↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო?


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 160 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
aupairad-გეტყობა, ახალგაზრდა ხარ.
დაფიქრდი.
უფრო სწორედ, საქართველოს ისტორია შეისწავლე და მერე გაგცემ პასუხს.

"ბოგირებს და ხიდებს", ანგრევდნენ უგუნურნი.
ასეთები კი , ბლომად გვყავდნენ ქართველებს.

"ურჯულოს"- ქართველ მტერს უწოდებ მე.
"ტვინით გაღუნულ" ქართველებს, ჩვენ მოუვლით.

მაგის პირობას გაძლევ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
elchi შენ შემოგევლე, ნამდვილად შესწავლილი და მოსმენილი მაქვს ეს ისტორია, ომის მონაწილე ადამიანებისგან გადმოცემული, ერთ-ერთი მათგანი მამაჩემია, რომელიც აფხაზეთის ომში საღსალამათი წავიდა და უკან ნახევარი კაცი დაბრუნდა და ეხლა როგორც პირველი ჯგუფის ინვალიდი, სააკაშვილის ხელისუფლებისგან ყოველთვიურ შემწეობას-50 ლარამდე იღებს, პირველი სოფელი აფხაზეთის მოსაზღვრე სწორედ ჩემი სოფელი იყო და პირველი დარტყმაც სწორედ იმ სოფლის მოსახლეობამ მიიღო, მე ჩანგრეულ ხიდზე როცა დავწერე, პირდაპირ ხიდები, ბოგირები და ტროტუარები კი არ მიგულისხმია, არამედ ფსიქოლოგიურ საკითხს შევეხე-ილია ჭავჭავაძე წაიკითხე-

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
aupairad-ჩემო გენაცვალე, მოგვიწევს ერთმანეთის გაცნობა.
მე, დაახლოებით შენი მამიკოს თანატოლი უნდა ვიყვე, მეც იმ თავიდან ვნახე ჩვენი "დაქცევა".
ყველაფერმა, ჩემს თვალწინ ჩაიარა.
სამწუხაროდ, მე ვნახე ბევრი რამ.

ილია-წაკითხული კი არა, ჩემს სულში ზის.

მადლობა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
სამწუხაროდ ელჩი ცამდე მართალია . ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს ეხლა არავის არ სცალია ჩვენთვის და არც არავის ვენაღვლებთ დიდად ჩვენ თუ არ გამოვიჩინეთ კეთილგონიერება ,და შევეცადეთ ამ ჩახლართული მსოფლიო თამაშიდან რაიმე ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ .სამწუხაროდ ძალიან ბევრჯერ გაგვაბეს იმ მახეში რომელიც უნდა დაგვენახა მაგრამ თვალები დაგვევსო , მოდით მარტო ემოციებით ნუ გადავწყვეტთ საკითხებს ცოტა მეტი ვიფიქროდ და გეგმაც შევიმუშაოდ თუ საჭიროა . მაგრამ ფიქრი როგორ გვეკადრება ჩვენ ქართველებს სპონტანურობის დიდოსტატები ვართ

ღმერთი გფარავდეთ თქვენც და ჩვენს ქვეყანასაც

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
თიკოთიკო-როგორ მომანატრე თავი დახატულო?
შენი სურათი ვნახე დესპანზე.
რა ლამაზი ყოფილხარ.

თიკო-ეხლა უნდა გავფრთხილდეთ ძალიან.
ნავთი მოსხმული გვაქვს და ასანთის გაკვრაღა გვაკლია.

ფრთხილად ქართველებო, ფრთხილად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
მადლობ ელჩი ,იცი როგორ მეშინია ამ ყველაფრის განსაკუთრებით სააკაშვილის გამო კიდევ რომ რამე მოხდეს დაიწყებს ისევ ომს , და იმას ხომ არ ვეტყვით ყველას აქ გამოიქეცითთქო მიატოვეთ თქვენები გასაჭირშითქო , ძმას ვეხვეწებოდით წამოდითქო მაგრამ მერე თავი დავანებეთ როგორვ კაცობა და სინდისი ეტყვის ისე უნდა მოიქცეს თუმცა ვიღაცის წინდაუხედაობის გამო ახალგაზრდა მომავალი თაობის დახოცვაც არ მიმაჩნია მიზანშეწონილად , ჰოდა ვიხლიჩები ამ პირად გრძნობებსა და იმ სიყვარულს შორის აქ დღე და ღამ თან რომ დამდევს და ჩემი მშობლიური მიწის სუნი მოაქვს .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
შეიძლება ამ საკითხში ცოტა გადავაჭარბე(ილია), მაგრამ მე ერთი რამ მაღელვებს: ზოგიერთი ავანტიურისტი და ვაი-პოლიტიკოსების გამოისობით, ეს უბრალო ხალხი რომ ეწირება მათ შავ ზრახვებს და მათზე რომ ტყდება ბოლოს ჯოხი; ბრძანებების და მითითებების გამცემები მშრალად რომ გამოდიან წაგებული ომიდან, როგორც აგვისტოში მოხდა, როცა რამდენიმე ჯარისკაცი სამაგალითოდ დასაჯეს, ხოლო ხელმძღვანელი მაღალი თანამდებობის პირები სხვადასხვა თანამდებობებზე რომ გადაანაწილეს, ქვეყანაში, სადაც კანონი მარტო დაუცველი ადამიანებისთვის რომ კანონობს და თანამდებობის პირები ამ კანონებს ხალხს თავზე რომ ახევენ-ხელისუფლებაში მყოფი ასეთი ხალხის მიერ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისა ახლო მომავალში ვერ დავიჯერებ-მეთქი, სწორედ ამ აზრის გამოთქმა მინდოდა და,ვინმეს თუ შეურაცხყოფა მივაყენე ყოველივე ამით-მომიტევეთ ბატონებო, თქვენ იცით და ტქვენმა კალამმა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
aupairad
100% გეთანხმები!
სწორად მსჯელობ=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
კამათში იბადება ჭეშმარიტება , აქ საწყენი არაფერია .ერთმანეთის აზრის მსმენაც ყოველგვარი ირონიისა და ქვენა აზრის გარეშე უნდა შეგვეძლოს .ასე რომ ნუ განაწყენდები ჩემო კარგო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
"რაც უფრო უშუალოდ მონაწილეობენ მოქმედებაში, მით უფრო ნაკლებ შეუძლიათ ბრძანება და მით უფრო მეტია მათი რიცხვი; რაც უფრო ნაკლებია მათი პირდაპირი მონაწილეობა მოქმედებაში, მით უფრო მეტს ბრძანებენ და მით უფრო ნაკლებია მათი რიცხვი"

ეს სიტყვები ერთ დიდ, გამოჩენილ მწერალს ეკუთვნის, სამწუხაროდ ვერ ვიხსენებ ვის. და ზუსტად შეესატყვისება ჩვენს დღევანდელ სამხედრო მბრძანებლებს, რომლებიც ნაკლებ პასუხისმგეებლობას იღებენ საქმის საერთო მდგომარეობაზე და შედეგებზე, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ მათი ბრძანებების შესაბამისად მოქმედებდნენ ქართველი ჯარისკაცები აგვისტოს ომში და სწორედ ამ უგუნური, გაუაზრებელი მითითებების გამოისობით დამდგარი შედეგაბისთვის რამდენიმე ათეული გმირი ქართველი ჯარისკაცი სიცოცხლეს გამოესალმა, დააობლა შვილები, მეუღლე, მშობელი შვილის სიკვდილს მოასწრეს, სიცოცოხლის ბოლომდე შავი თავსაფრის ტარებისთვის გაიმეტეს.

გაიხარეთ არიადნიტ, ტიკოტიკო. უნდა ვიმსჯელოთ, გავესაუბროთ და გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი მოსაზრებები და ვიკამათოთ კიდეც, და ეს კამათი ბოლოს ჭეშმარიტებამდე მიგვიყვანს. ხალხნო ჩვენ და ჩვენმა შვილებმა უნდა ვიცხოვროთ საქართველოში , ამ უცხო ქვეყნებში სამუდამოთ კი არ გადმოვხვეწილვართ, მაიძულეს ბატონო, აუტანელმა ყოველდღიურობამ და დამყაყებულმა მდგომარეობამ მაიძულა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
aupairad
როგორ არის ეხლა მამა?
შენ რამდენი წლის ხარ,თუ საიდუმლო არ არის.
იმედით ცოცხლობს ადამიანი და ღმერთმა არ
მოგვიშალოს ეს იმედები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined10 Jan 2009
Posts35
კარმა0
OFFLINEPROFILE
როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაცაბო, რა ვიცი, მე ვხუმრობ ხოლმე, ერთამ ნაცნობმა იხუმრა ადრე და ავიკვიატე, მოკლეთ როცა აფხაზეთის შემოერთებაზე ვსაუბრობთ, იქნებ გვეთქვა აფხაზებისთვის და ოსებსთვის ჩვენ შეუერთდებით მათ! იქნებ ჭკუაში დაუჯდეთ, მთავარი ხომ გაერთიანება და ტანაცხოვრებაა! კიდევ არანაირი ომით, ამას ვამბობდი და ვამბობ დღეს! აგვისტოს ომი არ უნდა ყოფილიყო პროვოკაციას არ უნდა წამოვგებოდით, საკUთარ ხალხისთვის არ უნდა გვესროლა საკუტარ მიწაზე ბომბები არ უნდა დაგვეტესა კართოფილებივით, მოკლეთ მაგრად გავებით მახეში; ეხლა ძნელია ამ ტერიტორიების დაბრუნებაზე საუბარი, არადა ხომ ვიცით მუდმიბვად იქნება ქაოსი ეს ქვეყანა არ დალაგდება სანამ ყველაფერს არ დაერქმევა თავისი სახელი, მე კი არ მინდა ომი, არ მინდა ვხედავდე ქართველ დედას, რომელსაც სამაცაბლოს ომში მკვდარი შვილის ძვლების მეშოკი კიდია მხარზე, არ მინდა და მომკალით, ! კონფლიქტი მშვიდობიანი მეთოდებით უნდა მოგვარდეს თუნდაც ეს კონფლიქტი 50 წელი გაიწელოს, ხალხო მოჩქარეს მოუგვიანდესო ნათქვამია, როდის უნდა ვისწავლოთ ჭკუა, შორი გზით იარე და სახლში მშვიდობით მიდიო! ასეთი რამაეცაა ნათქვამი ; აგვისტოს ომი უკვე იყო, დავკარგეთ დამატებითი ტერიტორიები, დავკარგეთ ახალგაზრდა ბიჭები, დაგვემატა გაუბედურებული დევნილი ხალხი, ახლა მაინც მოვიქცეთ ჭკვიანურად, ომში შეიძლება დამარცხდე, მაგრამ მოიგო მშვიდობა, როგორც დამარცხებულმა გერმანიამ მოიგო მშვიდობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ხო, მალე რომ გვინდა მოგვარება ამ კონფლიქტის და ტან აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკებების გარეშე უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი "დეფაქტოა" ტუ სეპარატისტული რეჟიმებია იქ მაცხოვრებელი ხალხის არცევანია, ჩვენი არ ჩევანია "მისა სააკაშვილი" ასეა ეს! მიუხედავად იმისა, რომ აყალბებს და აყალბებს ეს კაცი არჩევნებს , ცვენ ვართ უსუსურები ჩვენ ვაყალბებინებთ და ჩვენ ვიმსახურებთ ასეთ ხელისუფლებას ასეა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, ხო, აუცილებელია მათთან პირდაპირი დიალ;ოგების აღდგენა, სახალხო დიპლომატიის ამუშავება აქტიურად, გერმანია ორად იყო გაყოფილი და მტელი მსოფლიო მუსაობდა მის გაერთიანების საკითხში, მათ შორის პერესტროიკის შემდეგ საბჭოტა კავშირის ლიდერები; გორბაჩოვი ედვარდ შევარდნაძე, ასევე საბჭოტა კავშირის იგივე რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ; გდრ-გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელი ჰელმუდ კოლი, ამერიკა ხომ ტავისტავად! აი ასეთი განწყობა და ფონი უნდა შევქმნათ გარშემო მსოფლიოში, რომ ერთხელადა სამუდამოდ მივიღოთ მშვიდობა და ძლიერი გაერთიანებული საქართველ;ო, ნუ გვავიწყდება ის და შევეგუოთ იმას, რომ ეს კონფლიქტი არ მოგვარდება მალე 5-10 წლში მაინცდა მაინც, მითუმეტეს აგვისტოს ომის შემდეგ, როცა ეს მოგონილი "სახელმწიფოები" აღიარა რუსეთმა, ნუ დავხუჭავთ ამაზე თვალს, ძალიან გაჭირდება აწი საქართველოს გაერთიანება! და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, ნატო-შიც, რომ შევიდეთ ესეც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა 5-10 წელში აღვადგინოთ ! გაიხედ-გამოიხედეთ აგერ 56 წელია საბერძნეთი და თურქეთი ნატოს წევრები არიან, იგივე ევროკავშირისაც და მათ ვერ გადაუწყვეტიათ დრემდე "კვიპროსის საკითხი", ღვთის მადლით ბოლო ხანს ამ პრობლემის გადაწყვეტის კონტურები გამოიკვეთა! და ასეა ნაბიჯ-ნაბიჯ მოვა მშვიდობაც და გაერთიანებაც ცვენი ქვეყნისა, და ნU ვხოცავთ ტყუილად ერთმანეთს! საქართველო ერთი ოჯახია და ამ ოჯახს ჩვენ უნდა მოუაროთ ჩვენი ტვინით და ტავით! ჩვენი ტავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს! ამის მაგივრად სად გავყავით ტავი? "6 პუნქტიანი დოკუმენტით" ხელ-ფეხი შეგვიბოჭეს, საკუტარ პრობლემების მოგვარების საქმეს ცამოგვაცილეს! გონებაჩლუნგებივით მიგვაბეს! და ახლა საქართველო შესაძლოა მაღთლა გადაიქცეს ორი ზესახელმწიფოს დაპირისპირების პოლიგონად და ეპიცენტრად, მაინც და მაინც ჩვენზე უნდა გადატყდეს ჯოხი, მაინც და მაინც ჩვენ უნდა გავყოთ ტავი ყველა უბედურებაში! მაინცდამაინც ჩვენ უნდა ვიყოთ საცდელი კურდღლები, არ გვეცოდება ჩვენი პატარა ქვეყანა არა, არ გვიყვარს ჩვენი თავები, ჩვენი მამული, ჩვენი ენა ისე რომ მოუაროთ, ნათქვამია რა ენა წახდეს ერი დაეცესო, როცა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში საკუტარი ენა აღარ ჭრის რარაზე უნდა ვილაპარაკოთ სად არის სიმყარე სახელმწიფოსი , რა არის სახელმწიფოს ხერხემალი, მისი საყრდეი ბოძები! ? რა არის ერის საძირკველი!!!!? მოკლეთ თუ ესე გაგრძელდა საქართველოს გადარჩენის სანსები მინიმალურია... თვითოულმა ქართველმა უნდა გაანძრიოს ტვინი ახლა, თუ უნდა, რომ ის ფესვები შეინარჩუნოს რაზეც დგას ტავად და საქართველო!....

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined10 Jan 2009
Posts35
კარმა0
OFFLINEPROFILE
ასეა ეს!=fiqri=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=DUBl6TjoljA ნახეთ ბოლომდე, მე კი გული შემეკუმშა,აფხაზეთი-ყველა ქართველის მოურჩენელი იარაა..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ვერ ვნახავ.არ მინდა:( :( :(

არ ვიცი როგორ მაგრამ უნდა დავიბრუნოთ აუცილებლად=zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 160 posts ] 
როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო?
დესპანი