↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები,
ყოველ ახალ წელიწადს მარად მომაგონდები.
შორი გზიდან მოსული, მამა-პაპის ჯილაგი —
უცხოდ განათებული, პატარა ჩიჩილაკი.
უცხოდ განათებული, სხვაზე არ გასაცვალი:
მწვანე სუროს ფოთოლი… კურკანტელას მარცვალი…
უზარმაზარ ოდაში მუხის ცეცხლი გუგუნებს,
ბავშვი, გაოცებული, მხოლოდ შენ შემოგყურებ.
დგახარ დამშვენებული ქამარ-ხანჯალ-ყაწიმით,
როგორც თეთრჩოხიანი იმერელი ყმაწვილი.
ფოჩიანი კანფეტიც ზედ გასხია მასრებად,
ალბათ, ცაში თუ მოხდა შენი გალამაზება!
უზარმაზარ ოდაში მუხის ცეცხლი ჩახჩახებს,
ძველი “მრავალჟამიერ” აღებს ყველა გასაღებს.
მე ხან პაპის წვერს ვუმზერ,
ხან შენ გიმზერ, ჩიჩილაკს,
და ვიღვრები ბინულის ნაკადივით სიცილად.
სულაც ვერ გამიგია, რა მახარებს, რას ველი
ასე თვალგაურყვნელი, სიხარულით თვალსველი,
მხოლოდ შენ შემოგცქერი, შენი შუქის მჯერა მე,
შორი გზიდან მოსულო, ვარსკვლავეთის მცენარევ!
სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები,
ყოველ ახალ წელიწადს მარად მომაგონდები!

2

რიონის პირად შფოთავს ქალაქი,
ათას ჭირსა და ლხინში ნაქები,
ყოველ ახალწელს საგულდაგულოდ
განათებული ჩიჩილაკებით.
მის განთიადებს ნუ დაივიწყებ
და არასოდეს არ დაბერდები…
ის თეთრი ჩოხა ისევ გაცვია,
ისევ პრიალებს წუღა-მესტები,
ისევ მესხეთის ქუჩით მიდიხარ
და მოგძახიან იგივ სწორები,
შეგხვდება ვინმე ოჯახიშვილი,
კოხტა ყმაწვილი მოეწონები,
ხელში აგიყვანს, შუბლზე გაკოცებს,
უზალთუნს მოგცემს, აგრე დაგლოცავს:
„მრავალ ახალწელს დაესწარ, შვილო,
და ესახელე იმერლის ოჯახს!“
რიონის პირად კი ქუხს ქალაქი,
ათას ჭირსა და ლხინში ნაგები,
ყველგან ნახევრად ღიაა კარი
და ციმციმებენ ჩიჩილაკები,
მხოლოდ ბაგრატის ტაძრის ნანგრევნი
გარინდებულან მკვდრულ მყუდროებით,
მათ შთაგინერგეს შენ სიყვარული,
ყრმაო, გარდასულ იმა დროების!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
სიჩუმის ყვავილები
ფიქრი გაიტაცა დილის ქარიშხალმა
(მე ასე ვსეირნობ ნელი სიარულით).
სულში უიმედო სივრცე გაიშალა,
გაჩნდა მუსიკიდან ქარი სინანულის.
ისევ შრიალია, ქრიან ეს გედები,
მე შენ განშორებას უხმოდ გავალებდი.
მხოლოდ მარტოობის დღეებს ვეგებები,
მხოლოდ სიჩუმეა ჩემი კავალერი.
ალბათ მეგობარმა სადღაც გამიხსენა,
როგორც ღამეების მიერ გადამწვარი.
ახლა კუბოში ვარ, გულმა დაისვენა,
მომდევს პროცესია, ჩუმი თანამგზავრი.
ალბათ სამარესთან ვარდი მრავალია,
ალბათ მარიამიც ტირის თავდახრილი.
მთვარე მდუმარეა და ცა მაღალია,
მოდის გათენება, როგორც ბალდახინი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ალბათ მოვა დრო

ალბათ მოვა დრო - შენც აინთები,
ახლა დარდების მძიმე წუთია.
მიწა ადგია ცა გარინდებით
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.
არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,
ადამიანის ბედი კრულია.
დადუმებული კიდია ზარი
და თითქოს ზარი საყდრის გულია.
მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც,
ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.
დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე
და ეკლესია თითქოს თოვლია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
------------------------------------------------
ნუ დამიტირებ

ვწერ,მე ამ ლექსს და სანთელი დნება,
იწვის მინათებს ფურცელზე სვეტებს
დავემუქრები მე ყველა ბოროტს
ვინც სასიკვდილოდ შენ გაგიმეტებს.

კავკასიონზე გაზრდილი ჯიხვი
საქართველოს წინ მოიხდის ქედსა
ყველა მეეტლე ჩვენს სამშობლოში
ჩამოატარებს სიმშვიდის ეტლსა.

ბოროტს დაფარავს კეთილი საქმე
გვწყალობს უფალი ვინც შეევედრებს
ყველა ქართველი პატრიოტია
ვინც საქართველოს გზას შეეკედლებს.

დნედა სანთელი,საათი რეკავს
მე სისხლი მიდუღს მამა-პაპური
მე დღეს მოვკვდე და მიწას ჩავბარდე
თუ სამშობლოთი ვარ უმადური.

ჩემო სამშობლო!მე შენ მიყვარხარ
მე თევზი ვარ და შენ მებადური,
შენ ნუ დამიჭერ მაინც შენი ვარ
შენი დამცველი ლომი ხვადური.

უკვდავი არ ვარ მეც ხომ მოვკვდები,
ჩემი სიცოცხლეც არის ვადური,
როცა მოვკვდები ნუ დამიტირებ
ჩემს სატირალში დაჰკარ ფანდური.

გადამაყარე მე შენი მიწა
ეგ შენი მიწა მამა-პაპური,
პატარა ლოდზე თეთრ ასოებით
დაწერე სიტყვა ,,ვიყავ კაცური,,

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
არ მინდა სიტყვა, არ მინდა სიტყვა

არ მინდა სიტყვა, არ მინდა სიტყვა!
როდესაც სიტყვა დაიბადება,
სიმართლის ალი, როგორც ბურუსი
ისე ირღვევა და იფანტება.

მხოლოდ თვალებით, მაგ განუსაზღვრელ
სევდის მორევში მცურავ თვალებით,
მითხარი რამე, თორემ სულს დავლევ
გამოურკვეველ ქენჯნა-წვალებით.

მე სული არ მაქვს ამქვეყნიური,
შენზე ოცნებით დაიწვა იგი.
განშორდა სოფელს და თუ კვლავ სცოცხლობს
სცოცხლობს ისე, ვით ტრფობის ტარიგი.

და ზექვეყნიურ სიყვარულით მწვავს
გამოუთქმელი და მწარე ალი,
სადაა სიტყვა, რომ ამოაშროს
გულში ნაგრძნობი და ნაფიქრალი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გულო, უწყოდე, მეგობარი სამი ჯურისა:
ერთი სულისა, ერთი ენისა, ერთი პურისა.
პურის მეგობარს ჯერ პური და მერე პანღური,
ენისას – ენით გაუქარვე დარდი გულისა,
ხოლო მიეცი სული შენი სულის სანაცვლოდ,
თუკი ოდესმე, მეგობარი პოვო სულისა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბუნების მადლი..
თუ უზენაესი გამჩენის მადლით,
სიცოცხლე გერგო ამ ქვეყანაზე..
კეთილის ნებით;იგრძენ,დაფიქრდი
როგორ განაგრძო ცხოვრება ხვალ,ზეგ..
როგორ აცილო სული წვალებას
და არ მოერგოს ცოდვას სხეული,
როგორ ააგო გამჩენის მადლით
პირამიდები ცას აწეული...
რომ იარები არ დარჩეს წყლულად
და ტკივილები გულის წამღები.
ანდა უებარ მალამოს ნაცვლად
რომ არ გაგიჩნდეს წყლულზე ნადები;
იბრძოლე ,მიდი,ჭედე ტკივილი
ვიდრე გიფეთქავს ძარღვი კეთილი
ვიდრე ხვდები,რომ ამ სიკეთისთვის
გამოგინათებს სხივი ნათელი.
რომ ამ მიწაზე გერგოს ადგილი
და ღირსეული იყო თვითონვე,
თუკი სიცოცხლეს გამჩენი გვჩუქნის
ცხოვრება უნდა შეძლო თვითონვე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
შორი სიახლოვე

სადღაც მინახავს ქალის სახე კარგი და წრფელი,
არ მშორდება ის, დღეა ბადრი თუ ღამე ბნელი.
ალერსის სიტყვებს ჩამჩურჩულებს ახლო მდგომელი,
მაგრამ მარადის დაფარული, მიუწვდომელი.
ოჰ, დიდხანს... დიდხანს ვძებნე იგი და ვერსად ვპოვე,
ვიცი შორს არის, მაშ რად მტანჯავს ეგ სიახლოვე?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნინი მიიღე 23- კარმა ჩემგან,=ko=
საინტერესო ლექსებს წერ=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 Oct 2006
Posts174
კარმა75
OFFLINEPROFILE
ცამეტი წლის ხარ
გალაკტიონ ტაბიძე
ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა

ჭაღარა გულის ზმანება ავი, -

ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,

ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

გაივლის კიდევ ცამეტი წელი,

მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,

მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,

ატირდება დრო და ჩემი ლექსი.

ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა -

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 Oct 2006
Posts174
კარმა75
OFFLINEPROFILE
(ჩემო თავო, ბედი არ გიწერია...)
აკაკი წერეთელი
ჩემო თავო, ბედი არ გიწერია!

ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია!

ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია,

რადგანც სატრფო, ვხედავ,ჩემი მტერია!..

მით ჯოჯოხეთს მარად გულით ვატარებ!

თუ მარტო ვარ, თავს მომაკვდავს ვადარებ,

თუ ხალხში ვარ, ძალით ღრუბელს ვადარებ

და მოწყენით ჩემზედ მტერს არ ვახარებ,

რომ არა სთქვან ჩემზედ: “რა ოხერია!”

ჩემო თავო, ბედი არ გიწერია!

ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია!

ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია,

რადგანც სატრფო, ვხედავ, ჩემი მტერია!..

აღარა აქვს ბოლო ამ ჩემს სატანჯველს,

არვინ მაძლევს სანუგეშოდ ძმურად ხელს;

ჩემს შარბათში ნაღველს ვჭვრეტ და ვარდში გველს,

მისთვის ვწყევლი და ვემდური ამ სოფელს,

რომლისგანაც მე გზები ამერია!..

ჩემო თავო, ბედი არ გიწერია!

ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია!

ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია,

რადგანც სატრფო, ვხედავ, ჩემი მტერია!

რაღას ველი, დრო არს განქრეს იმედი;

გინდ მეწვიოს, ვერას მარგებს აწ ბედი!

დამწვარი ვარ ისე, როგორც აბედი!

ახა, ღმერთო, რა უდროოდ დავბერდი:

საფლავისკენ ფეხი გამიშვერია!…

ჩემო თავო, ბედი არ გიწერია!

ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია!

ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია,

რადგანც სატრფო, ვხედავ, ჩემი მტერია!

დავუძლურდი, განქრა გიჟი ოცნება…

ნაღვლიანად ჩემს თავზედ მეცინება

და ღმერთს ვვედრებ: “ღმერთო, მომეცი ნება,

რომ მეღირსოს საფლავში დაძინება!..

სჯობს, სულ გაქრეს კაცი, რადგანც მტვერია!”

ჩემო თავო, ბედი არ გიწერია!

ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია!

ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია,

რადგანც სატრფო, ვხედავ, ჩემი მტერია!

1871 წ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 Oct 2006
Posts174
კარმა75
OFFLINEPROFILE
გაუბედავი სიყვარული
აკაკი წერეთელი
ათი წელი,

მწარედ მწველი,

გულს მიდაგავს ტრფიალება!

და უბრალოდ

სავალალოდ

ჩემს გულშივე იმალება!

მიძგერს გული

აგზნებული,

მაგრამ გონი მიბამს ენას.

მისი სხივით

სანთელივით

ვდნები და თანც ვმადლობ ზენას!..

თუ ისიც მცნობს

და ისიც გრძნობს,

ჩემებრ იწვის უხმოდ ერთი...

მაშ, ოხ, ღმერთო,

რად წაგვერთო

ჩვენ კავშირი შემაერთი?!

ვიცი, გზნობის,

ნამდვილ გრძნობის

ნიშანია მდუმარება,

ცხადად ტკბილი

რამ ღიმილი,

ჩუმად ცრემლი, მდუღარება.

მაგრამ მაინც,

მეტრფის მე ვინც,

მსურს, რომ ერთხელ გამაგონოს:

“შენ ჩემი ხარ!

გულს მიზიხარ!”

მითხრას ეშხით... დამაღონოს!

ორთავ ვიცით,

ფიცით მტკიცით

გრძნობა ჩვენი შეგვიტყვია!

თუმც-კი ვხედავთ,

თქმას ვერ ვბედავთ,

გულზე გვაწევს, როგორც ტყვია!

ათი წელი,

მეტად მწველი,

გულში გვაქვს ეს ნეტარება!

ვუგდებთ რა ყურს,

ორივეს გვსურს

და ვერ გვითქვამს აღსარება!

1873 წ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
წყაროზე ვიყავ, ლაფანი დავალბე,
წერილს კითხულობდა მარტაანთ ლელაო!
რაც ქალაქს წავედი – ბალღი იწერება
– სუყველა მენატრება... ჰმ, ყველაო!
მჭედლიანთ გოგოც ეგრე იწერება, მახარეს ბიჭიც,
წიპრუა გენა – «გვაგონდებაო», «გვენაღვლებაო»
– რა კარქები ყოფილან, უყურე შენა!
ვითომ დარდით არ არიან,
მათ გულზე ბოღმა არ დაგორდება?
აბა, ე, თოხი მააგონდეთ,
აბა, ე, ცელი მააგონდეთ
სუ რო ყვავილები აგონდებათ.
სოფლური პურის სუნი ენატრებათ,
განა ის, მზეში რო ყანას მკიან...
სხვისი მამკილი და გამამცხვარი,
ჰო, რატო არა, კარქი კია,
ვენახი მარტო ღვინო თუ ჰგონიათ,
ქვევრში ჩასხმული რო მაიხმარონ,
ბალახს ნატრულობენ, თითქო იმისაა
– ზედ გაიშხლართო და მაისვენო...
ბალახი არ იყო, მთიდან რო მაიქონდა,
ვანოს დეეცა და დაიტანა,
აბა ის ბალახიც გაიხსენონ...
«ბებერი ხარისა რქანიცა ხნავენო»,
ამიტომ თუა სოფლებ რო გვანდობენ...
«ვაზი გადახმაო», «კერა გადაქრაო»
– გაზეთში ლამაზად რო დარდობენ.
მაგრა იყავითო, იქიდან გვარიგებენ,
რამთვენი სიტყვებია, რა გოდება...
ხვალ, აე ახოებს ვინ გაიტეხს თორე,
ხვალ, აე ნაფუძრებს ვინ დაითესს თორე
გამჩენძაღლები, მარტო ყვავილები აგონდებათ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
შენ ამერიდე დაფერებული
წინანდებურად ვარდის ფერითა,
ნუთუ ისე ვარ დაბერებული,
რომ ვეღარ მიცან და ამერიდე.

ჩამომიქროლე,წამოიხვეტე
ქარი და ქარში გაქრი ქალურად,
ერთხელ ირიბად გამოიხედე
და გაიღიმე თითქოს ფარულად.

და გაჰქრი... ქუჩას თოვლი აცვივა,
გარშემო თეთრი ფერის ჟინია,
ნუთუ მე მარტლა ბერიკაცი ვარ
და შენ ამ თეთრი თმის გეშინია?!

გიყვარდა თეთრი ფერი ყოველთვის,
ჩემთან ღამეებს თეთრად ათევდი,
თუმცა დამთრთვილა ცამ ჩრდილოეთის
და დრეულად ოდნავ გავთეთრდი.

ნუ გეშინია,გულში არ ცივა,
ეს მხოლოდ თეთრი ფერის ჟინია,
მე ახალგაზრდა ბერიკაცი ვარ,
შენ ამ თეთრი თმის ნუ გეშინია.

ლადო სულაბერიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
არავინ არის, გული დაობლდა

არავინ არის, გული დაობლდა,
მიწაზე წვება ხეების ჩრდილი.
ეს ხომ კუკიის სასაფლაოა
და სასაფლაო კარგია დილით.
ისევ ნოემბრის მზიანი დღეა,
მიდიან დღენი უმეგობრობის.
ძვირფას კლავდიას საფლავთან ვდგევარ
და მაგონდება ახლა გობრონი.
ნოემბერია და ისევ გრილა
და ვხედავ, ცისკენ მიფრინავს ქორი.
გარშემო ელავს მზიანი დილა
და მე ვსეირნობ საფლავებს შორის.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი