|
წითელ ქუდა -დედიკო, ხომ არაფერი დაგავიწყდა?
-არა გოგო, არა!
-ჩურჩხელები?
-გოგო! რად უნდა ბებიაშენს ჩურჩხელა!? ხომ იცი, რომ ერბოში ჩაწებულების გარდა, ის ვერაფერს ვერ ღეჭავს!
-ვაა! შენ ჩადე ქალო ჩანთაში და რა იცი, იქნებ დაალბობს მაგ ჩურჩხელებს თბილ წყალში და ისე ჭამს!
-კარგი შვილო, კარგი! ჩავდევი უკვე.
წითელ ქუდა გამოვიდა სახლიდან, ჩაჯდა ლიფტში და ჩამოვიდა ქვემოთ.
ნაძალადევის ბაღს რომ გადიოდა,უცბად მასთან მგელი მივიდა, წითელ კოსტუმში, ყვითელ ტუფლებში და მწვანე ცვირსახოცით წინა ჯიბეში და მიესალმა წითელ ქუდას:
-სალამი წიდელ ქუდა!
-ვა მგელო შე ძველო! როგორ გამოპრანჭულხარ!? რაარი, რამე პრეზენტაციაზე ხომ არ მიდიხარ?
- არა, მამალი თავის ნახატების გამოფენას აწყობს, დამპატიჯა და იქ მივდივარ!
-კარგი ერთი, ნუ გადამრიე! ნუთუ მაგ პეტუხს ხატვა ეხერხება!?
-ხო, ეხერხება! მაგრამ ეხლა შენ მითხარი, საითკენ გაგიწევია?
-ყაზბეგში მივდივარ!
-ვაა!
-ვა და ბებიაშენისა! რა არი აქ გასაკვირველი!?
-პროსტო გამიკვირდა! რა, არ შეიძლება?
-შეიძლება, შეიძლება! გიკვირდეს და გიხაროდეს! მე წავედი.
-და რატომ მიდიხარ, შეგიძლია მითხრა?
-ბაბოსთან მივდივარ, მესიჯი გამოგვიგზავნა, კარგად არა ვარო.
-და როგორ წახვალ ყაზბეგში?
-ბურატინო შემპირდა, წაგიყვანო.
-მერე როგორ წაგიყვანს ეგ ხის თავა? ურემზე დაგსვამს და ისე აგიყვანს, თუ ველოსიპეტზე?
-შე უვიცო, შენა! ბაბუამისმა, კარლომ, გერმანიიდან ოპელ ფექტრა გამოუგზავნა! ასე რომ შენ მაგაზე არ იდარდო!
-მაშინ კარგ გზას გისურვებ, წითელქუდა.
თქვა ეს მგელმა და წავიდა.
გავიდა დრო. წითელ ქუდა დგას ბებიამისის სახლთან, აკაკუნებს კარებზე და გაიძახის:
-ბაბო, ჩამოვედი! კარები გააღე! ხინკლები გამიკეთე!?
-შემო შვილო, შემო! ყველაფერი დაგიმზადე!
წითელ ქუდამ წარბები შეკრა, მიხვდა, რომ ეს ბებიამისის ხმა არ იყო. შევიდა შინ და რას ხედავს! მგელი წევს ბებიამისის ლოგინში. წითელ ქუდა ახლო მიუახლოვდა, ამოიღო ჩანთიდან გაზ ბალონჩიკი და:
-უ შე გარეულო ძაღლო, შენა! შე გოიმო, შენა! თო პირ დაუბანელო! აი ამას ეხლა როჯაში შეგასხავ, თუ ეხლა, ეგ შენი აქოთებული პირი არ გააღო! მე ეგ ზღაპარი დიდი ხანია რაც წაკითხული მაქ! ასე რომ ნუ გაინძრევი და ხახა გააღე, ისე რომ შენი კუჭი დავინახო!
მგელი შეშინდა და პირი გააღო. წიდელ ქუდამ პირში ჩახედა და ხმამაღლა დაიწყო:
-ბაბო, მანდა ხარ?
-აქ ვარ ბალღო აქა!
-მერე როგორ ხარ?
-ცოტა მუცელი მაწუხებს, თორე ისე კარგად ვარ!
-ხინკლის გამო ხომ არაა?
-გამორიცხულია!
-მაშ ხაბიზგინის?
-ხომ არ გადაირიე გოგო!? ხაბიზგინამ როგორ უნდა აწყინოს კაცს!?
-მაშინ გამოდი, აქ ვილაპარაკოთ.
ბებია გამოვიდა, გადაეხვია წითელ ქუდას, და გულში ჩაიხუტა.
წითელ ქუდა კარგი და კეთილი გოგო იყო. მან აპატია მგელს. და პატრული არ გამოიძახა. მარტო ერთი შეეკითხა მგელს:
-ერთი ის მითხარი მგელო, როგორ დამასწარი?
-ბალუ დამეხიარა, მაგას მერსო ყავს და იმიტომ აც დაგასწარი.
-უყურე მაგ დიდ ტრაკას! მერე იცოდა თუ რატომ გინდოდა აქ მოსვლა?
-არა, სიტყვას გაძლევ, რომ ბალუ, ბაიბურში არაა თუ რა საქმე მხონდა აქ!
საღამო ხანია. მაგიდას უზიან წითელ ქუდა, ბებია და მგელი. ჯამენ ხინკალს, ხაბიზგინას, სვმენ ხვანჭკარას და მღერიან: �კარკუჩი ჩამოიყვანა, ქალი მზე ქალი ლამაზი...�
|