↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
თვალი მიჭირავს ენზედა,
როგორც მიმინოს მწყერზედა,
ნეტავი შემატყობინა,
შენ რა გული გაქვს ჩემზედა.
იგი დღე რა დღე იქნება,
რო გეხვეოდე ყელზედა,
ქალათ ქალი ხარ, ქაღალდი,
ჯერ კალამმოუსობელი,
უხვი მიწა ხარ სახნავად,
ჯერ სახნის მოუდებელი.
მიწა ხარ ყანა ყამირი,
ჯერ კორდი გაუტეხელი,
სიყვარული მაქვს მე შენი,
ანგარიშ მიუწვდომელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
ო, არ მინდა ნატვრით მოღლილს
ნატვრა ამის მეტი-
დე აფრინდეს ლერწმის ქოხი,
ვით ცისფერი გედი...
აგვიყვანოს ლურჯი ფრთებით
გასჭრას ზეცის კალთა,
სადაც კრთიან ვარსკვლავები-
სულნი წინაპართა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
------------------------------------------------

ქარ წაღებული, დროს აყოლილი,
სუსტი არსება, სუსტი ვნებები
სიცოცხლის სასუნთქვა გზა ჩაკეტილი
მე მომიტევე,
თუ ხარ ასეთი.
შენი სხეული მოკლე და მცირე
აფეთქებული მარტის რტოსავით,
მე მოგეფერე მაშინ ოდესღაც
მახსოვს სიჩუმე,
სუნთქვა იოლი.
უკვე სიზმრებიც, რაღაცა უცხო
გადაჩხაპნილი ტანის ველები,
ისევ სისუსტე, თანმხლები დროთა
მე მომიტევე ფიქრი ასეთი.
გადაჯაჭვული სხეულის სუნთქვა
ისევ ჩამესმის, დღეა ნარევი.
გადავიხედე ფანჯრიდან წამით
ყველგან სიშიშვლე,
დროა ასეთი.
არ მომესალმოთ თქვენც თუ არ გინდათ
გათეთრებული თავლის გუგებით,
მე მომიტევეთ ყველა ფიქრები
რასაც ვერ ვამხელ,
ანდა მოვკვდები.
მე მომიტევეთ ისევ თვალებით
არ გამაგონოთ არც ერთი სიტყვა.
ხელში შემომრჩა ნაძარცვი ხელი,
მოკლული ღამით ამ გულის სუნთქვა.
გადაპარული სისხლი ვენების
ისევ ივსება, მეც ხომ ეს მსურდა.
მკრდზე ნათევი ათასი ღამე
მე მომიტევთ, ეს თუ არ ღირდა.
სხეული ფიქრობს.
მგონი მომესმა,
ისევ უჯრედებს გახეთქავს გრძნობა,
ისევ ბოლოჯერ გნახავ უაზროდ
კვლავ აირევა კლაკნილი მუზა.
წამოღებული ზღვაური ზღვიდან,
ხეებს დაგრიხავს, აკოცებს მუნჯად.
მე მომიტევეთ ყველა აზრები,
უგულოდ სუნთქვა,
უგულოდ სუნთქვა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
aupairad
პირველი კარმა ჩემგან.
თუ მეტყვი შენი სახელი რას ნიშნავს,
კიდევ ერთ კარმას მოგართმევთ.
Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეს სახელი ქვიათ სპეციალური 1-წლიანი პროგრამით ჩამოსულ ახალგაზრდებს 26 წლამდე და ითვალისწინებს მასპინძელ ოჯახში სხვადასხვა საოჯახო საქმეების მიხმარებას, უმეტესად ბავშვებით არიან ხოლმე დაკავებულნი(მათთან თამაში, ბაღში მიყვანა-მოყვანა და ა.შ)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
aupairad
მადლობა ჭირიმე,6 სთ-ის მერე,მეორე
კარმა ჩემგან.
ნუ დაღონდები,
შენ არა ხარ პირველი და უკანასკნელი,
არ გაუღიმა ვისაც იღბალმა.
იყავი მაინც მხიარული და მოცინარი,
რადგანაც ხშირად მოწყენილებს ჩაგრავს ცხოვრება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა მახო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
"ცხოვრების სუფრაზე დაჯექ და ნუ დაეყრდნობი"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
იმ პატარა სიყვარულის ცრემლებს ვფიცავ,
იმ თეთრ აკვანს,დედაჩემის ცისფერ თვალებს,
ვფიცავ მიწას,ვაჟას გულზე დაყრილ მიწას,
რიჟრაჟს ვფიცავ,ნისლებში რომ იფერმკრთალებს.

თუ ჩემს ზეცას,ჩემს მწვერვალებს ცადასროლილს
წაეპარა ყორნისფერი ღამე მძიმე,-
ამოვმწვადო ხმალი ელვით ანაჟრჟოლი,
ვარსკვლავებით მოხატული,მოციმციმე.

თუ დავეცე,-ნუ იტირებთ დანანებით,
ნაღველს გულში არასოდეს გვივლებდი,
საქართველოს ლამაზებო,მანანებო,
დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები.

გული დამაქვს სიყვარულით განახელი,
მყვარებია...ჰო,ცრემლებიც მტვარებია;
ჩემი ქვეყნის ძველი დარდი და ნაღველი
ხანჯალივით გულში გამიტარებია.

გაღიმებაც შემიძლია აპრილისა,
ხარირემის ვაჟკაცური დაძახილიც...
- შენი ლექსი ქედმაღლურად გაჰყვირისო,-
მეტყვის ვინმე,სტრიქონებზე თავდახრილი.

-თაობა ვარ ავთანდილის გაწაფული,
სიყვარული უბით დამიტარებია,
ჩემი თეთრი ცისარტყელა,გაზაფხული.
თებერვალში აპრილს დამიდარებია...

დავიღუპო!...ნუ მიტირებთ დანანებით...
ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი...
ჩემი ქვეყნის ლამაზებო,მანანებო,
დამაყარეთ გაზაფხულის ყვავილები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვიცი, რომ დღესაც მარტო არა ვარ _
შენი კეთილი თვალი დამყურებს.
ივსება შენი სუნთქვით კარავი
და აკანკალებს ქარი საყურეს.

გცივა? _
ჩემ მხარეს ადრე მოადგა
ცივი წვიმების მძიმე კოჰორტა.
ვეღარ ვიხსენებ ან რა დროა და
ან ყვავილები ვისთვის მიმქონდა.

შენთვის?
მაგრამ შენ მხო;დ ფიქრი ხარ,
ფიქრის თმები გაქვს, ფიქრის თვალები.
და სიყვარულიც ისევ გვიხმება,
რომელიც დიდხანს ვზარდეთ წვალებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბულბული, ვარდზედ მჯდარი, ეტყოდა მას მსტვინავი:
”ვარდო, ვარდო, მტანჯ ჩემო, გვედრებ გულით მტკინავი,
მაღირსე, თუ როგორ არს გაშლა შენი მღინავი,
მწუხრსა აქეთ აქ ვზივარ, ფურცლებზედა მკონავი!”
ასე ყეფდა ბულბული, ოდესცა ღამე ბნელი
მოიცვამდა ჭალებსა, ქრიდა ნიავი ნელი.
და როს სდუმდა ბულბული, მაშინ აღმოხდა მთვარე,
ვარდმანც მაშინ მოჰფინა სუნნელება მის არე.
მაგრამ მგოსანსა თურმე მოერია გლახ რული.
აღმობრწყინდა მთიებიც და ფრთოსანთ მხიარული
გალობა ყვეს ჰაერში, განაღვიძეს ბულბული;
ნახა ვარდი ფურცვნილი და მყის მოუკვდა გული.
თვალნი ემოსა ცრემლით, გული სევდის საცლმითა,
ფრთა ფრთას ჰკრა და აღმაღლდა, მსტვინავი ლმობის ხმითა.
უხმო ყოველთა სირთა: ”მოდით და შემოკრბითა,
მისმინეთ, შემიბრალეთ, ვის მივმართო წყლულითა?”
”განთიადით ღამედმდე შევფრფინვიდი კოკრობას,
არ ვზოგავდი სიცოცხლეს, უძილობას, გალობას;
მქონდა მცირე წადილი, ვერ მივხვდი კი ძნელობას:
მსურდა გაშლა ვარდისა, არ ვჰფიქრობდი დაჭკნობას!”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ასე წავიდა ღამე, ასე მოვიდა დილა,
ასე ნაბავდი თვალებს, ასე მაქციე ჩრდილად.
ასე ვხვდებოდით უხმოდ, ასე დავშორდით ჩუმად,
ასე მწყურიხარ ახლაც, ასე დავტირი გაყრას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
შენს წმინდა სახეს,
შვენებით სავსეს,
სახიერებით განსხივებულსა,
ვუმზერ კრძალვითა,
თაყვანცემითა,
ცრემლ-მორეული გემთხვევი ფერხთა!
მიხარის - გიმზერ,
ვჰსწუხვარ - და გიმზერ,
და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე,
არ გამოვფხიზლდე,
რომ აღარ ვჰგრძნობდე
ჩემი სამშობლოს სულით დაცემას!..
ყვავილოვანი
წალკოტი შენი,
შენის დიდების სხივ-მოკლებული,
აღარა ჰშვენის,
აღარ გვიბრწყინვის
შავ დროთა ძალით, ფერ წახდენილი!..
და, ვით განვლილსა
სიზმარსა ტკბილსა,
მზეს დიდებულად ჩასვენებულსა,
ვიგონებთ შენს დროს,
გული გვიმაგროს,
სრულად არ წარვჰსწყმდეთ ცის შემრისხავნი!
ხნით დამაშვრალი,
დაღონებული,
შენადვე, მეფევ, მოველ ვედრებით:
მოხედო ბედკრულს
შენ სატრფოს - მამულს,
და ჯვარით შენით აკურთხო კვალად.
შენი ივერი
აღსდგეს ძლიერი,
და დადგეს ერად სხვა ერთა შორის,
წმიდით საყდარით,
ენით მდიდარით,
სწავლისა შუქით განათებული!
ზნე ამაღლებით,
ძლევის დიდებით,
სამშობლო მიწის სიყვარულითა! –
და გაგვიცოცხლდეს,
რომ კვლავც მოგვესმეს
სიტყვა ქართული რუსთაველისა.
რომ განვიღვიძნეთ,
სულით განვახლდეთ,
და განქრეს ბნელი უმეცრებისა!..
... მაგრამ ცად თვალნი
გაქვს მიქცეულნი,
და მე ვეღარ მცნობ გულ-შემუსვრილსა,
დამცირებულსა,
ხმა-მიღებულსა,
ბედ-დაკარგულის ივერიის ძეს!
ეჭვით აღვსილსა,
უსასოდ ქმნილსა,
გულ უიმედოს, გაუხარებელს!..
ვაჰ, თუ რაც წახდეს,
ვეღარა აღჰსდგეს,
ვეღარ აღყვავდეს ახლის შვენებით?
და რაც დაეცა,
ის წარიტაცა
შავმან ყორანმა ვით უმწე მსხვერპლი!
ჰე, ცრუ სოფელო,
დაუნდობელო,
შენში კეთილი სად არს ფერ-უცვლელ?
დიდება ჩვენი,
ცად სხივ-მიმფენი,
ნუთუ ესღა გვაქვს, ვჰხედავთ რასაცა?
დაყრუებულსა,
გზა შეუვალსა,
უდაბურს ტყეში ტაძარს დარღვეულს,
სად სახე მეფის,
დიდის თამარის,
სჩანს ძველს კედელზე გამოხატულად!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამეღვიძება და შევშინდები,
გულის ფანცქალით წამოვიჭრები...
ცოლს თეთრ ბალიშზე გაშლია თმები,
მშვიდათ სუნთქავენ ჩემი ბიჭები...
მე დედ-მამასთან გავეშურები,
შავნაბადისკენ მათი გზა მიდის,
ხომ ისევ ფეთქავს გულები მათი?
შემოათენდათ ხომ რიგიანად,
წუხელი ზეცამ რომ იგრიალა
იქ, იმათ ახლო დაეცა მეხი?
ბოლო დროს მათზე შიში დამჩემდა,
მსურს მამაჩემთან, მსურს დედაჩემთან
ვიდგე ყოველღამ მეხამრიდივით...

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined09 Dec 2008
Posts11
კარმა0
OFFLINEPROFILE
სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე:huh:

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი