გუგუა,გაიხსნა ჩემო დიდებულო ადამიანო საიტი.
შენ ხარ ასეთი კარგი და მიმზვიდელი და ყველანი
გეხვევიან გარშემო.გაიხარე ჩემო კარგო.
შენც გლოცავ და შენს სტუმრებსაც,ვისი ზარიც გქონდა,ისინიც შენს სტუმრებად მიმაჩნია.
შობას ვულოცავ ჩვენს ფერეიდნელ ქართველებს,
დარწმუნებული ვარ,იესო ქრისტე,თავის კალთას
გადააფარებს მათ და მათ ოჯახებს.
რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთის,იმას,თუ
ცხოვრებამ ისინი მუსულმანებად აქცია.
ჩემო ფერეიდნელებო,თქვენ ჩემთვის,ბედკრული
საქართველოს შვილები ხართ,რომლებმაც ქართული
ენა შეუნარჩუნეთ,თქვენს შვილებს.
მიყვარხართ,გეფერებით და იმედს არ დავკარგავ,რომ
ოდესღაც შევხვდებით ერთმანეთს და ერთურთის
ჭირ-ვარამს გავუზიარებთ.
იმედია არ მიწყენთ,თუ იესო ქრისტეს სურათს მოგიძღვნით

ქრისტეშობისა დღესაო,ლოცვას გიგზავნით ბევრსაო,
იხარეთ,იბედნიერეთ,არ შეუშინდეთ მტერსაო.
გფარავდეთ წმინდა იესო,აწ და მრავალსა წელსაო.