↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
დაზარალებულები გორიდან ისრაელში დაბომბეს
03.01.09 16:51
რუსული ინტერვენციის დროს საქართველოდან ისრაელში რეპატრირებული ქართველი ებრაელები ისევ ``გრადების`` დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ. რუსეთ-საქართველოს ომის დროს კონფლიქტის ზონიდან ევაკუირებულთა ნაწილი ისრაელის სამხრეთ ნაწილში დასახლდა, სწორედ იმ რეგიონში, რომელსაც ``ჰამასის`` ტერორისტები გამუდმებით ბომბავენ. ქალაქ აშდოთში გორიდან ევაკუირებული ორი ოჯახი ჩაასახლეს, პალესტინელების მიერ გაშვებული ჭურვები კი ამ ქალაქში ოთხი დღის წინ ჩამოცვივდა. შედეგად დაშავდა ჩვიდმეტი ადამიანი. გორიდან დევნილები ამბობენ, რომ, ოთხ თვიანი რეპატრიაციის შემდეგ, კვლავ შოკურ მდგომარეობაში იმყოფებიან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტი ითვალისწინებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც საჯარო სამსახურს უკავშირდება. აქედან გამომდინარე ჩვენს მიერ შემუშავებულ იქნა სპეციალური სატრენინგო და სასემინარო კურსები, რომლებიც ხელს შეუწყობენ და დაეხმარება საჯარო მოხელეებს დაკისრებული მოვალეობებისა და საქმიანობის უკეთ წარმართვასა და შესრულებაში.

სატრენინგო და სასემინარო კურსები საჯარო მოხელეთათვის:

ადამიანური რესურსების მართვა და მენეჯმენტი;
ევროკავშირი და ევროპის სამეზობლო პოლიტიკა;
მედიასთან ურთიერთობების საფუძვლები;
დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებები;
ინტელექტუალური საკუთრების სამართალი (საავტორო უფლებები);
ინფორმაციის თავისუფლება;
თვითმართველობა და დეცენტრალიზაცია;
მენეჯმენტის საფუძვლები;
ბიზნეს პროექტების მენეჯმენტი;
პროექტების მართვა;
საქართველოს კანონმდებლობა საჯარო სამსახურის შესახებ;
სოციალური უსაფრთხოების სისტემები;
ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაცია (NAთO);
ევროპული და საერთაშორისო ფონდებით სარგებლობის მექანიზმები;
ურბანული დაგეგმარება და ინფრასტრუქტურა;
საზოგადოებრივი ურთიერთობები;
რეგიონალური პოლიტიკა;
ბიუჯეტირება;
კომპიუტერული პროგრამები;
ფინანსური მენეჯმენტი;
სახელმწიფო შესყიდვები;
საგადასახადო კოდექსი;
გენდერული თანასწორობა;

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
კავკასია: გატეხილი რეგიონი
თომას დი ვალი ლონდონიდან
დეკემბერი 2008

კავკასია პატარა, არასტაბილური რეგიონია. საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში დასახლებული სხვადასხვა მცირე ერები ერთმანეთთან თანამშრომლობას თავად უნდა ცდილობდნენ, რომ ინტეგრირებული რეგიონი ააშენონ.

სამწუხაროდ, საერთო მიზნის არსებობა აქ არ იგრძნობა: დახურული საზღვრებითა და ცხელი წერტილებით კავკასია თვითმკვლელობის პაქტს უფრო მოგაგონებთ.

მსოფლიოში არსად ამდენი საკონტროლო გამშვები პუნქტი არ არის. ორი დიდი საზღვარი სომხეთს და აზერბაიჯანს, ასევე რუსეთს და საქართველოს შორის პერმანენტულად დახურულია. მხოლოდ ორ მეზობელზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე შეიძლება ითქვას, რომ მათ მართლაც ახლო ურთიერთობები აქვთ, მაგრამ უფრო მეტად ენერგეტიკულ პოლიტიკაზე დაფუძნებული, ვიდრე საერთო ღირებულებებზე, რაც ჩვეულებრივი მოქალაქეების მატერიალურ მდგომარეობაზე არ აისახება.

და მაინც, კავკასიის მოსახლეობა ცდილობს შანსი ხელიდან არ გაუშვას და ერთმანეთთან ბიზნესის წარმოების შესაძლებლობას ყოველთვის იყენებს. ორი ბაზრის ისტორია ამის დასტურია. პირველი ერგნეთთან, უშუალოდ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებობდა. ეს იყო კავკასიაში ძალიან ცოცხალი ბაზარი, რომელიც ყვაოდა. ოსები აქ რუსეთიდან ჩამოტანილ ათასგვარ განუბაჟებელ საქონელს - თამბაქოდან დაწყებული ავტომანქანებით დასრულებული - ყიდდნენ, ქართველები დიდ წილად სასოფლო სამეურნეო პროდუქტით ვაჭრობდნენ. რადგან ის რეგულაციას არ ექვემდებარებოდა, საქართველოს ახალი მთავრობა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ამტკიცებდა, რომ ბაზარი უზარმაზარ ხვრელს ქმნიდა ქვეყნის ბიუჯეტში და უნდა დახურულიყო, რაც აღასრულა კიდეც 2004 წლის ივნისში.

ბაზრის დახურვა იურიდიული თვალსაზრისით გამართლებული, კანონზე დაფუძნებული ნაბიჯი იყო, მაგრამ როგორც საქართველოს კონფლიქტების მოგვარების ყოფილი მინისტრი გიორგი ხაინდრავა ამბობს ”ერგნეთი რომ არ არსებულიყო, უნდა გამოგვეგონა.” ერგნეთი შესაძლოა კავკასიიის რეგიონში მოვაჭრე ყველა ეროვნების ხალხს შორის ”ნდობის აღდგენისკენ მიმართული” ყველაზე მასშტაბური ზომა იყო. შესაძლოა სამხრეთ ოსეთში ხელახალი ომისკენ სვლა ამ ბაზრის დახურვის დღეს დაიწყო.

მეორე გასაოცარი მაგალითი იყო საქართველო-სომხეთის საზღვარზე, ქართული სოფელი სადახლო: უზარმაზარი სომხურ-აზერბაიჯანული ბაზარი საქართველოს ტერიტორიაზე სადაც ჰორიზონტზე არცერთი ქართველი არ ჩანდა. აზერბაიჯანლები სომხურ პროდუქტს ყიდულობდნენ, სომხები - აზერბაიჯანულს, რომლითაც შემდეგ ერევნის მაღაზიები გავსებული იყო. ისევ მთავრობის ზეწოლით ბაზარი შეიზღუდა, თუმცა ბოლომდე არ დახურულა. კიდევ ერთი ეთნიკური თანამშრომლობის მაგალითი ჩაახშვეს.

პოლიტიკა ცალკე დგას, მაშინ როდესაც საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესები ერთად უნდა ვითარდებოდეს. სამხრეთ კავკასია - ფაქიზი მექანიზმია, რომელშიც ერთი ნაწილის მოშლა, უმალ სხვა ნაწილებზე ვრცელდება.

ეს კარგად გამოჩნდა აგვისტოს ომის დროს საქართველოში. აზერბაიჯანის შემოსავლების მთავარი წყარო, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-სუფსას მილსადენები დაიხურა. როდესაც 16 აგვისტოს ცენტრალურ საქართველოში გრაკალის სარგინიგზო ხიდი აფეთქდა, დაიხურა ასევე ერთადერთი სარკინიგზო ხაზიც, რომელიც სომხეთს შავ ზღვასთან აკავშირებდა, ამგვარად ერთი კვირის განმავლობაში მთელი სომხური იმპორტი შემცირდა, რასაც 500 მილიონი დოლარის ზარალი მოჰყვა.

ასეთი სამწუხარო ვითარება ნაწილობრივ ყველას ბრალია.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეურიგებელი პოზიციები დაიკავეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კავკასიაში მშვიდობის და განვითარებისთვის ყველაზე დიდი დაბრკოლების, მთიანი ყარაბახის კონფლიქტის გადალახვის უნარი არ აღმოაჩნდათ. საქართველომ კი თავის სწრაფვაში ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მეზობლებს და რუსეთს აბსოლუტური იგნორირება გაუკეთა. ქართველი ანალიტიკოსის არჩილ გეგეშიძის თქმით, საქართველოს პრობლემების ერთ-ერთ მიზეზს სწორედ ის წარმოადგენს, რომ სააკაშვილის მთავრობამ არაგონივრულად ”ყველა მისი კვერცხი დასავლური მხარდაჭრის მობილიზების კალათში ჩააწყო” და მეზობლებს საკმარისს ყურადღებას არ უთმობდა.

ხოლო ევროპელებს და ამერიკელებს, რომლებიც გაუთავებლად ლაყბობდნენ კავკასიაში რეგიონალური ინტეგრაციის იდეაზე, რეალურად კიდევ უფრო ვიწრო მიზნები ამოძრავებდათ. ევროპის დიდებულ TRASECA-ს საკომუნიკაციო და სატრანსპორტო პროექტში, რომელიც კავკასიას ევროპასთან აკავშირებდა და გამოცხადდა როგორც ახალი ”აბრეშუმის გზა”, გახსნის დღიდან, 1993 წლიდან 200 მილიონ ევროზე ნაკლები ინვესტიცია ჩაიდო და მისი ეფექტი უმნიშვნელოა.

სამაგიეროდ ისეთმა პროექტებმა, როგორებიცაა ნატოს გაფართოვება, ენერგეტიკული უსაფრთხოება და სომხური დიასპორის მოთხოვნები, კავკასიური პოლიტიკის სხვადასხვა სეგმენტებად დაყოფა გამოწვია. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თავად ვაშინგტონშიც კონგრესს, პენტაგონს და სახელმწიფო დეპარტამენტს სხვადასხვა პოლიტიკა აქვთ პირველ რიგში ფოკუსირებული სომხეთზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე.

გარდა ამისა, რამდენიმე ვაშინგტონელმა სტრატეგმა გადაწყვიტა, რომ რუსეთი კავკასიიდან შესაძლოა დროზე არ გასულიყო, აბსოლუტურად გამორჩათ რა ის ფაქტი, რომ რეგიონი რუსების ცნობიერებასა და გეგმებში ორი საუკუნის განმავლობაში დომინირებდა, რომ რუსული ელიტის დიდ ნაწილს ამ ადგილებთან, რომლებიც დასავლეთის მცხოვრებლებს მხოლოდ გაგონილი აქვთ, ოჯახები ან ბავშვობის მოგონებები აკავშირებთ.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს მისი სპეციფიკური ფუნქცია კავკასიაში. საკუთარი პოლიტიკით მან აქედან ვერანაირი სარგებელი ვერ მიიღო - რუსეთი რეგიონს კვლავ კოლონიალურ ჭრილში აღიქვავს და მის შეშინებას და რესურსებით მართვას ცდილობს, იმის ნაცვლად, რომ ვაჭრობის რბილი ძალა - რეგიონში მისი ყველაზე დიდი, მაგრამ ნელნელა კლებადი რესურსი - ან რუსული ენა გამოიყენოს, ახალი და მეგობრული სამეზობლო გარემოს შესაქმნელად.

ადამიანური კავშირები ჯერ კიდევ ძალაშია, მთავრობების ამის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებების მიუხედავად. ისტორიულად, კულტურულად და ბიზნესის თვალსაზრისით რუსებს და ქართველებს ერთმანეთთან მყარი კავშირები აქვთ. აგვისტოს კონფლიქტის მიუხედავად ასობით ათასი ქართველი რუსეთში მუშაობას განაგრძობს. ”(რუსი და ქართველი) ლიდერები ორ ხალხს შორის არსებული კარგი ურთიერთობების გაფუჭებას შეეცადნენ,” თქვა ანალიტიკოსმა ივლიანე ხაინდრავამ.

საქართველოს წინა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს - რომელიც ბოლოს და ბოლოს პერესტროიკის წლებში მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო - ეს ესმის, იმის მიუხედავად, რომ როდესაც იგი საქართველოში პრეზიდენტად დაბრუნდა, რუსული ელიტის მკაცრი პოლიტიკის ელემენტების დაშოშმინება მთლიანად მაინც ვერ შეძლო.

3 დეკემბერს, IWPR-სთან ინტერვიუში, მის საცხოვრებელ სახლში, რომელიც თბილისის შემოგარნშია, შევარდნაძემ განაცხადა - მემკვიდრის მიმართ საყვედურით - რომ იგი რუსების მიმართ პატივისცემის მაქსიმუმს გამოხატავდა. მაგალითად, თქვა შევარდნაძემ, როდესაც 2002 წელს მიღებულ იქნა საქართველოში ამერიკული არმიის მოწვევის გადაწყვეტილება, როგორც ინოვაციური ”წრთვნისა და აღჭურვის პროგრამის” ნაწილი, მან ყველაფერი გააკეთა, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს წინასწარ შეეტყო და პუტინმაც უპასუხა, რომ ამერკული ნაწილების ყოფნა რუსეთისთვის ”არანაირ ტრაგედიას არ წარმოადგენს”.

”მე ყოველთვის ვცდილობდი იმის ხაზგასმას, რომ რუსეთი ჩვენთვის მეორეხარისხოვანი ქვეყანა არ იყო, რომ ის დიდი მეზობელი გახლდათ, დიდი შეიარაღებითა და ეკონომიკური პოტენციალით,” თქვა შევარდნაძემ.

კონფლიქტი შავ-თეთრ აზროვნებას ბადებს, ისეთ ხედვას აყალიბებს, რომ თუკი თქვენი მოწინააღმდეგე ცუდადაა, ეს კარგია. მიმდინარე კრიზისის დროს, ამბობს ივლიანე ხაინდრავა, ”ბევრი საქართველოში სიმშვიდეს ინარჩუნებს და რუსეთში სიტუაციის გაუარესებას, ნავთობის ფასების დაცემას და ჩრდილოეთ კავკასიაში დაძაბულობის ესკალაციას ელოდება.”

მას სჯერა, რომ ასეთი მიდგომა საქართველოსთვის დამღუპველია, რადგან ეკონომიკური ვარდნა რუსეთში მტკივნეულად აისახება ქართველ ემიგრანტებსა და მათ ოჯახებზე, რომლებსაც ისინი ფულს უგზავნიან, იმავდროულად კავკასიაში ძალადობის ახალი ტალღა შეიძლება საქართველოზეც გავრცელდეს.

ასეთი აზროვნების შედეგია სომხებისა და აზერბაიჯანლების ძალიან გამწვავებული ურთიერთობები, რომელთაგან ბევრს უხარია რომ მოწინააღმდეგე ქვეყანას პრობლემები აქვს, მაშინ როდესაც მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მეორე მხარე ასევე ზარალდება.

ადგილობრივებისთვის ამ ბარიერების გადალახვა რთულია. ეს გარე თვალს შეუძლია იმის მშვიდად წარმოდგენა, თუ როგორ შეძლებდა კავკასია უფრო ჰარმონიულ ფუნქციონირებას, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზმი და არა როგორც უბრალოდ დისფუნქციური გეოგრაფიული რეგიონი.

საბოლოოდ, ისე ჩანს, თითქოს ერთადერთი დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია, ევროპის კავშირია, რომელსაც უნარი აქვს ეს ქვეყნები ერთი მთლიანი რეგიონის კონტექსტში განიხილოს და მათ ისეთი შეღავათები შესთავაზოს, რომლის ფასადაც მათ მავნე ჩვევების გადალახვა უღირთ. ბალკანეთი ამის კარგი მაგალითია.

სამწუხაროდ იგრძნობა, რომ ევროკავშირი კავკასიაზე საკმარისი ზრუნვის გამოსავლენად ჯერ კიდევ ძალიან დისტანცირებული და დიდწილად მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. პოზიტიური ფაქტია, რომ ევროპელი მონიტორები საქართველოს მიწაზე იმყოფებიან. და მიუხედავად იმისა, რომ მათი იქ ყოფნის მიზეზი ტრაგიკულია, იმედს გვაძლევს, რომ ისინი გაცილებით მასშტაბური ვალდებულების ავანგარდად ყალიბდებიან და იქ არამხოლოდ იმის დასადასტურებლად არიან, რომ ეს მშვენიერი მთიანი რეგიონი პერმანენტული თავისტიკივილია, რომელიც ვერასდროს განიკურნება.

თომას დი ვალი IWPR-ის კავკასიის უკვე ყოფილი რედაქტორია. თითქმის 7 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ IWPR-ს კავკასისთვის ეს მის მიერ რედაქტირებული ბოლო პუბლიკაციაა.

foreignpress.ge

"ჯორჯია ვიქლი", 30 დეკემბერი 2008 წელი.
წყარო:http://www.georgiaweekly.net/index.php?artikelID=2571

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
იუბილარმა სრულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საკვირაო წირვა დღეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.
პატრიარქმა ტრადიციულ საკვირაო ქადაგებისას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
~ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი დაკარგული არ არის. დროებით საქართველო ვერ აკონტროლებს ამ ტერიტორიებს. არასდროს უნდა გაივლოთ გულში, თითქოს ეს დაკარგული მიწებია~, - ბრძანა პატრიარქმა.
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ეს 76 წელი შეუსრულდა. ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა.
1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა კურთხევით თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს. 1960 წელს კი დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით.
1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 967 წელს კი, ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. ილია მეორემ სოხუმში 11 წელი დაჰყო.
1977 წელს, საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყოველ მესამე დღეს საქართველში ერთი პატიმარი კვდება [Video]

ციხის საავადმყოფოში ავადმყოფის ბედს ხშირად ექიმების ნაცვლად ჩინოვნიკები განაგებენ. ფოტო: ორთაჭალის ციხე (ალექსანდრე კლიმჩუკი, 2007)
ი •

[სტუდია ”მონიტორი”]
სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში მომუშავე ექიმების დაბალკვალიფიციურობას მრავალი პატიმარი ეწირება. დაავადებულ პატიმართა ზედამხედველობა რატომღაც იუსტიციის სამინისტროს აქვს აღებული. ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ძალიან ხშირად ავადმყოფის ბედს ექიმების ნაცვლად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ჩინოვნიკები განაგებენ.

2004 წლის 13 ოქტომბერის ღამეს 18 წლის ალექსანდრე ალბოროვი და მისი მეგობარი პატრულმა მეზობლის სარდაფის გაქურდვის გამო იმ მომენტში დააკავა, როდესაც ნაქურდალი ალუმინისა და თუჯის ჭურჭელი ტაქსით გადაქონდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ალექსანდრე ალბოროვს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პატიმარს თბილისის მეხუთე საპყრობილეში ინვალიდი დედა სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდა. დაპატიმრებიდან რამდენიმე თვეში ალექსანდრე ალბოროვი ტუბერკულოზით დაავადდა.

არასათანადო მკურნალობის გამო, მას ტუბერკულოზის მდგრადი ფორმა ჩამოუყალიბდა. ავადმყოფობის ისტორიიდან ირკვევა, რომ ალექსანდრე ალბოროვს ციხის სავადმყოფოშიც არ უმკურნალეს და საკანში მალევე დააბრუნეს.

ალექსანდრე ალბოროვს განუკურნებელი დაავადების გამო კანონით გათვლისწინებული სასჯელის გადავადება ან განთავისუფლება არ შეეხო.

19 წლის ახალგაზრდა, რომელიც უკვე 25 კგ-ს იწონიდა და სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, სახელმწიფოსგან ექსპერტიზის ჩატარებას და ავადმყოფობის დადასტურებას ამაოდ ელოდა. ალექსანდრე ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში მომაკვდავი გადაიყვანეს, სადაც 2 თვის შემდეგ გარდაიცვალა.

- “უვიცობის, არაკომპეტენტურობის კლასიკური ნუმუში”, - ასეთი შეფასება მიიღო სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო პერსონალმა სახალხო დამცველის მოხსენებაში. პატიმრების გახშირებულმა საჩივრების გამო სოზარ სუბარმა იქ არსებული მდგომარეობის შესწავლა გადაწყვიტა.

ესქპერტიზას ლევან ლაბაური ხელმძღვანელობდა. თავდაპირველად მათ ავადმყოფობის ისტორიების შესწავლა და სიკვდილის შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზების ანალიზი დაიწყეს.

2007 წელს საქართველოში პატიმართა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. თუ კი ბოლო 13 წლის განმავლობაში დაპატიმრებულთა რიცხვი ყოვეწლიურად 6-დან 10 ათასამდე მერყეობდა. 2007 წელს ამ რიცხვმა 19 ათასს მიაღწია.

გარდა სივიწროვის პრობლემისა, ციხის სამკურნალო დაწესებულებას, არც იურიდიული სტატუსი და არც სამედიცინო ლიცენზია აქვს. ამის გამო იქ განხორციელებული სამედიცინო მომსახურება სახელმწიფოს კონტროლს არ ექვემდებარება.

სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულება ციხის საავადმყოფოს შესამოწმებლად ჯანდაცვის მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებს არ უშვებს. სახალხო დამცველის არაერთ მიმართვას სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე ასე პასუხობს:

- ”სასაჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე სალიცენზიო პირობების შემოწმება ამ ეტაპზე ვერ განხორციელდება, რადგან იუსტიციის სამინისტროს სასჯელარსრულების დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურები არ ექვემდებარებიან ლიცენზირებას”.

ჯანდაცვის სამინისტრო საპატიმროებში არსებულ მდგომარეობას ვერ აკონტროლებს. საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნით საპატიმროებში სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი კომისია შეიქმნა, რომლის მიზანია დაავადებული პატიმრის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიიღება. ლევან ლაბაურს მიაჩნია, რომ ეს კომისიაც არაეფექტურად მუშაობს.

ერთობლივ კომისიას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ირაკლი გიორგობიანი ხელმძღვანელობს. მისი განცხადებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გარდაცვლილი პატიმრების რიცხვისა და სიკვდილიანობის მიზეზების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვედზე და ყველასათვის ხელმისაწვდომია. ამ საიტის მონაცემით, ყოველ მესამე დღეს ერთი პატიმარი იღუპება.

ოფიციალური მონაცემებით 2007 წელს სასჯელაღსრულების დწესებულებაში 100 პატიმარი გარდაიცვალა. 2006-ს კი 92. სახალხო დამცველის აპარატმა დეტალურად 2006 წლის ზაფხულში გარდაცვლილი 29 მსჯავრდებულის საქმე შეისწავლა, რომელთა გარდაცვალების მიზეზად გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა დასახელდა. ექსპერთა ჯგუფის მიერ დასმულმა დიაგნოზებმა სრულიად სხვა რეალობა დახატა. შესწავლილი 2 თვის სტატისტიკა ასეთია:

29 პატიმრიდან
6 - ნაძალადევი სიკვდილით, აქედან 2 პატიმარი ჩამოხრჩობილია;
ორ პატიმარს მექანიკურიი დაზიანება აქვს მიღებული;
ერთი ელეტროტრამვით გარდაიცვალა;
ერთი - ქიმიური მოწამვლით;
6 - ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმით;
5 - გულის სხვადახვა დაავადებით;
3 - კიბოთი;
1 - ცეროზით;
2 - სამედიცინო ჩარევის გართულებით;
6 - ფილტვბის ანთებით გარდაიცვალა.

სოზარ სუბარი, სახალხო დამცველი: ”2006 წლის ზაფხულში 10 დღის განმავლობაში კვდება 10 პატიმარი, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში 10 იდან 6 გარდაიცვალა ფილტვების ანთებით. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი, ვინაიდან ეს დაავადება 21-ე საუკუნეში მკურნალობას ექვემდებარება. დღეში ერთი პატიმარი ფილტვების ანთებით რომ კვდება, ამაზე პასუხი აუცილებლად უნდა აგონ იმ ადამიანებმა, ვისაც ევალება ამ სფეროზე ზედამხედველობა”.

ისტორია პირველი:
ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი ქალთა კოლონიის პატიმარის ნანული ალავერდაშვილის ინტერესებს მას შემდეგ იცავდა, რაც განსასჯელი განუკურნებელი სენით დაავადდა. 50 წლის ქალბატონს სასაართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, დაპატიმრებიდან 3 წლის შემდეგ ფილტვის კიბოთი დაავადდა. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას მის მკურნალობაში დახმარება საერთაშორისო ცენტრმა “ემპატიამ “ მიმართა.

ადვოკატმა ზაზა ზატიაშვილმა კი თბილისის საქალაქო სასამართლოს პატიმარ ალავერდაშვილისათვის სასჯელის გადავადება, ან პატიმრობიდან გათავისუფლება მოსთხოვა. მან სასამართლოს ჯანდაცვისა და იუსტიციის სამისტროების ერთობლივი კომისიის დასკვნაც წარუდგინა, მაგრამ მოსამართლე რეზო ნოდიამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ისტორია მეორე:
წინასწარი პატიმრობაში მყოფი 27 წლის თეიმურაზ ფხალაძეც მეხუთე იზოლატორში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა დაასახელა, რაც სიკვდილის გაყალბებული მიზეზი აღმოჩნდა.თეიმურაზ ფხალაძის მშობლების თქმით, მათი შვილი სრულიად ჯანმრთლი იყო.

ისტორია მესამე:
28 წლის რომან მარგველანი 2007 წლის 20 თებერვალს საპყრობილეში არსწორი მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა. კოდორის ხეობის მკვიდრი, ბატალიონ “მონადირეს” ყოფილი წევრი 2005 წლის აგვისტოში მვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს. ფინანსური პრობლემების გამო ოჯახმა ადვოკატის დაქირავება მხოლოდ 2 თვით შეძლო.

დაპატიმრებიდან 6 თვის შემდეგ მარგველანი უმძიმეს მდგომარებაში ზუგდიდიდან თბილსში, ციხის საავადმყოფოში გადმოიყვანეს. სახალხო დამცველის აპარატმა უკვე პატიმრის სიკვდილის შემდე შეისწავლა მისი ავადმყოფობის ისტორია.

როგორც გაირკვა პატიმარი მარგველანი, რომელსაც ციხეში თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ძლიერი ფსიქოტროპული წამლებით მკურნალობდნენ, ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

მარგველანის გარდაცვალების ფაქტზე სახალხო ადმცველმა სამედიცინო დოკუმენტაცია გნერალურ პროკურატურას გადაუგზავნა თუმცა, როგორც სხვა უამრავ ანალოგიურ საქმეზე პროკურატურის მხრიდან რეაგირება არც ამ საქმეზე ყოფილა.

საპატიმროებში არსებულ საგანგაშო ვითარებაზე ევროპის საერთაშორისო წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წარმომადგენლობიც საუბრობენ:

- ”თავისუფლების აღკვეთის ის პირობები , რომელშიც იმყოფება მე -5 საპყრობილეში მყოფ პატიმართა დიდი ნაწილი, წარმოადგენს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და არის ცივილიზებული საზოგადოების შეურაცხყოფა ”, - წერია დასკვნაში.

ხელისუფლების დაპირება, რომ უახლოეს მომავალში ახალი ციხეები აშენდება, ამ პრობლემას ვერ გადაჭრის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის 9 იანვარს მოეწერება ხელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
დოკუმენტს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე გააფორმებენ. მინისტრი ვაშინგტონში უახლოეს დღეებში გაემგზავრება.
ქარტიაზე ხელმოწერა 4 იანვრისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა კონდოლიზა რაისი ახლო აღმოსავლეთში გამგზავრების გამო გადაიდო.
დოკუმენტი ითვალისწინებს ორ სახელმწიფოს შორის პატრნიორობის გაღრმავებასა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ქართველი მომღერალი ბუბა კიკაბიძე შიშობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკვლელობას შეუკვეთავენ. ამის შესახებ მომღერალმა რუსული გაზეთისთვის “გორდონის ბულვარისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. კიკაბიძე რუსეთის ხელისუფლების ქმედებებს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და აგვისტოს მოვლენების შემდეგ, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანა დაიწყო, სამეგრელოს რეგიონში ჩამოიყარა პროკლამაციები. მათში აღნიშნული იყო, რომ თუ ხელისუფლებიდან წავიდოდა პრეზიდენტი სააკაშვილი, მაშინ მოსახლეობისთვის ნორმალური საარსებო პირობები შეიქმნებოდა.
“ამ პროკლამაციებში დასახელებული იყო ნინო ბურჯანაძე, როგორც შემცვლელი ხელისუფალი. ასეთი ქმედება სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა”, - განაცხადა კიკაბიძემ.
მისივე თქმით, იგი დადებითად აფასებს ნინო ბურჯანაძის პიროვნებას, თუმცა აქვე დასძენს, რომ არ შეიძლება რუსეთი ცდილობდეს საქართველოს ხელისუფალი მისთვის უფრო მისაღები პირით შეცვალოს.
“მომწონს თუ არა სააკაშვილი, ეს ჩემი პრობლემაა. მე არასდროს გავაკრიტიკებ სხვა ქვეყნის ხელისუფალს, ვინაიდან ეს შეურაცხმყოფელია უშუალოდ იმ ხალხისა და მათი არჩევანის. პუტინმა უკვე შეიძინა ახალი სახელი, მას “რუსეთის პრეზიდენტის სააქციო საზოგადოების გენერალურ დირექტორს” უწოდებენ. სადამდე გაგრძელდება ასეთი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ არ ვიცი. მე მაგალითად, ვშიშობ, რომ მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა არ შუკვეთონ”, - განაცხადა კიკაბიძემ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
ააააააა :ohmy: ელჩი მე სააკაშვილზე ნაკლებად ვდარდობ მაგრამ ის მაინტერესებს მერე რა მოხდება როგორ ფიქრობ ?

არც ისე კარგი რამ ჩემის აზრით

ციტირება პასუხი
   
User avatar
Posts8
კარმა0
OFFLINEPROFILE
ააააააა :ohmy: ელჩი მე სააკაშვილზე ნაკლებად ვდარდობ მაგრამ ის მაინტერესებს მერე რა მოხდება როგორ ფიქრობ ?

არც ისე კარგი რამ ჩემის აზრით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
თბილისი, 5 იანვარი /“ახალი ამბები – საქართველო“/. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ, რომელიც მსოფლიო ბანკის ორგანიზაციის ჯგუფის შემადგენლობაში შედის, საქართველოს ბანკს 200 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება გამოუყო გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგების დაძლევის მიზნით, ნათქვამია ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის პრეს–რელიზში.

ორი წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი 100–100 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს თითოეული, მათ შორის სუბსიდირებული კრედიტის სახით კაპიტალური ბაზის მხარდასაჭერად და გრძელვადიანი ლიკვიდურიბის სესხისთვის.

“ეს ბანკს საშულებას მისცემს, გააგრძელოს საცალო კლიენტების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის კრედიტირება – კლიენტთა ორი ძირითადი კატეგორიის, რომლებიც საქართველოში ეკონომიკური ზრდის წინსვლას ახორციელებენ“, – აღნიშნულია ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის განცხადებაში.

საქართველოს ბანკი ქვეყნის უმსხვილესი ბანკია, ის საქართველოს საბანკო აქტივების 34%–ის მფლობელია, მასზე იხარჯება ყველა კრედიტის 33% და საქართველოს ყველა შენატანის 30% .

2006 წლის ნოემბრიდან საქართველოს ბანკის აქციები გლობალური დეპოზიტარული საბუთების ფორმით ლონდონის საფონდო ბირჟაზე მიმოქცევაშია. ––0––

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
რეზო ამაშუკელის აზრით, "პატრიარქი აბსოლუტურ იზოლაციაშია"

"ვის ატყუებენ? თურმე ცხოვრება მშვენიერი ყოფილა. ამ პუტკუნა ქოსამ, ამ ყუბანეიშვილმა, კიწმარიშვილის გარდა ყველას თავი მოუყარა ამ ტელევიზიაში. ერთი კაცი აკლიათ მარტო, შაბათობით რომ გამოდის ეგ კოხტაპრუწა - "რუსთავი 2"-ის სახე - მეზობლის კურდღელივით რომ მეჯღანება ეგ მაიმუნი... ამას წინათ ერთმა მკითხა - შენაო, ბურჯანაძემ რა დაგიშავაო? ბურჯანაძემ მე რა უნდა დამიშავოს? ფქვილს არ მომცემს თუ რას მიზამს? მაგის ოჯახის წევრს უთქვამს ჩემზე, სამოსანი პოეტის აზრი ჩვენ არ გვაინტერესებსო. ახლა, ჩემო დიტო, მე რომ ავდგე და ვთქვა - არც მე მაინტერესებს ხუთოსანი მექრთამის აზრი მეთქი - კარგი იქნება?" - აცხადებს პოეტი რეზო ამაშუკელი გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "კათოლიკოსი აბსოლუტურ იზოლაციაშია..."
"ამას წინათ ვნახე, ნინო ბურჯანაძეს ორი ცნობილი მღრღნელი ახლდა თან - დათო პატარაია და მარგველაშვილი. თუ მაგათ იმედზეა ნინ ბურჯანაძე, საღოლ მაგას. ისტორიკოსების გასაგონად მინდა ვთქვა - არავითარ შემთხვევაში არ გამოგრჩეთ ბურჯანაძის პარიკმახერი. მე ძალიან კარგად მახსოვს, მას ახალგაზდობაში გადატკეპნილი თმები ჰქონდა. თქვენ წარმოგიდგენიათ, რამოდენა შრომა აქვს მაგის პარიკმახერს ჩადებული, რომ ქალბატონ ბურჯანაძეს ყოველდღე ასე "ჰოპ-სტოპზე" ჰქონოდა თმები დაყენებული. ანუ ამ ოფოფის ქოჩრიანმა ქალბატონმა თავი გაანებოს ამდენი ფულის ხარჯვას. ირაკლი ალასანია და ბალასანია მე არ მაინტერესებს... ინტელიგენციას მიშა სააკაშვილი ამ ბოლო დროს რაღაც შეუყვარდა. სად არის ღირსება?! რამდენჯერ უნდა ჩაგრეცხოს კაცმა, რომ მის კარზე წანწალი არ დაიშალო. მაგალითად, ვიცი, რომ ჩამოურიგეს მთელ ინტელიგენციას დაკლული, გასუფთავებული ინდაურები. არ ვიცი, ახლა ამ ინტელიგენციაში ვინ იგულისხმება. მაგალითად, არ ვიცი ნინო წკრიალაშვილსაც გაუგზავნა თუ არა სააკაშვილმა ინდაური. მაგას ინდაურზე უფრო სხვა რამე გაუხარდებოდა, მაგრამ არ იციან, ვის რა ესიამოვნება... ამ ჩემს, ყ...ს, თუ არ დამიჭერენ! (იცინის) მე იმის თქმა მინდა, ჩემო დიტო, რომ ბატებმა კი იხსნეს რომი, მაგრამ ინდაურები სააკაშვილს ვერ გადაარჩენენ", - აღნიშნავს "ქრონიკის" კორესპონდენტ დიტო ჩუბინიძესთან საუბრისას რეზო ამაშუკელი.
"მე უწმინდესს ვერც შევხვდი, ვერც დაველაპარაკე და ალბათ, არც შემახვედრებენ. რაც ტელეფონები მქონდა და რის საშუალებითაც პატრიარქს ვუკავშირდებოდი, ამ ტელეფონებზე არავინ მპასუხობს. დარწმუნებული ვარ, პატრიარქი აბსოლუტურ იზოლაციაშია, ალბათ, ჩემს ტელეფონს ცნობენ და პატრიარქს არ მაკავშირებენ. პატრიარქის იზოლაცია აწყობთ ამათ! ამათი ნომერ პირველი ამოცანა იყო და არის მართლმადიდებლობის წაშლა საქართველოში. გინახავთ ვინმეს ეკლესიაში შესული ბოკერია?" - დასძენს რესპონდენტი.
"ბეწვზე ვარ გადარჩენილი, რომ სკოლის დირექტორი არ ვარ, თორემ რომელი თავმოყვარე სახელმწიფო აიტანს იმას, რომ დირექტორების დირექტორად უწიგნური თეა თუთბერიძე ჰყავდეს, რომელსაც საუზმის თეფშებს უგავს ყურები? გუნცაძემ რომ სცემა, ის გიორგი კანდელაკი ჩემზე წერდა, რომ მე ვარ "წითელი ინტელიგენტი". ეგ ღორიშვილები და პატარა მექრთამეები, ვინ არის "წითელი ინტელიგენტი"? მაგათ უკვე დაწყებული აქვთ მუცლის გვრემა, ეშინიათ მაგ ძაღლის შვილებს... ერთი პერიოდი გული გამისკდა, ხმა რომ დაირხა, ბენდუქიძე დაიჭირესო! საზღვარგარეთ ზოოპარკში მაგის გაყიდვა მინდოდა და გული დამწყდა, დიდ ფულს ვიშოვიდით. მეორე ბიზნეს-გეგმაც მაქვს - ყველაზე დიდი გასავალი ახლა ექნება "ვაზელინს". ორის სახის "ტუბიკს" გამოვუშვებდი - ერთი თავზე წასასმელი იქნებოდა, მეორე - კუდუსუნის მიდამოებში. დაბოლოს, უფრთხილდით იმ ჰალსტუხიანი ხვლიკის ტლიკინს!" - აცხადებს რეზო ამაშუკელი და შეკითხვას - "ვის გულისხმობთ ბატონო რეზო?" - პასუხობს:
"ვის და გიორგი თარგამაძეს, რომელსაც ერმა სამართლიანად შეარქვა "შადიმანა". ის იმდენად ხელიდან წასული ნაძირალაა და ყველაფრის მკისრებელი, რომ მაგის გვერდით გავლა არ შეიძლება! ეგ არის რამდენიმე ცნობილი ღალატის შემოქმედი, ეგ ნისკარტიანი და ჰალსტუხიანი ხვლიკი".

წყარო: http://www.ipn.ge/ge/index.php?news=10145

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბაზი,რატომ დაიკარგე,მოგვენატრე.
=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
გამარჯობა. როგორ ხარ. კიდევ ერთხელ გილოცავ ახალ წელს=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
”კიევ-მოსკოვის დაპირისპირებამ დაადასტურა, რომ აზერბაინჯანთან წამგებიანი კონტრაქტი დავდეთ”
სიახლე — თავფურცელი
15:24 05.01.2009

ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[”კომერსანტი”]
დავით ებრალიძე. ენერგოომბუდსმენი: - გაზთან დაკავშირებული უკრაინა-რუსეთის საახალწლო დაპირისპირება საქართველოშიც გაშუქდა, მაგრამ ,აღნიშნული დავა ჩვენთვის საინტერესო ჭრილში საერთოდ არ წარმოჩენილა, ან წარმოჩდა მცდარიმინიშნებებით.
უკრაინა-რუსეთის გაზის ამჟამინდელი კომფლიქტის მიზეზად რუსეთის მხრიდან გაზის საფასურად 420 დოლარის მოთხოვნა დასახელდა. ზოგიერთი ჩვენი მედიის მხრიდან საქმის ასე წარმოჩინება მხოლოდ საქმის არსში ჩაუხედაობის მიზეზი არ უნდა იყოს.

”პირველი არხის” მიერ რეალური ციფრების ართქმა და 420 დოლარის გახმაურება ქართულ-აზერბაიჯანული გაზის კონტრაქტის მიმართ კრიტიკის არიდების მცდელობაა უფრო, ვიდრე არაკომპეტენტურობა.

უკრაინასა და რუსეთს შორის გაზის კონფლიქტი 420 დოლარიან ფასს კი არ უკავშირდება, არამედ იმას, რომ ”გაზპრომი” ითხოვდა 250 დოლარს, ხოლო უკრაინა თავაზობდა 201 დოლარს.

ციფრი ”420” მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც მოლაპარაკება ჩიხში შევიდა და რუსულმა მხარემ უბრალოდ სიტუაციის დრამატიზირებისთვის თქვა, რომ თუ უკრაინას არ სურს ნორმალური პარტნიორობა, მაშინ ჩვენ ამ საფასურს მოვითხოვთო. მაგრამ მთავარი ისაა, რომ რეალური ვაჭრობის შუალედი 420 კი არა, არამედ 200-250 დოლარია.

რატომ არ სურს ჩვენს მედიას ამ რეალობის თქმა? იმიტომ, რომ მაშინ საზოგადოება დასვამს კითხვას: მაშ ჩვენ რატომვყიდულობთ აზერბაიჯანისგან გაზს 280 დოლარად და თანაც ამით მადლიერები უნდა ვიყოთ როგორც ჩვენი ხელისუფლების, ისევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის?

უკრაინა-რუსეთის გაზის დავა კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ ქართულ-აზერბაიჯანული გრძელვადიანი გაზის კონტრაქტი ჩვენთვის სახარბიელო არანაირად არ არის. ენერგომატარებლებზე ფასი მნიშვნელოვნად არის დაცემული მთელს მსოფლიოში. ისევე, როგორც ნავთობპროდუქტებზე, გაზზეც ფასი დაეცა და იგი დღეისათვის 200 დოლარს შეადგენს.

წყარო:http://presa.ge/index.php?text=news&i=5559

საინტერესოა, ამერიკა-საქართველოს ქარტია საჯარო რომ გახდება ხელმოწერის შემდეგ, რა სურპრიზები გველოდება? :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
=fiqri= =fiqri= =fiqri=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი