ სტუმარს მოართვეს
და უხარიან ყველასა -
მშიერი კაცი გააძღეს.
შემდეგ მის მოსასვენებლად
თბილი ლოგინი გააწყვეს.
თავად კი მშივრები დაწვნენ,
რა გადიწერეს პირჯვარი.
ეძინათ, ვიდრე განთიადს
თან მოჰყვებოდა ცისკარი.

IV

პირველად გეგენა ადგა
და გადაქექა ნაცარი,
ცეცხლისა შესანახადა
ნაკვერჩხლებზედა ნაყარი.
დაანთო ცეცხლი. განათდა
ქოხი და ქოხში რაც არი;
გაოცდა მეტის-მეტადა,
სუართი ნახა საზარი:
იმის ქოხისა კელდები
თეთრია, როგორც საყდარი,
სავსეა სანოვაგითა,
რასაც ინატრებ, აქ არი,
მაგრამ ლოგინში სტუმარი,
უყურებს, აღარსად არი!..

1910 წ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
თავი-1

"თრობა" მომენატრა, ანუ ქართველი უცხოეთში.

გადის ეს დაუნდობელი, დაუნდობლად.

წამოსვლა იყო და უცებ მოხდა ყველაფერი.
წავიდეთ ვნახოთ, რა ხდება "იქითო".
ჩამოსვლა იყო და "დაუნდობელმა" დაჩაგვრა დამიწყო.
არ მაპატია არცერთი წამი.
მძიმე დღე და ღამე გამატარებინა.
არც ენა ვიცოდი ამათი და არც ამათი ცხოვრების წესი.
მოვხვდი სრულიად სხვა "სამყაროში".
არც მშობლები, არც ძმები, არც............. ნათესავები, მეგობრები, უბნელები, მეზობლები, ახლობლები, ნაცნობები.......

ყველაფერი აეროპორტში გაქრა.
გამოვედით.

დიდია.
უშველებელი.

ყველას თავის საქმე აქვს.

-ვინ ხარ შენ?
შევეკითხე ჩემს თავს.
მხრები არ ამიჩეჩია.
დავფიქრდი.
-შევძლებ?
ვკითხე საკუთარ თავს.
პასუხი, დაუყონებლივ მიიღო ტვინმა, გულიდან.

-დედას უტირებ.

წამოვედით აეროპორტიდან.
გვერდში, შვილების დედა მყავს.

შვილები, სახლში მშობლებს დაუტოვეთ.

ადვილია არა სათქმელად?
მაგრამ დასაწერად უფრო ძნელია!!!

წამოსვლისას, ჩემმა პატარა ძმამ, სველ პირსახოცში შეხვეული ფუთა გადმომცა.
-ეს გაგაძლებინებსო.
-ცოტა საშველს მოგცემსო.

როგორც იქნა, სასტუმროსაც მივადექით.
28 საათის შემდეგ, რაც მგზავრობაში გავლიეთ, მკვდრებივით დაგვეძინა.

ჩამოვედით ამერიკაში.

/აუცილებლად გავაგრძელებ./

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 322 posts ] 
დესპანი