|
ზვიგენი შენს ვიდეო ლინკს მოუხდება ეს ლამაზი ლექსი:)
იმერეთში საოცნებო რამ დალია? მტრებს ვუტევდიტ,ხმალთან გუთანს ვფერავდით, დროთა სვლამ ვერ გაახუნა სათაფლია, მოწამეთა,ბაგრატი და გელათი. ქუთაისით,დედაბოძით დასავლეთის, თეთრი ხიდით,ვარდებით და რიონით, ამაყობდა სხვიტორი და სიმონეთი, შთაგონება იყო გალაკტიონის. ქუთაისმა იმდენ კარგ ყრმას მისცა საზრდო, მათი ღვაწლი მამულს გადაჰფენია, სხვა რომ არ ვთქვათ,უკვდავებად ჰყოფნის მარტო საქართველოს ლექსის ღმერთის გენია. იმერეთში კენჭიც კი არ დაკარგულა, თაობიდან - თაოაში გადადის, როგორც სავსე მთვარე ,ისე გაბადრულა ვენახებში ჩაქარგული ბაღდათი. საირმეში ,უკვდავების წყაროს წყალი ნაპოვნია რქანაყარი ირმების, მზის სხივებში ბრწყინავს როგორც ნატვრისთვალი მშობელ მიწას ჩახლართული სირმებით. კლდეში მოჩანს ჩიტის ბუდედ მონასტერი, აღმართულა ცისკენ სვეტად კაცხისა, არ ედება დავიწყების შავი ფერი, დასტრიალებს აზრიც,მკლავიც კაცისა. იმერეთში საოცნებო რამ დალია, მტრებს ვუტევდით,ხმალთან გუთანს ვფერავდით, დროთა სვლამ ვერ გაახუნა სათაფლია, მოწამეთა,ბაგრატი და გელათი.
|