↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნეტავი შემატყობინა,
მამა-პაპანი რა ქნილან,
ან მოყვარული ცოლ-ქმარნი
უდროოთ რისთვის გაყრლან?
დაცლილან ნასახლარები,
ზოგნი სულ წმინდათ აყრილან,
ამ სოფელს აღარ დამდგარან,
იმ სოფლის მკვიდრნი შაქმნილან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ისევ ვნახე ჩემი მთა და ჩემი ხევი
და სოფელი, – ყრმობასავით სათაყვანო.
დედასავით მინდა ყელზე მოვეხვიო,
როგორც ბავშვი, მინდა ხელში ავიყვანო.
მისი ყველა ხე და ბუჩქი კარგად ვიცი,
მაგრამ მინდა კვლავ ვეწვიო, კვლავაც ვნახო,
ასანური, – ჩემთვის ასჯერ დასაფიცი,
ხარ-ირმისთვის ერთი დილის საბალახო.
ასანური! – მინდა ასჯერ ჩავიმუხლო
ყველა ხესთან, ყველა სახლთან, ყველა კართან.
სიყვარულმა დამამუნჯა, მოველ უხმოდ,
შემიფარებს, ვიცი, მისი მწვანე კალთა.
ჩემს თვალებში გათენდება მისი დილა,
სუფრასავით გამეშლება მისი ახო.
დედაა და პაწაწინა გამაცილა,
დედაა და მსურს გაზრდილი დავენახო.
ალუბლების შეფაკლული ლოყა უჩანს,
ო, მის სუნთქვას ნუ დავარქმევთ, ძმაო, ნიავს.
ვერ დავტოვებ, მისი მიწა ერთი მუჭა,
მთები რაა, ოქროს მთებსაც მირჩევია.
მისი ყველა ხე და ბუჩქი კარგად ვიცი,
მაგრამ მინდა კვლავ ვეწვიო, კვლავაც ვნახო.
ასანური, – ჩემთვის ასჯერ დასაფიცი,
ხარ-ირმისთვის ერთი დილის საბალახო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგიწნა თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.

შორს აგიშენო თეთრი კარავი,
სიყვარულივით ჩუმი, მდუმარი.
არ შეგაშფოთებს მეტი არავინ,
ისევ ჩვენ ვიყოთ ჩვენი სტუმარი.

ო, შენ არასდროს არ მოგწყინდება,
ჩემთან სიზმრებში ჩაგეძინება
და ცისკარივით გამიბრწყინდები,
ძილში რომ ჩუმად ჩაგეცინება.

ხან უზრუნველი მინდორთა შორის
თეთრ ყვავილებში დამემალები,
მინდორს აანთებს ვარსკვლავი ორი
და შემაჟრჟოლებს შენი თვალები...

წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგხურო თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბარათი მთიდან

სვანეთში მივდივარ, მთებში და...
მიყვარხარ,
ვინ იცის, რარიგად...
ეგების მწვერვალზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.
გამორბის მდინარე ბღავილით,
ნაპირებს ცრემლი მოვწმინდე.
ფერდობზე წერწეტა ყვავილი
მაგონებს შენს თავს და მოვწყვიტე.
იმ ხევში მკივანა შურთხია.
მომწყინდა ბილიკზე წანწალი.
მე შენზე ოცნებას ვუფრთხი და
გულს მაინც ედება ხანძარი.
სვანეთში, მთებშიაც დამმშვილდე,
მიყვარხარ, ვინ იცის რარიგად...
ეგების ლატფარზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.
მაფიქრებს ღრუბელი მღელვარი.
მივდივარ, გზა მხვდება ახალი.
სვანეთში ბევრია მწვერვალი
და შენ ხარ ყველაზე მაღალი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
31 დეკემბერი

დეკემბრის ეს დღე
წელიწადივით
გრძელი იყო და
მან ბევრი ფიქრი,
ბევრი წადილი
თან გაიყოლა.
რა დამრჩა? მინდა
საკუთარ თვალით
ვნახო მსოფლიო...
ისე, ვით შარშან,
ვარ ჩემი თავის
უკმაყოფილო!
მაინც, საოცარ
ხილვებით სავსე,
არ ვკარგავ იმედს,
რომ ჩემს კვალს
დიდი ცხოვრების გზაზე
შეამჩნევს ვინმე...
თენდება. ტახტზე
ადის მეფურად
სინათლე დილის...
მე კი სიტყვასთან
კვლავინდებურად
განვაგრძობ ჭიდილს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
მოგნატრებია ოდესმე ტირილი?
ოდესმე ცრემლი მოგნატრებია?
ოდესმე ჯავრი თუ გქონებია?
წვიმაში თმა თუ დაგსველებია?
ზღვასთან ბაასი თუ გყვარებია?
თვალები ცრემლით დაგსველებია?
ალბათ, დამთვრალხარ თეთრი ღვინოთი?
ალბათ, სიმღერა მოგნატრებია?
თუ დაწოლილხარ ოდესმე თოვლში?
თოვლში ყვავილი თუ გიძებნია?
თუ გიცინია ცრემლებამდე?
გულდაწყვეტილს თუ გაგღვიძებია?
მოგნატრებია, ნეტავ, ოდესმე?
ნეტავ ოდესმე თუ გყვარებია?-
- რა ბედნიერი ყოფილხარ მაშინ
ამდენი განცდა თუ შეგძლებია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
მწყურვალისათვის მიმატანინე წყალი,
მევალისათვის მიმატანინე ვალი,
გზააბნეულისთვის მასწავლებინე გზები,
შეუწამლავი შემაწამვლინე ზვრები,
მომაძებნინე სხვაგან დამარხული ძმები,
ამ ჩემს მამულში დამამარხვინე ძვლები,
მათქმევინე: ქვეყნად სიცოცხლე ღირდა-
მერე წამოვალ, წამოვალ საცა გინდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვისაც, თუნდ ერთხელ,
მთაწმინდიდან სიამით მზირალს
დაბლა
თავისი
უძებნია თვალებით სახლი,
ვისაც, მჯდარს კენტად,
ღელის პირას ანდა ხის ძირას
აღუდგენია სახეები ნაცნობი ხალხის, -
არა მგონია,
არ იპოვნოს ამ ლექსში იმან
რაღაც ნაცნობი,
რაღაც ტკბილი,
რაღაც თავისი,
ვითარცა ნაცნობს წარმოადგენს
ზღვათათვის წვიმა,
ვითარცა სუნთქვა წარმოადგენს
ნაცნობს ქარისთვის!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე არა ერთხელ გამიგონია
ნატვრა მიწაზე, -
სულ ერთ მტკაველზე:
- ახლა თბილისიში გამარონია
და მერე მომკლა –
აღარ დავეძებ!

რამ დაგამგვანა ასე ანდამატს?! –
რაშია საქმე, მართლა და მართლა?! –
ან შენ ასეთი რა ხარ,
ანდა მას, ვინც შენა გნატრობს, -
რა დაემართა?!

არ იოცნებო - არა მგონია –
მტკვარზე, ვერაზე…
და რუსთაველზე…
- ახლა თბილისიში გამარონია
და მერე მომკლა –
აღარ დავეძებ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
არც არა მარგო ტირილმა,
არც არა ცრემლის დენამა,
აჯობა ისევ სიცილმა,
ლაქარდიანმა ენამა.
გამხიარულდით, სწორებო,
სანამ ერთურთსა ვხედავთო,
მოვკვდებით, დავიკარგებით,
შავ მიწას ამოვხედავთო.
შავის მიწისა ნაჟური
გულზედა ჩამოგვდიოდეს.
ტიროდეს ქალი და რძალი,
ჩვენ ერთიც არ მოგვდიოდეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
შენ თუ გაუსწრებ ქორს,
მე დავეწევი მწევარს,
ცხოვრება მიდის შორს,
ჩვენ შუა გზაზე ვწევართ.

ჭოგრიტოთ გავყურებთ წარსულს,
აწმყოს - ვარდისფერ სათვალით,
ვწერთ და ვლაპარაკობთ რაც გვსურს,
საკუთარ თავთან ვართ მართალი.

მომავალს უკეთესს ველით,
გვინდა ყველაფერი ზღაპრული,
ჩქარა გავანძრიოთ ხელი
თორემ,დრომ ამოგვკრა პანღური.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბევრი მხარე მოვიარე-
ასე იწყებს ამბავს მთვარე,
მაგრამ საქართველოსთანა
არ მინახავს არსად მხარე

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=swrYF8it ... re=related

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეპილოგია დილა საქმის ცოდვა-მადლიან,
თუმცა სინდისსაც უმეტყველო ბრბოში გარევენ,
პოეტებს გიჟებს უფრო მეტად მაშინ ადრიან,
როცა გიჟები თვითმკვლელობას აღიარებენ

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=SamPssFn ... re=related

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი