↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბოლავს სიმშვიდე.
ბუხრის პირას-ისევ ვმარტოობ.
ჩაკეტილია ახლა გზები.
მთაში დათოვა.
ჩამოხსნა ქარვის ყელსაბამი ნეკერჩხლის ტოტებს
შემოდგომამ
ჩემთან დატოვა.
ბოლავს სიმშვიდე,
ხელს ნუ ახლებთ-
ჩემო ბატონო,
გაზაფხულებს ნუ დამპირდებით!
გაგიღებთ კარებს,
ოღონდ ზღურბლთან დატოვეთ
თქვენი თვალების ამღვრეული ქრიზოლიტები....
...და როცა წახვალთ,
გევედრებით- გაიყოლიეთ....
...ბოლავს სიმშვიდე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
ანა -თეკლა მაგარია , ძალიან კარგი . კარმა შენ მთელი წლის სამყოფი :) :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
რწმენა გამაღლებს თუ ეჭვი გიპყრობს,
დავრდომილი ხარ თუ ღონე გერჩის,
წუთი არ არის რომ მარტო იყო,
ღმერთი ან ეშმა არ გედგას გვერდში.
მაგრამ ორივე უჩინარია
და ვერ გაარჩევ რომელი გწინდავს,
ალღო კი მხოლოდ შეუმცდარი აქვს
წინასწარმწტყველს, გმირსა და წმინდანს.
ვინ გაუძღვება ადამიანებს,
ბედისწერასთან ვინ შეაბრძოლებს?
ვინც ღმერთს და ეშმას აერთიანებს
და თავის თავში აწონასწორებს
(შოთა ნიშნიანიძე)

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined06 Jan 2009
Posts1
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლსჯკდჰ32ეუირფიწეფცბსდმნცბჭOIH

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
სალამი ნათია2=sher=
ფანტასტიკური შემოსვლა გაქვს,იმედია უფრო გასაგები ენით დაპოსტავ შემდეგში=haa= =kf=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მყუდროებას და ფოთლებს ამდორებს,
მივიწყებული ტყეში ბილიკი,
ამბობენ თურმე შენ მე დაგტოვე,
ძვირფასო ეს ხომ იყო პირიქით?

დღეებს უცნაურ ცასთან მივყავდით,
გვდევდა ტოლთა და სწორთა ქილიკი,
ამბობენ თურმე მე არ მიყვარდი,
არადა ეს ხომ იყო პირიქით?

და ვზივარ ახლა ჩამქრალ ბუხართან,
რა მოხდა? - იტყვის ვინმე ქარაგმით,
ვინ ვის სძულდა და ვინ ვის უყვარდა,
მხოლოდ მე ვიცი და სხვამ არავინ!

თიკო თიკო მადლობელი ვარ შეფასებისთვის=ko= =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
ოოოჰ,ანა-თეკლა მომნატრებია შენი ლექსები,თან რა დამთხვევაა,დღეს ვინატრე
სოფელში ბუხართან ყოფნა=ko=

კარმა ჩემგან:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined06 Jan 2009
Posts20
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნინოწმინდა… პალატები მეფეთა…
გალავანში - ჯამი აქაფებული;
შენი სახე რისთვის შემომეფეთა,
ხატი იყავ - ვეფხვი დაქალებული…

საზანდარმა ღამე ააცახცახა,
ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა,
ცა - ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა,
და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა.

ნინოწმინდა… ჩვენ, როგორც ხაზარები…
ო, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ!

როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა,
სიყვარული ისე დამჯახებია!
მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს
და სიყვარულს ათაბაგის ქალისას;
ძუძუები ოქროს კალმახებია,
წამწამები აქვს თავთუხის ყანისა…

წინანდალის ვაზი აყვავებული,
ჩამოსხმული ოქროთი და თაფლითა,
აფრენილი ბაზიერის დაფითა,
დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებული!

ნინოწმინდა… ჩვენ როგორ ხაზარები…
ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ, ცრემლმა, იმ პატარა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გულო, რა გემართება?
შემოდგომის ყვავილებს
დიდებასთან მივიტან,
ერთი შორი ოცნება
მახსოვს ძველ მოტივიდან.
ვარდები არ არიან,
მაგრამ რა მევარდება?
სულო, რა გემართება?
გულო, რა მოგივიდა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჰე, მამულო!
ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა
მარადყველა ჩვენთაგანის ვალია.
სანამ გმირმა შენთვის სული დალია,
სთქვა: “სამშობლო, უპირველეს ყოვლისა!”

არმოშიშარს ქარისა და თოვლისა,
ყოველ ჩვენგანს ურყევ მოზნად ექნება
მხოლოდ შენთვის თავდადების შეგნება:
მამულს გული, უპირველეს ყოვლისა!

მზეჩაჰქრება ყველა სისხლისმწოვლისა,
მზე ამოვა ყველა დაჩაგრულისა,
წამლად იქნას ყოველ დაჭრილ გულისა:
გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა!

დე, ბრწყინავდეს დროშად თვითეულისა
საქართველოს მკერდი ორდენოსანი,
მისი მიწა, მისი მზე სხივოსანი,
ის გვიყვარდეს, უპირველეს ყოვლისა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
უფლისციხესტან სისხლისფერი ყაყაჩო წვეტი
არა დაგვრილოს-დასაგვრელის,ალბატ,მაცნეა,
არავიტარი სხვა შამსჰობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია
მედავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თორმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჯვარდს გასჩრია,
არავიტარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია
მსვენიერია ორ ზგვას შუა კავკასის ხედი
და კიტხვა ვინ ვის? ბებერ გულსჰი ლახვრად მაჩნია,
არავიტარი სხვა შამსჰობლო ამაზე მეტი,
არავიტარი სხვა გზა,სხვა ხსნა არ გამაჩნია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ოდესღაც, სადღაც, მარტოობაში
გულით ამომსკდა სიმღერა წყნარი,
ჩემი სიმღერა ქვითინი იყო,
სულით ობლობას კვნესოდა ქარი.

ხანი გავიდა,გადამავიწყდა
სიმღერა სადღაც,ოდესმე თქმული,
სანამ არ ვპოვე მეგობრის გულში
ღრმად ჩაქსოვილი და შენახული.

ერთხელ,ოდესღაც გზად მივდიოდი,
მე მოვისმინე ჩემივ ნაღველი,
ყრმობის ოცნებით გავაცებული,
ყმაწვილურ ვნების გამომსახველი.

და ვერ ვივიწყებ ქალწულის სახეს
სადღაც,ოდესმე ფიქრში ზმანებულს,
შემდეგ ახდენილს სინამდვილეში,
მაგრამ... საკმაოდ დაგვიანებულს.

გალაკტიონ ტაბიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Jan 2008
Posts278
კარმა0
OFFLINEPROFILE
მახო პოეტობას ტავი დაანებე და შემოდი კომენტარებში ხალხი გეძებენ...=da= =da= =da= =kf= =kf= =kf= =kf= =kf=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
თითქოს დაეშვა ძველი ფარდები,
ღამის წყვდიადში ისე მწარდები,
ცივია გული? არ შეუყვარდი?
არაფერია, შეუყვარდები.

თითქოს რაიმეს ნიშნავს, რომ ბნელი
ღამით იმავე მეგობარს ელი,
არაფერია, არაფერია,
მოვა სხვა, უფრო დაუძლეველი.

წარსულზე ოხვრას რისთვის უნდება
ყოველი დღე და შებინდბუნდება,
თითქოს ბერდები? არაფერია,
ათასი წლისაც არ დაბერდები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
До свиданья, друг мой, до свиданья.
Милый мой, ты у меня в груди.
Предназначенное расставанье
Обещает встречу впереди.

До свиданья, друг мой, без руки, без слова,
Не грусти и не печаль бровей, -
В этой жизни умирать не ново,
Но и жить, конечно, не новей.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი