↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
მყინვარწვერის თოვლის თეთრო თაველო,
ლურჯო ნისლო, მტკვრიდან ცაზე ასულო,
ვეფხის ტყავად დაფენილო მთა-ველო,
ორბის ფრთების ჩრდილით გადახაზულო!

გაზაფხულის ოქროვანო წვიმებო,
მზის ყვავილო, ციდან ძირს გადმორგულო,
შოთას ქნარის მოგუგუნე სიმებო
და აკაკის ხმაწკრიალა ჩონგურო!

ძველო ფუძევ, მრავალ ჭირის მნახველო,
ოფლდაღვრილო, ბევრჯერ სისხლით ნაბანო!
წინაპართა ღირსეულო სახელო
და გმირების მუდამ თბილო აკვანო!

ნედლო მიწავ, ერთი ხელის დადებავ,
გამძლეობით უმტკიცესო რვალისა!
ელვის ღვარო და მსოფლიოს ნათებავ
ამ მიწიდან ამოვარდნილ ალისა!

განთიადის ცეცხლის შემოკიდებავ
და საღამოს მთვარევ, ჯიხვის რქიანო!
აღმართ-აღმართ აღმავალო დიდებავ,
შენ ახალი საქართველო გქვიანო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
გაუმარჯოს,
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,
ვისაც არასოდეს გაუმართლდა,
მაინც სიხარული შეუძლია.
ვისაც იმედები პურად ყოფნის,
ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია,
ვისაც,
სიყვარულით უარყოფილს,
სხვისი სიყვარული შეუძლია.
იმ ქალს,
იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,
ვისი სიმღერებიც მწუხარია,
ვისაც სიხარული გაუავდრდა,
მაინც გაღიმება შეუძლლია.
ვისაც შეუძლია ატირება,
მზით და სიკეთით ძლეულია,
დიდი შეცოდების პატიება
ვისაც დიდსულოვნად შეუძლია!
ვისაც არასოდეს გაუმართლა,
მაინც იმედებით გრძნეულია,
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს,
ვისაც სიყვარული შეუძლია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე პატარა ქართველი ვარ,
კავკასიის მთების შვილი,
და განცხრომით სხვაგან ყოფნას
მირჩევნია აქ სიკვდილი.

ქართლ-კახეთი, იმერეთი,
გურია და სამეგრელო –
ყველა ჩემი სამშობლოა,
საყვარელი საქართველო.

ქვეყნის თვალი, ეს ქვეყანა
ღვთის მშობლისა არის წილი;
ბევრ მწარე დღეს მოსწრებია
და უნახავს ბევრიც ტკბილი:

ხან თუ მტერი აოხრებდა,
იყო მღვრელი ცრემლის ცხარის,
ბრწყინვალე დროც დასდგომია,
დრო დავითის და თამარის!..

მე პატარა ქართველი ვარ,
სახელოვან ერის შვილი
და მსურს მერგოს სასახელო
მეც სიცოცხლე და სიკვდილი!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მას აქეთ,რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული,
ჰოი მამულო,გამიკრთა მე ძილი და შვება!
შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული
ღამე თენდება ეგრათ ჩემი და დღე ღამდება.

დაჟინებითა ფიქრი ფიქრზედ მოდის გროვდება,
გრძნობა გრძნობაზედ შეუპოვრად იბრძვის ჩემს გულში,
და მე არ ვჩივი-მიხარია რომ ეგრეთ ჰშვრება
ჩემი ცხოვრება შენსა ფიქრში შენს სიყვარულში.

მაგრამ მამულო ჩემი ტანჯვა მხოლოდ ის არის,
ის არი მხოლოდ სავალალო და სამწუხარო
რომ შენს მიწაზედ,ამდენ ხალხში,კაცი არ არი,
რომ ფიქრი ვანდო,გრძნობა ჩემი განვუზიარო!

ილია ჭავჭავაძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ტერენტი გრანელი

ექსკურსია ცისკენ

ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

იქ უხილავი მხარე მიცდიდა
და ნისლიანი უსაზღვრო სივრცე.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

იმ პლანეტებზე ფიქრი მიმძიმდა
და გაგიჟებას ველოდი ისევ.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
მურღვამ თქვა

მურღვამ თქვა, არდოტ გაზრდილმა,
სიყრმის დღეები მოვწვერე.
მთვარე, ცას დაკიდებული,
თხის ჯიქანივით მოვწველე.
დანდობა დაკარგულია,
უჟამო ჟამი წკრიალებს,
ქარქაშში ჩასძინებიათ
თეთრტარა ნაპერწკლიანებს.
ხანდიხან მოვა ოცნება
ცეცხლივით ამაბრდღვიალებს,
ასეა წუთისოფელი -
წაღმა- უკუღმა ტრიალებს.
გულში რომ შავი ღამეა,
ნეტა ვინ გაამზიანებს,
სიკვდილი რას მოგვერევა
არაგველ-ალაზნიანებს.
ბევრ მწარე გამოვიარე,
სულში ვინ ხედავს იარებს. . .
"დარდი არც უნდა ახსენო,
თუ არვინ გაიზიარებს"
ესეა წუთისოფელი წაღმა-უკუღმა ტრიალებს.
როგორც ჰგონია საწუთროს,
ისე ვერ გამატიალებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
მხარე ვაზებში გამოხვეული

ყანა კახური, ათქვირებული,
და ყამირები ყარაიასა,
ვაზი, თორმეტი ფურის ნაწველი,
დასხმული ოქროს ბარძიმივითა,
წინანდლის ღვინო დედისრძიანი,
თაფლი-ხეებზე ჩამოღვენთილი
ბროწეულის ტყე წყაროებითა,
ცა-არწივების კლანჭით გარტყმული,
მთები-ფერადი დროშებივითა,
ნაციხარები ქვასისხლიანი.
მხარე-ნათხარი საძირკველების,
მხარე-სარკინე ფალავნებისა,
მხარე-ვაზებში გამოხვეული,
იქ ფერფლი ჰყრია ჩემი ბავშვობის,
ფერფლი ლერწამის ნაცარივითა.

გოგლა ლეონიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
სულო უმზეო,მაგრამ მზიანო,
ყოველთვის,როცა ჰბერავდა ქარი,
მესმოდა ნისლის ფორტეპიანო,
ზარი,გუგუნი და ისევ ზარი.
ვერ ივიწყებდა მაშინ ვერცერთი,
საქართველოში ჰანგთა ზანდაზმას,
და თვითეული მისი კონცერტი,
ეფემერისას ჰგავდა ფანტაზმას.
სადღაც ქვითინი იყო ქალური,
და სონატების ნაზი ფერები,
სტიროდა მისი მუსიკალური,
და გადარევის ეფემერები.

გალაკტიონ ტაბიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
qurdimaxo wrote:
ციტატა:
სულო უმზეო,მაგრამ მზიანო,

:) რა ძლაიან ლამაზია არა?! მადლობა qurdimaxo ამ დადებითი ემოციისთვის...

ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს “Memento mori”-ა.

დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,
ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე.
რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,
მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.

სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,
ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.
ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია
ვარსკვლავები - სიმბოლო თეთრი მარადისობის.

ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,
როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.
მე ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,
ჩემი ნაზი სამშობლო - ლაჟვარდები ცისფერი.

რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,
მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები.
ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,
რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.

ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,
მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.
ჩემი გვარი: გრანელი - პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს ”MEMENTO MORI”-ა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გულო,ცემს ხელთ ხარ ცოტა ხანს,
შემდეგ იქცევი მიწადა,
მანამა სცოცხლობ ჩემთანა,
შენც უნდა იყო ბიჭადა!
რაც-კი რამ სასიცოცხლოა,
შესვი,დალიე ხარბადა:
ზოგი გვირგვინად დაიდგი,
ზოგი ჩაიცვი კაბადა,
საწყევრად ისიცა კმარა,
როცა ვიქცევით ლაფადა;
როს მიწას ვიწვნეთ უგრძნობლად,
წია-ღუების საჭმელად,
აღარ გვეცალოს სატირლად,
აღარც სიმღერის სათქმელად,
სამარის ქვასა ზედ ეკრას,
ნარი და შამბი სანთელად;
ცა სჭექდეს,წვიმაც დიოდეს,
დილის მზეც ამოდიოდეს,
ურიცხვი გუნდი ყვავილთა
მიწიდამ გამოდიოდეს,
სატრფო ჰკოცნიდეს სატრფოსა,
ცვენ ერთიც არ მოგვდიოდეს!

ვაჟა ფშაველა--"გულს"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
დრო აქანდაკებს წუთისოფლის სანახაობებს,
დრო ქმნის სიცოცხლეს, ვით სჩვევია ნატიფ ხელოვანს,
მერე თავს ესხმის თავისსავე შექმნილ რაობებს
და გზად ახვედრებს სისასტიკეს მრავალფეროვანს.

დროის საშოში ნაალერსებ ლამაზ მაისებს
დროის საფლავში დეკემბერი ჩაენაცვლება,
მკვდარი სიტურფით ჟამთასრბოლა უბეს აივსებს,
გაუსაძლისი მჭმუნვარება საზღვარს გასცდება

და მხოლოდ ბროლის თხელ კედლებში გამოკეტილი
ნაზი ვარდების სურნელება სუნამოისა
დარჩება ხსოვნად, რომ დრო-ჟამი იდგა კეთილი
და რომ დროებით ნაშენები დროით მოისრა.

დაე, სიკვდილი იყოს სენი განუკურნელი,
ბროლის კედლებში დარჩეს ოღონდ ვარდის სურნელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=k2Off1YoZHo

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
მთის კალთებზე გაწოლილი ნისლი
ზამთრის ნაღველს ოდნავ გააყუჩებს,
სხივთა ბადეს მთაწმინდისკენ ისვრის
მზე და ამბორს დაუგზავნის ქუჩებს.
მოდის დილა,ღიმილსა ჰგავს ბავშვის,
ქართლის დედის ხელში ხმალი ელავს,
გორგასალი განიერ მხრებს გაშლის,
ტატო ელის ცად გაფრენილ მერანს.
ტალღა მტკვარში აზარფეშას დაცლის,
ეშმაკურად მზეს თვალს აარიდებს,
დილის სიო - ყმაწვილივით ანცი,
ძველ აივნებს მოხსნის ზამთრის რიდეს.
უნაზესი სპექტრი ცისარტყელის
უკვდავ ფერებს აფენს შუშაბანდებს
და სასახლე,აღერილი ყელით
გადმოჰყურებს მოლიცლიცე ლანდებს.
კრწანისიდანხმა მომესმა ლაშქრის,
არაგველებს უხმო ალბათ ქარმა,
დილა ქალაქს ფორიაქით აშლის
რომ,მშვიდ ღამეს გამოუდოს სარმა.
ღამის ნაბადს მხრიდან გადაიხსნის,
მზეს შუბლს უშვერს დინჯად ნარიყალა,
ქარავნები მოჰყავს ცისკარს ისნის,
ხვავს და დოვლათს შემოუწყობს ქალაქს.
შენთან რომ ვარ,ეს ყველაფერს ნიშნავს,
რაღა მომკლავს,რაღა მომკლავს აწი
და თბილისო,სიყვარულის ნიშნად
სადღეგრძელოს შენსას ლექსით დავცლი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
უკანასკნელი მატარებელი

უკანასკნელი მატარებელი
ცხოვრების ეტლის სადარებელი
საცაა გავა მატარებელი.
მიემგზავრება იმედი ჩემი
ბედის ვარსკვლავის სადარებელი.
ვიცი, ამ წასვლას რაც ეწოდება, -
რა საჭიროა ეხლა გოდება.
მატარებლისგან როს მიმიღია
ან თანაგრძნობა ან შეცოდება?
მატარებელი თვლემს, როგორც ლავა,
მატარებელი ხუთ წუთში გავა,
ვინც სხვებს აცილებს, დროა ჩასვლისა,
მატარებელი ხუთ წუთში გავა.
აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები,
მივდევ ვაგონებს, მახრჩობს გრძნობები.
გემშვიდობები სამარადისოდ,
სამარადისოდ გემშვიდოებები!
ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი, -
ყოველჟამს ვკარგო თითო იმედი, -
გამოსალმების ხელოვნებისთვს
ნუთუ არვინ არს პოეტის მეტი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
დასჰვებული ფარდები,
დაკარული წლები,
არა არ გიჯავრდები
დედას გეფიცები.
დაბინდული ნისლები,
დამსხვრეული ფრტები,
არა არ მესიზმრები
აგარც მენატრები.
ცჰამქრალი გვარები,
ხავსიანი კვლები,
აგარ მომენატრები
აგარც მეყვარები.
დასეტყვილი ვენახაი,
დაწყვეტილი გზები
არა მე არ გედახი
დედას გეფიცები.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი