↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
აწეწილი ბედი

ეს ტირილი და კვნესა
ჩემსკენ წამოვა ისევ.
მე შენთან მოვალ დღესაც,
როგორც მწუხარე ქრისტე.
დადის დემონი მთვარის
და ავი ბედისწერა.
მიპყრობს იისფერ თვალის
ასე უღონო მზერა.
მღალავს ქუჩა და კიბე,
როგორც სიზმარი დილის.
ასე აწეწილ ბედით
მინდა გავშორდე თბილისს

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ახლა არ ვდარდობ, გათავდა, მორჩა

ახლა არ ვდარდობ, გათავდა, მორჩა
და მიხარია მე ეს აღგზნება.
დღე ფარულია, მზე აღარ მოსჩანს,
ღრუბელი ნელა მიიზლაზნება.
ვხედავ, მიდიან ქალთა რიგები
და მწუხარეა ჩემი პროფილი.
მე მაწვალებენ სულ სხვა ფიქრები,
სულ სხვა ფიქრებით ვარ შეპყრობილი.
დგანან ხეები საყდრის მახლობლად,
(და გუშინ მოსვლა შენ მე დამპირდი).
და სიცოცხლეზე უფრო ახლოა
ახლა სიკვდილის გზა პირდაპირი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე როცა ვაღმერთბ ვისმეს,
ვარ ბედნიერი და ხალასი;
მიწიდან უენო ბალახის
ხმამაღალ ლაპარაკს ვისმენ,
შევცინი ცასა და ქვეყანას
მე როცა ვაღმერთებ ვისმეს.

მე როცა ვუყვარვარ ვისმეს,
ვმაღლდები ვით ცაში სამრეკლო;
მსურს ცისკრის ზარებად დამრეკონ,
ვიცინი ისევ და ისევ.
ვუღიმი გამვლელს და გამომვლლს
მე როცა ვუყვარვარ ვისმეს.

მე თავი მგონია მაშინ
ყველა ტკივილების მომრევი,
ვარ დიდი სიმღერის მორევი,
ვარ ენატიკტიკა ბავშვი
და ყველა ლამაზი სიმღერა
მე ჩემი მგონია მაშინ.

მედეა კახიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
არ ვყვარებივარ ისე არავის,
როგორც მე ვგრძნობდი
ამ ცეცხლს თავიდან...
ეჭვის ლეკები მომიპარავენ
და წამათრევენ ლამისყანიდან...

მაინც მოვაღწევ კვლავ ფეხშიშველი
შენთან,რომ გარეთ ღამე გითიო,
თორემ შენ სად გაქვს ჭერი იმხელა,-
მე შემიფარო და დამიტიო.

თ.აბულაძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
შორეული ქალის ეშხი
მოვა... მაგრამ როდის?
სიყვარული სასახლეში
მხოლოდ ერთხელ მოდის!

ასეთია ნაზი ბედი,
ბედი რჩეულ ფერის,
სიცოცხლეში თეთრი გედი
მხოლოდ ერთხელ მღერის!

ზრდილი, ნაზი და მეფური,
ჩემი ძველისძველი
ლექსი არის უნებური
სიზმრით შემმოსველი.

მხოლოდ თეთრი შადრევნებით
მოკისკისე ბროლი,
მაცდურ თვალის გადევნებით,
მტანჯავს მსუბუქ მქროლი"

აჰა, ვხედავ - ლურჯა რაში
მიჰქრის საშიშ-ჩქარი,
და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში
მიაქვს მძაფრი ქარი!

მიჰქრის დალალგადაყრილი
დოვინ-დოვენ-დოვლი:
თოვლი, ფიფქი და აპრილი,
ვარდისფერი თოვლი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე მიღალატეს ძველმა რითმებმა,
(ძველ მეგობრებსაც ვამჩნევ მე ღალატს),
თუმცა მე მასთან მიყვარდა შებმა -
ეხლა რა ვუყო სპლინს, უხმო ჯალათს!
ეჰა! მე ვამბობ: სად შემიძლია
ვებრძოლო ქალთა წყევლას, სიბერეს?
წვიმები წვიმებს სიცილით ცვლიან
და შლიან შემკრთალ სურათის ფერებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნინო ჭავჭავაძეს

თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი,
ახლაც მინათებს შენი მშვენება...
შენგან შევიტყვე, რომ სილამაზეს
არ უწერია გადაშენება.

შენც ცოცხალი ხარ, შენი მგოსნებიც
და გაჟრჟოლება მათი გულისა,
თავშესაფარი რამდენ ოცნების,
იყავ ბანაკი გაზაფხულისა!

შენს სილამაზის იქით ბნელდება,
დაიხურება ცისკრის კარედი:
შენ მოგაყარეს მიწა ბელტებად,
მკერდზე რომ ვარდსაც ძლივს იკარებდი.

ასი წლის შემდეგ მე შენ გიგალობ,
ათას წელს გასძლებს შენი მშვენება;
შენ - სილამაზის ნაზო გრიგალო,
შენგან არასდროს მომესვენება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
სიკეთეს ზოგჯერ კოჭებამდე აცვია კაბა
და თალხი კაბით წყნეთიდან მოდის.
მოაქვს მაწონი, იმედივით თეთრი და გრილი,
მოაქვს სიმშვიდე, ოქროყანის ალვების ჩრდილი,
შემოგთავაზებს ოქროსფერი ზაფრანის აცმას,
რაღაცის თესლებს დაგიტოვებს, რაღაცის მარცვალს...
შემდეგ ბრუნდება დაქანცული და ცაცხვის ძირას
სიკეთე იშლის ჭაღარა ნაწნავს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
მე გეძახოდი ცხრა მთას გადაღმა,
ვინ მოგაწვდინა ეს ხმა ნეტავი?
კი მოგიხმობდი ...მაგრამ ხმადაბლა,
ხმამაღლა როგორ გაგიბედავდი.
იქნებ სულები მართლაც დაჰქრიან
იდუმალი და სწრაფი მარხილით
და თვით იციან ყველაზე უწინ
ვის მიაწვდინონ ვისი ძახილი,
თორემ სხვა აბა რას დავაბრალო?
ჩემი ხმა როგორ მოგწვდათ ნეტავი?
გეძახდით...მაგრამ ჩემთვის,ხმადაბლა...
ხმამაღლა როგორ გაგიბეგავდით...


Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ასე თუ შემიყვარებდი, სულ არ მეგონა, სულ,
ასე თუ შემეჩვეოდი, სულ არ მეგონა, სულ,
ასე თუ გაგახარებდი, სულ არ მეგონა, სულ,
ასე თუ გაგაწვალებდი, სულ არ მეგონა, სულ...
მაგრამ რა ვუთხრა ამ თვალებს, ამ გულს რა ვუთხრა, გულს,
წამიც რომ არ დამაცადეს, არც დამაფიქრეს წუთს,
შეგხედეს, შეგითვისტომეს, არც რაი მკითხეს მე,
ასე თუ შემიყვარებდი, სულ არ მეგონა მე.
თვალმა რა ქნას დ გულმა რა? პასუხს აგებენ ვით?!
ასე თუ გაგაწვალებდით, თვით არ ვიცოდით, თვით.
ვაი, რა ვუთხრა გულსა და ვაი, რა ვუთხრა თვალს,
მათ აგირჩიეს, მათი ხარ, მე ნურას მკითხავ სხვას!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
დღეს არაფერი არ შეიცვლება,
რადგან შენ ჩემი მეუღლე გქვიან...
მაგრამ მე ვფიქრობ - ხომ შეიძლება
მენახე,მაგრამ ძალიან გვიან.
ხომ შეიძლება გეცხოვრა სადღაც,
შევხვედროდით და ჩაგვევლო უბრად,
შეეწყობოდი სრულიად სხვა კაცს,
დაუმშვენებდი ოჯახს და სუფრას.
ეს გაზაფხული შენთ მიცვნია,
გზადაგზა მინდვრის ყვავილებს ვითვლი...
და ახლა ფიქრიც არ შემიძლია,
რომ შენ შეგეძლო ცხოვრება სხვისთვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 May 2008
Posts351
კარმა3
OFFLINEPROFILE
საახალწლო მილოცვა

შენ ახლა შორსა ხარ და შენი ღიმილიც
წარსულის ნაღვლიან ოცნებას მინათებს,
არც ჩემი ხმა გესმის, არც გულისტკივილი,
და ობლად ციმციმებს ობოლი სინათლე...

მარტო ვარ, ახალწლის ღამე იფერფლება,
შორს ლურჯი ვარსკვლავი რაღაცას მანიშნებს,
ფიფქები ცვივიან ვით მკვდარი პეპლები,
და უხმოდ ფარავენ ჩვენს გაყრილ ნაბიჯებს...

და მაინც, მომავლის იმედი არ მტოვებს,
ამშვენებს ამ ღამეს, ამ ცისფერ ღვინოსაც,
ჩვენს პირველ შეხვედრებს რაც უნდა ათოვოს,
ბედნიერ ახალ წელს ჩურჩულით გილოცავ!...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ტრიალებდა,ტრიალებდა,ტრიალებდა კარუსელი,
ქარს მიჰქონდა ხეების და ხეივნების ნამუსრევი.
ბეღურები ეშვებოდნენ კოპიტების კენწეროდან,
იდგა ძაღლი და გოგონას გაკვირვებით შესცქეროდა.
გოგონა კი ჩამჯდარიყო თავის სათამაშოებთან,
მაგრამ კი არ თამაშობდა,მამას თვალს არ აშორებდა.
მამაც იქვე,სადაც დიდი ჩრდილი ეგდო კოპიტების,
ვიღაც უცნობ მანდილოსანს შეჰყურებდა მორიდებით.
ის უცნობი ძაღლს უმზერდა,ძაღლი იდგა ბეღურებთან,
ძაღლი - გოგოს,გოგო- მამას,მამა უცნობს შეჰყურებდა.
ამ მზერაში იყო რაღაც უცნობი და აუხსნელი,
ტრიალებდა,ტრიალებდა,ტრიალებდა კარუსელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined26 Aug 2008
Posts289
კარმა0
OFFLINEPROFILE
დესპანელმა გოგონამ ტანი რომ აიყარა მოკლეთ რომ შეიკრიჭა თმა მერე ვიღაც ბიჭმა სადრაც რომ წაიყვანა მერე რომ მიითვისა მთლად ჩვენ როგორც კარგ მეზობლებს უნდა გვიხაროდეს მაყრულს გავძახოდეთ გზად მაგრამ ეს ოხერი კარგი გოგონები გულს არ ემეტება მთლად

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
------------------------------------------------

კიდევ მოვა გაზაფხული ბარად,
კიდევ მოვა გაზაფხული მთაში,
აფეთქდება სიჭაბუკის დარად,
გაჭენდება ფრთაგაშლილი რაში!

სინანულზე გაფიქრებაც მზარავს,
რომ ვუყურებ ნისლებს მთებზე აშლილს,
შორს მწვერვალებს თეთრი თოვლი ფარავს,
ტირის მიწა, როგორც ჩვილი ბავშვი.

ვერას ვხედავ გასაყოფს და სარაგვს,
ვწუხვარ არწივს, ღრმად დაკოდილს ფრთაში,
ვინ წამართმევს ენგურსა და არაგვს,
ვინ მომტაცოს ფრთაგაშლილი რაში!

ვინ აშალოს წინაპართა სუფრა,
ვინ გაურბის შორს მშობლიურ აჩრდილს?!
დავუჩოქებ სადიდებლად უფალს,
რომ ამ ქართულ მიწა-წყალზე გავჩნდი!

შენ გვასმინე იავნანა ტკბილი,
ბაზალეთთან შენ გვირწევდი აკვანს,
ვარ, ქართველი! შენი მიწის შვილი,
შენზე ტურფა, სათაყვანო არ მყავს!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი